თბილი ოთახები და სუფთა ჰაერი საჩუქრად ნიგვზიანელ ბავშვებს

საზოგადოება

თბილი ოთახები და სუფთა ჰაერი საჩუქრად ნიგვზიანელ ბავშვებს

2013 ნოე 6 17:28:05

თბილი ოთახები ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საბავშვო ბაღს ენერგოეფექტურობის ტექნოლოგიების საშუალების დანერგვით

_ ასეთი საჩუქარი გაუკეთეს ნიგვზიანის საბავშვო ბაღს ენერგოეფექტურობის ცენტრმა და BP საქართველომ. ბაღში ეფექტური გათბობის მისაღებად გახორციელდა სხვადასხვა ღონისძიებები: შეიცვალა ძველი ხის კარ- ფანჯრები ორმაგი შემინული მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრით და დამონტაჟდა დამატებით მეტალოპლასტმასის კარი შენობის ჰოლში; ასევე, საბავშვო ბაღის 240 კვადრატული მეტრი სხვენი დათბუნდა, არაეფექტური ღუმელი შეიცვალა ენერგოეფექტური ღუმელით, ვარვარა ნათურები კი, ენერგოდამზოგავი ეკო ნათურებით.

ნიგვზიანში, საბავშვო ბაღს ეწვივნენ ენერგოეფექტურობის ცენტრის დირექტორი გიორგი აბულაშვილი, მდგარდი განვითარების ინიციატივის ხელმძღვანელი BP საქართველოში _ გიორგი გონგლიაშვილი, ასევე, ლანჩხუთის სკოლამდელი საგანმანათლებლო ცენტრის დირექტორი ნინო ხალვაში და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ზვიად აფხაზავა.

სტუმრები ადგილზე გაეცნენ პროექტის შედეგებს, შედეგი კი გამთბარი ოთახები და საკმაოდ კარგ მდგომარეობაში მყოფი საბავშვო ბაღია. ეს პირველი პროექტია, რომელიც გურიაში გახორციელდა. როგორც პროექტის შემსრულებელმა და დამფინანსებელი კომპანიის წარმომადგენლებმა ჩვენთან საუბარში განაცხადებს, ეს პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ენერგოეფექტური კომპანიების პოპულარიზაციას, კომფორტის დონის შენარჩუნებას ან გუმჯობესებას ნაკლები შეშისა და ელექტროენერგიის მოხმარების ფონზე.

ამავე პროექტის ხარჯზე, გლობალურ გარემოში წლიურად 11 ტონამდე ნახშირორჟანგის ემულსიის შემცირება მოხდება.

მედიისთვის პროექტის პრეზენტაცია კლიმატის კვირეულის _ „დავეხმაროთ, რომ შევქმნათ მდგრადი მომავალი“ ფარგლებში შედგა, რომლის მიზანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საერთო ძალისხმევა.  ამ კვირეულებში ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდა იღებს მონაწილეობას საქართველოს სხვადასხვა კუთხეში.




 ახალი ამბები
  • ცესკო: საოლქო საარჩევნო კომისიებში 89 საჩივარი დაიწერაკენჭისყრის პროცესთან დაკავშირბით, ყველა საოლქო საარჩევნო კომისიაში შესულია 89 საჩივარი,_ამის შესახებ ცესკოში განაცხადეს. გავრცელებული ინფორმაციით,  მარნეულში დაიწერა 21 საჩივარი, ზესტაფონში 6, ხულოში 16, ზუგდიდში 44, ოზურგეთში 1, ხოლო თბილისის ნომერ პირველ საარჩევნო ოლქში 1 საჩივარი. საჩივრები დაიწერა, როგორც ადგილობრივი დამკვირვებელი  ორგანიზაციების, ასევე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლების მხრიდან. ანა მიქელაძის განცხადებით, თითოეული საჩივარი კანონით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით იქნება განხილული და მათზე იქნება შესაბამისი კანონისმიერი ... ...
  • დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგოოზურგეთის საკრებულოს დეპუტატობის კანდიდატმა დავით მდინარაძემ რაიცენტრალურის საარჩევნო უბანი დიდი უპირატესობით მოიგო. ამ უბანზე 491 ამომრჩეველი მივიდა, რომელთაგან  340-მა ამომრჩეველმა მხარი მდინარაძეს დაუჭირა. რაიცენტრალუში 113-მა ამომრჩეველმა ევროპული საქართველოს კანდიდატს კობა ზაქარეიშვილს დაუჭირა ... ...
  • დავით მდინარაძემ ანასეულელების გულის მოგებაც შეძლო"ქართული ოცნების" კანდიდატმა დავით მდინარაძემ ანასეულის საარჩევნო უბანიც მოიგო. 444 ამომრჩევლიდან ოცნების კანდიდატს მხარი 280-მა, რაც ამომრცეველთა 65.12%-ს ... ...
  • ირაკლი კობახიძე მთაწმინდაზე მეორე ტურს არ გამორიცხავსსაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა იმ საარჩევნო ოქლში, სადაც შუალედური არაჩევნები მიმდინარეობდა, ოცნების კანდიდატები დამაჯერებლად იგებენ პირველ ტურში. კობახიძემ მხოლოდ ერთ _ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არ გამორიცხა მეორე ტური და აღნიშნა, რომ წინასწარი მონაცემებით, არ არის გამორიცხული მთაწმინდაზე ლადო კახაძესა და შალვა შავგულიძეს შორის მეორე ტური გაიმართოს. _ წინასწარი მონაცემებით ჩვენი კანდიდატები პირველივე ტურში იგებენ ზუგდიდში, ხულოში, ზესტაფონში, მარნეულში, ჭიათურაში, _ აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ საგანგებო ... ...
  • ქალაქ ოზურგეთის 60/55 საარჩევნო უბანი დავით მდინარაძემ მოიგოქალაქ ოზურგეთის 60/55 საარჩევნო უბანზე 1093 ამომრჩეველიდან 386 მივიდა. მათგან 274-მა საკუთარი არჩევანი მდინარაძის სასარგებლოდ ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...