სამშობიარო სახლებისთვის დონეების განსაზღვრა დაიწყება

საზოგადოება

სამშობიარო სახლებისთვის დონეების განსაზღვრა დაიწყება

2013 სექ 6 18:27:35
რის მიხედვითაც, ზოგიერთ მათგან მაღალი რისკფაქტორების პაციენტის მიღება აღარ შეეძლებათ.

აღნიშნული ინიციატივა, მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც ბოლო პერიოდში მშობიარე ქალებისა და ჩვილ ბავშვთა გარდაცვალების შემთხვევებმა იმატა. ასევე, გაიზარდა იმ ექიმების რიცხვიც, რომელთაც გარდაცვლილის ოჯახის წევრები არაპროფესიონალიზმში სდებენ ბრალს.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, საქართველოში ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობა ყველაზე მაღალი 1990-1999 წლებში დაფიქსირდა. ამ წლების მონაცემებზე დაყრდნობით, ეს რიცხვი 45-ს შეადგენდა. 2000-2004 წლებში ეს მაჩვენებელი თითქმის განახევრდა და 25 შეადგინა, ხოლო 2005-2009 წლებში 16-მდე შემცირდა.

"იუნისეფის" კვლევის თანახმად, საქართველო, 5 წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობით, 44 ქვეყანას შორის 42 ადგილზეა. ამ მაჩვენებლით საქართველოს მხოლოდ აზერბაიჯანი და ყაზახეთი ჩამორჩება.

რაც შეეხება 2013 წლის მონაცემებს, აპრილში ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, საქართველოში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის მაჩვენებელი წინა მონაცემებთან შედარებით მესამედით იყო გაზრდილი. თუ მანამდე ყოველ 10 000 ახალშობილზე 19-20 ახალშობილი იღუპებოდა, ბოლოდროინდელი მონაცემებით ეს რიცხვი 30-მდე გაიზარდა.

ცნობილი არაა, როგორი მდგომარეობაა უკანასკნელი 6 თვის მანძილზე, თუმცა, როგორც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარიამ ჯაში აცხადებს, ეს მონაცემები უკვე შეჯერებულია და 12 სექტემბერს სამინისტროს წარმომადგენლები სამშობიარო სახლების ხელმძღვანელებთან შეხვედრას გამართავენ, სადაც დედათა და ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობის ბოლო 6 თვის სტატისტიკურ მონაცემებს და მათ მიზეზებს განიხილავენ.

სწორედ, აღნიშნული სტატისტიკის გათვალისწინებით, სამშობიარო სახლებს დონეები განესაზღვრებათ, რის მიხედვითაც მათ მაღალი რისკფაქტორების პაციენტის მიღება აღარ შეეძლებათ.

მისივე თქმით, ადმინისტრაციულ სტატისტიკურ მონაცემებსა და სამინისტროში ოპერატიულად შემოსულ ინფორმაციას შორის, მნიშვნელოვანი სხვაობაა: "სხვადასხვა სამშობიარო სახლებს კრიტერიუმები დაუმტკიცდება, რომელიც მოგვცემს იმის საშუალებას, რომ საქართველოს მასშტაბით ზუსტად გვქონდეს განსაზღვრული, რომელ სამშობიარო სახლს რა რისკის შემცველი პაციენტის მიღების შესაძლებლობა აქვს. თუ კონკრეტულად რომელიმეს არ ექნება მაღალი რისკის ორსულის და ჩვილის მართვის უნარი, დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს პაციენტის სხვაგან გადაყვანა," _ აღნიშნავს ჯაში.

აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებს მედიცინის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ჯონი ჯანაშია და აღნიშნავს, რომ ამ ინიციატივასთან ერთად აუცილებელია ამუშავდეს პრევენციული მედიცინაც; "თუ დღევანდელი რეალობა გვიჩვენებს, რომ ყველა სამშობიაროს არ შეუძლია მაღალი დონის მომსახურება. ეს გამართლებულიცაა და ვეთანხმები ამ ინიციატივას. თუმცა, ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ ინიციატივასთან ერთად ამუშავდეს პრევენციული მედიცინა. ანუ, სანამ სამშობიარომდე მივა პაციენტი, ის უნდა იყოს ისეთ დონემდე გამოკვლეული, რომ ამ გამოკვლევებს მოსალოდნელ გართულებებზე პირდაპირი პასუხის თქმა შეეძლოთ," _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრისას ჯანაშია.




 ახალი ამბები
  • სიცოცხლე გრძელდება! _ ჩოხატაურში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა„სიცოცხლე გრძელდება! დღეს გურიას და საქართველოს კიდევ ერთი სიცოცხლე შეემატა, მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა. ღმერთმა გაამრავლოს საქართველო და ამ რთულ მდგომარეობაში მრავალი სიხარული და ბედნიერი დღეები შემატებოდეს!”,_ აღნიშნულ ინფორმაციას შპს „მედალფას“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი ... ...
  • "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა(ფოტოები) "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელი, სალომე ფაცაცია ... ...
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდისჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება „ტვიტერზე“ ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მან გლობალურ პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას 7 აპრილის ... ...
  • დაკეტილი მაღაზიები და ქუჩები ადამიანების გარეშე _ ჩოხატაური 9-ის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)დღეს კომენდანტის საათის გამოცხადებიდან მერვე დღეა. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს _ "ჩოხატაური 9-ის ... ...
  • ხელფასის 1/3 StopCoV ფონდში _ საკრებულოს მაღალჩინოსანთა გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” , საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაა ვირუსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და თანადგომა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს. ასევე საკრებულოს თითოეული წევრი აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ“,- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...