მოსალოდნელი საფრთხის გამო "იდენტობა" თავშესაფარს აღარ ხსნის

საზოგადოება

მოსალოდნელი საფრთხის გამო "იდენტობა" თავშესაფარს აღარ ხსნის

2013 ნოე 14 12:01:27

"თავშესაფრის ბინადრებს და ორგანიზატორებს ძალადობის საფრთხე დაემუქრა. მას შემდეგ, რაც ფართო საზოგადოებისათვის გახდა ცნობილი, რომ თბილისში უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფარი გაკეთდებოდა, ამ ადამიანებზე ამჯერად მაინც ყურადღების მიქცევის ნაცვლად, ფოკუსში ორგანიზაცია "იდენტობა" მოექცა. სახელმწიფოსა და ეკლესიის წარმომადგენელთა მხრიდან გაკეთდა რიგი უპასუხისმგებლო, ანტისახლმწიფოებრივი, მიზანმიმართულად მცდარი და სიძულვილით მოტივირებული განცხადებები. როგორც ჩანს, საქართველოს მოქალაქეთა ერთი ნაწილი კვლავ ვერ აცნობიერებს პრობლემის სერიოზულობას ან მიზანმიმართულადაა შეცდომაში შეყვანილი. შედეგად, სახეზეა მდგომარეობა, როდესაც დახმარების ნაცვლად, ყველაზე მიუსაფარი ადამიანებისთვის კვლავ რეალურია სიცივით თბილისის ქუჩებში გარდაცვალების საფრთხე. მრავლად გაისმა თავშესაფარსა და ორგანიზატორებზე თავდასხმის მუქარა. 17 მაისის გამოცდილების გათვალისწინებით, ეს ამ ეტაპზე შეუძლებელს ხდის უსახლკარო ოჯახების დახმარების პროცესის მშვიდობიან და პროფესიონალურ ორგანიზებას. “იდენტობას” დაუკავშირდნენ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წარმომადგენლები, რომლებიც მათ საცხოვრებელ კორპუსში თავშესაფრის განთავსებას არ დაუშვებენ. მათი განცხადებით, თუ თავშესაფარი დაგეგმილ ადგილზე გაიხსნებოდა, ისინი ყოველდღიურად შეუქმნიდნენ მის ფუნქციონირებასა და მის მაცხოვრებლებს პრობლემებს. საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რიგმა წარმომადგენლებმა და სხვა აგრესიულად განწყობილმა დაჯგუფებებმა, მათ ვინც 17 მაისს ადამიანთა სიძულვილის წინააღმდეგ მიმართული აქცია ძალადობრივად ჩაშალა, საჯაროდ განაცხადეს რომ არ დაუშვებდნენ აღნიშნული თავშესაფრის ფუნქციონირებას. საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების და მათთან ერთად მედიის წარმომადგენლები კვლავ ლეგიტიმურ მხარედ წარმოაჩენენ ამ მოძალადე დაჯგუფებებს. ვვარაუდობთ, რომ თუ თავშესაფარზე თავდასხმა განხორციელდებოდა, რისი მუქარაც მრავლად გაისმა, სახელმწიფო ზუსტად ისევე არ აღკვეთდა და არ გამოიძიებდა ამ დანაშაულებებს, როგორც ეს 17 მაისის შემდეგ ჩადენილ დანაშაულთა შემთხვევაში მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ინიციატივა სამართლებრივად გამართულია და არ არსებობს კანონი, რომელიც ჩვენ თავშესაფრის დაარსებასა და მართვას აგვიკრძალავდა, ჩვენ ახლა ვერ ვიქნებით დარწმუნებულნი, რომ თავშესაფრის ბენეფიციარების უსაფრთხოება დაცული იქნება", _ ნათქვამია სპეციალურ განცხადებაში.

სწორედ 17 მაისის ერთ–ერთი მონაწილე, ევგენი მიქელაძე არ უარყოფს, რომ "იდენტობის" მიერ თავშესაფარის გახსნას არ დაუშვებს. მეტიც, "ეროვნული ფრონტის" ლიდერის განცხადებით, "იდენტობის" ჩანაფიქრი ატარებს სატანისტურ მიზნებს.

"საკანონმდებლო დონეზე უნდა აიკრძალოს ლგბტ პროპაგანდა და შემდეგ ამ კანონის საფუძველზე ყველა ორგანიზაცია, რომელიც ამ ფასეულობების დამკვიდრებას ეცდება. ამ საკითხზე ჩვენ ხელმოწერების შეგროვებასაც დავიწყებთ. რაც შეეხება "იდენტობის" მზაკვრულ ჩანაფიქრს, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ამას არ დაუშვებს. თუ სახელმწიფო ვერ აცნობიერებს, რომ წესებს ადგენენ არა გარკვეული ეკონომიკური კლანები ოკეანეთის გაღმიდან, არამედ ქართველი ხალხი, მაშინ ჩვენ გავაგებინებთ და შედეგი მძიმე იქნება. ჩვენ ვაპირებთ სამართლებრივი გზით ამ პრობლემის მოგვარებას, მაგრამ თუ სახელმწიფო მხარს არ დაგვიჭერს, უკვე ჩვენით ვიმოქმედებთ. "ეროვნული ფრონტი" ღიად აცხადებს, რომ არასდროს შეეგუება მსგავსი ორგანიზაციების იდეების გატარებას და 17 მაისი მონაგონი იქნება".

"იდენტობის" წინადადებას უარყოფითი რეაქცია მოჰყვა სასულიერო პირების მხრიდანაც. დავით სერგეენკომ კი აღნიშნა, რომ ასეთი იდეის განხორციელება არ უნდა მოხდეს იზოლირებულად, ის უნდა იყოს კომპლექსური, თუმცა "გურია ნიუსთან" საუბრისას, "იდენტობის" წარმომადგენელმა, ირაკლი ვაჭარაძემ აღნიშნა, რომ მათი ერთადერთი მიზანია უსახლკაროები ზამთრის ცივ დღეებში ქუჩაში არ დარჩნენ და თავშესაფარი ჰქონდეთ.

"მათი მიზანი მხოლოდ ერთია, ამ თავშესაფრის ბინადრებში დანერგონ და გაავრცელონ ის, რასაც ქართველი ხალხი ვერ შეეგუება, მათი მიზანია ტრადიციების მოშლა, ხოლო რაც შეეხება საპატრიარქოს და სახელმწიფოს, სწორედ მათი ბრალია „იდენტობა“ და მისი მსგავსი ორგანიზაციები საზოგადოების შეცდომაში შეყვანას რომ ცდილობენ. იმ პირობებში, როცა ქვეყანაში ამდენი სოციალურად დაუცველი ადამიანია, როცა უსახლკაროებისთვის ქაშუეთის უკან კარავია გაშლილი და უამრავი ბავშვი ქუჩაში ათენებს, მილიონების ხარჯვა ეკლესიების მშენებლობაზე ჩვენთვის პირადად მიუღებელია. სახელმწიფომ და ეკლესიამ უნდა გაააქტიურონ სოციალური პროექტები".

ამ ეტაპისათვის "იდენტობის" მიერ თავშესაფრის აღარ აშენების შესახებ ოფიციალური განცხადების გარდა კომენტარები არ გაკეთეულა. ცნობილია მხოლოდ, რომ ორგანიზაციის ოფისში მიტანილი დახმარებები და თანხა გადაეცემათ იმ ადამიანებს, რომელთა დახმარებასაც აპირებდა "იდენტობა".

"მიღებულ შემოწირულობებს, რომელიც დღეისათვის თანხის სახით არის 939 ლარი, ასევე მოქალაქეების მიერ ოფისში მოტანილ ტანსაცმელა, ჩვენ გადავცემთ იმ უსახლკაროებს, რომელთა დახმარებასაც ვგეგმავდით, ან სხვა დაწესებულებას, თუ არსებობს ასეთი ან უახლოეს პერიოდში ჩამოყალიბდება", _ განაცხადა ირაკლი ვაჭარაძემ.




 ახალი ამბები
  • მზად, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის! დიანა ბაქრაძე 19 წლის სტუდენტია თელავიდან. იგი მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში 11 წელი იმყოფებოდა. მინდობით აღზრდა 18 წლამდე არასრულწლოვანის ოჯახურ გარემოში გარკვეული დროით აღზრდას უზრუნველჰყოფს. როგორც თავად გვიყვება, ერთ დღეს, მას დაუკავშირდა სოციალური მუშაკი და „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ პროექტში ჩართვა შესთავაზა: „ამ პროექტში 17 წლის ასაკში ჩავერთე. ჩემმა სოციალურმა მუშაკმა შემატყობინა, რომ არსებობდა ორგანიზაცია, რომელიც საინტერესო პროექტს ახორციელებდა და ბავშვებს საკომუნიკაციო თუ სხვა მათთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებასა და განვითარებაში ეხმარებოდა. მეც დავთანხმდი, რადგან მაშინ არც თუ ისე გამოვირჩეოდი კომუნიკაბელურობით და თითქოს, რაღაც უფრო მეტი მჭირდებოდა იმისთვის, რომ ცხოვრებაში ჩემი მიმართულებები გამჩენოდა. მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა, რადგან პროექტის მიმდინარეობის პერიოდიდანვე ვგრძნობდი, როგორ ვძლიერდებოდი, ვხდებოდი თავდაჯერებული და უფრო ადვილად ვამყარებდი ურთიერთობას ადამიანებთან“. პროექტს, რომელზეც დიანა საუბრობს, „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთი“ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით 28 თვის განმავლობაში ახორციელებდა.  საპილოტე პროექტი _ „საქართველოს მოწყვლადი მოზარდების ხელშეწყობა გახდნენ პროდუქტიული, სრულფასოვანი მოქალაქეები სწავლების, ტრენინგებისა და დასაქმების გზით“ სამ რეგიონს  _ კახეთი, შიდა ქართლი, მცხეთა-მთიანეთი, თბილისი _ მოიცავდა. ორგანიზაციის მიერ დაგეგმილ აქტივობებში სახელმწიფო ზრუნვის პროგრამებში ჩართული 14-დან 25-წლამდე 144 მოზარდი მონაწილეობდა. პროექტის მნიშვნელობის შესახებ საუბრისას, ორგანიზაციის კომუნიკაციის მენეჯერი სოფიკო ლაგვილავა აღნიშნავს: „სახელმწიფოს ზრუნვის ქვეშ მყოფი ბავშვები, რომლებიც მცირე საოჯახო სახლებსა და მინდობით აღზრდის პროგრამებში არიან ჩართულები, 18 წლის შესრულების შემდეგ სახელმწიფოს მზრუნველობის მიღმა რჩებიან.  მათზე სახელმწიფო წყვეტს ზრუნვას. ამიტომ, აუცილებელია, არასრულწლოვნებმა სწორედ ამ პერიოდში შეიძინონ ყველა ის უნარ-ჩვევა, რაც 18 წლის შემდგომ დამოუკიდებლად ცხოვრებაში დაეხმარებათ. ჩვენ მიერ განხორციელებულ პროექტში დაგეგმილი აქტივობები, ტრენინგები და სტაჟირებები, სწორედ ამ მიზნისკენ იყო მიმართული. მოზარდები, რომლებსაც თავიდან უჭირდათ კომუნიკაცია, საუბარი, დიალოგში ჩართვა, საკუთარი აზრის გამოხატვა, საწინააღმდეგო პოზიციის დაფიქსირება, ახალი ადამიანების გაცნობა, - შეიცვალნენ. ამაღლდა მათი თვითშეფასება, შეიძინეს ახალი მეგობრები, გააქტიურდნენ და გაუმჯობესდა მათი განვითარებაზე ორიენტირებულობის ხარისხი“. დიანა ბაქრაძე პროექტის ფარგლებში გავლილი ტრენინგებისა და სტაჟირების შემდეგ, დიანა ბაქრაძე ერთ-ერთ კერძო საწარმოში დასაქმდა კიდეც. იგი ერთი წლის განმავლობაში მუშაობდა: „პროექტის ფარგლებში გავიარეთ სხვადასხვა ტრენინგი, ეს იყო კომუნიკაცია, უნარ-ჩვევების განვითარება, ხელსაქმე. შემდეგ გვქონდა სტაჟირების გავლის შესაძლებლობა, მე სტაჟირების კურსი ავირჩიე ყველის ქარხანაში, სადაც ყველის დაფასოება და თბილისის მასშტაბით მაღაზიებისთვის შეკვეთების გამზადება მევალებოდა. შემდეგ ამავე ადგილას დავსაქმდი და ერთი წლის განავლობაში ვმუშაობდი. ამ პროექტმა საფუძველი მომცა იმისთვის, რომ ჩავრთულიყავი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, დავინტერესებულიყავი სხვადასხვა აქტივობით და კი არ დავლოდებოდი იმას, ვინ რას შემომთავაზებდა, არამედ თავად მემოქმედა“. ანა ვარამაშვილი ამავე პროექტის 19 წლის მონაწილეა. ამჟამად ისიც სტუდენტია და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის „მეცნიერებისა და ხელოვნების“ ფაკულტეტზე ქართული ფილოლოგიისა და ფსიქოლოგიის მიმართულებით სწავლობს. პროექტში 2018 წლის გაზაფხულიდან ანაც სოციალური მუშაკის დახმარებით ჩაერთო. მასწავლებლობა ბავშვობიდან უნდოდა, ამიტომ პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები და ტრენინგებიც სწორედ ამ მიმართულებით გაიარა. „ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ამ პროექტისგან მივიღე არის ის, რომ მომეცა შესაძლებლობა, სტაჟირება გამევლო რედაქტორის პოზიციაზე. ვარედაქტირებდი სხვადასხვა ნაწარმოებებს _ ნოველებს, მოთხრობებს. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში, ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტთან გავდიოდი სტაჟირებას იმ მეთოდების შესასწავლად, რასაც მასწავლებლები საგაკვეთილო პროცესებში იყენებენ. აბიტურიენტებისთვის განკუთვნილ მასალას ვამუშავებდი არა როგორც მოსწავლე, არამედ, როგორც რეპეტიტორი. ვსწავლობდი ტექნიკას, როგორ უნდა მიმეწოდებინა ინფორმაცია სწორად. ამ ყველაფერმა გაზარდა ჩემი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა და განავითარა ჩემი კრიტიკული აზროვნება. აღნიშნულმა პროექტმა დიდი გავლენა იქონია ჩემს პრაქტიკულ და წიგნიერ განვითარებაზე, რადგან სამომავლოდ, შეძენილი უნარ-ჩვევების ჩემს საქმიანობაში გამოყენება ძალიან დამეხმარება“, _ გვიყვება ანა. ანა ვარამაშვილი გარდა მიღებული პრაქტიკული ცოდნისა, ანა ვარამაშვილი სოციალური უნარების ტრენინგების მნიშვნელობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნულმა ტრენინგმა შესაძლებლობა მისცა, შეემეცნა და ჩაღრმავებოდა თანატოლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, აეხსნა როგორც თავისი, ისე თანატოლების ქცევა კომუნიკაციისას, რაც ახლა ჯანსაღი ურთიერთობების დამყარებაში ეხმარება: „ჩვენ გავიგეთ, თუ რამდენად საჭიროა თითოეული მოზარდის აქტიური კომუნიკაცია და კავშირი საზოგადოებასთან, უცნობ და ნაცნობ ადამიანებთან, ასევე რა გავლენა აქვს ჩვენს ჩართულობას, რა დადებით და უარყოფით მხარეებს მოიცავს და სხვა რიგი საკითხები, რაც მიადვილებს განსხვავებულ ადამიანებთან კონტაქტში ადვილად შესვლას. ეს პროექტი უამრავ მოზარდს, ჩემი ჩათვლით, დაგვეხმარა, აღმოგვეჩინა საკუთარი თავები, მიზნები და დამოუკიდებლად გვეზრუნა თვითრეალიზებისთვის“. „საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი აფხაზეთის“ კომუნიკაციების მენეჯერი სოფიკო ლაგვილავა პროექტის შედეგებზე საუბრისას აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია მოზარდების დასაქმება: „მოზარდები, რომლებსაც არ ჰქონდათ სოციალური უნარები, რომლებმაც არ იცოდნენ, რისი კეთება სურდათ, ან თუნდაც, რა გამოსდიოდათ კარგად და მათი დასაქმების შანსი არც ისე დიდი იყო‒ დღეს დასაქმებულები არიან; აქვთ ყოველთვიური სტაბილური შემოსავალი; სწავლობენ ხელფასის განკარგვას საკუთარი საჭიროებების მიხედვით. ასევე, მნიშვნელოვანია იმის აღნიშნვაც, რომ მათ ჰყავთ სამეგობრო წრე მეწარმის და მისი თანამშრომლების სახით, ჩართულები არიან აქტიურ საზოგადოებრივ ცხოვრებაში, უშვებენ შეცდომებს მუშაობის პროცესში და სწავლობენ როგორ მიიღონ შენიშვნები, გამოასწორონ თავიანთი ქცევა. ამ მოზარდებს, დღეს შეუძლიათ, ერთმანეთისაგან ცუდისა და კარგის გარჩევა, ყოველდღიურად აკვირდებიან საზოგადოებას, ოჯახებს, აფასებენ არსებულ ვითარებას, ოჯახის წევრთა თანადგომას და ამ ყველაფრისგან იქმნიან მათთვის მისაღებ ოჯახის მოდელებს“. ანა ვარამაშვილი მთავარ ფოტოზე დიანა ბაქრაძე სტატია დაიწერა პროექტის „ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლო“ ფარგლებში. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ და მხოლოდ სტატიის ავტორს.   ავტორი: თამარ ... ...
  • 3 თვე გავრილოვის სისხლიანი ღამიდან _ არასოდეს შევეგუებით გახარიასნაირ პოლიტიკურ ფიგურებს სავარძლებში3 თვე გავრილოვის სისხლიანი ღამიდან _ დაჭრილი, თვალდაკარგული და დაშავებული ასობით ადამიანი. აქცია რუსთაველის გამზირზე დღეს ფართომასშტაბიანი იქნება. აქციის მონაწილეები იმ დღის მოვლენებს გაიხსენებენ კი ხელისუფლებას კიდევ ერთხელ შეახსენებენ, რომ გიორგი გახარია მათი სირცხვილია.  „ამ თარიღის აღნიშვნა არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ქართული ოცნების ხელისუფლებას, კიდევ ერთხელ უნდა გავაგონოთ, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან გიორგი გახარიასნაირ პოლიტიკურ ფიგურებს სავარძლებში“, _ განაცხადა ნოდარ რუხაძემ. სამომავლო გეგმებზე ისაუბრა ანტისაოკუპაციო მოძრაობის ორგანიზატორმა, გიგა მაქარაშვილმა.  „20 სექტემბრიდან ჩვენი პერმანენტული აქციების ფორმატი წყდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც პაუზას ვიღებთ, პირიქით. უკვე 21-22-დან ჩვენ სხვადასხვა ფლანგზე გამოვჩნდებით. მთავარი ხაზი ჩვენი იქნება ის, რომ არ ვაპირებთ ოკუპაციას შევეგუოთ, უსამართლობას და ძალადობას“ _ განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.   20 ივნისს აქციის მონაწილეების პროტესტი საქართველოს პარლამნეტში რუსი დეპუტატის გავრილოვის ყოფნამ განაპირობა. პარლამენტში სხდომის წაყვანის შედეგად ქუჩაში ათასობით მოქალაქე გამოვიდა. პროტესტი მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით აქციის დაშლა გაუფრთხილებლად დაიწყეს. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო გზაზე მდგარი აქციის მონაწილეები თავდაცვის მიზნით ტერიტორიას გაეცალნენ, თუმცა მალევე უკან დაბრუნდნენ.  ამის შემდეგ სპეცრაზმმა რეზინის ტყვიების გამოყენებაც დაიწყო, რის გამოც აქციის არაერთი მოქალაქე და მედიის წარმომადგენელი მძიმედ დაშავდა. ორმა ადამიანმა, სპეცრაზმის მხრიდან ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად თვალი დაკარგა, 240-მდე მოქალაქემ კი სხეულის დაზიანებები მიიღო. ... ...
  • პარლამენტში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღეს _ შენობაში შესვლა შეზღუდულია საქართველოს პარლამენტმა უსაფრთხოების დამატებითი ზომები მიიღო და დღეს, შენობაში შესვლა შეზღუდული იქნება. პარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამის მიზეზი დღეს დაგეგმილი აქციაა: "20 სექტემბერს, რუსთაველის გამზირზე დაანონსებული აქციიდან გამომდინარე, „საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფაა", _ აღნიშნულია პარლამენტის ვებგევრდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. შეგახსენებთ, რომ მოძრაობა "სირცხვილია" დღეს, პარლამენტის წინ ფართომაშტაბიან აქციას ... ...
  • თბილისში მიტოვებული ჩვილი იპოვესთბილისში, საბურთალოს რაიონში მიტოვებული ჩვილი იპოვეს. თვითმხილველების თქმით, ახალშობილი სტუდენტმა დღეს იპოვა. ჩვილი კალათაში იყო მოთავსებული და თან დედის წერილი ახლდა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს. უწყების ინფორმაციით, ჩვილი კლინიკაშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ... ...
  • არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის დამზადება და ტრეფიკინგი _ დაკავებულია დამნაშავეთა ჯგუფისაქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, გენერალური პროკურატურის, ევროპოლის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ავსტრალიის სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ერთობლივად გატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვნის ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელი გამოავლინეს და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრი დააკავეს. აღნიშნული პირების მიერ ჩადენილი დანაშაული 17-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ქართველი და უცხოელი სამართალდამცველები რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდნენ ინტენსიურ ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებებს. შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, დაკავებული არიან: აშშ-ის მოქალაქე, 1961 წელს დაბადებული კ.უ., ავსტრალიის მოქალაქე, 1959 წლის დაბადებული პ.ლ. და საქართველოს მოქალაქეები: 1985 წელს დაბადებული მ.ც., 1984 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული გ.ბ., 1978 წელს დაბადებული ბ. ც., 1982 წელს დაბადებული ი.ა., 1981 წელს დაბადებული ქ.ო., , 1989 წელს დაბადებული ს.კ., 1981 წელს დაბადებული დ.ბ. და 1984 წელს დაბადებული გ.ბ. დაკავებულთა შორის არიან პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადებაში ჩაბმული არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები, მათი ნათესავები და ახლობლები, ასევე, უკანონო ფოტოსალონის მფლობელები და თანამშრომლები. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ. ანგარიშსწორება ხორციელდებოდა ხელზე ან საბანკო ტრანზაქციის გზით. გამოძიებით, ასევე, დადგინდა, რომ აშშ-ს მოქალაქე კ.უ. დანაშაულებრივი გზით მოპოვებული თანხის განაღდებას თბილისში არსებულ სხვადასხვა სავაჭრო ცენტრში განთავსებული კრიპტომატებიდან ახდენდა. პოლიციამ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე უკანონო ფოტოსალონებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: ძვირადღირებული ფოტოაპარატები, განათების საშუალებები, რეკვიზიტები და კომპიუტერული ტექნიკა. გარდა აღნიშნულისა, ასევე, ამოღებულია კომპიუტერულ ტექნიკაში, დისკებსა და ფოტოაპარატებში მოთავსებულ მეხსიერების ბარათებზე არსებული არასრულწლოვანთა პორნოგრაფიული ფოტო და ვიდეომასალები. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ტარდება შესაბამისი ფსიქო-სოციალური ღონისძიებები. გამოძიება გრძელდება საქართველოს სსკ-ის 255-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 143 პრიმა-2 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღებას, ასევე, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ორი ან მეტი არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ ტრეფიკინგს გულისხმობს. აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. კერძოდ, საქართველოში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, საერთაშორისო დონეზე კოორდინირებული, რამდენიმე ქვეყნის ჩართულობით განხორციელებული ეს სამართალდაცვითი ღონისძიება, უნდა იყოს გაფრთხილება ყველასთვის, ვინც ბავშვებს ზიანს აყენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოები, საერთაშორისო დონეზე, ერთობლივი ძალისხმევით, ყოველთვის შეძლებენ მათ იდენტიფიცირებას, დაკავებას და პასუხისგებაში მიცემას. ამასთან, ამერიკის საემიგრაციო და საბაჟო უწყების (ICE) შიდა უსაფრთხოების საგამოძიებო სამსახური (HSI) ყოველთვის და ყველგან აღასრულებს თავის ვალდებულებას, რომ დაიცვას ბავშვები მსოფლიოს ნებისმიერ ადგილას იმ ადამიანებისგან, ვინც ბოროტად სარგებლობს ბავშვთა ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...