მსჯელობა ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტზე

gurianews.com

საზოგადოება

მსჯელობა ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტზე

2013 ივლ 23 12:28:12

შეხვედრაში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ხათუნა გოგალაძე, სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს თავმჯდომარე ბიძინა გიორგობიანი, დამოუკიდებელი სატყეო ექსპერტები და არასამთავრობო ორგანიზაციების 40-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობდა.

როგორც ბიძინა გიორგობიანმა განაცხადა, დოკუმენტი დიდი ხნის განმავლობაში მუშავდებოდა. 1 თვის მანძილზე კი სამინისტროს ვებ გვერდზე იყო განთავსებული და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო მასზე შენიშვნების გამოთქმა.

სატყეო პოლიტიკის დოკუმენტი განსაზღვრავს ქვეყნის სატყეო პოლიტიკას საქართველოს ყველა ტყისათვის, მიუხედავად მათი საკუთრებისა და მართვის ფორმისა და მოიცავს ყველა იმ ასპექტს, რაც მნიშვნელოვანია ქვეყანაში ტყეების მდგრადი მართვის პრაქტიკის დასამკვიდრებლად. დოკუმენტის ძირითადი პრიორიტეტებია: ტყის რესურსების რაციონალური გამოყენება, ტყის მფლობელობა, მართვა და სარგებლობის უფლება, ტყეების მდგრადი მართვა, ადაპტაცია კლიმატის ცვლილების ზემოქმედებასთან, ტყეების მართვა და კანონმდებლობა, განათლება და მეცნიერება, საზოგადოების ცნობიერება და ჩართულობა.

შენიშვნების 6 გვერდი გაუგზავნა სამინისტროს ეროვნული სატყეო პოლიტიკის დოკუმენტთან დაკავშირებით ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელმა ირაკლი მაჭარაშვილმა. მაჭარაშვილი დოკუმენტის განხილვაზეც იმყოფებოდა და შენიშვნების გამოთქმის საშუალება იქაც მიეცა.შენიშვნები ძირითადად პროცედურებს ეხებოდა. მისი თქმით, განხილვების კამპანია უნდა დაიგეგმოს. ასევე პარლამენტში წარდგენის პროცედურებიც უნდა დადგინდეს.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ხათუნა გოგალაძემ განმარტა, პარლამენტის კომიტეტთან ამ საკითხზე მსჯელობა მიმდინარეობს და სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე იქნება შესაძლებელი მისი გატანა.

ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, დოკუმენტში ასევე ნათლად უნდა იყოს ჩამოყალიბებული მიზანი. სამინსტრომ ეროვნულ სატყეო დოკუმენტში ხედვა კი არა, პოლიტიკა უნდა განსაზღვროს. რაზეც სააგენტოს თავმჯდომარე ბიძინა გიორგობიანიც დაეთანხმა.

"საქართველოში სატყეო დოკუმენტი არასდროს არ ყოფილა დამტკიცებული. ამას ახლა ვაკეთებთ და თუ რამე ჩასამატებელია, ჩავამატებთ. ამისთვის ღია ვართ", _ განაცხადა გიორგობიანმა.

შენიშვნები გამოითქვა ტერმინოლოგიის თვალსაზრისითაც. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის ნოდარ ელიზბარაშვილის თქმით, დოკუმენტი ცუდად ნათარგმნის შთაბეჭდილებას ტოვებს. მისთვის გაუგებარია, რას ნიშნავს იგივე "სატყეო ტურიზმი". ასევე, მისი აზრით, "საფრთხეების" მაგივრად კარგი იქნება, თუ "პრობლემებს" გამოიყენებენ. "საფრთხე" მომავლის შეიძლება იყოს, ჩვენ კი დღეს "პრობლემები" გვაქვს", _ აღნიშნა ელიზბარაშვილმა. მისი შენიშვნაც ასევე გაზიარებული იქნა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ეროვნული სატყეო დოკუმენტის იურიდიულ მნიშვნელობასაც. ვინაიდან მას პარლამენტი მიიღებს, იურიდიული ძალა ექნება.

ბიძინა გიორგობიანის განცხადებით, ეროვნულ სატყეო დოკუმენტზე განხილვები გრძელდება. მან შეხვედრის მონაწილეებს მეორე დღისთვის სააგენტოში მისვლა შესთავაზა, რათა ერთობლივად შეიტანონ დოკუმენტში შენიშვნები.


ნახვა: 558


 ახალი ამბები
  • ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება _ მერაბ ჭანუყვაძეროგორც დღეს "ბახმაროს თასი 2018"_ზე გურიის გუბერნატორმა, მერაბ ჭანუყვაძემ განაცხადა, კურორტი ბახმარო სამთო-სათხილამურო კურორტი გახდება. მისივე თქმით, ბახმაროს განვითარების გეგმა უკვე შემუშავებულია. "უკვე შემუშავებულია ქალაქმშენებლობითი გეგმა, მთავრობასთან ერთად იგეგმება ექსპერტების ჩამოყვანა, ვისაც შესაბამისი გამოცდილება აქვს ამ სფეროში და ამის შემდეგ დავიწყებთ იმ კონკრეტული პრობლემის აღმოფხვრას, რომელიც წლების განმავლობაში აქვს კურორტს. ფაქტობრივად ყველაფერი 0-დან არის დასაწყები, სწორედ ამიტომ განხორციელდა ქალაქდაგეგმარების შემუშავება, როგორც კი ექსპერტები მოიწონებენ მხოლოდ ამის შემდეგ დავიწყებთ ინფრასტქურტურულ პროექტებს, ეს არის არის წყალი, კანალიზაცია, რაც პირველ რიგში საჭიროა", - განაცხადა ... ...
  • რა ხდება ბახმაროში (ფოტორეპორტაჟი)დღეს ბახმაროში "ბახმაროს თასი 2018" იმართება. როგორც ცნობილია, ბახმაროში დოღის ჩატარებას გასული საუკუნის 30-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე ტრადიციულ დოღსა და მარულაში სამეგრელოდან, აჭარიდან, გურიასა და სხვა რეგიონებიდან ჩამოსული 50-ზე მეტი ცხენოსანი იღებდა მონაწილეობას. "გურია ნიუსი" გთავაზობთ კადრებს რა ხდება ბახმაროში. ... ...
  • "ბახმაროს დასახლებული პუნქტის სახელი მიენიჭება"_ მაია ცქიტიშვილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, მაია ცქიტიშვილის განცხადებით, ბახმაროს დასახლებული პუნქტის სტატუსი მიენიჭება და მას შემდეგ შეძლებს განვითარებას. მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე ბახმაროში ელექტრომომარაგების სამუშაოები მიმდინარეობს, რისთვისაც წელს 5 მილიონი ლარი დაიხარჯება. მინისტრის განცხადებით, ბახმაროს განვითარების გენგეგმაში ბახმაროს სამთო-სათხილამურო კურორტად ქცევაც არის გათვალისწინებული. " ბახმაროს, როგორც კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფოს ბევრი რამ აქვს გაკეთებული. ბახმაროს განვითარების გენგეგმა საშუალებას გვაძლევს, ამ კურორტს ერთიანად მივუდგეთ, პირველ რიგში, გადავარჩინოთ ის გარემო, რომელიც ბახმაროში უკვე არსებობს - უნიკალური გარემო, რის გამოც ბახმაროში ჩადის დამსვენებელი, მეორეს მხრივ განვავითაროთ თანამედროვე კურორტად. რაც შეეხება კურორტზე განსახორციელებელ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, რამდენიც იქნება საჭირო ამ კურორტის განვითარებისთვის", _ განაცხადა ... ...
  • ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალის სამზადისი პრემიერმა მოინახულაამ წუთებში ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტუვალის სამზადისი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ, მისმა მრჩეველმა რეგიონულ საკითხებში სოზარ სუბარმა, პრემიერის აპარატის უფროსმა გიორგი ჭოლაძემ და გურიის გუბერნატორმა მერაბ ჭანუყვაძემ მონახულეს. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის ყველაზე კარგი წამოწყება და ამან ტრადიციული სახე აუცილებლად უნდა მიიღოს. ბახმაროს პირველი მუსიკალური ფესტივალი 5 საათზე ... ...
  • "ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი იქნება" _ სოზარ სუბარიბახმაროში, ბახმაროს თასი 2018-ზე იმყოფება სოზარ სუბარიც, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბახმარო 4-სეზონიანი კურორტი გახდება. "ძალიან მიყვარს აქ ჩამოსვლა და როცა ვახერხებ, აუცილებლად ჩამოვდივარ. ბახმაროს განვითარების დიდი პოტენციალი აქვს. ბახმარო იქნება 4-სეზონიანი კურორტი და ადამიანებს 12 თვის განმავლობაში შეეძლებათ აქ ამოსვლა, იქნება სათხილამურო ტრასები და იქნება საყვარელი ადგილი არა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის", _განაცხადა ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...