ბაღებში სერიოზული დისკომფორტი სუფევს

საზოგადოება

ბაღებში სერიოზული დისკომფორტი სუფევს

2013 სექ 23 12:27:37

არ არის მატერიალური ბაზა: არ არის საკმარისი მერხები, საკანცელარიო ნივთები და ა.შ. ბაღი ვერ უზრუნველყოფს მის მთავარ _ სააღმზრდელო ფუნქციას, ის გახდა ერთგვარი უფასო კვების ობიექტი და ბავშვთა "თავშესაფარი". საჭიროა ახალი, დამატებითი ჯგუფის გახსნა ან სხვა გარეუბანში არსებულ ბაღებში ბავშვების გადანაწილება. საბავშვო ბაღი არის სააღმზრდელო დაწესებულება, რომელიც ამზადებს პატარებს და მნიშვნელოვანია ამ სტრუქტურის მოწესრიგება, რათა ყველას ჰქონდეს კონსტიტუციით მინიჭებული განათლების უფლება, _ ამბობს "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ოზურგეთელი მშობლების გარკვეული ნაწილი.

ისინი ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში შეიკრიბნენ: _ სკოლამდელი ასაკის ბავშვები არის სახელმწიფოს ოქროს ფონდი და ამ ყველაფერს უფრო ფაქიზად უნდა მივუდგეთ. კონტიგენტი რომ გაიზრდებოდა, უნდა გვცოდნოდა, გადანაწილება რომ მოხდებოდა, ესეც უნდა გვცოდნოდა. ჩემი შვილი მომავალში უნდა წავიდეს სკოლაში და ახლა დამყავს ბაღში. იმიტომ მომყავს აქ, რომ მიიღოს შესაბამისი განათლება, რომელიც აუცილებელია. მაშინ დავიქირავებდი ძიძას და დავტოვებდი სახლში. ბაღში დამყავს იმის გამო, რომ მან ისწავლოს ბავშვებთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის უნარჩვევები. მოვედი ბაღში და დამხვდა ჯგუფში გაზრდილი კონტიგენტი. ვეკითხები ახალგადმოსული რამდენიმე ბავშვის მშობელს შვილების ასაკს და მეუბნებიან, რომ 3-4 წლისანი არიან. გამოდის, რომ ერთ ჯგუფში არიან 3-4-5 წლის ბავშვები. მე როგორც ვიცი, ნაცნობობით გადანაწილდა პატარები #3 საბავშვო ბაღში. უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა, ძალიან გაუსაძლისი პირობებია, _ თქვა ერთ-ერთმა მშობელმა, ცირა მდინარაძემ.

ოზურგეთის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის ხელმძღვანელის მაკა ჭყონიას თქმით, ამ ეტაპზე სამ საბავშვო ბაღში დაიწყო რემონტი და აქედან გამომდინარე, ის მშობლებისგან დახმარებას ითხოვს: _ რაც შეეხება მომატებულ კონტიგენტს, ივლისში, როდესაც საკრებულოს სხდომა ჩატარდა, მაშინვე დავაყენე საკითხი, რომ ჩვენ ველოდებით კონტიგენტის მომატებას და არ ვიქნებოდით 1 სექტემბრისთვის მზად, აი, ამ კონტიგენტის მისაღებად, თუნდაც არ ვიქნებოდით მზად ჯგუფების დასამატებლად. შესაბამისი ფართის პრობლემაც იყო. ჩვენ ერთი თვის წინ მოგვთხოვეს ანგარიში. დაგეგმილი ბიუჯეტით, 1 800 ბავშვიდან 340 ბავშვი გვყავდა სოციალურად დაუცველი და მთელი წლის განმავლობაში შემოტანილი უნდა ყოფილიყო 152 000 ლარი. ივნისის ჩათვლით შემოვიდა 65 ათასი ლარი, სახელმწიფოდან კი ოთხი თვის თანხა _ 96 000 ლარი მივიღეთ. ეს არ არის ჯგუფების დამატების თანხა ან ფართების_ ეს არის კვების თანხა ამ ბავშვებისთვის. ახლა ქალაქის სამი ბაღი რემონტდება და მრავალკონტიგენტიანი ბაღია სამივე. მაქსიმალურად რომ შეგვეწყო მშობლებისთვის ხელი, მოხდა ამ ბავშვების გადანაწილება სხვა ბაღებში. ჩვენ ვიქირავეთ ასევე ფართი, რომ პრობლემა არ შექმნილიყო, მაგრამ #3 ბაღისთვის დიდი ფართის მოძებნა ვერ მოხერხდა და მოხდა #2 საბავშვო ბაღში მათი გადანაწილება.

_ ქალბატონო მაკა, სარემონტო სამუშაოები რატომ დაიწყო ასე გვიან?

_ ეს არ მომხდარა ჩვენი მიზეზით. როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყო თანხა და მივიღეთ განკარგულება, გამგეობამ მაშინვე გამოაცხადა ტენდერი, რადგან ამის უფლება მიეცა. ტენდერი იყო 21-დღიანი, სამწუხაროდ, დროში გაიწელა. საბავშვო ბაღები უკვე დაცლილია და გვეუბნებიან, რომ სამუშაოები ნოემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

_ სამუშაოები არ დაწყებულა?

_ ერთ ბაღში უკვე დაწყებულია სარემონტო სამუშაოები და ასევე დანარჩენ ბაღებში უახლოეს დღეებში დაიწყება.

_ 40 ბავშვი არის ერთ პატარა ოთახში. ამაზე რას გვეტყოდით?

_ მესამე ბაღი არის არატიპიური ბაღის შენობა და არასდროს არ აკმაყოფილებდა სტანდარტებს. ახლა გვინდა მშობლების დახმარება და გვერდში დგომა _ არ შეიძლება, ყველას უნდოდეს #3 საბავშვო ბაღში ბავშვების შეყვანა.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...