უსახსრობის გამო ნატო ანთაძეს ოპერაციას ვერ უკეთებენ


საზოგადოება

უსახსრობის გამო ნატო ანთაძეს ოპერაციას ვერ უკეთებენ

18 ივნ. 2011, 10:28:15
ჩვენი რესპონდენტი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტის მცხოვრები ნანული ანთაძეა _ მან დახმარებისთვის მოგვმართა. მესამე წელია, მისი შვილი ნატო ანთაძე ავადმყოფობით იტანჯება, სკოლაში სიარული უჭირს, უმეტესად კი საწოლში წევს.

გოგონას დაბადებიდან თანდაყოლილი მენჯ-ბარძაყის ამოვარდნილობა აწუხებს. მას გვიან გაუკეთდა ოპერაცია. შემდეგ აუცილებელი გახდა ფიქსატორის ჩადგმა, რაშიც სოფელი დაეხმარა _ ფული შეუგროვეს და მეორე ოპერაციის გაკეთებაც მოხერხდა. დრო გავიდა, საჭირო გახდა ფიქსატორის ამოღება და უკვე რამდენიმე თვეა, რაც ექიმი ურჩევს, რომ ბავშვს დროულად, ხელახალი ოპერაცია გაუკეთონ, ანთაძეების ოჯახს კი არანაირი ფინანსური საშუალება არ აქვს:

_ რაც გამაჩნდა, გავყიდე. სოფელსაც ვეღარ ვთხოვ დახმარებას _ აქაც უჭირს ხალხს. სამედიცინო პოლისი არ მაქვს, რომ რაიმე შეღავათი მქონდეს. ვერ ვიპოვე გამოსავალი, რომ შვილის ტანჯვას არ ვუყურო. უსახსრობის გამო შვილი მეჩაგრება. კარგად სწავლობს _ სანამ ფიზიკურად შეეძლო, დადიოდა სკოლაში, მაგრამ ახლა უფრო გაურთულდა მდგომარეობა. ექიმმა გვითხრა, რომ ფიქსატორი ისეთი მასალისგან არის დამზადებული, აუცილებელია მისი გამოცვლა. ვის მივმართო, ვინ დამეხმარება, რომ შვილი გადავარჩინო? ადგილობრივი ხელისუფლება ვერ მეხმარება, სხვა მხრიდან კი დახმარება არ ჩანს. ვიცი, რომ თქვენი გაზეთის საშუალებით ბევრი ადამიანი გაიგებს ჩემი გასაჭირის შესახებ _ იქნებ, გამოჩნდეს ღვთისნიერი ადამიანი და დამეხმაროს, ან გზა მაჩვენოს, როგორ მოვიქცე.

ქალბატონ ნანულის ორი შვილი ჰყავს. როგორც მან გვითხრა, ხელმოკლედ ცხოვრობს და მეორე შვილიც ავად არის. არ აქვს ფული, რომ მედიკამენტები სრულად შეუძინოს.

ანთაძეების ოჯახში მისულებს ნატო საწოლში დაგვხვდა. მას, ფეხის ძლიერი ტკივილის გამო, სიარული არ შეუძლია, კიდურში ჩამონტაჟებული ფიქსატორი უკვე გარედანაც ჩანს _ ფეხის ეს ნაწილი ლურჯად აქვს შეფერილი.

_ სიარული ძალიან მიჭირს. მინდა სკოლაში ვიარო, ვისწავლო და არ ჩამოვრჩე თანატოლებს. ამისთვის კი ოპერაცია მჭირდება, მაგრამ ვიცი, რომ ჩემს ოჯახს ამის ფული არ აქვს... _ მოზარდს ცრემლები მოერია, მაგრამ მაინც იმედიანი თვალებით შემოგვხედა: _ თქვენ მაინც შეგიძლიათ, ხმა მიაწვდინოთ იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩემი დახმარება შეუძლიათ, _ ცრემლნარევი ხმით გვითხრა ნატომ.




 ახალი ამბები
  • ცნობილი მეან გინეკოლოგი, ნუნუ ინარიძე გარდაიცვალაოზურგეთში, ცნობილი მეან გინეკოლოგი ნუნუ ინარიძე გარდაიცვალა. ქალბატონი ნუნუ ინარიძე 52 წელი მუშაობა ოზურგეთის სამშობიარო სახლში. ოზურგეთის სამშობიარო სახლის პერსონალი, ღრმა  მწუხარებით  იუწყება, რომ გარდაიცვალა ღვაწლმოსილი ექიმი, ცნობილი მეან გინეკოლოგი ნუნუ ინარიძე და უთანაგრძნობს ოჯახს. “ქალბატონი ნუნუ იყო თავის საქმეზე შეყვარებული ადამიანი. ძალიან ყურადღებიანი, თავაზიანი, კეთილშობილი და რაც მთავარია, თავისი საქმის პროფესიონალი იყო. ქალბატონი ნუნუ 2011 წელს დაემშვიდობა თავის საქმიანობას, მაგრამ მასთან ურთიერთობა თავის მეგობრებს და კოლეგებს, არ გაუწყვეტია,  - თქვა “მედალფას“ ოზურგეთის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა, დათო მდინარაძემ. ... ...
  • „ოცნება“ უნდა წავიდეს- ჭიჭინაძე“ დღეს ყველანაირი კომპრომისის მცდელობა,   „ქართული ოცნებისთვის“ ხელისუფლების გახანგრძლივებას ნიშნავს. „ოცნება“ უნდა წავიდეს, რადგან მათ ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის გეგმა არ გააჩნიათ. ეს კი, მხოლოდ ახალი არჩევნებით მოხდება, ” - ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე,  „გირჩის“  ინიციატივას ადგილობრივ არჩევნებისთვის პლებისციტის სახე მიეცემის ... ...
  • პრემიერი: დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეასაქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა: „დღეს საქართველოს უახლეს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი დღეა! დავა - საქართველო რუსეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოში  საქართველოს გამარჯვებით დასრულდა! ეს საერთო ... ...
  • თალაკვაძე: საქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვასაქართველომ ისტორიული სამართლებრივი გამარჯვება მოიპოვა- ასე აფასებს სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე. „სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით დასრულდა მრავალწლიანი სახელმწიფოთაშორისი დავა „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე, რომლითაც უტყუარად დადასტურდა, რომ 2008 წელს საქართველო და მისი მოსახლეობა იყო რუსული აგრესიის მსხვერპლი. 2008 წლის რუსული ოკუპაციის შედეგად, ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაკარგეს საცხოვრისი (სადაც დღეს რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურაა განლაგებული), მამაპაპისეული კერა და იქ გატარებული ცხოვრების ისტორია, თუმცა მათ არ დაუკარგავთ მომავლის იმედი და რწმენა სამართლიანობის მიმართ.  უსამართლობის და ძალმომრეობის მაგალითად ჯერ კიდევ რჩება რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა. ეს არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირველი სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო სასამართლობის მიერ და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამართლიანობის აღდგენის გზაზე. სასამართლოში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთმა უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება; მიმოსვლის თავისუფლება და სხვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ხელისუფლებამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მყარ სამართლებრივ ანალიზთან ერთად წარუდგინა ამომწურავი მტკიცებულებები. მადლობას ვუხდი იუსტიციის უკვე ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს და მის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც წარმატებით შეძლო დაეცვა საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები! საქართველო აგრძელებს სამართლებრივ და მშვიდობიან გზას ოკუპაციის დასრულების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ!“_ აცხადებს ... ...
  • სამტრედიის სკოლები განათლების სამინისტროს დისტანციური სწავლების მოთხოვნით მიმართავენსამტრედიის მუნიციპალიტეტის სკოლებში საკლასო ოთახებში სწავლა ორშაბათიდან, 18 იანვრიდან დაიწყო. როგორც ,,გურია ნიუსთან" საუბრისას სამტრედიის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, ელენე ბოხუა ადასტურებს, სკოლებში მოსწავლეთა გამოცხადების დაბალი მაჩვენებელია. ამის მიუხედავად, საკლასო ოთახებში სასწავლო პროცესი მაინც მიმდინარეობს.  საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინფორმაციით, სამტრედიის მე-6, მე-7, მე-11 და მე-12 სკოლების ხელმძღვანელობამ განათლების სამინისტროს  მოთხოვნა გაუგზავნა, სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმზე გადაყვანის თაობაზე. აღნიშნული სკოლები სამინისტროდან პასუხს ელოდებიან. ანალოგიური წერილების მომზადებას სამტრედიის სხვა სკოლებიც ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....