თვითმხილველების თვალით დანახული რიკოთის ტრაგედია

საზოგადოება

თვითმხილველების თვალით დანახული რიკოთის ტრაგედია

24 ივნ. 2011, 08:47:08
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ შაბათს, საღამოს, რიკოთის უღელტეხილზე მოვარდნილმა ღვარცოფმა და მეწყერმა ადამიანების სიცოცხლე შეიწირა. დადგენილია, რომ დაღუპულები რესტორან "რიკოთის" თანამშრომლები იყვნენ.

როგორც თვითმხილველები ყვებიან, გადაუღებელი წვიმისა და სეტყვის შემდეგ მთიდან მეწყერი და ნიაღვარი მოულოდნელად წამოვიდა. რიკოთის გვირაბთან დაზიანდა ცენტრალური ავტომაგისტრალი, რის გამოც შეწყდა მოძრაობა. მთელი ღამის განმავლობაში შესაბამისი სამსახურები სამაშველო სამუშაოებს აწარმოებდნენ.

სპეციალისტებმა უღელტეხილზე არსებული მდგომარეობა შეისწავლეს. გეოლოგის გურამ გაფრინდაშვილის თქმით, ძლიერი წვიმის შემთხვევაშიც კი, სტიქიის ასეთი მასშტაბებით გამეორება აღარ მოხდება.

მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა ხაშურის, სურამისა და ჩუმათელეთის მოსახლეობას; ადიდებულმა სურამულამ მთლიანად დატბორა საცხოვრებელი სახლები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და ეზოები. დახოცილია შინაური ფრინველი და მსხვილფეხა პირუტყვი.

შაბათ-კვირას სტიქიის ზონაში ორჯერ იმყოფებოდა პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, რომელიც ადგილზე გაეცნო ვითარებას. მისი თქმით, უკვე ცნობილია, რომ ზარალი 10 მილიონ ლარზე მეტია. მთავრობის წევრებმა დაზარალებულ მოსახლეობას დახმარება აღუთქვეს.

სტიქიური უბედურების დროს, რიკოთის უღელტეხილზე ლანჩხუთელებიც იმყოფებოდნენ. ყოფილ უნივერმაღში მომუშავე ქალბატონები, რომლებიც ახლა "იმერეთის" ბაზარში ტანსაცმლის ბიზნესით არიან დაკავებულები, ლილოში მიდიოდნენ, როცა უღელტეხილზე ზვავი ჩამოწვა. მათი მიკროავტობუსი რესტორან "რიკოთთან" უნდა გაჩერებულიყო (ეს ის რესტორანია, რომელიც ზვავმა წაიღო), მაგრამ მანამდე, გზის ცუდი ხილვადობის გამო, მძღოლმა გაჩერება გადაწყვიტა. შემდეგ ცოტა წინ წაიწიეს და მეწყერიც ჩამოწვა.

დარეჯან ჯანელიძე: _ ლანჩხუთიდან საღამოთი გავედით. გვირაბთან ახლოს ვიყავით მისულები, როცა ძალიან მაგრად გაწვიმდა. ისე წვიმდა, რომ მანქანაშიც კი დავსველდით. გზა საერთოდ არ ჩანდა. გადავწყვიტეთ გავჩერებულიყავით. შემდეგ ცოტათი წინ წავედით და საშინელი ხმა გაისმა. იმ ადგილას, სადაც რამდენიმე წუთის წინ გაჩერებულები ვიყავით, მთელი მთა ჩამოიშალა. ვერც წინ გადაადგილებას ვახერხებდით. ირგვლივ მხოლოდ ხმაური იყო და წყვდიადი. არაფერი ჩანდა. პირველ რიგში, ერთმანეთი მოვიკითხეთ. ღვთის მადლით, ყველანი საღ-სალამათნი ვიყავით. გადავწყვიტეთ, ფეხით გავსულიყავით სამშვიდობოს, მაგრამ ძალიან გაგვიჭირდა. უზარმაზარი ხეები ჩვენს თვალწინ ითხრებოდა და გზებზე ეცემოდა. გავლაც კი საშიში იყო, ლოდებით იყო გზა ჩახერგილი. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები მოვიდნენ და გვითხრეს, რომ სამშვიდობოს გაგვიყვანდნენ. ძალიან დაგვეხმარნენ. ბნელოდა, ტელეფონებით ვინათებდით გზას. ფეხშიშველებმა გადმოვიარეთ ჩამოწოლილი მთა. ირგვლივ ტალახის საშინელი სუნი იდგა, თან ზემოთ წყალი მდინარესავით მოდიოდა.

მაია კუპრაძე: _ ეს საშინელება იყო. ყველაფერი წამებში მოხდა, ძალიან შეგვეშინდა. მხოლოდ მთის ღრიალი ისმოდა და მეტი არაფერი. კრიმინალური პოლიცია დაგვეხმარა და გამოგვიყვანეს. სულ ფეხშიშველებმა გადმოვიარეთ ჩამოწოლილი მთა. ტელევიზორშიც კარგად გამოჩნდა ის ადგილი, სადაც ჩვენ ვიყავით. მთავრობის წარმომადგენლები და ჟურნალისტებიც იყვნენ იქ. ინტერვიუებიც აიღეს ჩვენგან. ისე ვიყავით შეშინებულები, რა ვუთხარით, აღარც კი მახსოვს.

ქეთინო უნგიაძე: _ უცებ აღმოვჩნდით კატასტროფულ სიტუაციაში. მძაფრსიუჟეტიან ფილმებში თუ მინახავს ასეთი რამ. გვინდოდა, რესტორან "რიკოთთან" გაგვეჩერებინა მანქანა. ალბათ, წუთები დავაგვიანეთ მანამდე, თორემ უბედურება დაგვემართებოდა. ბევრი ადამიანი იყო იქ, იყვნენ ბავშვებიც, თუმცა, პანიკა არ ყოფილა _ პოლიცია ყველას ამშვიდებდა და ეხმარებოდა.

ლანჩხუთელებმა რიკოთის უღელტეხილი კრიმინალური და საპატრულო პოლიციის დახმარებით დატოვეს. "პიკაპის" ტიპის ჯიპებით სოფელ ხევამდე ჩამოვიდნენ. შემდეგ მიკროავტობუსებში გადასხდნენ და ზესტაფონამდე ჩამოიყვანეს, იქ კი ლანჩხუთიდან წასული მიკროავტობუსი დახვდათ. ლანჩხუთში ღამის 3 საათზე ჩამოვიდნენ.




 ახალი ამბები
  • "არ არის აუცილებელი გარე პერიმეტრზე აბიტურიენტის მთელი ოჯახით გულშემატკივრობა"არ არის აუცილებელი აბიტურიენტების გულშემატკივრების დიდი თავშეყრა გამოცდის გარე პერიმეტრზე, ნუ შევიკრიბებით, _ ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ პირველი არხის ეთერში განაცხადა. ამასთან, ამირან გამყრელიძემ აბიტურიენტებს სიმშვიდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მათთვის ყველა საჭირო პირობა იქნება შექმნილი. „აბიტურიენტებს მივმართავ, იყვნენ მშვიდად. მათთვის იქნება ყველა პირობა შექმნილი, ყველანაირი კომფორტი, რომ მშვიდ ვითარებაში ჩააბარონ ტესტი. მშობლებს და გულშემატკივრებს მივმართავ რეკომენდაციით - მიღებულია საქართველოში, რომ ვგულშემატკივრობთ ხოლმე აბიტურიენტებს, მიდის მთელი ოჯახი, არიან თავშეყრილი და ელოდებიან. არ არის ეს აუცილებელი. მოგეხსენებათ, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია არის დისტანცირება და ჯგუფურად ნუ შევიკრიბებით“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. შეკითხვაზე, არის თუ არა რისკები მაქსიმალურად დაზღვეული, რომ ეპიდვითარება საგრძნობლად არ გაუარესდეს, რადგან ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, თითქმის, ერთი თვის განმავლობაში, ერთ სივრცეში ადამიანთა საკმაოდ დიდი ნაკადი იქნება თავმოყრილი, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ გამოცდებზე რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. „ეროვნული გამოცდები პანდემიის პერიოდში არის ერთ-ერთი ყველაზე ფართომასშტაბიანი ღონისძიება და ამიტომ, სერიოზული მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა. სპეციალური ჯგუფი ორი თვის განმავლობაში მუშაობდა, რომ ყველა ნიუანსი ყოფილიყო გათვალისწინებული, რათა ჩვენმა აბიტურიენტებმა ერთი მხრივ, კომფორტულ ვითარებაში დაწერონ საგამოცდო ტესტები და მეორე მხრივ, მაქსიმალურად იყოს დაზღვეული უსაფრთხოება, კორონავირუსული ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით. ვფიქრობ, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი. მოგეხსენებათ, მედიცინაში აბსოლუტური არაფერია, მაგრამ ვფიქრობ, იმ მიდგომით, მეთოდოლოგიით და რისკების გათვალისწინებით, რითაც ეროვნული გამოცდები ჩატარდება, რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი“, - განაცხადა გამყრელიძემ. ამირან გამყრელიძის განმარტებით, თუ აბიტურიენტს რესპირაციული სიმპტომები გამოცდის პერიოდში, პირველი ან მეორე გამოცდის შემდეგ გამოუვლინდა, მას საშუალება მიეცემა, ტესტი იზოლაციის პირობებში დაამთავროს, შემდეგ გამოიკვლევა და თუ კოვიდ ინფექცია დადგინდა, შესაბამის სამკურნალო დაწესებულებაში იქნება გადაყვანილი, ხოლო მასთან შემხებლობაში მყოფი ყველა აბიტურიენტს და ზედამხედველს კარანტინში გადაიყვანენ და ლაბორატორიულად ... ...
  • ხობში მომხდარ ავტოსაზგაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა ცოტა ხნის წინ, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ ქვალონთან, ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. თვითმხილველების ინფორმაციით, „ტოიოტას“ მარკის ავტომობილი ფეხით მოსიარულე მოზარდს დაეჯახა. შსს-ს მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ... ...
  • „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი“ _ ტრაგედია სენაკში სენაკში, სოფელ ნოქალაქევში მდინარე ტეხურაში გუშინ 18 წლის ბიჭი დაიხრჩო. როგორც „გურია ნიუსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი უყვება, მამაკაცს მდინარეში გული გაუსკდა. გარდაცვლილმა სკოლა წელს დაამთავრა. „ოჯახმა რამდენიმე წლის წინ ერთი გოგო დაკარგა, გუშინ კი 18 წლის ვაჟი. საშინელება ტრიალებს. მთელი სოფელი ტირის. ვიწვით ამ ოჯახის ტრაგედიით“, _ ამბობს ადგილობრივი მოქალაქე. შსს-მ მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით ... ...
  • "ბევრს ავიწყდება, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია" 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ, - ევროპაში ამერიკის შეიარაღებული ძალების ყოფილმა მთავარსარდალმა, გენერალმა ბენ ჰოჯესმა გამოცემა LB.ua-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. „უკრაინის სამხრეთში, განსაკუთრებით ხერსონის ოლქში მიმდინარეობს მასშტაბური საინფორმაციო კამპანია, რომლის დროსაც პრორუსული ძალები ჰუმანიტარულ კრიზისზე საუბრობენ და ადგილობრივ მოსახლეობაში უკრაინის მთავრობისადმი უნდობლობის გაჩენას ცდილობენ. ამ კამპანიის კიდევ ერთი ნაწილია სამხედრო სწავლებები „კავკასია 2020“. ეს სწავლებები რუსეთმა შესაძლოა ყურადღების გადასატანად გამოიყენოს. სწავლებების დროს მათ დაქვემდებარებაში იქნება სამედიცინო ტრანსპორტი, მანევრირების შესაძლებლობები, შეიარაღებული ძალების მართვის ცენტრი. ამასთან ერთად, ევროპასა და აშშ-ს ამ დროს უკრაინისთვის არ ეცლება. 2020 წლის სექტემბერში ამერიკაში წინასაარჩევნო კამპანია პიკს მიაღწევს და ამ რეგიონის შესახებ გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ბევრი არადამაჯერებლად მიიჩნევს, ისევე როგორც ეს 2008 წლის აგვისტოში მოხდა, მაშინაც აშშ-ში საპრეზიდენტო კამპანია მიმდინარეობდა. არ მსურს ტერმინ „იდეალური შტორმის“ გამოყენება, მაგრამ არსებობს არაერთი იდეალური პირობა იმისთვის, რათა კრემლმა ჩათვალოს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ჩატარებულ იერიშზე დასავლეთი და აშშ სათანადო პასუხს ვერ გასცემენ“, - აცხადებს ამერიკელი გენერალი. მისივე თქმით, უკრაინამ უფრო აქტიურად უნდა იმუშავოს სადაზვერვო ინფორმაციის გაცვლაზე საქართველოსთან, რუმინეთთან, მოლდოვასა და სხვა მეზობელ ქვეყნებთან. „ბევრს აღარ ახსოვს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20% უკვე 12 წელია ოკუპირებულია. დნესტრისპირეთი ამ დრომდე რუსეთის სრული კონტროლის ქვეშაა. რაც არ უნდა მოიმოქმედოს რუსეთმა უკრაინის, მოლდოვისა ან რუმინეთის წინააღმდეგ, ამაში დნესტრისპირეთში განლაგებული სამხედრო ძალები იქნება გამოყენებული“, - აცხადებს ბენ ჰოჯესი. წყარო: ... ...
  • 3 ინფიცირებული და 4 გამოჯანმრთელებული _ კოვიდსიტუაცია საქართველოშისაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 4 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე სტოპცოვ.გე გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 946 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 825 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3310 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 203. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...