სამართლის ძიებაში განვლილი რვა წელი

საზოგადოება

სამართლის ძიებაში განვლილი რვა წელი

2013 აგვ 14 14:56:54

და დაამატა, რომ 2005 წლიდან მოყოლებული დღემდე სამართალი ვერსად ჰპოვა.

ილია შენგელია: _1980 წლიდან მოყოლებული, მე და მამაჩემი, რომელიც სენაკის საპატიო მოქალაქე და რესპუბლიკის დამსახურებული ინჟინერი იყო, ვმუშაობდით ძველ სენაკში, კირის ქარხანაში. 1991 წლიდან გადავედით საჯარო ურთიერთობებზე და დავამუშავეთ დიდი რაოდენობით მასალა. 2005 წელს სენაკში შენდებოდა სამხედრო ბაზა, რომელსაც ქიბარ ხალვაშის სამშენებლო კომპანია "ინტერნეიშენ ბილდინგ კომპანი" აშენებდა. კომპანიის დირექტორი იყო ვინმე მეტრეველი. ერთ დღესაც მოვიდნენ აღნიშნული პირები და მასალა ითხოვეს. მე ხალშეკრულების გაფორმება ვთხოვე, მაგრამ მითხრეს, რომ ძალიან საშური საქმე იყო და ქაღალდომანიისთვის არ ეცალათ, საბუთებს მერე მიხვედოთო. მერე საქმეში ჩაერია გურამ მისაბიშვილი, რომელიც იმ დროს სენაკის გამგებელი იყო და უთხრა მათ, რომ მასალა წაეღოთ ყოველგვარი შეთანხმების გარეშე. ასე წაგვართვეს 500-700 ათასი ლარის ღირებულების მასალა.

2005 წლის 25 ნოემბერს მისაბიშვილის სახელზე პირველი განცხადება დავწერე, იმ დღიდან მოყოლებული დღემდე ათობით განცხადება მაქვს დაწერილი. 2013 წელს არჩილ კბილაშვილსაც მივმართე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტსაც, პოლიციასაც, მაგრამ ვერსად ვპოვე სამართალი. მერე ტელევიზიებს მივმართე, ჩამწერა "ობიექტივმა", "მეცხრე არხმა", მაგრამ შედეგი მაინც არ არის.

_ თქვენ თქვით, პოლიციას მივმართეო. სენაკის პოლიციაზე ლაპარაკობთ?

_ ესეც საკმაოდ ყურადსაღები ამბავია. პირველად რომ სენაკის პოლიციას მივმართე, იყო 2006 წელი და იქიდან პასუხი რომ მომივიდა, ხელს აწერდა რიგითი ზურაბ ანანია, რომელიც დღეს საგამოძიებოს უფროსია. რაც შეეხება პროკურორს, ჯალაღანიას, ისიც იმ დროიდან მუშაობს და თავის თავს ხომ არ გაამტყუნებს?! იურისტების თქმით მისაბიშვილმა დაარღვია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ძალადობა, მუხლი 178-ძარცვა, მუხლი 182-მითვისება, მუხლი 333-სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, მუხლი 341-სამსახურებრივი სიყალბე და უკვე ციხეში უნდა იყოს.

_ რას აპირებთ?

_ არ გავჩერდები, ამ ნერვიულობას გადაყვა მამაჩემი. მოვივლი ყველა ინსტანციას, მივმართავ ყველა მოძრაობას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მისაბიშვილის დანაშაულს მაინც ავხდი ფარდას. ამ ადამიანმა მარტო მე კი არა, სენაკის ბევრი მაცხოვრებელი დააზარალა და გაამწარა.

ჩვენ ვცადეთ სენაკის მაჟორიტართან დაკავშირება, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, ვერც პროკურორ ჯალაღანიას დავუკავშირდით, ილია შენგელია კი თბილისში წავიდა, არქივიდან მასალების ამოსაღებად.




 ახალი ამბები
  • "ილოცეთ მისთვის" _მამა სპირიდონ ნარსიას კორონავირუსი დაუდასტურდაჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი საბა ინწკირველი ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც ამბობს, რომ ეპარქიაში მეორე სასულიერო პირს, მამა სპირიდონ ნარსიას დაუდსტურდა კორონავირუსი. როგორც მეუფე ამბობს, მამა სპირიდონი მკურნალობას სახლის პირობებში გადის. მისივე თქმით, სასულიერო პირის დაინფიცირების წყარო უცნობია.  მეუფე გვთხოვს, ლოცვებში მოვიხსენიოთ სნეულებაში მყოფი სასულიერო პირები _ მამა ანდრია და მამა ... ...
  • არქიტექტორი არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალაწმინდა სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი, არჩილ მინდიაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ამბავს სოციალურ ქსელში არქიმანდიტრი იოვანე მჭედლიშვილი ავრცელებს. „გარდაიცვალა, ჩვენთვის ძვირფასი და გამორჩეული ადამიანი, არჩილ მინდიაშვილი,  წმინდა  სამების საკათედრო ტაძრის არქიტექტორი. ღმერთმა აცხონოს მისი სული. ამინ.”_ წერს ... ...
  • მეუფე საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდაჩრდილოეთ ამერიკის ეპარქიის ეპისკოპოსს, საბა ინწკირველს კორონავირუსი არ დაუდასტურდა, ამის შესახებ განცხადება მეუფემ თავად გაავრცელა. როგორც ვიდეომიმართვისას მეუფე საბა ამბობს, ეს მას არ აძლევს უფლებას მოდუნდეს და არ გაითვალისწინოს ის რეკომენდაციები, რაც სახელმწიფოს მიერაა ... ...
  • სამტრედიაში დღეს თვითიზოლაციიდან 11 პირი გამოვიდასამტრედიაში დღეს თვითიზოლაციიდან 11 პირი გამოვიდა. ,,სამტრედიის მუნიციპალიტეტში კვლავ სიმშვიდე გვაქვს", _ ,,გურია ნიუსთან" ასე აფასებს 2 აპრილის მდგომარეობით შექმნილ სიტუაციას საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამტრედიის ცენტრის ხელმძღვანელი. მარინა თევზაძის განმარტებით, დღეს თვითიზოლაციიდან თერთმეტი პირი გამოვიდა: ,,ეს ნიშნავს იმას, რომ მათ 14 დღის განმავლობაში ვირუსის არანაირი ნიშნები არ გამოვლენიათ. იყო 51 და თვითიზოლაციაში დარჩა 40 მოქალაქე. იმერეთის საკარანტინე სივრცეში ჩვენი მუნიციპალიტეტის 8 პირი რჩება, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობას ყოველდღიურად ვკითხულობთ და როგორც გვატყობინებენ, კარანტინში მყოფი სამტრედიელების ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 6 აპრილამდე, თვითიზოლაციაში რჩება ავტობანზე დასაქმებული 20 მარნეულელი. ყველა მათგანზე მონიტორინგი ყოველდღიურად წარმოებს და ამ ეტაპზე ისინი თავს საუკეთესოდ ... ...
  • გრძელი ფრჩხილები კორონავირუსით დაინფიცირების რისკს ზრდის გრძელი და ხელოვნური ფრჩხილები კორონავირუსით ინფიცირების რისკს ზრდის, რადგან ბაქტერიებს ფრჩხილების ქვეშ შეუძლია დარჩენა, შემდეგ კი ადამიანის სხეულის სხვა ნაწილებზე გადადის, _ ამის შესახებ Galmour-ი წერს. ექსპერტების აზრით, გრძელი ან ხელოვნური ფრჩხილები ცუდი მათთვის, ვინც ხელების სისუფთავეზე ზრუნავს, ამიტომ ადამიანებს მოუწოდებენ ხელების დაბანისას განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინონ ფრჩხილების შიდა ნაწილზე. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...