სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი მიმართვა პრემიერს

საზოგადოება

სამი არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი მიმართვა პრემიერს

2013 ივლ 3 12:27:28

მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

"მოგახსენებთ, რომ ქვეყანაში ბოლო 9 თვის განმავლობაში დაგროვდა იმაზე მეტი კითხვა ვიდრე ოდესმე არსებობდა და ის ყველაფერი, რის გამოც მოქმედი მთავრობა მუდამ აკრიტიკებდა ძველს არა მხოლოდ დარჩა ისე, როგორც არის, არამედ მკვეთრად გაუარესდა. დიახ ძველ მთავრობას ჰქონდა გარკვეული შეცდომები, მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნოთ რომ სწრაფ და მოქნილ რეფორმებს დანგრეულ ქვეყანაში ვერ განახორციელებ რაღაც შეცდომების გარეშე და ამას თავად ყოფილი მმართველი გუნდიც აღიარებს. თქვენი წინასაარჩევნო დაპირება იყო ხელისუფლებაში მოსვლის მეორე დღიდანვე სოციალური მდგომარეობის მკვეთრი შეცვლა გაუმჯობესებისკენ, რის გამოც თქვენ ამომრჩეველთა 54%-მა მოგცათ ხმა თუმცა... თუმცა აგერ უკვე 9 თვის თავზე საზოგადოებამ ვერაფერი ვერ იხილა, გარდა მაღალჩინოსანთა დაპატიმრებებისა და კრიმინალთა გარედ გამოშვების, რასაც ქვეყანაში კრიმინოგენური მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება მოჰყვა და ეს ფაქტია. ამის გარდა შსს-ში არის უამრავი გამოუძიებელი საქმე, რომელთა გამოძიებასაც ზემოდ ხსენებული უწყება საზოგადოებას 1 თვეში ჰპირდებოდა, მაგრამ უკვე 9 თვე გავიდა და.....

1. ბარბარე რაფაელიანცის საზარელი მკვლელობა.

2. ციხის გახმაურებული კადრები.

შემდეგ შსს-ს უმოქმედობის სია გაგრძელდა და მას დაემატა კიდევ რამდენიმე გახმაურებული საქმე, რომლის გამოძიების არანაირი ნიშანწყალი არ არსებობს, მათ შორის ჯიჰადის ცნობილი ვიდეოები, ეს საუბარია გახმაურებულ საქმეებზე, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ საქმეებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის. ამის ნაცვლად ჩვენ ვხედავთ ქვეყანაში აშკარა პოლიტიკურ დევნას, ზეწოლას, როგორც ოპონენტ პოლიტიკურ ძალაზე, ასევე სამოქალაქო საზოგადოებაზე, შეგახსენებთ ცოტნე მამულაშვილის საქმესა და გიორგი ხმელიძის მოდულის შენობაში მიყვანას მხოლოდ გაზიარებული სტატუსისა და პრეზიდენტთან გადაღებული ფოტოსურათის გამო, რაც ყოველგვარ სამართლებრივ და მორალურ ზღვარს სცდება. ვხედავთ ბაჩო ახალაიას დაუსრულებელ სასამართლო პროცესებს, რომლების მიმდინარეობისას პროკურატურა აბსოლუტურ უსუსურობას იჩენს და ეს პროცესები კლოუნადას ემსგავსება, ვხედავთ ოპონენტი პოლიტიკური პარტიის გენერალური მდივნის დაკავებას, რაც სახიფათო სიგნალია საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე, ვხედავთ უპრეცედენტო ზეწოლას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებზე, და ბოლო დღეებში თბილისის მერიისა და საკრებულოს წევრების, ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოებს გაცდენილ, სპეცოპერაციის შედეგად სამჯერ დაპატიმრებას-განთავისუფლებასა და ისევ დაპატიმრებას, რაც ნონსენსია იურიდიულ პრაქტიკაში, ვხედავთ მთავრობის ზოგიერთი წევრის მხრიდან აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის "დამოუკიდებლობის" პირდაპირ წახალისებას, რაც დამანგრეველია ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის, ვხედავთ ოკუპანტი ქვეყნის მიერ ჩვენს ტერიტორიებზე მავთულხლართების გავლებას, რაც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და ამაზე მთავრობას რატომღაც არ გაუკეთებია შესაბამისი რეაგირება, ვხედავთ გაზრდილ უმუშევრობასა და მოქალაქეთა მკვეთრ უკმაყოფილებას არსებული სოციალური მდგომარეობის მიმართ, ვხედავთ აშკარა პრობლემებს განათლების სფეროში და მცდელობას ბათუმის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის გაუქმებისა, იმ უნივერსიტეტის, რომელიც საქართველოს განვითარებული მომავლის გარანტია, ვხედავთ გაუგებარი "სამართლიანობის აღდგენისთვის" მებრძოლი ასევე გაუგებარი სუბიექტების არც თუ კანონიერ ჩარჩოებში მოქცეულ ქმედებებს, ვხედავთ ჩვენი დასავლელი პარტნიორების აშკარა დაშორებას საქართველოსგან, რაც დამანგრეველი იქნება, საქართველოს, როგორც სახელმწიფოს არსებობისთვის, ეს სია შესაძლოა კიდევ გაგრძელებულიყო, თუმცა მიგვაჩნია რომ ის ძირითადი უკუსვლები, რაც არის აქ მეტ-ნაკლებად ჩამოვაყალიბეთ.

ყოველივე ზემოდ აღნიშნულიდან გამომდინარე მიგვაჩნია რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 9 თვის შემდეგ ქვეყანაში შეინიშნება მკვეთრი რეგრესი, რაც ჩვენის ღრმა რწმენით სულაც არ ყოფილა ამომრჩეველთა 54%-ის ოცნება.

დროა შეწყვიტოთ ის უმსგავსობა, რომელიც დღეს ქვეყანაში ხდება და შეუდგეთ იმ დაპირებების შესრულებას, რომლის გამოც საქართველოს მოსახლეობამ მოგცათ ხმა, ვინაიდან ხალხის ნება არის უზენაესი და მიგვაჩნია, რომ ხალხს დღეს აწუხებს სოციალური პრობლემები რომელთაგანაც 9 თვის განმავლობაში არც ერთი, ყველაზე ელემენტარულიც კი არ მოგვარებულა, რაც სამწუხაროა.

მოგიწოდებთ გამოიყენოთ თქვენთვის კონსტიტუციით მონიჭებული მთავრობის თავმჯდომარის უფლებამოსილება და შეწყვიტოთ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა, კრიმინალის წახალისება, უკვე არსებული ინფრასტრუქტურისა და პროექტების შეჩერება-დანგრევა და დაიწყოთ რეალური სოციალური პრობლემების მოგვარება, რის გამოც იყავით არჩეულნი!".




 ახალი ამბები
  • რუსეთში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, რუსეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ამ ეტაპზე მშობლიურ ქალაქში ამის შესახებ ინფორმაცია არ არის გავრცელებული, მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იციან. მოკლული ახალგაზრდა გურიის ერთ-ერთი სოფლიდან არის. ჩვენთვის უცნობია სხვა დეტალები. “გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ... ...
  • მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს მეორე ეტაპიც დასრულდასაჯარო სკოლებში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს მისაღებად რეგისტრაცია 29 ნოემბერს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის ზაფხულში განისაზღვრა საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის წესი, პირობები, ეტაპები, ვადები. პირველი ეტაპი პირველი სექტემბრისთვის დასრულდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში 106-მა პენსიონერმა მასწავლებელმა აიღო ფულადი ჯილდო. ეს თანხა სულ 932 471 ლარს შეადგენს. ყველა ამ კატეგორიის მასწავლებელს ფულადი ანაზღაურება 1 ნოემბრისთვის ჩაერიცხათ. რაც შეეხებათ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულებს, საპენსიო ჯილდოს ისინი 2020 წლის იანვრის ბოლოს მიიღებენ. პრაქტიკოსი მასწავლებელი ნიშნავს პედაგოგს, რომელიც მოღვაწეობს სკოლაში, მაგრამ არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია. ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა ახლახანს დაასრულა პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი ზაფხულში, ივლისში ... ...
  • ნიგვზიანის ბაგა-ბაღის აღმზრდელი "მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალშიაგარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული “მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალში 10 კონკურსანტი გავიდა, აქედან ორი ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არის. ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. მეორე ფინალისტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანის აღმზრდელი ნათია თავაძეა. “ძალიან გახარებული ვართ მთელი გუნდი. ახლა ველოდებით ფინალის შედეგებს. საფინალო ღონისძიება 17 დეკემბერს გაიმართება თბილისში. 6 წელია ნიგვზიანის ბაგა-ბაღში ვმუშაობ. ბაღში 75 აღსაზრდელია. ამ ეტაპზე მყავს სასკოლო ჯგუფი და ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს, რომლის უმეტესობა გარემოს დაცვის აქტივობებია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები. გვქონდა ერთ-ერთი აქცია “დარგე ერთი ხე ბაბუასთან ერთად,“ _ გვითხრა ნათია თავაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულმა კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ყველა კუთხეში და აქედან გამომდინარე ბევრი კონკურსანტი იყო. ფინალისტების გამოცხადებამდე,  ერთ-ერთი ტური  ქუთაისში გაიმართა, სადაც 17 კონკურსანტი იყო. ამ ტურში ასევე მოხვდა სოფიო სიხარულიძე, ჩოხატაურის #2 ბაგა-ბაღის აღმზრდელი, რომელსაც კარგი პრეზენტაცია ქონდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინალში ხუთი აღმზრდელი დასავლეთიდან შეარჩიეს და ხუთი ფინალისტი აღმოსავლეთი ... ...
  • ზურაბ აბაშიძე: „ნაცმოძრაობის“ მორიგი პოლიტიკური პერფორმანსიდღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სასტუმრო „რუმსში” გამართულ კონფერენციას – „რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში”. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხებზე პოლიტიკოსთა ნაწილი კვლავ ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ თავისი ეგოისტური მიზნებით. „დღეს, სასტუმრო „რუმსში”, უმთავრესად „ნაციონალური მოძრაობის” ძალებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე, რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში. გამართულა დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიოს ჩვენმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ასეთი ცენტრის საქმიანობას. სამწუხაროა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, რადგან სწორედ 28 ნოემბერს პრაღის ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია, დეკემბრის თვეში, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის დაარსების შესახებ. ასეთ მოწვევას და დღევანდელ კონფერენციაზე დასწრებას ალბათ სავალდებულოდაც ჩავთვლიდით, რამეთუ საზოგადოების ინფორმირებას პრაღის ფორმატში მიმდინარე დიალოგის თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. გასულ კვირას, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა შეხვედრები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მედიის წარმომადგენლებთან და დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რა იყო და რაზე ვიმსჯელეთ პრაღაში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია. „ეს საკითხი, სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ. ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ”, – განაცხადა ზურაბ ... ...
  • ელენე ხოშტარიას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭაევროპული საქართველოს დეპუტატს, ელენე ხოშტარიას, ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა. ხოშტარიას ჯილდო სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიურმა საბჭომ ტოლერანტობის კულტურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადასცა. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს