შამგონის სკოლის აღდგენის მოთხოვნა პრემიერს ამ დღეებში გადაეგზავნება

საზოგადოება

შამგონის სკოლის აღდგენის მოთხოვნა პრემიერს ამ დღეებში გადაეგზავნება

13 სექ. 2013, 09:48:30
თუმცა, უკვე ერთი წელია აღარც ეს დაწესებულება ფუნქციონირებს. ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორის როინ შენგელიას განცხადებით, სახლის დახურვის შემდეგ, აღსაზრდელების ნაწილი ბიოლოგიურ ოჯახებს დაუბრუნდა, ნაწილი კი ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში არსებულ საოჯახო ტიპის სახლებში გადაიყვანეს, შამგონის სკოლის შენობა კი ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე დარეგისტრირდა.

ბავშვთა სახლის დახურვის შემდეგ, შენობა უპატრონოდ იქნა მიტოვებული, სწორედ ამიტომ ყოფილი თანამშრომლები უწევდნენ მეთვალყურეობას და გაპარტახებისგან გადარჩენას ცდილობდნენ.

სკოლა-ინტერნატის დახურვის შემდეგ, მოსწავლეებს შორ გზაზე უწევთ სიარული განათლების მისაღებად, რაც საკმაოდ რთულია, განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში. პედაგოგებიც მიიჩნევენ, რომ შამგონაში საგანმანათლებლო დაწესებულების ფუნქციონირება მნიშვნელოვანია, რადგან საზღვრისპირა ტერიტორიაზე სკოლის გახსნის შემთხვევაში, ოთხი სოფლის მოსახლეობა განათლების მიღებას შეძლებს, სწორედ ამიტომ სოფლის მოსახლეობა გაუქმებული სკოლა-ინტერნატის აღდგენას და საპატრიარქოსთვის გადაცემას ითხოვს _ მათ გადაწყვიტეს, მიმართონ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წერილით, რომელსაც მისახლეობასთან ერთად ხელს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც აწერენ.

აღსანიშნავია, რომ ანალოგიური მოთხოვნით, ერთი წლის წინ, ეკონომიკის სამინისტროს საპატრიარქომ უკვე მიმართა. წერილში, რომელიც ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის და ვიცე-პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის სახელზე იყო გაგზავნილი წერია: "ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიამ სურვილი გამოთქვა, რომ ყოფილი სკოლა-ინტერნატის ბაზაზე გახსნილიყო ახალი ტიპის სკოლა-პანსიონი, სადაც აღსაზრდელები არამარტო სასკოლო დისციპლინებს, არამედ ტრადიციულ ქართული ხალხური რეწვას, ხატვას, ხეზე და ქვაზე კვეთას დაეუფლებოდნენ. მსგავსი ტიპის სკოლა-პანსიონები საპატრიარქოს პატრონაჟით ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონშია გახსნილი. თანხმობის შემდეგ, საპატრიარქო მზად არის, თანამშრომელთა სახელფასო ანაზღაურება, კვების და აღსაზრდელების შესაბამისად უზრუნველყოფის თანხები საკუთარი ბიუჯეტიდან დაფაროს".

წერილზე პასუხი ამ დრომდე არ არის. მიზეზად ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, რომ რამდენიმე თვის წინ შექმნილი კომისია, რომელსაც საპატრიარქოს მიერ მოწოდებული საკითხები უნდა განეხილა, ჯერ არ შეკრებილა. თუმცა, იმასაც ამბობენ, რომ თუკი საპატრიარქო აღნიშნულ საკითხს მინისტრის მოადგილესთან შეათანხმებს, შესაძლოა შენობის გადმოცემის თემა პირველივე შეკრებაზე განიხილონ, მიუხედავად იმისა, რომ საპატრიარქოდან მოწოდებულია უკვე 37 განსახილველი საკითხი.

მოსახლეობა იმედს არ კარგავს და ამ დღეებში წერილს ბიძინა ივანიშვილს გაუგზავნიან. არასრულწლოვანთა დაცვის და განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი ირაკლი ნიშნიანიძე ამბობს, რომ იმედი აქვს ეს წერილი აუცილებლად მიაღწევს ბიძინა ივანიშვილამდე და პრემიერ-მინისტრი სათანადო რეაგირებას მოახდენს ამ საკითხზე.

არასამთავრობო ორგანიზაციის "ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის" წარმომადგენელი ინგა ქარდავა ამბობს, რომ ბოლომდე იბრძოლებენ მიზნის მისაღწევად: "ეს სკოლა არის უნიკალური და უძველესი, ამიტომაც ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ იქ სწავლა აღსდგეს. მთავარი ისაა, რომ სკოლას გააჩნია ბაზა მოსწავლეთა მისაღებად. გავერთიანდით სამეგრელოში მოქმედი ათი არასამთავრობო ორგანიზაცია, მოსახლეობა და ვითხოვთ სკოლის საპატრიარქოსთვის გადაცემას. ერთობით ამას აუცილებლად მივაღწევთ".

სკოლა-ინტერნატის ყოფილი დირექტორი როინ შენგელია საკმაოდ იმედიანად არის განწყობილი, რადგან მისი განცხადებით, საზოგადოების დიდი მხარდაჭერაა, უკვე არსებობენ სპონსორებიც და მთავარი მხოლოდ პროექტის დაჩქარებაა: "პროექტი გამზადებული აქვს საქართველოს საპატრიარქოს, მოთხოვნა გადაგზავნილია ეკონომიკის სამინისტროში, საზოგადოება მზადაა მხარი დაუჭიროს ამ პროექტს, არიან სპონსორებიც. გვაქვს რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის თანხმობა, რომ ახალ დაწესებულებას კვების ობიექტის გასაახლებლად თანამედროვე დანადგარებს გადმოსცემენ; გარდა ამისა, ველოდებით უცხოელი პარტნიორებისგან შენობის რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხით დახმარებას. ჩვენ ვითხოვთ, დაჩქარდეს ამ პროექტის გახორციელება და ხელი შევუწყოთ მომავალი თაობების პირობების გაუმჯობესებას."

სკოლის აღდგენის მოთხოვნა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ამ დღეებში გადაეგზავნება.




 ახალი ამბები
  • კახა ოქრიაშვილმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებთან ერთად პარტია შექმნამაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა და ბიზნესმენებმა ცეზარ და იაგო ჩოჩელებმა პარტია შექმნეს. ამის შესახებ განცხადებას კახა ოქრიაშვილის პრესსამსახური ავრცელებს. „პოლიტიკურ სივრცეში ახალი პარტია - „პროგრესი და თავისუფლება“ შეიქმნა. პარტია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ უკვე დარეგისტრირდა საარჩევნო სუბიექტად. ახალი პარტიის სახელი მოქმედი მაჟორიტარის, კახა ოქრიაშვილისა და ძმების, ცეზარ და იაგო ჩოჩელების სახელს უკავშირდება“, - ნათქვამია გავრცელებულ ... ...
  • ვინ მიიღო მაღალი შეფასება ჩოხატაურში _ უცხო ენის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდაცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა ეროვნული გამოცდების უცხო ენის შედეგები. "გურია ნიუსი" გაგაცნობთ ამ წუთისთვის ჩვენს ხელთ არსებული შედეგებს _ მაღალქულიან აბიტურიენტებს, რომელთა შესახებ ინფორმაცია სკოლებიდან მივიღეთ. 80-დან 77 ქულით ლიდერის პოზიციაზე იმყოფება ჩოხატაურის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული ნინი მგალობლიშვილი. მისივე კლასელმა, ელისაბედ სიხარულიძემ 75 ქულა მიიღო. მომდევნო პოზიციაზე 74-74 ქულით პირველი საჯარო სკლის კურსდამთავრებულები სოფო მრელაშვილი და ქეთევან ჯიქია იმყოფებიან. 73 ქულა აქვს ასევე პირველსკოლელ მარიამ ტიშჩენკოს; ქრისტინე გუდავაძეს _ 70 (პირველი საჯარო სკოლა); სალომე ანდღულაძეს _ 69 (სამრევლო სკოლა); რუსუდან ლომთათიძე _ 66 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ნინი ცინცაბაძეს _ 63 ქულა (სამრევლო სკოლა); ქეთი ჩხიკვაძეს _ 62 ქულა (სამრევლო სკოლა); გიორგი მეფარიშვილს _ 62 ქულა  (პირველი საჯარო სკოლა); ინა მეფარიშვილს _ 61 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ია დოლიძეს _ 61 ქულა (სამრევლო სკოლა); მარიამ ანთიძეს _ 60 ქულა  (ხიდისთავის საჯარო სკოლა); ცოტნე გოცაძეს _ 60 ქულა (სამრევლო სკოლა); მარიამ ჩხიკვაძეს _ 60 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ერეკლე მამალაძეს _ 60 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); თეა დოლიძეს _ 57 ქულა  (პირველი საჯარო სკოლა); მარიამ მდინარაძეს _ 55 ქულა (პირველი საჯარო სკოლა);  ლუკა კიკვაძეს _ 54  (პირველი საჯარო სკოლა); მარიამ ბარამიძეს _ 53 ქულა  (პირველი საჯარო სკოლა); დიმიტრი სიხარულიძეს _ 50 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); სალომე მახარაძეს _ 50 ქულა (პირველი საჯარო სკოლა); ანა უნგიაძეს _50 ქულა (სამრევლო სკოლა).  შეგახსენებთ, რომ ეს არ არის აბიტურიენტთა შედეგების შესახებ სრული ინფორმაცია. "გურია ნიუსმა" განათავსა მხოლოდ მათი სია, რომელიც სააგენტოს მოაწოდეს და მას მალე დაემატება სხვა სკოლებიდან მიღებული ... ...
  • სამტრედიელმა ნინო გეგეშიძემ ინგლისურის გამოცდაში უმაღლესი, 80 ქულა მიიღოსამტრედიის #11 საჯარო სკოლის კურსდამთავრებულმა  ნინო გეგეშიძემ ინგლისური ენის გამოცდაში მაქსიმალური - 80 ქულა მოიპოვა. მან ქართული ენისა და ლიტერატურის, ისტორიისა და ინგლისური ენის გამოცდა ჩააბარა. ქართულში 70-დან 63 ქულა მოიპოვა, ისტორიაში 60-დან 48, ინგლისურში კი, როგორც უკვე აღვნიშნეთ 80-დან 80 ქულა. ნინო სწავლის გაგრძელებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე ... ...
  • კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, სვანეთში რეგულაციები ამოქმედდებაკორონავირუსით ინფიცირების მზარდი შემთხვევების გამო სვანეთში რეგულაციები ამოქმედდება,_ აღნიშნული განხადება ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ გააკეთა. „ამ მომენტისთვის, რეგულაციები ამოქმედდება სვანეთში, დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ქვეყნის მასშტაბით გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს. კვლავ გვექნება მიზნობრივი ტესტირება, ბევრად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც დღემდე გვქონდა დასახული“, _ განაცხადა ტიკარაძემ. მინისტრის განცხადებით, გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემილოგიური სამსახური მობილიზებულია სრულად, ადგილზე იმყოფება უკვე 5 ბრიგადა, რომელიც კვლევებს დეტალურად აწარმოებს. „მაქვს  შეხვედრა საბჭოში და მივიღებთ გადაწყვეტილებას დამატებითი ქმედების შესახებ, თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ“, - განაცხადა მინისტრმა. დღეს, კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევიდან 17 სამეგრელო-ზემო სვანეთში ... ...
  • ხიდისთავში ურნები ნაგავს ვეღარ უთავდებაჩოხატაურში, ხიდისთავში მოსახლეობა გადავსებულ სანაგვე ურნებსა და მიმოფანტული ნაგავის გამო წუხს. ერთ-ერთმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა ამ დილას ფოტო მოგვაწოდა, რომელზეც გადავსებული ნაგავშემკრები კონტეინერები, დაბლა დაყრილი ნაგავი და ნაგვის ნარჩენებს დაწაფებული საქონელია ასახული. ცალკე თემაა, რა  პრობლემა შეიძლება შეუქმნას პირუტყვს ნაგვის ნარჩენებმა, თუმცა, ამჟამად დავინტერესდით _ რამდენი ნაგვის მანქანა ემსახურება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, რა  სიხშირით გააქვთ ნაგავი ხიდისთავიდან და რას უკავშირდება ასახული სურათი. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი ხიდისთავში, დავით ვასაძე ამბობს, რომ ნაგვის გატანა ყოველდღე ხდება. ვასაძე შექმნილ ვითარებას დამსვენებლების დიდ რაოდენობას უკავშირებს. „ნაგვის ურნა თითქმის ყველა დღე იცლება, რადგან ბევრი დამსვენებელია ჩამოსული და მალ-მალე ივსება“, _ გვითხრა ვასაძემ. ა(ა)იპ კომუნალურ სამსახურ ,,სხივში“ ამბობენ, რომ სამუშაოდ ორშაბათი მძიმე დღეა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ფაქტობრივად, 3 მანქანა ემსახურება, საიდანაც ამჟამად ერთი ბახმაროშია, ერთს აკეთებენ, ერთი კი დილიდან დაკავებულია სოფლებიდან ნაგვის გატანით. „ხალხი იმდენია ჩამოსული, ურნები ვეღარ უთავდება. მოვითხოვეთ დამატებითი 150 ურნა, მაგრამ არ ჩანს. ამ წუთებში მიმდინარეობს დასუფთავება და მაქსიმუმ, 40 წუთში იქნება დასუფთავებული. ნაგვის გატანა  ხდება დილის საათებში. მანქანამ მოიარა დაბა, იყო წასული  ერკეთში, ბუკისციხეში. ორშაბათი მძიმე დღეა. კვირას იყო ბაზარი და ბაზრის ტერიტორიაც ხომ უნდა დასუფთავდეს, ამიტომ დროის ფაქტორი იწელება. სულ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს 4 მანქანა გვყავს, ერთი ძველია.  ბახმაროს სეზონი რომაა, ცოტა რთულადაა საქმე. ერთი მანქანაა ბახმაროზე მიმაგრებული, ახლა ერთი მანქანა მუშაობს აქ, მეორე მანქანა ეზოში დგას, აკეთებენ. ორშაბათობით ორივე მანქანას ვამუშავებთ, მაგრამ ეს გამოიწვია იმან, რომ მეორე მანქანა კეთდება“, _ გვითხრა ა(ა)იპ "სხივის" დირექტორმა მერაბ ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...