ფოთისა და ხობის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

საზოგადოება

ფოთისა და ხობის ეპარქია განცხადებას ავრცელებს

2013 ნოე 26 11:20:01

"2012 წლის 18 იანვარს, ინტერნეტში გავრცელდა ფოთისა და ხობის ეპარქიის სამდივნოს განცხადება, რომელშიც საუბარი იყო იმ საფრთხეებზე, რომელიც ემუქრება ფოთის ნავსადგურის მიმდებარედ არსებულ წმინდა ნიკოლოზის ეკლესიას. დღეის მდგომარეობით ცნობილი გახდა, რომ IPM ტერმინალის ხელმძღვანელობას უახლოეს მომავალში დაგეგმილი აქვს ნავსადგურის ტერიტორიაზე მე-12 ნავმისადგომთან ახალი საკონტეინერო ტერმინალის მშენებლობის დაწყება. წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მისი დამხმარე ნაგებობა აშენდა 1999 წელს. ეს გახლავთ სამრევლო ტაძარი, ნავსადგურის ხელმძღვანელობის გეგმა და მისი განხორციელების სამშენებლო პროექტი ტაძართან მისასვლელი გზის გადაკეტვას გულისხმობს და შეუძლებელს ხდის მრევლისთვის, სასულიერო პირებისა და ეპარქიის თანამშრომლებისათვის ტაძარში მოხვედრას, რაც ყოვლად დაუშვებელია და მორწმუნე ადამიანებში იწვევს პროტესტის განცდას. რთული წარმოსადგენია, როგორ შეიძლება ტაძარში ლოცვის, ნათლობის, ქორწინების მსურველი ან ნებისმიერი ვიზიტორი დაკავდეს სპეციალური საშვის მიღების პროცედურით? ეს აბსოლუტურად გაუგებარი რამ არის! იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ყოველგვარი უსიამოვნება და დაცული იქნას მორწმუნე ადამიანების უფლებები, ასევე, რათა ეკლესიას მიეცეს საშუალება - შეუფერხებლად გააგრძელოს ფუნქციონირება ჩვეულ რეჟიმში, საჭიროა ფოთისა და ხობის ეპარქიასა და კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურს შორის გაფორმდეს ხელშეკრულება შემდეგი პირობების გათვალისწინებით:

1. წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესია და მისი დამხმარე ნაგებობა, საქართველოს ხელისუფლებასა და საქართველოს საპატრიარქოს შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმების თანახმად, წარმოადგენს საქართველოს სამოციქულო ეკლესიის საკუთრებას და მის სიახლოვეს დაუშვებელად მიგვაჩნია ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც საფრთხეს შეუქმნიდა მის უსაფრთხოებას ან შეაჩერებდა მის ფუნქციონირებას.

2. სასულიერო პირებს, ეკლესიაში დასაქმებულ ადამიანებსა და მრევლს უნდა ჰქონდეს ტაძართან დაუბრკოლებლად და უსაფრთხოდ მისვლის საშუალება.

3. დაუშვებლად მიგვაჩნია ტაძარში მისვლის მსურველთათვის სპეციალური საშვის დაწესება, რაც პრაქტიკულად იქნებოდა ტაძრის ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლა.

4. ტაძარში მიმსვლელთათვის უნდა შეიქმნას უსაფრთხო გადაადგილების პირობები, რაც გულისხმობს მისასვლელი გზის გამიჯვნას ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიისგან.

5. მეოთხე პუნქტის ალტერნატივად მიგვაჩნია ესტაკადის (ზემოდან გადასასვლელი ხიდის) მოწყობა, რომლის პროექტიც უნდა შეთანხმდეს ეკლესიასთან, რათა გათვალისწინებული იქნას ის, რომ მრევლში არიან მოხუცებულებიც, ინვალიდებიც, რომელთათვის განსაკუთრებით ხელშემწყობი პირობებია საჭირო.

6. მე-12 ნავმისადგომის ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოები უნდა დაიწყოს მხოლოდ მას შემდგომ, რაც ტაძართან მისასვლელი გზა გაიმიჯნება სარეჟიმო ზონიდან, ან მოეწყობა ხიდი იმ პირობების გათვალისწინებით, რაზედაც ზემოთ (მე-5 პუნქტში) არის აღნიშნული.

ვიმედოვნებთ, რომ IPM ტერმინალის ხელმძღვანელობა პატივს მიაგებს იმ ქვეყნის მოსახლეობის კულტურას, ტრადიციასა და ცხოვრების წესს, სადაც ახორციელებს საკუთარ კომერციულ საქმიანობას.

იმედს გამოვთქვამთ, რომ განვლილი ორი წლის უშედეგო მოლაპარაკებებისგან განსხვავებით, ფოთის ნავსადგურის ხელმძღვანელობა დღეს მაინც შეძლებს იმის გაცნობიერებას, რომ არ შეიძლება ტაძრისკენ მიმავალი გზის გადაკეტვა და მით უფრო - მისი ხელყოფის აზრად გავლებაც", _ ნათქვამია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა" _ თბილისში 4 წლის გოგონა გარდაიცვალადღეს დილით, თბილისში, 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. თუმცა, რა ვითარებაში უცნობია. ამ ეტაპზე ცნობილია, მხოლოდ ის, რომ მცირეწლოვანი სახლში გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ ... ...
  • „უარეს სიას მივიღებთ, თუ იუსტიციის საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული დარჩა“_ გია ხუხაშვილი „პრობლემის ძირი პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეებში კი არ არის,  მოსამართლეთა შერჩევის ალგორითმშია. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანო დარჩა, შესაძლოა, უარესი სია მივიღოთ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ბოლომდე არის მისაყვანი. „მხოლოდ ბრძოლის მოგება პრობლემას არ წყვეტს. კრიტერიუმები, რომლებიც პარლამენტში გაიწერება, არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უნდა შეეხოთ, არამედ ყველა ინსტანციის მოსამართლეებს. სიის ფორმირებასთან დაკავშირებით,  ფაქტია, რომ პოლიტიკური შეკვეთის სუნი ტრიალებდა. არავინ ჩათვალოს, რომ ბრძოლა მოგებულია, ამ თემასთან დაკავშირებით თავშეკავებულად ოპტიმისტები უნდა ვიყოთ“, _ აღნიშნა ... ...
  • გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის - კალაძე"გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის", _ აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში კუსტარული გამათბობლების დამონტაჟებისგან თავი შეიკავონ.  „მერიის კომპეტენცია ეს ნამდვილად არ არის, ეს არის მარეგულირებელი კომისიის და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით არის დადგენილი. თუმცა, აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ, ადამიანები ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით. იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც კუსტარულად ხდება გამათბობლის დამონტაჟება,“ - განაცხადა კახა ... ...
  • ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალანაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • წითელას ეპიდემია_ რა ევალებათ საბავშვო ბაგა-ბაღებს და დასაქმებულ პერსონალსწითელას ეპიდემიის გამო ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირების აცრა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, სააგენტო მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარებას იწყებს. „საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე, ამ კუთხით კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალათ, სააგენტოს დირექტორის ბრძანება გამოიცა, რომლითაც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები დღეიდან იხელმძღვანელებენ. დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღებს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით, ბენეფიციარების გეგმური აცრის შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება, მშობლებისთვის (ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლისთვის) და პერსონალისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულების გაცნობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაევალა. ამასთანავე, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება. წითელას ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს უკვე მიეწოდა“,_ნათქვამია ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა სამუშაო დღის დაწყების დრო დაადგინეს

სამუშაო დღის დაწყება 10 საათამდე,...

რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ბრენდულ პროდუქციას?

ბრენდინგი არის ცნობილი მარკეტინგული სტრატეგია,...

30 ფაქტი ტყუილზე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ

"ყველა იტყუება" – ამტკიცებდა ექიმი...

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...