ყოფილი პატიმარი: "სამინისტრომ მშენებლობაზე დამასაქმა, ისე ორი უმაღლესის დიპლომი მაქვს"

საზოგადოება

ყოფილი პატიმარი: "სამინისტრომ მშენებლობაზე დამასაქმა, ისე ორი უმაღლესის დიპლომი მაქვს"

2013 აგვ 7 15:54:02

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი აპრილში "გურია ნიუსთან" ინტერვიუში ამბობდა, რომ პროფესიული გადამზადებისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სურვილი 600-მდე მსჯავრდებულმა გამოთქვა.

გუშინდელი პრეზენტაციიდან ირკვევა, ეს მონაცემები დიდად არ შეცვლილა, უფრო მეტიც _ 600 -650 მსჯავრდებულიდან 200 ან აღარ გამოეხმაურა ცენტრს, ან როგორც ცენტრის ხელმძღვანელი დავით მაისურაძე ამბობს, მათთან დაკავშირება ვერ მოხერხდა. მაისურაძის თქმით, პროგრამა 1 000 ბენეფიციარზე იყო გათვლილი, თუმცა, ყოფილ პატიმრებს ტრეინინგებზე და რეაბილიტაციაზე მეტად დასაქმების პრობლემა აწუხებთ.

მაისურაძე ამბობს, რომ პროგრამაში ჩართული 650 ბენეფიციარიდან დღემდე მხოლოდ 60 დასაქმდა, ძირითადად ტაქსების და სამშენებლო კომპანიებში, თუმცა არის წარმატებული გამონაკლისებიც: "რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაში ჩართული 650 ბენეფიციარიდან 60 დასაქმებულია. მათმა ნაწილმა გაიარა სხვადასხვა კურსები, მაგალითად, სოციალური უნარები, CV-ს მომზადება. ასევე, მათთვის ვამზადებთ რეკომენდაციებს დამსაქმებელთან წარსადგენად. ყოფილი პატიმრების დასაქმება, ძირითადად, კერძო სექტორში ხდება _ მაგალითად ტაქსების კომპანიებში. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ჩვენი ბენეფიციარები "აირზენასა" და "პეგასუსის" ოფისებში დასაქმდნენ ოფისმენეჯერებად."

გუშინდელი პრეზენტაციის დროს, სტატისტიკის სამსახურის შეთავაზებაზე მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროგრამაში ყოფილი პატიმრების დასაქმების შესახებ, აღარაფერი თქმულა. დავით მაისურაძე ამბობს, რომ, სავარაუდოდ, ეს პროექტი სექტემბრიდან დაიწყება: "რამდენადაც მახსოვს, ეს პროექტი სექტემბერში უნდა დაიწყოს და თანაც სტატისტიკის დეპარტამენტი ამ ვაკანსიებზე ჩვენი ბენეფიციარების დანიშვნას გარკვეული ტრეინინგის გავლის შემდეგ აპირებდა. რეალობა ასეთია _ ბევრი ბენეფიციარის მოთხოვნაა, ყოველგვარი ტრეინინგის გარეშე პირდაპირ დასაქმება, ხოლო ჩვენი მთავარი მიზანია, რომ მათ დამოუკიდებლად შეძლონ საზოგადოებაში ინტეგრირება და შრომითი უნარების განვითარება. ამიტომ ვთავაზობთ ამ კურსებს, რომ თვითონ განახორციელონ ის პროცესი, რისთვისაც ჩვენ მოგვმართავენ," _ ამბობს "დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის" ხელმძღვანელი "გურია ნიუსთან."

ყოფილი პატიმრები, რომლებიც გუშინდელ ღონისძიებას ესწრებოდნენ, ცენტრის საქმიანობას დადებითად აფასებენ, მაგრამ მიაჩნიათ, რომ დაფინანსება საკმარისი არ არის.

გიორგი დოლენჯაშვილმა ციხე თებერვალში დატოვა, რამდენიმე თვეში გათავისუფლდა მისი მეუღლეც. ორივე მათგანი იუსტიციის სამინისტროს დახმარებით დასაქმდა, პარარელურად, გადიან კომპიუტერისა და მცირე ბიზნესის კურსებს: "ვისურვებდი, რომ უფრო მეტი უფლებები ჰქონდეთ, მეტი შტატი დაუშვან, მეტი დაფინანსება იყოს. თუნდაც იურისტები, როგორც სისხლის სამართლის, ისე სამოქალაქო სამართლის სპეციალისტები, არ არიან საკმარისი. პირადად მე, წლების მანძილზე იმდენი პრობლემა დამიგროვდა, რომ დავდივარ სხვადასხვა უწყებებში და ესენიც, რაც შეუძლიათ მეხმარებიან . მათი დახმარებით ძეხვის საწარმო "ბადრი კიკაბიძეში" დავსაქმდი, იუსტიციის სახლში დაასაქმეს ჩემი მეუღლე . მცირე ბიზნესის და მარტივ კომპიუტერულ კურსებზე დავდივართ ორივე. გვპირდებიან , რომ მცირე ბიზნესის დასაფინანსებლად გრანტები იქნება და ჩვენც ამის იმედი გვაქვს," _ ამბობს დოლენჯაშვილი "გურია ნიუსთან".

გაგა ჭიხორიაც ყოფილი პატიმარია, მან ციხე თებერვალში დატოვა. სკოლის დირექტორი და პედაგოგი ნარკოტიკული დანაშაულისთვის იხდიდა სასჯელს. იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ პროექტში თავიდანვე ჩაება, როგორც თავად ამბობს, დასაქმდა კიდეც და CV-ს წერის უნარებსაც ეუფლება:

_ ციხიდან გამოსვლისთანავე ჩავერთე პროექტში ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კუთხით და ასევე სოციალური უნარების განვითარების კუთხითაც . ამ პროექტმა იმდენად დიდი დახმარება გამიწია, რომ ჩვენი პრემიერის მიერ პრიორიტეტად დასახულ აგრარულ მეცნიერებათა სამაგისტრო პროგრამებზეც კი ჩავაბარე და 100%-იანი სახელმწიფო გრანტი ავიღე.

_ გილოცავთ. შეგიძლიათ გვითხრათ, კონკრეტულად რა დახმარება გაგიწიეს რეაბილიტაციის ცენტრში?

_ თავს მივიჩნევ უდანაშაულო პატიმრად, მაგრამ ჩემი უდანაშაულობა სასამართლომ უნდა დაამტკიცოს საბოლოოდ. რეაბილიტაციის ცენტრი სარჩელის მომზადებაში დამეხმარა. მათი დახმარებით შევხვდი საქართველოში ყველაზე ცნობილ ადვოკატებს და გავიარე უფასო იურიდიული კონსულტაცია. აგრეთვე, დავდივარ სხვადასხვა ტრეინინგებზე, იქნება ეს CV-ს და სამოტივაციო წერილის მომზადება, სოციალური უნარების განვითარება თუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. თუ მთავრობის ნება იქნება, ეს პროექტი გაცილებით წარმატებული გახდება.

_ ამჟამად მუშაობთ?

_ გასამართლებული ვიყავი ნარკოტიკული მუხლით. ნარკოტიკის ჩადება წარსულში მავნე პრაქტიკა იყო. ვმუშაობდი სკოლის დირექტორად და პედაგოგად, მაგრამ ახლა ვარ პრობაციონერი და ყველანაირი უფლება მაქვს შეზღუდული. სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილე გიგა გიორგაძემ რეკომენდაცია გამიწია და მშენებლობაზე ვარ დასაქმებული, დღიურ მუშად, ისე, ორი უმაღლესის დიპლომი მაქვს.

_ ტრეინინგებზე სიარულს და მუშაობას როგორ ახერხებთ?

_ როდესაც ტრეინინგებზე დავდივარ, მშენებლობის ხელმძღვანელები ხელს მიწყობენ და მიშვებენ, უბრალოდ, იმ დღის ხელფასს აღარ მიხდიან, მაგრამ ჩემთვის იმდენად დიდია ამ ტრეინინგების მნიშვნელობა, ვერანაირი ხელფასი ვერ შეედრება.

"დანაშაულის პრევენციის და ინოვაციური პროგრამების ცენტრის" ხელმძღვანელი დავით მაისურაძე ამბობს, რომ პროექტს საკმარისი დაფინანსება აქვს.

"პროგრამის განსახორციელებლად ბიუჯეტი საკმარისია. მაგალითად, წლის დასაწყისში, როდესაც პროგრამის განხორციელება დავიწყეთ, სამიზნედ არჩეული გვყავდა 1000 ყოფილი მსჯავრდებული. ამ დროისთვის შეგვიძლია ვთქვათ , რომ საგრანტო კომპონენტს პლიუს პროფესიული გადამზადების კურსები, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ეს ნიშნავს იმას რომ თითოეულ მსჯავრდებულს ჩვენი მხრიდან ჰქონდა მინიმუმ ორი შეთავაზება - ჩართულიყო ფსიქორეაბილიტაციის და პროფესიული გადამზადების კურსებში. წელს შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუჯეტი საკმარისია წლის დასაწყისში განსაზღვრულ ათასკაციანი სამიზნე ჯგუფის მომსახურებისთვის,"

ცენტრის მიერ შეთავაზებული პროფესიული გადამზადება ისეთ კურსებს მოიცავს, როგორიცაა: მცირე ბიზნესის მწარმოებელი, ბუღალტერიის საფუძვლები, ოფისის მენეჯერი, მარტივი კომპიუტერული უნარები, სადურგლო საქმე, ელექტრომემონტაჟე, ელექტროშემდუღებელი, სტილისტი და სხვა. სულ შემოთავაზებულია 18 დასახელების კურსი. თითოეული კურსი 2 - 3-თვიანი ხანგრძლივობისა და ყველა მათგანი თბილისში ტარდება. იგეგმება 40 ბენეფიციარისთვის კურსების თბილისთან ახლოს მდებარე რეგიონში ჩატარება. კურსები 2013 წლის ივლისში დაიწყო და 2013 წლის ნოემბრის ბოლომდე გაგრძელდება.

როგორც დავით მაისურაძე ამბობს, უახლოეს მომავალში ცენტრი ზუგდიდის იუსტიციის სახლშიც გაიხსნება. სულ მომავალი წლისთვის ხუთი ასეთი ცენტრის გახსნა იგეგმება სხვადასხვა რეგიონებში.

ტრეინინგების ჩატარებასთან ერთად იუსტიციის სამინისტრომ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით საგრანტო კონკურსი გამოაცხადა. სულ დაფინანსდება 5 იდეა 3-4 ათასი ლარის ფარგლებში, დანარჩენი კი ყოფილი პატიმრის გადასახდელია. თუ რა თქმა უნდა ამის საშუალება ექნება.




 ახალი ამბები
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...
  • ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა სოფელ მელექედურის მცხოვრები დაკბინადღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად  ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს. ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის. _ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში. _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა  და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან. ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ,  სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში ... ...
  • „გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები...სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეოთხე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და ზოგადად, კომპანიის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაშვებას ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2021 წლის 9 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.  „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.  „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...