საარსებო პენსიაზე დადებული ინკასო

საზოგადოება

საარსებო პენსიაზე დადებული ინკასო

2011 ივლ 14 09:54:35
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში მცხოვრებ 84 წლის ნევრო დარჩიას ერთადერთი საარსებო წყარო _ კუთვნილი პენსია 100%-ით შეუჩერდა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს, გურიის საკოორდინაციო ცენტრის უფროსის, ვასილ ხომერიკის თქმით, პენსიის შეჩერება სააგენტოდან არ მომხდარა. იმ დოკუმენტში, რომელიც მან "ლიბერთი ბანკისაგან" მიიღო, ვკითხულობთ, რომ დარჩიას, სს "ლიბერთი ბანკის" ოზურგეთის ფილიალში გახსნილ საბარათო ანგარიშზე ადევს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინკასო თანხით _ 360 ლარი და 418, 32 ლარი, სულ 778 ლარი და 32 თეთრი (ს.ს. კ.243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, 03.06.2011წ), რომლის ნაწილობრივი განაღდება, 90 ლარის ოდენობით, მოხდა 15.06.2011 წელს. ამ ეტაპზე, დავალიანება 688 ლარს 32 თეთრს შეადგენს.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომლის, კახა კოსტავას, თქმით კი, ეს სიმართლეს არ შეესაბამება!

"ნევრო დარჩიას პენსია არ აქვს დაკავებული და მას საგადასახადოში პრობლემა არ ჰქონია", _ ამბობს ის. დარჩია კი აცხადებს, რომ მას პენსია ასი პროცენტით დაექვითა და მეტიც, საურავიც დაეკისრა.

"84 წლის მოხუცებულმა რა ვქნა, ვიმათხოვრო, ვიქურდო? თბილისში წავალ, დავჯდები პარლამენტის წინ, პროტესტს გამოვხატავ, ხომ მაქვს ამის უფლება?! ვიღაცა მაინც ხომ მომაქცევს ყურადღებას? ყველას გავაგებინებ, ოზურგეთში სამართალი და კანონი რომ არ არსებობს", _ ამბობს დარჩია და ჰყვება, რომ ბახმაროში ალპურ საძოვარზე მიწის ფართობს ჩოხატაურის გამგეობასთან გაფორმებული იჯარით სამი წელი სარგებლობდა. იხდიდა გადასახადს, რომლის დამადასტურებელი ქვითრებიც აქვს.

_ მიბარებს მაშინდელი მიწის მართვის სამმართველოს უფროსი ნოდარ ტაკიძე და მეუბნება, შენ შეცდომით გაქვს გაფორმებული მაგი ფართობი, ჩოხატაურს არ ჰქონდა უფლება იჯარა გაეფორმებინაო, ეს მიწა ოზურგეთის საკუთრებაა და ჩამოგართვესო. მიწა უკვე ჩამორთმეული გაქვს და გადავეცით სხვასო. ეს იყო 2000 წლის ბოლოს. ამის შემდეგ, 2001 წელს, გაზაფხულზე, დავწერე განცხადება ოზურგეთის გამგებლის ღელეყვას სახელზე, რომელმაც დამიბარა და ტაკიძეს გამოჰკითხა, რაში იყო საქმე. მან დაუდასტურა, რომ მიწა უკვე სხვისთვის იყო გადაცემული. მე რა გიყო, ბიძია, ამათ უკვე სხვაზე გადაუფორმებიათ, ვეღარაფერს დაგეხმარებიო, _ მითხრა გამგებელმა. რა ვიცოდი, ათი წლის მერე რა მოხდებოდა _ დავანებე თავი და სახლში წავედი. სოფლის გამგებელს ვუთხარი, იჯარა შემიჩერეს, მიწა სხვას გადაუფორმეს-მეთქი. მან მითხრა, დოკუმენტები მისთვის მიმეცა და იჩივლებდა შესაბამის ორგანოებში; ასეც მოიქცა, თუმცა ვერაფერს გახდა, _ ამბობს 84 წლის მარტოხელა პენსიონერი.

მისი თქმით, 2010 წელს საგადასახადოდან გაფრთხილება მიიღო, მიწის გადასახადი გადაუხდელი გაქვს და უნდა გადაიხადოო:

_ მივედი საგადასახადოში და ავუხსენი მდგომარეობა, ვაჩვენე დოკუმენტები, რომ მიწა ჩამორთმეული მქონდა. ვუთხარი, ჩემთან რა გინდათ, მე მიწა 10 წელია აღარ მეკუთვნის-მეთქი. რამდენიმე ხნის მერე ისევ მივედი საგადასახადოში; თან ჩემი სოფლის დეპუტატი მახლდა. მითხრეს, ჩოხატაურიდან ცნობა მივიღეთ, 60 ჰექტარი გაწერია და მიწის გადასახადი უნდა გადაიხადოო. შემდეგ ჩოხატაურში წავედი, შესაბამის სამსახურებს წარვუდგინე დოკუმენტები, რომ 30 ჰექტარი მქონდა გაფორმებული და არა 60 და ისიც ჩამორთმეული მქონდა ათი წლის უკან. მითხრეს, შეცდომა ოზურგეთმა დაუშვა, ჩვენი ბრალი არააო. მითხარით, რა უნდა მექნა _ ვერსად ვიპოვე კანონი და სამართალი, ვიწვალე და დავანებე თავი. ახლა კი პენსია სრულად დამიკავეს: ერთი თვის წინ მივედი ბანკში პენსიის ასაღებად. იქ კი მითხრეს, შენ პენსიას ვერ მიიღებ, შენზე გაფრთხილებაა მოსული საგადასახადო სამსახურიდანო. ერთადერთი შემოსავალი 100%-ით დამიკავეს. მივედი საგასახადოში და ვეკითხები, რატომ დამიკავეთ-მეთქი, დავალიანება გაქვსო, მითხრეს; რაოდენობის გაგება მინდოდა ასე მიპასუხეს: _ თუ ახლა გინდა მაგის პასუხი, უნდა გადაიხადო 250 ლარი, თუ 2 დღის შემდეგ _ 150 ლარი, თუ ათი დღის შემდეგ, მაშინ უფასოდ მიიღებო. ფული სად მქონდა და ვუთხარი, 10 დღის შემდეგ მოვალ-მეთქი.

ათი დღის შემდეგ, დარჩიას შედარების აქტი გადასცეს, რომლის მიხედვითაც მას 750 ლარის ოდენობის დავალიანების გადახდა აკისრია. როგორც თავად ამბობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გია ტაკიძემ ადვოკატებთან მისვლა ურჩია.

_ ადვოკატებმა მითხრეს, ამას არაფერი ეშველება, ან დავალიანება უნდა გადაიხადო ან სასამართლოს უნდა მიმართოო. როგორ მივმართო, სასამართლოში სარჩელის შეტანას ფული ხომ უნდა?! არასამთავრობო ორგანიზაციებში მითხრეს, ბანკიდან მოიტანეთ ცნობა, რის საფუძველზე დაგიკავეს პენსიაო. ბანკმა ოფიციალური პასუხი მომაწოდა, სადაც აღნიშნულია, რომ ჩემს ანგარიშს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინკასო ადევს.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისის ხელმძღვანელი თამაზ ტრაპაიძე "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ აღნიშნული ფაქტიდან გამომდინარე, კანონი სამართლებრივად ასეთ ფორმას ითვალისწინებს, თუ რამდენად სამართლიანია კანონი ეს საზოგადოებამ განსაჯოს, არ შეიძლება პენსიონერს, პენსია 100 %-ით დაუკავდეს.

_ სამწუხაროდ, ეს ადამიანი ჩვენთან დასახმარებლად ძალიან გვიან მოვიდა. ვადები დარღვეულია. როცა მას მოუვიდა საგადასახადო შეტყობინება, ერთი თვის ვადაში ადმინისტრაციული საჩივრის წესით უნდა გაესაჩივრებინა. იმის გამო, რომ დარჩია ასე არ მოიქცა, საგადასახადომ გამოიტანა გადაწყვეტილება არა მარტო დავალდებულების საგადასახადო შესრულებით, არამედ, შესაბამისი საურავის დაკისრებით.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მიწის მართვის სამსახურის თანამშრომელი თამაზ ცერცვაძე "გურია ნიუსთან" საუბარში ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხს კარგად იცნობს:

_ თავის დროზე, მე მას გავუგზავნე მიწერილობა, დავუზუსტე ყველაფერი და ვუთხარი სასწრაფოდ წასულიყო ჩოხატაურში.

მე მოწმე არ ვარ, მაგრამ ვიცი, რომ ეს ასეც მოხდა. ნამდვილად ვიცი, რომ იჯარით აღებული მიწა სხვას გადასცეს, მაგრამ ეს ჩემი მუშაობის დროს არც გაცემულია და არც გაყიდული. ერთადერთი გამოსავალი არის, მიმართოს სასამართლოს და მე ამ სიტყვებს სასამართლოზეც ვიტყვი.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის მთავარი სპეციალისტი ომარ ჩხარტიშვილი "გურია ნიუსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ საკითხი სასამართლოს წესით უნდა გადაწყდეს, რადგან დაშვებულია გარკვეული შეცდომები.

_ ბატონო ომარ, თუ შეიძლება გვითხარით, კონკრეტულად რა შეცდომებზეა საუბარი?

_ მე მიწის მართვის სამმართველოს საიჯარო კომისიის ერთ-ერთ წევრი ვიყავი. ფაქტობრივად, იჯარა, რომელიც ჩოხატაურის გამგეობის მიერ გაიცა ნევრო დარჩიაზე, არასწორი იყო.

დარჩიამ ბახმაროში იჯარით ალპური საძოვრის აღების მოთხოვნით ოზურგეთის გამგეობას მიმართა. მაშინდელმა მიწის მართვის სამმართველოს სპეციალისტებმა ჩათვალეს, რომ ეს ფართობი ჩოხატაურის საზღვრებში იყო მოქცეული. ამიტომ, გაუგზავნეს წერილი ჩოხატაურის გამგეობას, რომ მათ გაეცათ იჯარით ფართობი. როცა შემოწმდა საიჯარო ფართობები ალპურ საძოვრებზე, აღმოჩნდა, რომ ეს ფართობი ოზურგეთს ეკუთვნოდა. ამის შემდეგ, დარჩია დაიბარეს და უთხრეს, წადი ჩოხატაურში და გააუქმე ხელშეკრულებაო, რაც არ მოხდა სინამდვილეში; ოზურგეთის საიჯარო კომისიამ და გამგეობამ, აღნიშნული ფართობი გასცა სხვა პიროვნებაზე. ამის შემდეგ, ნევრო დარჩიას არაერთხელ შეატყობინეს ჩოხატაურიდან, რომ, იჯარის გადასახადი გადაეხადა; არ გაარკვია საკითხი დროულად და ახლა სასამართლოს გარეშე ეს საკითხი არ გადაწყდება. სასამართლოზე კი, ყველა მას დაუდგება გვერდით.

სოციალური მომსახურების სააგენტოს გურიის საკოორდინაციო ცენტრის უფროსი ვასილ ხომერიკი ამბობს, რომ აღნიშნული მოქალაქის მიმართ სააგენტოს მიერ არანაირი ქმედება არ არის გახორციელებული და ფიზიკურად თუ ვინმე ვერ იღებს პენსიას, ეს აუცილებლად უნდა გაირკვეს მომსახურე ბანკში.

უცნაურია, მაგრამ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ერთ-ერთი თანამშრომელი კახა კოსტავა ინფორმაციას, რომ დარჩიას პენსია საგადასახადომ, დავალიანების გამო შეუჩერა, უარყოფს და აღნიშნავს, რომ პენსიის შეჩერება არ შეიძლება. მისი თქმით, არც ერთ პენსიონერს პენსიის აღებაზე პრობლემა არ აქვს!

_ ვისაც ჰქონდა რაიმე პრობლემა პენსიის აღებაზე, ყველას მოეხსნა ეს პრობლემა. არ აქვს მნიშვნელობა ჯარიმა ჰქონდა გადასახდელი თუ არა, პენსიას აიღებს ნებისმიერი პენსიონერი. რა უნდოდა რედაქციაში, მოსულიყო ჩვენთან და გავარკვევდით საკითხში. მოვიდეს ეგ ადამიანი ჩვენთან და ვანახვებთ მას, რომ ინკასო არ აქვს და პენსიას იღებს.

_ მას აქვს ბანკიდან მიღებული წერილი, რომ საბარათო ანგარიშზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მოთხოვნით ინკასო ადევს.

_ პენსიის შეჩერება არ შეიძლება, ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომ პენსიონერს არ შეეშალოს ხელი პენსიის აღებაში. არცერთ პენსიონერს პენსიაზე აღებაზე პრობლემა არ გააჩნია, _ ირწმუნება კოსტავა. ჩვენ ამ ფაქტს ისევ დავუბრუნდებით და კომპეტენტურ იურისტებთან გავარკვევთ, რამდენად კანონიერად შეუჩერა საარსებო პენსია 84 წლის პენსიონერს ფინანსთა სამინისტრომ. მკითხველებს კი ვთხოვთ, თუ მსგავსი პრობლემა მათაც შეექმნათ, აუცილებლად მოგვაწოდონ ინფორმაცია გაზეთის ოფისებში.




 ახალი ამბები
  • რუსეთში ქართველი ახალგაზრდა მოკლეს“გურია ნიუსის“ ინფორმაციით, რუსეთში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. ამ ეტაპზე მშობლიურ ქალაქში ამის შესახებ ინფორმაცია არ არის გავრცელებული, მხოლოდ ოჯახის წევრებმა და ახლობლებმა იციან. მოკლული ახალგაზრდა გურიის ერთ-ერთი სოფლიდან არის. ჩვენთვის უცნობია სხვა დეტალები. “გურია ნიუსი“ მწუხარებას გამოხატავს აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილის ... ...
  • მასწავლებლის საპენსიო ჯილდოს მეორე ეტაპიც დასრულდასაჯარო სკოლებში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს მისაღებად რეგისტრაცია 29 ნოემბერს დასრულდა. შეგახსენებთ, რომ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით 2019 წლის ზაფხულში განისაზღვრა საჯარო სკოლაში დასაქმებული საპენსიო ასაკს მიღწეული პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის ფულადი ჯილდოს გადაცემის წესი, პირობები, ეტაპები, ვადები. პირველი ეტაპი პირველი სექტემბრისთვის დასრულდა. სამტრედიის მუნიციპალიტეტში 106-მა პენსიონერმა მასწავლებელმა აიღო ფულადი ჯილდო. ეს თანხა სულ 932 471 ლარს შეადგენს. ყველა ამ კატეგორიის მასწავლებელს ფულადი ანაზღაურება 1 ნოემბრისთვის ჩაერიცხათ. რაც შეეხებათ მეორე ეტაპზე დარეგისტრირებულებს, საპენსიო ჯილდოს ისინი 2020 წლის იანვრის ბოლოს მიიღებენ. პრაქტიკოსი მასწავლებელი ნიშნავს პედაგოგს, რომელიც მოღვაწეობს სკოლაში, მაგრამ არ აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენცია. ეროვნულმა საგამოცდო ცენტრმა ახლახანს დაასრულა პრაქტიკოსი მასწავლებლების გამოცდების მეორე ეტაპი. პირველი ეტაპი ზაფხულში, ივლისში ... ...
  • ნიგვზიანის ბაგა-ბაღის აღმზრდელი "მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალშიაგარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის მიერ გამოცხადებული “მწვანე ჯილდოს“ კონკურსის ფინალში 10 კონკურსანტი გავიდა, აქედან ორი ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტიდან არის. ოზურგეთის #9 საბავშვო ბაღის აღმზრდელი, ჟანა გორდელაძის შესახებ “გურია ნიუსი“ უკვე წერდა. მეორე ფინალისტი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნიგვზიანის აღმზრდელი ნათია თავაძეა. “ძალიან გახარებული ვართ მთელი გუნდი. ახლა ველოდებით ფინალის შედეგებს. საფინალო ღონისძიება 17 დეკემბერს გაიმართება თბილისში. 6 წელია ნიგვზიანის ბაგა-ბაღში ვმუშაობ. ბაღში 75 აღსაზრდელია. ამ ეტაპზე მყავს სასკოლო ჯგუფი და ვატარებთ სხვადასხვა აქტივობებს, რომლის უმეტესობა გარემოს დაცვის აქტივობებია. ასევე მინდა გითხრათ, რომ ჩემს მიერ დაგეგმილ ღონისძიებებში აქტიურად არიან ჩართულები ბაგა-ბაღის აღსაზრდელების მშობლები. გვქონდა ერთ-ერთი აქცია “დარგე ერთი ხე ბაბუასთან ერთად,“ _ გვითხრა ნათია თავაძემ. მისივე თქმით, აღნიშნულმა კონკურსმა დიდი დაინტერესება გამოიწვია საქართველოს ყველა კუთხეში და აქედან გამომდინარე ბევრი კონკურსანტი იყო. ფინალისტების გამოცხადებამდე,  ერთ-ერთი ტური  ქუთაისში გაიმართა, სადაც 17 კონკურსანტი იყო. ამ ტურში ასევე მოხვდა სოფიო სიხარულიძე, ჩოხატაურის #2 ბაგა-ბაღის აღმზრდელი, რომელსაც კარგი პრეზენტაცია ქონდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ფინალში ხუთი აღმზრდელი დასავლეთიდან შეარჩიეს და ხუთი ფინალისტი აღმოსავლეთი ... ...
  • ზურაბ აბაშიძე: „ნაცმოძრაობის“ მორიგი პოლიტიკური პერფორმანსიდღევანდელი კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ არც ჩვენი მოწვევა, არც ჩვენი მოსმენა, გვაფიქრებინებს, რომ საქმე გვაქვს ნაციონალური მოძრაობის მორიგ პოლიტიკურ პერფორმანსთან, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე სასტუმრო „რუმსში” გამართულ კონფერენციას – „რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში”. ზურაბ აბაშიძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ასეთ დელიკატურ საკითხებზე პოლიტიკოსთა ნაწილი კვლავ ხელმძღვანელობს არა სახელმწიფოებრივი ინტერესებით, არამედ თავისი ეგოისტური მიზნებით. „დღეს, სასტუმრო „რუმსში”, უმთავრესად „ნაციონალური მოძრაობის” ძალებით ჩატარდა კონფერენცია თემაზე, რუსეთის კულტურის ცენტრი – ახალი საოკუპაციო ბაზა თბილისში. გამართულა დისკუსია იმაზე, თუ როგორ უნდა გაუწიოს ჩვენმა საზოგადოებამ წინააღმდეგობა ასეთი ცენტრის საქმიანობას. სამწუხაროა, რომ კონფერენციის ორგანიზატორებმა არ ჩათვალეს საჭიროდ მთავრობის წარმომადგენლის მიწვევა, რაც ვფიქრობ, საკმაოდ უცნაურია, რადგან სწორედ 28 ნოემბერს პრაღის ფორმატში ჩატარებული შეხვედრის შემდეგ გავრცელდა რუსულ მედიაში ინფორმაცია, დეკემბრის თვეში, საქართველოში რუსული კულტურისა და ენის ცენტრის დაარსების შესახებ. ასეთ მოწვევას და დღევანდელ კონფერენციაზე დასწრებას ალბათ სავალდებულოდაც ჩავთვლიდით, რამეთუ საზოგადოების ინფორმირებას პრაღის ფორმატში მიმდინარე დიალოგის თაობაზე უაღრესად მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. გასულ კვირას, პრაღიდან დაბრუნების შემდეგ, გვქონდა შეხვედრები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან, მედიის წარმომადგენლებთან და დეტალურად ვისაუბრეთ იმაზე, რა იყო და რაზე ვიმსჯელეთ პრაღაში”, – განაცხადა ზურაბ აბაშიძემ. პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ არც ერთ სახელმწიფო სტრუქტურას რუსული კულტურის ცენტრის შექმნის რაიმე ინიციატივასთან შეხება არ აქვს და არც ჰქონია. „ეს საკითხი, სახელისუფლებო დონეზე არსად არ განხილულა. რაც შეეხება ერთ-ერთ კომერციულ ორგანიზაციას, რომელიც 2014 წლიდან ეწევა რუსული ენის სწავლებას, არც იგი გეგმავს თავისი საქმიანობის ამ სახით გაფართოებას. რაიმე სხვა სახის ინფორმაციას ასეთი ცენტრის შესახებ ჩვენ არ ვფლობთ. ვერანაირი ასეთი ცენტრის კვალს ჯერ ვერ მივაკვლიეთ”, – განაცხადა ზურაბ ... ...
  • ელენე ხოშტარიას ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭაევროპული საქართველოს დეპუტატს, ელენე ხოშტარიას, ტოლერანტობის ქომაგის წოდება მიენიჭა. ხოშტარიას ჯილდო სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიურმა საბჭომ ტოლერანტობის კულტურაში შეტანილი გამორჩეული წვლილისთვის გადასცა. სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა და რელიგიათა საბჭოები ყოველწლიურად ირჩევენ მედიასაშუალებას, ორგანიზაციას, პიროვნებას და საჯარო მოხელეს, რომლებმაც მიმდინარე წლის განმავლობაში ხელი შეუწყვეს ქვეყანაში ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების უფლებების დაცვას და ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებას. წყარო: ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ვებრძოლოთ დაღლილობას

თუ ხშირად გრძნობთ დაღლილობას, გტანჯავთ...

ჯენიფერ ლოპესის სილამაზის საიდუმლო

ცოტა ხნის წინ უბერებელმა კინომსახიობმა...

რა დაავადებისგან იცავს ვარჯიში მამაკაცებს

რეგულარული ვარჯიში კონკრეტული დაავადებების რისკს...

დღეში, რამდენი ფინჯანი ყავის დალევა შეიძლება

რამდენიმე თვის წინ ამერიკელმა მკვლევარებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

საპარლამენტო არჩევნების რომელ მოდელს უჭერთ მხარს