ინტერნეტ მომხმარებელმა საუკეთესო საინფორმაციო რადიოები დაასახელა

gurianews.com

საზოგადოება

ინტერნეტ მომხმარებელმა საუკეთესო საინფორმაციო რადიოები დაასახელა

2013 ნოე 7 19:01:52

სპეციალური კითხვარი 8 საინფორმაციო პორტალზე იყო განთავსებული და გამოკითხვაში მონაწილეობა 8836 ადამიანმა მიიღო. რადიოების საინფორმაციო გადაცემების პოპულარობის მიხედვით ლიდერი წინა გამოკითხვასთან შედარებით შეიცვალა და პირველ ადგილზე რადიო "პალიტრა" გავიდა (21,3%),  რადიო "მაესტრო" _ მეორეზე (14,7%), ფორტუნამ (8.9%) შეინარჩუნა მესამე ადგილი, რადიო იმედი (8,8%) _ მეოთხეზეა, აფხაზეთის ხმა (7%) _ კვლავ მეხუთე ადგილზეა.

წინა გამოკითხვასთან შედარებით, კითხვარში დამატებული იქნა 18 წლამდე ასაკობრივი კატეგორია, რამაც როგორც რესპოდენტთა დემოგრაფიულ, ასევე შემოსავლების სურათზე, გარკვეული გავლენა იქონია. გამოკითხვაში მონაწილეთა რაოდენობა ასაკობრივ ჭრილში ასე გადანაწილდა: 18 წლამდე ასაკი -5,4 %, 18-24 წელი - 18,7%, 25-32 წელი - 26,5%,  33-45 წელი - 23%, 46-55 წელი - 16,1%, 56-64 წელი – 6,7%, 65+ წელი - 3,6%.

რესპონდენტების 69,6% დასაქმებულია, 11,7% - სტუდენტი, 5,3% - დიასახლისი, 3,2% - პენსიონერია, ხოლო 10,3 % - უმუშევარი. გამოკითხულთა უმრავლესობის (42,6%) ყოველთვიური შემოსავალი 500 ლარამდეა, 25,5%-ის შემოსავალი 1000 ლარამდეა, 1000-დან 2000-მდე ლარის  შემოსავალი აქვს 16,3%-ს და 2000 ლარზე ზევით შემოსავლების მქონე პირები კი გამოკითხულთა 15,6 პროცენტს შეადგენდა.

წინა გამოკითხვასთან შედარებით, გაიუმჯობესა რეიტინგი რადიო "კომერსანტმა", რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ბიზნეს-ნიშური რადიოა, მჭიდროდ მიუახლოვდა საერთო მაუწყებლობის ფორმატის მქონე რადიოების ხუთეულის ჯგუფს, გაიზარდა "საზოგადოებრივი რადიოსა" და "მწვანე ტალღის" რეიტინგიც. შემცირდა იმ რესპოდენტთა რაოდენობა, რომელმაც კითხვარის ჩამონათვალში დასახელებული რადიოების ნაცვლად მიუთითეს "სხვა რადიო" (გამოკითხულთა მხოლოდ 19,9%). საინტერესოა, რომ "ჯეპრას" ონლაინ-გამოკითხვაში მონაწილეთა 61,7 პროცენტს მამაკაცები შეადგენს.

"მეორე საპილოტო ინტერნეტ-გამოკითხვის შედეგებით კმაყოფილი ვართ. საინფორმაციო საიტების მომხმარებლებმა აქტიურობა გამოიჩინეს. მეთოდოლოგიისა და კითხვარის დახვეწამ უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღების საშუალება მოგვცა, რის საფუძველზეც უკვე თებერვლის თვეში სრულმასშტაბიანი პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ. ვმუშაობთ გამოკითხვის ტექნიკურ სრულყოფაზე, გვსურს, რომ გამოკითხვის შედეგები უფრო გამჭვირვალე და მყისიერად ცნობილი გახდეს როგორც თითოეული რესპონდენტისთვის, ასევე ვებ-საიტების  ყველა მომხმარებლისთვის", _ განაცხადა "ჯეპრას" უფროსმა კონსულტანტმა სოსო გალუმაშვილმა.

"გამოკითხვის ჩატარების  პირველსავე ეტაპზე ვთქვით, რომ მას მაღალი ხარისხის რეპრეზენტატიულობაზე პრეტენზია არ ექნებოდა და კლასიკურ სოციოლოგიურ კვლევას ვერ ჩაანაცვლებდა. თუმცა, გამოკითხვის შედეგებში არსებული ცდომილების შემცირება კვლევის მასშტაბებისა და განმეორებითი კვლევების რაოდენობის გაზრდით იქნება შესაძლებელი.

მსოფლიოში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება ონლაინ-გამოკითხვები, რომელთაც მომხმარებელთა ქცევის შესასწავლად და მათ მოლოდინებზე უკუკავშირის მისაღებად იყენებენ. საქართველოში ინტერნეტის პენეტრაციისა და შესაბამისად, ინტერნეტ-მომხმარებლების რიცხოვნობის ზრდა, საუკეთესო ბაზას გვაძლევს შედარებით იაფი და მრავალრიცხოვანი გამოკითხვის ჩატარებისთვის. ჩვენი დიდი სურვილია, საპილოტე კვლევის შემდეგ რადიოსადგურებთან და ვებ-პორტალებთან ერთად მოხდეს კვლევის მეთოდოლოგიის შეჯერება, ყველა არსებული ხარვეზის აღმოფხვრა და სინდიკატური კვლევის ჩატარება", - აცხადებენ ჯეპრაში.

პირველი ანალოგიური გამოკითხვა "ჯეპრამ"  2013 წლის 3-7 მარტს ჩაატარა. ჯეპრა

2002 წლიდან პიარის სფეროში საქმიანობს და ემსახურება ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს, სამთავრობო და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. 2013 წლის ოქტომბერში "მარკეტინგ ბრილიანსის" კონკურსზე ჯეპრა საქართველოში წარმოებული საუკეთესო პიარ კამპანიისთვის დააჯილდოვეს.


ნახვა: 391


 ახალი ამბები
  • ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცესსაქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს  წარმომადგენლებთან კოორდინაციით,  გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ხორცპროდუქტების ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ხორცპროდუქტების მწარმოებელი  ერთ-ერთი ინდ. მეწარმე, ქალაქ თბილისში  კუსტარულად მოწყობილ საამქროში ხორცპროდუქტის, ე.წ. „სუჯუკის“ წარმოებას და რეალიზაციას ახდენდა. პროდუქტის ეტიკეტზე, მის შემადგენლობაში მითითებული საქონლისა და ღორის ხორცის ნაცვლად, ბრალდებული წარმოების პროცესში ცხენის ხორცს იყენებდა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია, როგორც მზა პროდუქცია, ასევე გადასამუშავებლად გამზადებული ცხენის ნედლი ხორცი. ამასთან, ქალაქ თბილისში გატარებული ღონისძიებების შედეგად, საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა გამოავლინეს  სხვადასხვა კომპანიის კუთვნილი ხუთი საამქრო, სადაც სარეალიზაციოდ მზადდებოდა ფალსიფიცირებული ხორცპროდუქტები: სოსისი, ძეხვეული და სარდელი. ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების პროდუქცია, რომელსაც ამ ეტაპზე შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ... ...
  • მოზარდების მკვლელობის საქმეზე საგამოძიებო კომისიის კითხვებს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები პასუხობენპარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე შეიქმნა, ბრალდების მხარის მტკიცებულებებს ეცნობა. საქმის მასალებსა და ბრალდების მხარის ვერსია კომისიის წევრებს საქმის პროკურორმა ზვიად ფხაკაძემ და შს სამინისტროს გამომძიებელმა კახა სირაძემ ისაუბრა.  პარლამენტის საგამოძიებო კომიტეტში,მოკლული მოზარდების საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში კომისიის წევრების კითხვებს საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე პასუხობს. ზვიად ფხაკაძე ბრალდების მხარის ხელთარსებულ მასალაზე დაყრდნობით იმ ვერსიაზე საუბრობს, რომელიც გამოძიებამ სასამართლოს წარუდგინა. როგორც ფხაკაძე აღწერს, დავით სარალიძეს სასიკვდილო ჭრილობა გ.ბ. - მ მიაყენა, მაშინ როდას ის გ.ჯ-ს ეჩხუბებოდა. „გ.ჯ დავით სარალიძეს ჰყავს დაჭერილი მარჯვენა მხრიდან, მუცელზე ჰყავს მიკრული. რა დროსაც მას მარჯვენა მხრიდან მარჯვენა ხელით აყენებს ჭრილობებს გ.ბ. იმ ჭრილობაზეა საუბარი, რომელიც იდენტიფიცირებული არის. ანუ არის მარჯვენა დუნდულასა და ბარძაყის არეში 12-14 ნომერი, ღვიძლის არეშია დაზიანება #1,სიცოცხლისთვის სახიფათო დაზიანება, შემდეგ იცვლის პოზას, ამ დროს სარალიძეს გ.ჯ. ისევ წინ უჭირავს, მოხრილ მდგომარეობაში, და იმავე ბარძაყის, ფეხის საზარდულის არეში წინა მხრიდან ჭრილობის მიყენება, ეს არის #11 , რამაც გამოიწვია არტერიის გადაჭრა და ვენის დაზიანება. ექსპერტებთანაც მაქვს გავლილი კონსულტაციები, მათი თქმით,#11 ჭრილობა იმდენად საშიშია სიცოცხლისთვის, რომ რამდენიმე წამში ადამიანის რეფლექსები დუნდება, ექიმის განმარტებით 5 წთ საკმარისი, რომ დაიცალოს პირი სისხლისგან რისი აღდგენაც შემდეგ შეუძლებელია. ეს ხდება წამიერად. შემდეგ დათო სარალიძე იცვლის პოზას და შესაბამისად გ.ჯ.-ც იცვლის ადგილს, იმას არ უშვებს ხელს. ამ დროს შემობრუნებულს გ.ბ. კიდევ აყენებს ერთ დაზიანებას, დაზიანება #2.  გულმკერდის არეში უკვე მარცხენა მხარეს, მაშ შემდეგ რაც სარალიძემ მდგომარეობა შეიცვალა. ამ დროს უკვე მოდის აქ მ.კ. პარალელურად, როდესაც უკვე ამ მდგომარეობაშია, გ.ჯ-ს უკვე მარჯვენა ხელში უჭირავს (უკვე ფიქსირდება) დანა იქნევს ხელს დათოს მიმართულებით, ოღონდ მარცხენა იღლიის არეში აყენებს ჭრილობას,"- ამბობს ფხაკაძე. ფხაკაძის თქმით, გ.ჯ. , რომელიც მსჯავრდებულია დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში სარალიძეს ორ ჭრილობას აყენებს, თუმცა არცერთი მათგანი სასიკვდილო არ აღმოჩნდა.  ფხაკაძის თქმით, ბრალდების ინფორმაციით, ხორავას ქუჩაზე დაპირისპირება ... ...
  • ძარცვა ღამის კლუბში _ დაკავებულია ერთი პირიშინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1998 წელს დაბადებული, წარსულში ქურდობისა და სხვისი ნივთის დაზიანებისთვის ნასამართლევი რ.გ., ქურდობის ფაქტზე   დააკავეს.მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 24 ივნისს, ერთ-ერთ ღამის კლუბში ღონისძიებაზე მყოფი სტუმრის, დ.ლ.-ს კუთვნილი მოტოციკლი ამავე კლუბის მიმდებარე ტერიტორიიდან მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან რამდენიმე წუთში, ცხელ კვალზე დააკავეს. მოპარული მოტოციკლი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.საგამოძიებო მოქმედებების დასრულებისთანავე, სატრანსპორტო საშუალება კანონიერ მფლობელს დაუბრუნდება.გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით ... ...
  • ზვიად კუპრავა და მათთან ერთად დაკავებული პირები გაათავისუფლესზვიად კუპრავა და მათთან ერთად დაკავებული  პირები გაათავისუფლეს. კუპრავას თქმით, მათმა ბრძოლამ შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა, თუმცა მათი საბოლოო მიზანი მიღწეული არ არის. „ჩემი დაკავების ერთადერთი მიზანი იყო მუხტის დახშობა, რომელიც რუსთაველზე იყო. მადლობა მინდა ვუთხრა იმ ათიათასობით ადამიანს, ვინც იმ დღეების განმავლობაში იდგა ჩვენთან ერთად, რუსთაველის გამზირზ​ე ებრძოდა სისტემას და ებრძოდა სამართლიანობას. ამ ბრძოლამ, შეუპოვრობამ, უკან რომ არ დავიხიეთ, რომ ვერ მოგვისყიდეს და ვერ დაგვაშინეს, ამან თავისი შედეგი გამოიღო და ხელისუფლება შეიცვალა. თუმცა, ეს ყველაფერი არის ფორმალობა”, -განაცხადა ზვიად კუპრავამ. ზვიად კუპრავა, ლაშა ცუცქირიძე და კიდევ 2 პირი 11 ივნისს დააკავეს. როგორც შსს-მ მაშინ განაცხადა, ისინი წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს. 12 ივნისს სასამართლომ მათ 14-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლოს სხდომის დროს, სამართალდამცველებმა ზვიად კუპრავა სასადილოდან დარბაზში ძალის ... ...
  • ახმეტაში 17 წლის ბიჭი დაიხრჩოახმეტაში 17 წლის ახალგაზრდა დაიხრჩო. შემთხვევა ილტოს ხეობის საგუბარზემოხდა.დაღუპული სოფელ ქისტაურის მკვიდრია. თვითმხილველების თქმით, ხეობაში რამდენიმე მეგობარი იმყოფებოდა. 17 წლის ახალგაზრდა წყალში მოულოდნელად გაუჩინარდა. ცხედრის პოვნა მას შემდეგ გახდა შესაძლებელი, რაც საგუბარი დაცალეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდამ ცურვა არ იცოდა. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი გულის გაჩერება გახდა. „გავიგეთ ხმაური, რომ ბიჭი დაიკარგაო. როგორც ერთ-ერთი ბიჭი ამბობს, ვესაუბრებოდი, გვერდზე გავიხედე, როგორც კი მოვიხედე აღარ იდგაო“- ამბობს ადგილობრივი ზაქრო გავარდიშვილი. ... ...

არქივი

ზაფრანი

იცით თუ არა რომ

დედამიწაზე მცხოვრები ცოცხალი ორგანიზმების 70%-ს...

მრავალწლიან ხეებს განსაკუთრებული ენერგეტიკა აქვთ

ჩვენი წინაპრები განსაკუთრებულ პატივს სცემდნენ...

ტელეფონი-ხელთათმანი

ამერიკელმა დიზაინერმა და მხატვარმა, ბრაიან...

გინესის წიგნში შეტანილი ქვეწარმავლები

ყველაზე დიდი ბაყაყი. აფრიკული ბაყაყი...

ყველაზე დიდი ყვავილი მსოფლიოში

მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში, ბრიტანელმა მეცნიერმა...

დაავადება, რომელსაც "დორიან გრეის სინდრომი" ეწოდა

დორიან გრეის სინდრომი ოსკარ უაილდის...
კარმიდამო ჩემი

ალოეს სამკურნალო თვისებები

შესაძლოა, ალოეს დადებითი თვისებების შესახებ...

როგორ აღვიდგინოთ მხედველობა ნივრის დახმარებით

დროთა განმავლობაში, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა...

რატომ არ უნდა აადუღოთ წყალი ხელმეორედ

ფილმის ყურებაში ისე გაერთეთ, რომ...

"უთვალავ საქმეთაგან, სახარების გადაწერაა შვება"

ჩვენი სტატიის გმირი მრავალმხრივი ნიჭით...

როგორ ვებრძოლოთ პირუტყვის კანქვეშა ბორას

ზაფხულის პერიოდში განსაკუთრებით, მსხვილფეხა რქოსანი...

მეფუტკრის კალენდარი _ მაისი და ივნისი

მაისის შუა რიცხვებიდან დგება დიდი...

ქართული ზამბახი დედამიწის ზურგზე ერთადერთია

ქართული ზამბახის ყვავილის წარმტაცი სილამაზე,...

მოვამზადოთ ჭინჭრის წუნწუხი

გაზაფხულზე ჩვენს ბოსტნებში, უამრავ სამუშაოსთან...

კენკროვნების კერკი

სხვადასხვა კენკროვნების, ასევე, კურკოვანებისგანაც მოვამზადოთ...

როგორ ავიცილოთ თავიდან გრიპი და ვირუსები

საზოგადოებისთვის გრიპი და გავრცელებული ვირუსები...

მარტო კაცის დიდი მეურნეობის სავიზიტო ბარათი იხვისა და ბატის ფერმაა

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის მკვიდრი...