"დენ პაბედი" რუსული კი არა, გამარჯვების მაუწყებელი სიმღერაა!"

საზოგადოება

"დენ პაბედი" რუსული კი არა, გამარჯვების მაუწყებელი სიმღერაა!"

12 მაი. 2011, 08:08:32
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთში ფაშიზმზე გამარჯვების 66-ე წლისთავი აღნიშნეს. ქალაქის ცენტრში ვეტერანებმა თავი 12 საათისთვის მოიყარეს. მათ გამარჯვების დღე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა პირებმა მიულოცეს. ქალაქის პარკში შეკრებილმა ვეტერანებმა ფრონტელი მეგობრები და ის დღეები გაიხსენეს, როცა ერთად იბრძოდნენ.

_ მაშინ 20-25 წლის ბიჭები ვიყავით. ბევრი დაიღუპა ფრონტის ხაზზე. ყველაზე მეტი ლანჩხუთელი ქერჩში დაეცა გმირულად. მათი მოგონება ჩვენ გულებში მუდამ იქნება, _ აღნიშნეს ვეტერანებმა.

ვეტერანებს მუნიციპალიტეტის გამგებელი გიორგი გოგუაძე და საკრებულოს თავმჯდომარე რევაზ ჩიტიძე შეხვდნენ და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.

ქალაქის ცენტრალურ პარკში შეკრებილები სტალინის ბიუსტის ყვავილებით შესამკობად გაემართნენ. გზად რამდენიმე ვეტერანმა საყვედურიც კი გამოთქვა სააკაშვილის მიმართ: "სააკაშვილი, მგონი, 9 მაისს _ გამარჯვების დღეს აუქმებს. დაიწყეს, 8 მაისია გამარჯვების დღეო. 66 წელია, 9 მაისს აღვნიშნავთ და ახლა რაღა მოუვიდათ?!" _ კითხულობდნენ ვეტერანები. მათ იქვე განუმარტეს, რომ 9 მაისის და გამარჯვების დღის გაუქმების თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია არასწორია.

ამასობაში სიმღერა _ "დენ პაბედი" გაისმა და ვეტერანებმა მსვლელობა წამით შეაჩერეს. მათ ცნობილმა სიმღერამ ძველი წლები გაახსენა, ზოგიერთის თვალზე ცრემლიც კი შევნიშნეთ. იქვე ერთ-ერთმა ჩინოსანმა შენიშნა, ეს რუსული სიმღერა რომ არ დავუკრათ, ქართული არ არისო? თუმცა ამ კითხვას თავადვე უპასუხა, ეს რუსული კი არა, გამარჯვების მაუწყებელი სიმღერააო.

ვეტერანები სტალინის ბიუსტთან გაჩერდნენ. სადაც პატარა გოგო-ბიჭები ყვავილებით მიეგებნენ და ვეტერანებს გმირობისა და თავდადებისათვის კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა.

გიორგი გოგუაძე, მუნიციპალიტეტის გამგებელი: "მინდა მოგილოცოთ გამარჯვების დღე. თქვენ გმირები ხართ და მუდამ ვიამაყებ იმით, რომ დიდი წვლილი მიგიძღვით ფაშისტური გერმანიის დამარცხებაში. გისურვებთ დიდხანს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას."

რევაზ ჩიტიძე, საკრებულოს თავმჯდომარე: "ნამდვილად საამაყოა, როცა თქვენს გვერდით ვართ და ასეთი მნიშვნელოვან თარიღს აღვნიშნავთ. ღმერთმა ჯანმრთელობა მოგცეთ და დღეგრძელობა!"

შემდეგ ვეტერანები ბანკეტზე მიიპატიჟეს, რომელიც კაფე-ბარ "სამეფოში" გაიმართა.

_ მინდა ყველა ვეტერანს მივულოცო ეს ღირსშესანიშნავი დღე. ჩვენ ძალიან ბევრნი ვიყავით, მაგრამ წლებს თავისი მიაქვს _ 3500 დავბრუნდით ფრონტიდან და დღეს 70-ღა დავრჩით. არ დარჩენილა, ალბათ, ოჯახი, რომელმაც მსხვერპლი არ გაიღო მაშინ. საბჭოთა კავშირის 7 გმირი ჰყავს ჩვენს რაიონს. კიდევ ერთი ადამიანი იყო წარდგენილი გმირობაზე, მაგრამ სამწუხაროდ, მაშინ დოკუმენტაცია არ აღმოჩნდა მწყობრში და არ მიენიჭა გმირის წოდება. დღეს ხელისუფლებამ ლამაზი დღე გვაჩუქა. გიორგი გოგუაძის და რევაზ ჩიტიძის მხარდაჭერას მუდამ ვგრძნობთ. 87 წლის ვარ უკვე, თუმცა, მაინც ვცდილობ მედგრად ვიყო. ჩვენი გმირობის ამბავი მომავალ თაობებს აუცილებლად შემორჩებათ, _ თქვა ვეტერანთა საქმეების რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გიგლა ქანთარიამ.




 ახალი ამბები
  • ექნებათ თუ არა ​აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს პირბადის მოხსნის საშუალებამთავრობის გადაწყვეტილებით, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს პირბადის მოხსნის შესაძლებლობა ექნებათ. ამის შესახებ გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლებსა და ეპიდემიოლოგებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღეს. „იქიდან გამომდინარე, რომ განათლების სამინისტრო ტექნიკურად ძალიან კარგად მოემზადა ამ გამოცდების ჩასატარებლად, აბიტურიენტს, რომელიც აუცილებლად პირბადით უნდა მივიდეს საგამოცდო ადგილზე, მერხთან დაჯდეს, რომელიც იქნება უზრუნველყოფილი დეზობარიერთით, გამოცდის ჩატარების პერიოდში ექნება შესაძლებლობა პირბადე მოიხსნას, რადგან იქ დისტანცია იქნება დაცული“, - განაცხადა პრემიერმა. მისივე თქმით, ყველა საგამოცდო სივრცეში ფანჯრები ღია უნდა იყოს, მაგრამ თუ ოთახში ტემპერატურა 30 გრადუსამდე ავა, შესაძლებელი იქნება კონდიციონერის ჩართვა. ერთიანი ეროვნული გამოცდები 6-25 ივლისს ... ...
  • რა ახალი წესები ამოქმედდება ევროკავშირში შესვლის მსურველი ავიამგზავრებისთვის1-ელ ივლისს ევროკავშირი თავის საზღვრებს მესამე სამყაროს ქვეყნების მხოლოდ მცირე ნაწილთან გახსნის. თუმცა უახლოეს მომავალში ამ ჩამონათვალის გაფართოებაც იგეგმება. რომელი განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეებს შეუშვებენ მალე ევროკავშირში და როგორ უნდა მოიქცნენ ევროპაში გაფრენის მსურველი მგზავრები? ამ და სხვა აქტუალურ კითხვებს პასუხი Deutsche Welle-მ გასცა. რა იცვლება 1-ლი ივლისიდან? ევროკავშირში შესვლის შეზღუდვა განვითარებადი ქვეყნების მოქალაქეთათვის 1-ლი ივლისიდან ეტაპობრივად მოიხსნება. თავდაპირველად მოსალოდნელია, რომ აღნიშნული ინიციატივა დასავლეთ ბალკანეთის მხოლოდ 6 ქვეყანას შეეხება. ესენია ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, კოსოვო, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი. ამის მიზეზი არის ის, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყნებში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ანალოგიური ან უკეთესიც კია, ვიდრე - ევროკავშირში. სამომავლოდ, ამ ჩამონათვალის გაფართოება იგეგმება და სავარაუდოდ, მათ შორის იქნება საქართველოც. რაც შეეხება შენგენის ზონის შიდა საზღვრებს, ის 15 ივნისიდან უკვე გახსნილია. შესაბამისად, სასკოლო არდადეგების დაწყებამდე, შენგენის 26 ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ შიდა ავიამიმოსვლით ესარგებლათ. ამიტომაც სწორედ ამ მიმართულებით ტურისტულმა სააგენტოებმა და ავიაკომპანიებმა სარეკლამო რგოლები გაააქტიურეს. ამ დროს განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა თვითმფრინავებსა თუ აეროპორტებში შემუშავებულ და განხორციელებულ უსაფრთხოების ზომებზე, რომელთა დაცვაც ახალი კორონავირუსული ინფექციის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია. კონკრეტულად რა წესებზეა საუბარი და როგორ უნდა მოიქცეს ევროპაში გაფრენის მსურველი მგზავრი? ნიღაბი როგორც თვითმფრინავში, ასევე - აეროპორტის შენობაში აუცილებელია იმის აღნიშვნა, რომ ევროპაში გაფრენის მსურველი ადამიანისთვის ნიღბის ტარება სავალდებულოა. ევროკავშირის სტრუქტურების მიერ გამოქვეყნებული სამგზავრო საჰაერო მიმოსვლის ინსტრუქციის თანახმად, ამ წესის დაცვა აუცილებელია "გამგზავრების მიზნით, აეროპორტის შენობაში შესვლის მომენტიდან დანიშნულების აეროპორტიდან გასვლამდე". გამონაკლისს წარმოადგენენ მხოლოდ 6-წლამდე ასაკის ბავშვები და ის პირები, ვისთვისაც ნიღბის ტარება სამედიცინო მიზეზების გამო დაუშვებელია. გარდა ამისა, აუცილებელია, რომ მგზავრებმა ნიღაბი ყოველ 4 საათში შეიცვალონ. მათ ხელები რეგულარულად უნდა დაიბანონ და დეზინფექცია ჩაიტარონ. როგორც წესი, ფრენა 4 საათზე მეტხანს გრძელდება, ამიტომაც მგზავრს, სულ ცოტა, 1 სათადარიგო ნიღაბი მაინც უნდა ჰქონდეს. თვითმფრინავის სალონში ხელბარგის ატანა გერმანიის აეროპორტების უმრავლესობაში დაინერგა წესი, რომლის თანახმადაც, მგზავრს სალონში მხოლოდ ერთი ცალი ჩანთის ატანა შეუძლია. სავარაუდოდ, ამან მგზავრის ბარგის შემოწმების პროცესი უნდა დააჩქაროს და აეროპორტში ინფიცირების რისკი მინიმუმამდე დაიყვანოს. ბარგის შემოწმებისას 1,5-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაცვა აუცილებელია. ამისათვის კი ავიაკომპანიებმა სახმელეთო სამსახურებთან ერთად აეროპორტებში სპეციალური ნიშნულები უნდა გააკეთონ და მგზავრებისთვის დამატებითი სარეგისტრაციო პუნქტები გახსნან. სამედიცინო კონტროლი აეროპორტებში ამ დროისთვის გერმანიის აეროპორტებში თერმოსკრინინგი ყველა მგზავრისთვის აუცილებელი არ არის. თუმცა ყველა აეროპორტი ვალდებულია, ტემპერატურის საზომი აპარატურა ჰქონდეს და სიტუაციის შესაბამისად, მასობრივი თერმოსკრინინგის დასაწყებად ნებისმიერ დროს მზად იყოს. თუმცა ავიაკომპანიებს შეიძლება საკუთარი წესები ჰქონდეთ. მაგალითად, Lუფტჰანსა უახლოეს მომავალში გეგმავს, რომ მგზავრებს ახალ კორონავირუსზე ნებაყოფლობითი ტესტირება შესთავაზოს. აღნიშნული მომსახურება მიუნხენისა და ფრანკფურტის (მაინის) აეროპორტებში იგეგმება. ტესტის შედეგები 4 საათში ცნობილი იქნება. ავიაკომპანიის განცხადებით, ამ მომსახურებაზე მოთხოვნა, უპირველეს ყოვლისა, ექნებათ იმ ადამიანებს, რომლებიც მიემგზავრებიან ქვეყნებში, სადაც შესვლა მხოლოდ ახლახან ჩატარებული შAღშ-ჩოV-2-ის ტესტის პასუხით არის შესაძლებელი. რამდენად დიდია ბორტზე ინფიცირების რისკი? ბორტზე ინფიცირების რისკი არსებობს, მაგრამ ის არც თუ ისე დიდია- ამტკიცებენ ავიაკომპანიებისა და თვითმფრინავების მწარმოებელი ევროპული კონცერნის- Aირბუს-ის წარმომადგენლები. ამას კი იმით ხსნიან, რომ თვითმფრინავის სალონში ჰაერის მიმოქცევა ზევიდან ქვევით ხდება. ამიტომაც მგზავრების მიერ ამოსუნთქული ჰაერი სხვა წვეთებთან ერთად დაუყოვნებლივ სალონის იატაკზე ეცემა და გვერდით მჯდომს არ ხვდება. ”ჩვენს თვითმფრინავებში ჰაერწვეთოვანი გზით ინფიცირების რისკი ისეთივე უმნიშვნელოა, როგორც რომელიმე გერმანული კლინიკის საოპერაციოში”, - წერს თავის ვებგვერდზე ავიაკომპანია ჩონდორ-ი. გერმანელი ვირუსოლოგი იონას შმიდტ-ხანასიტი (ჟონას შცჰმიდტ-ჩჰანასიტ) ასეთ განცხადებებს სკეპტიკურად უყურებს. ჰამბურგის ტროპიკული მედიცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელი გვახსენებს, რომ თვითმფრინავში ჰაერის ფილტრაციის ყველაზე თანამედროვე სისტემის არსებობის შემთხვევაშიც კი ფრენა ინფიცირების რისკს თავისთავად შეიცავს. რაც უფრო ხანგრძლივია ეს მგზავრობა, საფრთხეც მეტია - აღნიშნავს ვირუსოლოგი. იქნება თუ არა შუა ადგილები ცარიელი? ევროკავშირის ავიაკომპანიებს არ ევალებათ, ფანჯარასა და გასასვლელს შორის არსებული შუა ადგილები ცარიელი დატოვონ. გადამზიდველს ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თვითმფრინავის დატვირთვა ამის საშუალებას მისცემს. ამრიგად, მგზავრებს ავიაკომპანიისგან შუა ადგილების გამოთავისუფლების მოთხოვნის უფლება არ აქვთ. წყარო: ... ...
  • “ვფიქრობ, ეს დავა აღმოჩნდა მაგალითი, ადამიანის უფლებების გამარჯვებისა უსამართლობაზე““საქართველოში მერსედეს ბენცის წარმომადგენლობის” წილების გარშემო მიმდინარე 12- წლიანი პროცესი უზენაეს სასამართლოში ჩემი და ჩემი ოჯახის გამარჯვებით დასრულდა“, _ ამის შესახებ ინფორმაციას მაკა ასათიანი ავრცელებს. მისივე თქმით, ვფიქრობ, ეს მრავალწლიანი დავა აღმოჩნდა მაგალითი, ადამიანის უფლებების გამარჯვებისა უსამართლობაზე, ღირსების ზეობის უმორალობაზე. “ჩემთვის ამ ხანგრძლივი ბრძოლის ამოსავალი გახლდათ, არა ბიზნეს და ფინანსური ინტერესები, არამედ მამაჩემის - კახი ასათიანის სახელისა და მისი ღირსების დაცვა. წლების განმავლობაში ჩემი ოჯახი კანონის ძალით ებრძოდა უკანონობას, რომელიც თავს მოგვახვია წინა ხელისუფლებამ. სცენარი ბანალური იყო - ჩვენი ოჯახი “დაისაჯა” ნაციონალური მოძრაობის დაუმორჩილებლობისთვის. ჩემი დასაბუთებული ვარაუდით, რაც შემდგომმა მოვლენებმაც დაადასტურა, “ოსტატურად” შეიკერა საქმე, რომელშიც მონაწილეობდნენ წინა ხელისუფლების მარიონეტები, ხელოვნურად შექმნილი მოდავე მხარე და მათივე საინფორმაციო საშუალებები. ამ პროცესში უგულებელყოფილი იყო არამარტო ადამიანებისა და ბიზნეს ინტერესები, არამედ ქვეყნის რეპუტაცია საერთაშორისო დონეზე. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, “დაიმლერ ბენცის” (AG) სათავო ოფისი აღშფოთებით ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს. ამ დიდ, უსამართლო მანქანას ჩემი ოჯახი წლები ებრძოდა უცვლელი პრინციპით, ღირებულებებით და რწმენით, რომ სამართალი და სამართლიანობა აუცილებლად დაამარცხებს ძალადობას და ტერორს. ასეც მოხდა. 12 წლის თავზე, ჩვენ გავიმარჯვეთ. გავიმარჯვეთ ადამიანის უფლებების, ბიზნესის თავისუფლების და ლიბერალური ღირებულებებისთვის ბრძოლაში. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ჩემთვის არის კანონის უზენაესობის, სამართლიანობის აღდგენისა და პროფესიონალიზმის დასტური.“ - აღნიშნულია მაკა ასათიანის ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 8 ადამიანი დაინფიცირდა, 23 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 939 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 817 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3080 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - ... ...
  • თიანეთში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდათიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ტუშურებში ციმბირული წყლულის შემთხვევა დაფიქსირდა. ინფექცია თავდაპირველად მსხვილფეხა რქოსან პირუტყვს აღმოაჩნდა, საქონლის დაკვლის შემდეგ კი მეპატრონე დაავადდა,_ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალაბული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის უვნებლობის სამსახურის და ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გატარდა კანონმდებლობით დადგენილი ყველა შესაბამისი ზომა. მოხდა სოფელში არსებული პირუტყვის ვაქცინაცია , დაავადებული ხორცი სოფლიდან მოშორებით დაიწვა და სპეციალურ სამარხში ხუთი მეტრის სიღრმეზე განთავსდა.სურსათის უვნებლობის სამსახურის და ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ მოხდა მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტუშურებში აკრძალულია საქონლის დაკვლა, ასევე ხორცის და რძის ნაწარმის რეალიზაცია. პარალელურად სოფელში აცრილი პირუტყვის მონიტორინგი მიმდინარეობს. გუბერნატორის განცხადებით, სიტუაცია ტუშურების ადმინისტრაციულ ერთეულში კონტროლს ექვემდებარება და მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...