თამუნა შავაძე ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

საზოგადოება

თამუნა შავაძე ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს

17 ივნ. 2011, 08:08:28
ორშაბათს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობას მოქალაქეებთან მიღების დღე აქვს. ამ დღეს, აქ ბევრ სოციალურად დაუცველ, პრობლემებით სავსე და შეჭირვებულ ადამიანს ნახავთ. ხშირად დიდი რიგებია. ამ ეტაპზე გამონაკლისი დაუშვეს და უკანავიდან (მთისპირის თემი) ჩამოსული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თამუნა შავაძე და მის ოჯახის წევრები ურიგოდ გაატარეს.

შავაძეების შესახებ "გურია ნიუსი" ხშირად წერს _ თამუნას საჩქარო ოპერაცია ესაჭიროება. ამ დღეებში ისრაელიდან ექიმების ჯგუფი უნდა ჩამოვიდეს, შემდეგ კი ოპერაციისთვის მზადება დაიწყოს, რომელიც საკმაოდ ძვირადღირებულია _ 50 000 ათასი ევრო ღირს, რისი გადახდის საშუალება შავაძეებს არ აქვთ. ადგილობრივ ხელისუფლებას ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან ან გადაცემასთან _ "ვის უნდა 20 000" შუამდგომლობას სთხოვს, მაგრამ პასუხი არ ჩანს. თამუნამ ხელისუფლებასთან შეხვედრა ითხოვა.

მიღების დღეს მუნიციპალიტეტის გამგებელი გია ტაკიძე ადგილზე არ იმყოფებოდა, არც მისი მოადგილეები _ მიხეილ გოგოტიშვილი და ვლადიმერ ქვილორია აღმოჩნდნენ სამსახურში. ამიტომ მოსახლეობას გამგებლის მესამე მოადგილე ლაშა ღლონტი, გიორგი შილაკაძე, ნათია ვაშალომიძე და ოთარ გეგიაძე შეხვდნენ.

თამუნა შავაძის და ხელისუფლების შეხვედრა ძალიან ემოციური გამოდგა. გოგონა მხოლოდ იმას ითხოვდა, რომ, იქნებ, დაეხმარონ და გადაცემაში მოხვდეს. შეწუხდნენ ხელისუფლების წარმომადგენლებიც და შავაძე ოჯახთან ერთად გუბერნატორისკენ გაისტუმრეს. თუმცა, როგორც მათ უთხრეს, ახლა შესვენების დრო იყო და სამსახურში მხოლოდ გუბერნატორის მოადგილე თამაზ მახარაძე იმყოფებოდა. მესამე სართულზე ასულებს, მახარაძეც შესვენებაზე დახვდათ წასული. მოკლედ, თამუნა კვლავ იმედგაცრუებული დაუბრუნდა სოფელს, თან ძალიან გულნატკენი:

_ არაფერს ვითხოვ ისეთს, რაც არ მეკუთვნის. არც პოლისი მაქვს და არც სოციალური დახმარება. 2010 წელს, არჩევნებისას, ვთხოვე კანდიდატებს _ ვიცი, 50 000 ევროს გადახდის საშუალება არ აქვს ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ იქნებ, დამეხმაროთ, ან ჯანდაცვის სამინისტროსთან მიშუამდგომლოთ ან გადაცემაში _ "ვის უნდა 20 000 ათასი" მოვხვდე, მაგრამ, არაფერი გამოვიდა. წლები კი გადის და თანდათანობით სხვა პრობლემები იჩენს თავს, არადა, ძალიან მჭირდება ეს ოპერაცია, მომენატრა ფეხზე დადგომა.

დედაჩემსაც იმიტომ ვატარებ ყოველ ორშაბათს გამგეობაში, იქნებ, რამე სიახლე იყოს, მაგრამ, არაფერი იცვლება. გვივრცელებენ ხმას, თითქოს ჩვენ ოპოზიციის მხარდამჭერები ვართ. იქნებ, რამაზ ნიკოლაიშვილის ყურამდე მივიდეს ჩემი ამბავი. ახლა ძალიან მჭირდება ყველას დახმარება, რადგან ისრაელიდან ამ დღეებში ჩამოდიან ექიმები. სად იშოვოს ჩემმა ოჯახმა 50 000 ევრო? სოფელში სამუშაო ადგილები არ არის, ხალხს პენსიიდან პენსიამდე ან სოციალურ დახმარებით გააქვთ თავი. სოციალური მომსახურების სააგენტოს თუ დავუჯერებთ, უმდიდრესი ოჯახი გვაქვს, თურმე, და დახმარებას მაინც ვითხოვ. მოვიდა სოფელში ახალი პოლისები და არ ვარ სიაში. სახლი როცა დამეცემა თავზე, მაშინ დამენიშნება სოციალური დახმარება?! თქვენამდე მინდოდა მომეტანა ჩემი გულისტკივილი, ამისთვის ჩამოვყევი დედაჩემს. იქნებ, გააგებინოთ ხელისუფლებას ჩემი გაჭირვების შესახებ, _ ჩინოვნიკებისთვის სათქმელი ჩვენთან თქვა თამუნა შავაძემ.

გურიის გუბერნატორმა ვალერიან ჩიტაიშვილმა გვითხრა, რომ, შეძლებისდაგვარად, აუცილებლად დაეხმარება შავაძეების ოჯახს:

_ შეგვიძლია, საქართველოში დავუფინანსოთ კურსები, მაგრამ, სამწუხაროდ, 50 000 ევროს გადახდას ვერ დავპირდებით, _ თქვა გუბერნატორმა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის საკოორდინაციო ცენტრის უფროსის ვასილ ხომერიკის თქმით, როდესაც აგენტი ოჯახს ამოწმებს, ქულები ხან იზრდება, ხან _ იკლებს, სოციალური დახმარების მიღებას კი სარეიტინგო ქულა განსაზღვრავს.




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა, იმის დედა ვატირე - გიორგი კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ რიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...