შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან

საზოგადოება

შეხვედრა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან

16 ოქტ. 2013, 13:33:50

სააგენტოს ხელმძღვანელობა გაეცნო შშმ პირების საქმიანობას, სამუშაო პროცესში წარმოქმნილ ხარვეზებს და იმ პრობლემურ საკითხებს, რომლებიც სასწრაფოდ საჭიროებდა მოგვარებას.

შეხვედრაზე სააგენტოს თავმჯდომარემ ეკატერინე კერესელიძემ აღნიშნა: "მოგეხსენებათ, იუსტიციის სამინისტრო პირველი სახელმწიფო ორგანიზაციაა, რომელმაც 2008 წლიდან დაიწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების პროექტის განხორციელება. ჩვენ დღემდე განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ ასეთი თანაშრომლების პროფესიულ განვითარებას, ვცდილობთ მათი შესაძლებლობები მაქსიმალურად გამოვიყენოთ და ამით ხელი შევუწყოთ საზოგადოებაში მათ ინტეგრირებას".

დღეისათვის იუსტიციის სამინისტროს სისტემაში 30-მდე შშმ პირია დასაქმებული, აქედან 15 საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას.

იუსტიციის სამინისტროს შენობა და იუსტიციის სახლები სრულად არის ადაპტირებული შშმ პირების საჭიროებებთან.

შშმ პირთა დასაქმების პროექტის შესახებ:

მას შემდეგ, რაც საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ელექტრონულ საქმისწარმოებაზე გადავიდა, შესაძლებელი გახდა სამუშაო პროცესის ინტერნეტის მეშვეობით განხორციელება. სწორედ დისტანციური მართვის შესაძლებლობა დაედო საფუძვლად იმ მოქალაქეთა დახმარების, დასაქმების, განვითარებისა და სამსახურებრივ წინსვლაში ხელშეწყობის სურვილს, რომლებიც ყველაზე მეტად საჭიროებდნენ მხარდაჭერას.

პროექტის განხორციელება 2008 წლიდან დაიწყო. პირველ ეტაპზე მოხდა დაკავშირება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა გაერთიანებებთან, რომლებმაც სააგენტოს მიაწოდეს იმ კანდიდატთა სია, რომელთაც ჰქონდათ უმაღლესი განათლება და კომპიუტერული პროგრამების საბაზისო ცოდნა, თუმცა არ შეეძლოთ გადაადგილება. უნარებიდან მნიშვნელოვანი იყო დაუბრკოლებელი მეტყველება, სმენა, მხედველობა და ერთგვაროვანი სამუშაოს შესრულებისათვის ფსიქოლოგიური მზადყოფნა.

შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდათ შესაბამისი სასწავლო კურსი. შემდეგ ეტაპზე, მათ საცხოვრებელ ბინაში სამუშაო ოთახი კომპიუტერული ტექნიკით აღიჭურვა, ჩაირთო შესაბამისი პროგრამები.

უკვე მეხუთე წელია პროექტის ფარგლებში დასაქმებული შშმ პირები აქტიურად განაგრძობენ მუშაობას საჯარო რეესტრის იურიდიულ, რეგისტრაციისა და კადასტრის, საერთაშორისო, შესყიდვების, მარკეტინგის, ადმინისტრაციისა და შიდა კონტროლის სამსახურებში.

 




 ახალი ამბები
  • „იმოგზაურე საქართველოში“ _ შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ახალი პროგრამა იწყებაპრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შიდა ტურიზმის ხელშეწყობის ახალი სახელმწიფო პროგრამა - „იმოგზაურე საქართველოში“ დააანონსა. გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე საზოგადოებას პროგრამაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა. „შიდა ტურიზმთან დაკავშირებით ვიწყებთ ახალ პროგრამას „იმოგზაურე საქართველოში“ და მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ ამ პროგრამაში ჩაერთოთ აქტიურად. პანდემიის წყალობით შესაძლებლობა გვაქვს ხელახლა აღმოვაჩინოთ ჩვენი ქვეყანა და მოვემზადოთ იმისთვის, რომ როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, საუკეთესო გიდები ვიყოთ უცხოელი სტუმრებისთვის. ამიტომ აქტიურად უნდა გამოვიყენოთ ეს დრო, უნდა მივეხმაროთ დარგს, ტურიზმს. ეს იქნება ძალზედ მნიშვნელოვანი და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენს ტურისტულ რეგიონებს კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები შევუმსუბუქოთ", _ აღნიშნა ... ...
  • როდიდან იქნება შესაძლებელი ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა 13 ივლისიდან მოიხსნება, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა. „13 ივლისიდან ღია სივრცეში კულტურული ღონისძიებების ჩატარებაზე დაწესებული აკრძალვა მოიხსნება. მე ვფიქრობ, რომ განსაკუთრებით ახლა, ზაფხულში, როდესაც სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება შიდა ტურიზმი, ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნებადართული იქნება ასევე ყველა ის ღონისძიება, რომელსაც სხვადასხვა სახის დატვირთვა აქვს, მაგრამ ღია ცის ქვეშ ტარდება. მაგალითად, ბოლო პერიოდში დიდი მოთხოვნა იყო კინოლოგების მხრიდან გამოფენების ჩასატარებლად და, რა თქმა უნდა, ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც უნდა დავეხმაროთ“, - განაცხადა ... ...
  • სანამდე გახანგრძლივდა ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადაველი ნიმუშის სანომრე ნიშნების მოქმედების ვადა გახანგრძლივდა. ინფორმაციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მომსახურების სააგენტოს სარეგისტრაციო სივრცეში სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნების შეცვლის მსურველ მოქალაქეთა მომატებული რაოდენობის და ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციის მიზნით, „სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა ცვლილება, რომელიც გულისხმობს ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ძველი ნიმუშის სანომრე ნიშნის მოქმედების ვადის გახანგრძლივებას 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. ყველა ტიპის მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეებს შეუძლიათ, ძველი ნიმუშის სანომრე ნიშანი ახალი ნიმუშის სანომრე ნიშნით შეცვალონ 2021 წლის 31 მარტის ჩათვლით. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო სერვისების განხორციელებისას სრულად ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებს. სააგენტო მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ ადგილზე სერვისების მისაღებად გამოცხადდნენ ... ...
  • რა ეღირება PCR ტესტირება მათთვის, ვისაც საქართველოში შემოსვლისას შემოწმება საკუთარი ხარჯით მოუწევსPCR ტესტირების ფასი მერყეობს სხვადასხვა ლაბორატორიების ფასების მიხედვით, 150-180-250 ლარის ფარგლებში - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ-ბრიფინგზე განაცხადა. „ტარიფი, რომლსაც დღეს სახელმწიფო PCR ტესტირებისთვის უხდის ლაბორატორიებს, გახლავთ 150 ლარი. მოგეხსენებათ დღეს სახელმწიფო პროგრამით ეს ადამიანებისთვის უფასოა, მათ შორის კარანტინში მყოფებისთვის, მძღოლებისთვის, ყველა კონტაქტირებულისთვის, ექიმებისთვის და ყველა იმ ჯგუფისთვის, რომელიც მთავრობის დადგენილებით განისაზღვრება, სახელმწიფოს ტარიფი გახლავთ 150 ლარი, მაგრამ თუ ჩვენ ცენტრალიზებულად ნაყიდ რეაგენტებს ვაწვდით ლაბორატორიას, მაშინ მომსახურების ფასი არის 50 ლარი. ამაში არ შედის ე.წ. ნაცხის აღების ფასი, ასევე თუ სახლში მიდიან და უღებენ. ამიტომ ამ პრივატული ლაბორატორიების ფასი 150დან 250 ლარამდე განისაზღვრება“,- განაცხადა ამირან ... ...
  • როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში _ განახლებული ინფორმაციაგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აგრილდება. დასავლეთ საქართველოში უმეტესად იწვიმებს, ზოგან ძლიერად, მოსალოდნელია ელჭექი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ქარი. აღმოსავლეთ საქართველოში მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. დედაქალაქში დღეისთვის 34 გრადუსია ნავარაუდევი, მომდევნო დღეებში კი ტემპერატურა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...