ქუჩაში ნაშოვნი ჰონორარი _ შიმშილისგან თავდაღწევის გზა

საზოგადოება

ქუჩაში ნაშოვნი ჰონორარი _ შიმშილისგან თავდაღწევის გზა

2011 მაი 21 18:01:48
წერა-კითხვაზე ადრე, ადამიანმა რომ სიმღერა ისწავლა, ჩვენს მკითხველს კარგად მოეხსენება. არც ისაა ახალი ამბავი, რომ ქართველი კაცი უსაზღვრო მწუხრის ჟამსაც მღეროდა და ომში ღირსეულად დაცემულს, სევდასთან წილნაყარი ჰანგით დასტიროდა.

ჩვენი დროის თვითნასწავლი მომღერალი, სანდომიანი, აკურატულად ჩაცმულ-დახურული 21 წლის ბექა იმედაიშვილი გურიაში და ხშირად აჭარასა და თბილისშიც, ქუჩა-ქუჩა მღერის და ლუკმის ფულს ასე შოულობს.

ახლახან იგი ოზურგეთში, ჭავჭავაძის ქუჩაზე მდებარე კორპუსების ეზოებს ეწვია და სართულებზე მცხოვრებთა უმრავლესობა მაყურებლის როლში აღმოჩნდა. დაიწყო აივნებიდან ხურდა ფულის ცვენაც და ვიდრე მოხალისე მომღერალი სათითაოდ აკრეფდა "ციურ ჰონორარს", მუქთი ღიღინის უმადურებიც გამოჩნდნენ და შეუბღვირეს, თუმცა ბექას ეს აინუნშიაც არ ჩაუგდია, შემდეგ კი "გურია ნიუსს" შინაურული ჟესტით მიესალმა: _ თუ ვინმე მიყვირებს, ვეტყვი, რაც მამღერებს, ოღონდ თქვენ დამიცავითო.

ასე შედგა ჩვენი საუბარი, ერთი შეხედვით, ძალიან ჩვეულებრივი საქმიანობით დაკავებულ ახალგაზრდასთან, რომლის ნაამბობი ადამიანს გულგრილს არ დატოვებს.

_ ბექა, რატომ მღერი?

_ შენც რა პოლიციელივით მეკითხები, რატომ მღერიო? ლუკმა პურს ვშოულობ ამ სიმღერით.

_ პოლიციელმაც ეს გკითხა?

_ პოლიციელმა მკითხა კი არა, დაკითხვა დამიწყო.

_ და რა უთხარი?

_ რა მამღერებს და გაჭირვება,-მეთქი. მერე კი დამანება თავი _ წადი, გააგრძელეო. ახლა, აგერ თქვენს კორპუსთან პედაგოგიც გამიბრაზდა, აქ ნუ მღერიო. მე გასამრჯელოს გულისთვის ვმღერი, თუმცა, არავის ვაძალებ, ფული გადამიხადოს.

_ სად ცხოვრობ და რამდენსულიანი ოჯახის შვილი ხარ?

_ ლანჩხუთში, სოფელ მაჩხვარეთში ვცხოვრობ. ხუთი და-ძმა ვართ. მყავს მშობლები. სამსახური არსად არ არის. მამაჩემი ხან საბარავად დადის, ხანაც _ სხვა ფიზიკურ სამუშაოზე, თუმცა, ოჯახს ეს არ ჰყოფნის. ჩემი და-ძმებიდან, ერთი დაა გათხოვილი, დანარჩენები შინ ვართ. შრომა არც ერთს არ გვეზარება, მაგრამ ხეირი ვერ ვნახეთ.

_ სიმღერამ გახეირა?

_ ასე ნუ იღიმით. მე სკოლაშიც ვმღეროდი, მერე ქორწილებში მინდოდა მემღერა, მაგრამ ერთი-ორჯერ მომატყუეს. ახლა ასე ვცდი ბედს, იქნებ, სადმე მოვხვდე.

_ რამდენია შენი დღიური შემოსავალი?

_ უშემოსავლო დღე არ მაქვს, 10-15 ლარიც ამიღია და 50-იც, მეტი _ არა! შინ მიმაქვს პური, შაქარი, ზეთი. არც ვსვამ და არც ვეწევი, ჩაცმა-დახურვასაც ვახერხებ. მეცოდებიან მშობლები. ფიზიკურადაც ვეხმარები ოჯახს, ყანასა და ბოსტანში, თუმცა ასე თავი მაინც ვერ ვირჩინეთ.

_ როგორ სიმღერებს მღერი უფრო და საკრავ ინსტრუმენტებს თუ ფლობ?

_ ძირითადად, ხალხურ და საესტრადო სიმღერებს ვმღერი. ვუკრავ დოლსა და გარმონზე, თუმცა, ქუჩაში მარტო სიმღერას ვამჯობინებ, დასაკრავი საშუალებების გარეშე. ასე უფრო ლაღად ვგრძნობ თავს.

_ მშვენივრად მღერი. თუ გაგჩენია კომპლექსი, მორიდების გრძნობა, თავიდან არ გაგიჭირდა?

_ მე 21 წლის ვარ და მას შემდეგ, რაც ლანჩხუთის ინტერნატი დავამთავრე, დავდივარ და ვმღერი. ზოგს დაუცინია კიდეც, მაგრამ იცინოს, ვისაც ეცინება, რატომ დავუშალო?

გაჭირვება მამღერებს და ვმღერი. ასე ვებრძვი იმ გასაჭირს, რამაც ამაღიღინა. ამ მთავრობის ტყუილ ყვირილს, დაგასაქმებთო, მე ვიმღერო, არ ჯობია? არაფერს ვიპარავ, არ ვმავნებლობ, შინ პური და შაქარი მიმაქვს. მიყვარს...

_ შეყვარებულიც ხარ?

_ კი, მიყვარს, ოღონდ მას არ ვუყვარვარ, თუმცა, მჯერა, შემიყვარებს.

_ სიმღერა თუ მიუძღვენი?

_ რამდენიც გინდა. სულ მას ვგულისხმობ, როცა სიყვარულზე ვმღერი.

_ რის მიღწევა გინდა?

_ ვოცნებობ დამსახურებულად მოპოვებულ კარგ ცხოვრებაზე _ როცა მეყოლება საკუთარი ოჯახი, მეგობრები, არ ექნება გასაჭირი ჩემს მშობლებს, და-ძმებს, მეყვარება და ვეყვარები!




 ახალი ამბები
  • ლისაბონში ვებპროგრამირების სამიტზე ორი ოზურგეთელი მიემგზავრება“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, ყოველწლიურ ვებპროგრამირების სამიტზე, რომელიც ყოველწლიურად ლისაბონში ტარდება, წელს ოზურგეთიდან ორი ქალი თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი მიეგზავრება. წელს, აპრილსა და მაისში სოციალური მედიისა და ვებპროგრამირების ტრენინგი ჩატარდა, რომელიც გაეროს ქალთა ფონდის ეგიდით მიერ ჩატარდა და ემსახურებოდა ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. პროექტი ჩატარდა დასავლეთ საქართველოში 5 რეგიონში, მათ შორის გურიაში, კონკრეტულად ოზურგეთში და ლანჩხუთში. კონკურსში მონაწილეობდა 11 ადამიანი, აქედან ოთხი იყო ოზურგეთელი _ იაკო თავდიშვილი, თამო ონიანი, სოფო კალანდაძე, მერი ეძიეშვილი. საბოლოო ჯამში, გამოვლინდა ოთხი გამარჯვებული, რომელიც ლისაბონში მიემგზარება ყოველწლიურ ტექნოლოგიების ვებსამიტზე. თამო ონიანი და იაკო თავდიშვილი პირველად არიან მსგავსი ტიპის შეხვედრაზე. “ეს არის ძალიან პრესტიჟული და საკმაოდ მნიშვნელოვანი სამიტი. სასიხარულოა, რომ სამიტზე პირველად გურიიდან ორი ქალი მიეგზავრება. საქართველოდან სამიტზე წლებია ესწრებიან ქალები", _ გვითხრა პროექტის ერთ-ერთმა ტრენერმა ხათუნა ... ...
  • ოზურგეთელი მონიკა ახვლედიანი უკრაინაში საერთაშორისო ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას28 ოქტომბერს, საქველმოქმედო ასოციციას “გურიას“ ბენეფიციარი მონიკა ახვლედიანი საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიეგზავრება. მონიკას უკვე დაწყებული აქვს მზადება და ფესტივალზე სპეციალურად მომზადებულ სიმღერებს შეასრულებს. უკრაინში ჩასატარებელ კონკურსამდე ქუთაისში ჩატარდა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი “ივერია ბრილიანტი“ (შესარჩევი ტური) და “გურიას“ ბენეფიციარებმა სხვადასხვა საპრიზო ადგილები დაიკავეს. პირველი ადგილი მონიკა ახვლედიანს ერგო და აქედან გამომდინარე, მიიღო მოწვევა უკრაინიდან.  “ჩემს ცხოვრებაში ძალიან ამაღელვებელი და სასიხარულოა, რომ უკრაინაში უნდა წარვადგინო ჩემი ქვეყანა, საქართველო. სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოდიან შშმ პირები და დარწმუნებული ვარ, საინტერესო და კარგი ფესტივალი ჩატარდა”, _ გვითხრა მონიკა ... ...
  • ოზურგეთში, ღია დიალოგის რეჟიმში, მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა (R)ღია დიალოგის რეჟიმში, ოზურგეთში მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია სოფელ ჯუმათის, ზვანის უბნისა და გრიბოედოვის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდნენ. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს. ადგილობრივებს ინფორმაცია დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მუნიციპალურ და სოფლის მეურნეობის პროგრამებზე მიაწოდეს. მოსახლეობისთვის პრიორიტეტული სკვერის, წყალმომარაგების, კანალიზაციის სისტემის მოწყობის და შიდა საუბნო გზების მოწესრიგების საკითხია. აღინიშნა, რომ რამდენიმე საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება, დამუშავდება და სამოქმედო გეგმაში აისახება. შეხვედრებს ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ღურჯუმელიძე და მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები ესწრებოდნენ. ... ...
  • გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყოსაქართველოს გენერალურმა პროკურატურამ პატიმრების შეწყალების ფაქტზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის ინფორმაციით, გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე მიმდინარეობს. „საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ“, _ ნათქვამია პროკურატურის ... ...
  • ანზორ ჩუბინიძე: ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონიასახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით გენერალურ პროკურატურაში დაიკითხა. როგორც ანზორ ჩუბინიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მან გამოძიებას ყველა კითხვაზე გასცა პასუხი. „20-21 ივნისის მოვლენებზე გამოვიკითხე და რაც მკითხეს, ვუპასუხე. რა დონეზე ვმონაწილეობდი, როგორ ვიყავით ჩართულები და პირადად ჩემთან ქონდათ გარკვეული კითხვები ჩემი მონაწილეობის შესახებ. მე ვარ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელი, პარლამენტის შენობა არის დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ობიექტი და აქ კითხვა არაა, თუ რატომ ვიყავი იქ. მე მითითებებს გავცემდი მხოლოდ და მხოლოდ სდსს თანამშრომლებზე. რა თქმა უნდა, არ გავცემდი არანაირ ბრძანებას სროლაზე“, – განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ. ამასთან სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თქმით, ის პასუხისმეგებლობისგან გაქცევას არ აპირებს. ​ „რაც შეეხება იმას, რომ სდსს-ის თანამშრომლები იყვნენ განლაგებული პარლამენტის სხვადასხვა შესასვლელთან, ეს ასე იყო და იქნება, სანამ მე ვიქნები ხელმძღვანელი სდსს-ის. ჩემი სამსახურის თანამშრომელს არანაირი იარაღი, არც ლეტალური და არც არალეტალური არ ქონია. არავინ გაექცევა პასუხისმგებლობას, მათ შორის არც მე, თუ დადგება ეს საკითხი. გამოძიება აუცილებლად მივა ბოლომდე და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა“, – განაცხადა ანზორ ჩუბინძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...