საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა

საზოგადოება

საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა

14 ოქტ. 2013, 17:34:33

"როგორც ცნობილია, 2013 წლის 11 ოქტომბერს შედგა საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის მორიგი სხდომა, რომელსაც ხელმძღვანელობდა უწმიდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

სხდომაზე მოხდა ეპარქიების რეორგანიზაცია, კერძოდ, გაიყო ოთხი ეპარქია; ამასთან, საეპისკოპოსო კანდიდატებად გამორჩეულ იქნა შვიდი სასულიერო პირი: არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე); არქიმანდრიტი დიმიტრი (კაპანაძე); იღუმენი დამიანე (ხუფენია); იღუმენი გიორგი (ჯანდელიანი); იღუმენი სვიმეონი (ცაკაშვილი); მღვდელ-მონაზონი იოანე (შომახია); მღვდელ-მონაზონი გრიგოლი (კაცია).

სამი მღვდელმთავარი გახდა ტიტულარული (შევნიშნავთ, რომ ისინი არ გასულან პენსიაზე, ორი მათგანი, - მეუფე თადეოზი და მეუფე დავითი (ტიკარიძე) ეპარქიის გარეშე განაგრძობენ მოღვაწეობას, მეუფე ვახტანგი (ახვლედიანი) შვედეთის სამრევლოზე იზრუნებს).

I - საქართველოს ეკლესიის ეპარქიების რეორგანიზაცია

დაადგინეს: ა) მცხეთა-თბილისის ეპარქიას გამოეყოს გარდაბნის რაიონი და შეიქმნას მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქია;

ბ) მანგლისისა და წალკის ეპარქიის ნაცვლად შეიქმნას ორი ეპარქია: 1. მანგლისისა და თეთრიწყაროს; 2. აგარაკ-წალკის;

გ) ურბნისისა და რუისის ეპარქიის ნაცვლად ჩამოყალიბდეს: 1. რუისისა და ურბნისის ეპარქია; 2. სურამისა და ხაშურის ეპარქია;

დ) სამთავისისა და გორის ეპარქია ჩამოყალიბდეს: 1. გორისა და ატენის; 2. სამთავისისა და კასპის ეპარქიად.

ე) რუსთავისა და მარნეულის ეპარქიის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნას: 1. რუსთავის ეპარქია; 2. მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია;

II - წმიდა სინოდმა მოისმინა თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის მიტროპოლიტ თადეოზის (იორამიშვილი) თხოვნა ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა: მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი) გათავისუფლდეს თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის მმართველობიდან, დაინიშნოს საქართველოს საპატრიარქოს ლიტურგიკული კომისიის წევრად, განესაზღვროს სტატუსი - ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს მარაბდელი მიტროპოლიტი.

III - წმ. სინოდმა მოისმინა მარგვეთისა და ზესტაფონის მიტროპოლიტ ვახტანგის (ახვლედიანი) თხოვნა ეპარქიიდან გათავისუფლების შესახებ და დაადგინა: მაღალყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ვახტანგი (ახვლედიანი) გათავისუფლდეს მარგვეთისა და ზესტაფონის ეპარქიის მმართველობიდან, დაევალოს შვედეთში ქართული სამრევლოების ჩამოყალიბება და მათზე მზრუნველობა, განესაზღვროს სტატუსი - ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ცურტაველი მიტროპოლიტი.

IV - წმ. სინოდმა იმსჯელა მთავარეპისკოპოსი დავითის (ტიკარაძე) საკითხის შესახებ და დაადგინა: დაინიშნოს იგი საქართველოს საპატრიარქოს სიწმინდეების მოძიებისა და დაცვის კომისიის წევრად, განესაზღვროს სტატუსი - ტიტულარული ეპისკოპოსი და ეწოდოს ადიშელი მთავარეპისკოპოსი;

V - წმ. სინოდმა განიხილა სამღვდელმთავრო კანდიდატების საკითხი და დაადგინა: ა) არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე) გამორჩეულ იქნას თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპარქიის ეპისკოპოსად; ბ) არქიმანდრიტი დიმიტრი (კაპანაძე) გამორჩეულ იქნას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსად; გ) იღუმენი დამიანე (ხუფენია) გამორჩეულ იქნას სამთავისისა და კასპის ეპარქიის ეპისკოპოსად; დ) იღუმენი გიორგი (ჯანდელიანი) გამორჩეულ იქნას მარნეულისა და ხუჯაბის ეპარქიის ეპისკოპოსად; ე) იღუმენი სვიმონი (ცაკაშვილი) გამორჩეულ იქნას სურამისა და ხაშურის ეპარქიის ეპისკოპოსად; ვ) მღვდელ-მონოზონი იოანე (შომახია) გამორჩეულ იქნას აგარაკ-წალკის ეპარქიის ეპისკოპოსად; ზ) მღვდელ-მონოზონი გრიგოლი (კაცია) გამორჩეულ იქნას მარტყოფისა და გარდაბნის ეპარქიის ეპისკოპოსად.

VI - წმ. სინოდმა იმსჯელა დეკანოზ იაკობ აბაშიძის ქმედებების შესახებ და დაადგინა: მოციქულთა კრების XXVI; ტრულის კრების V და VI; ნეო-კესარიის კრების I; წმ. ბასილი დიდის XXXII კანონების საფუძველზე დეკანოზ იაკობ აბაშიძეს აეკრძალოს მღვდელმსახურება და სინანულისთვის გაიგზავნოს ღირსი ანტონ მარტყოფელის სახელობის მამათა მონასტერში.

VII - წმ. სინოდმა განიხილა საქართველოს ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული მდგომარეობა.

დაადგინა: საქართველო ვერასდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას, ამ საკითხს ძალზე მტკივნეულად განიცდის ჩვენი საზოგადოება და ჩვენი ეკლესია. უნდა შეწყდეს ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედროების მიერ მავთულხლართების გავლება და ყველაფერი გაკეთდეს, რათა დაიწყოს რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების განხორციელების და დევნილთა დაბრუნების პროცესი.

VIII - წმ. სინოდმა იმსჯელა ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში ბოლო დროს მომხდარ მოვლენებზე: აღინიშნა, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საქართველოს ეკლესიასა და აფხაზეთის ეპარქიას შორის კავშირი არ გაწყვეტილა. აფხაზეთის მკვიდრი მართლმადიდებლები ჩამოდიან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან და ღებულობენ სულიერ საზრდოს. საქართველოს ეკლესიის სამღვდელოებაც, მიუხედავად სირთულეებისა, აფხაზეთში პერიოდულად ასრულებს მსახურებას.

სამწუხაროდ, მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიაში რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების უნებართვო შესვლისა და მათ მიერ ორი ახალი ტაძრის საძირკველის კურთხევის შესახებ (ტყვარჩელსა და სოხუმთან განთავსებულ სამხედრო ბაზებში), რაც საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა.

როგორც ცნობილია, აფხაზეთში ტაძრის მშენებლობის კურთხევას გასცემს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მხოლოდ მისი კურთხევით შეუძლია სხვა ეკლესიის სასულიერო პირს რაიმე საეკლესიო ქმედების განხორციელება. ამდენად, ზემოთ თქმული არის საეკლესიო სამართლებრივი ნორმების უგულებელყოფა.

მივმართავთ მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურებს, უზრუნველყონ კონტროლი, რათა არ მოხდეს მათი ეკლესიის სამღვდელოების აფხაზეთის ეპარქიაში შემოსვლა და მღვდელმოქმედების შესრულება საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის ლოცვა-კურთხევის გარეშე.

IX - წმ. სინოდმა იმსჯელა ბოლო დროს საქართველოში რელიგიური დაპირისპირების შექმნის მცდელობაზე. აღინიშნა, რომ, სამწუხაროდ, უკვე არაერთხელ ჰქონდა ადგილი მუსლიმებსა და ქრისტიანებს შორის სიტუაციის დაძაბვის მცდელობას, რაც ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა და მიზნად ისახვას ორი ტრადიციული რელიგიის და მათი წარმომადგენლების დაპირისპირებას.

წმიდა სინოდმა დაადგინა: ეთხოვოს ხელისუფლებას, დროულად გამოიძიონ განვითარებული მოვლენები, და მიიღონ სათანადო ზომები სამართლებრივი ბაზის შესაქმნელად. აღნიშნული პროცესები პირველ რიგში საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგაა მიმართული და ეს აღარ უნდა გაგრძელდეს.

ხოლო ჩვენს მართლმადიდებელ და მუსლიმ მოსახლეობას კი ეთხოვოს, არ აყვნენ პროვოკაციებს, რათა უნებურად ბოროტმზრახველთა მიზნების განხორციელებას არ შეუწყონ ხელი."




 ახალი ამბები
  • დაბა გომისმთაზე მეორე დღეა სატვირთო მანქანებს არ უშვებენორი დღეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახური და ადგილობრივი სამართალდამცავები დაბა გომისმთაზე, სატვირთო მანქანებს, რომლითაც სამშენებლო მასალები ააქვთ, არ უშვებენ. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიამ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ „საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები“. ინფორმაციისთვის, ბოლო ორი წელია დაბა გომისმთაზე  უკანონო მშენებლობები ... ...
  • დღეს თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდებააშშ-ის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მთაწმინდიდან ფოიერვერკებს გაუშვებენ, თბილისის ანძა კი აშშ-ის დროშის ფერებში განათდება. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის საელჩო ავრცელებს. „რთული წარმოსადგენია აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე ფეიერვერკების გარეშე, ეს ორასზე მეტი წლის ტრადიციაა. ხვალ 4 ივლისია და ჩვენი დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავის აღსანიშნავად 22:00 საათზე მთაწმინდის პარკიდან ფეიერვერკებს გავუშვებთ. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ საქართველოს მთავრობას, რომ გვიერთდება ამ ზეიმში და თბილისის ანძას ამერიკის დროშის ფერებში აანთებს“, - წერს ... ...
  • ოზურგეთის საბავშვო ბაღის აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემის მესამე ეტაპი დაიწყოდღეს დაიწყო და ორშაბათს დასრულდება ოზურგეთის საბავშვო ბაღებში პროდუქტების დარიგება. ა(ა)იპ“ ოზურგეთის  მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრის“ დირექტორის, მაკა ჭყონიას თქმით, მესამე ეტაპზე ბაღებში რეგისტრირებული ყველა ბავშვი მიიღებს ბურღულეულს, ბრინჯს, შაქარს, კარტოფილს, ორცხობილას და ზეთს. პროდუქტები 2646 აღსაზრდელისთვის არის ... ...
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ზურაბ ნასარაია: "მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა გადავცე აშშ-ს ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს" (R)სახელმწიფო რწმუნებულმა გურიაში ზურაბ ნასარაიამ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დრე მიულოცა. ამერიკის დამოუკიდებლობის 244-ე წლისთავთან დაკავშირებით, მსურს ჩემი გულწრფელი მილოცვა და საუკეთესო სურვილები გადავცე მის აღმატებულება-ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს და სრულიად ამერიკელ ხალხს! იმედს ვიტოვებ, რომ ამერიკის საელჩოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული მეგობრული ურთიერთობები და სტრატეგიული თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და გაძლიერდება ორივე ქვეყნის სასარგებლოდ. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!" _ განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...