თვითმმართველობის ახალი კონცეფცია: რეალური გამოსავალი რეალური პრობლემიდან

საზოგადოება

თვითმმართველობის ახალი კონცეფცია: რეალური გამოსავალი რეალური პრობლემიდან

2013 ნოე 29 12:58:34

ბოლო პერიოდში, მოსახლეობის მხრიდან განსაკუთრებით მომრავლდა პრეტენზიები თბილისის მერიის მიმართ, რომელიც ერთპიროვნულად განკარგავს ქალაქს და, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას, მოსახლეობის ჩართულობას თითქმის ნულს უტოლებს. 2012 წლის არჩევნების შემდეგ, საკრებულოს წარმომადგენლებისგან უკვე აშკარად ისმის უკმაყოფილება, რომ მათ უფლებამოსილებები უკიდურესად აქვთ შეზღუდული და არანაირი გავლენის მოხდენა არ შეუძლიათ მერიის გადაწყვეტილებებზე.

"ხიდჩატეხილობის პრობლემა" თბილისის მერიასა და მოსახლეობას შორის აშკარაა და მის უკეთ წარმოსაჩენად მოვიყვან რამდენიმე მაგალითს:

1) ასათიანის N10: მოსახლეობა მათი საცხოვრებელი სახლების მიმდებარედ დაგეგმილ მასშტაბურ მშენებლობას აპროტესტებს და ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიისთვის, რომელიც მრავალწლოვანი ნარგავებითაა დაფარული, რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს.

2) კუს ტბის ფერდობი: მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ე.წ. „ციყვების“ ტერიტორიაზე რესტორნის აშენებაა დაგეგმილი, მოსახლეობის მღელვარება და საპროტესტო აქციები პერმამენტული გახდა. ისინი კუს ტბის ფერდობზე ყოველგვარ მშენებლობას ეწინააღმდეგებიან და ტერიტორიისთვის ადრინდელი სტატუსის აღდგენას ითხოვენ.

3) წავკისი: თბილისის მერიამ წავკისში 20 ჰა ტყის ფართობი გაასხვისა, სადაც გამაჯანსაღებელი ცენტრის ასაშენებლად და ინფრასტრუქტურის მოსაწყობად სრულიად ჯანსაღი ხეების მოჭრა გახდა საჭირო. მოსახლეობა მშენებლობის შეჩერებას, გადარჩენილი ტყის დაცვას და მის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ითხოვს.

ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ "მწვავე ზონებისა", სადაც მოსახლეობის პროტესტმა, მათი ჩართულობის გარეშე მიღებული გადაწყვეტილების გამო, პიკს მიაღწია. ასათიანის #10–ის შემთხვევაში, საბურთალოს მოსახლეობა, რომელიც, ფაქტობრივად, რეკრეაციული ზონის გარეშე დარჩა, ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიისათვის, რომელიც პარკადაა ფორმირებული, რეკრეაციული ზონის სტატუსის მინიჭებას ითხოვს. ტერიტორიაზე 8 ცათამბჯენის აშენებაა დაგეგმილი და მშენებლობის პროცესში ნარგავების თითქმის სრულიად განადგურებაა მოსალოდნელი. ყოფილი ფსიქიატრიულის ტერიტორიის გასხვისებისას, სახელმწიფო ორგანოს არ გამოურკვევია, თუ რისი საჭიროება აქვს საბურთალოს მოსახლეობას და რის აშენებას თუ გაშენებას ისურვებდა ამ ტერიტორიაზე. შედეგად მივიღეთ აქციები, შეხვედრები მერიის და საკრებულოს წარმომადგენლებთან, რომელსაც არავითარი რეალური შედეგი არ მოჰყოლია. საკუთარი უმწეობისგან აღშფოთებული და საკრებულოში შეხვედრებით იმედგაცრუებული მოსახლეობა, მაინც ოპტიმისტურად ელოდება "ვიღაცის" "პოლიტიკურ ნებას", რადგან თავად არავითარი ბერკეტი არ აქვს ვითარების შესაცვლელად.

კუს ტბის ფერდობის შემთხვევაში პრობლემა სტატუსის ცვლილებაშია. მერიამ ტერიტორიას სტატუსი დაუქვეითა (ცვლილების შედეგად, სარეკრეაციო ზონაში მშენებლობა გახდა შესაძლებელი), შემდეგ კი ტერიტორიაზე რესტორნის აშენების პირობით გაასხვისა. ამ შემთხვევაშიც, მერიისა და საზოგადოების ინტერესები ერთმანეთს აცდა და საბურთალოს პროტესტს უკვე ვაკეც შეუერთდა. მოსახლეობამ გამართა აქციები, შეხვედრები საკრებულოს წარმომადგენლებთან. ამ შემთხვევაში, ვითარების შეცვლა ბევრად მარტივი გახლავთ და მთლიანად საკრებულოს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული: საკრებულოს ხელეწიფება გააუქმოს თავისივე გადაწყვეტილება სტატუსის ცვლილების თაობაზე და პრობლემაც მოგვარდება. თუმცა, საკრებულო მიზეზად ფინანსურ მხარეს იშველიებს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისი გადაწყვეტილება, ჯერჯერობით, არ ჩანს.

წავკისის შემთხვევაში ერთმანეთს ინვესტიცია და საზოგადოებრივი ინტერესები დაუპირისპირდა. თბილისის მერიამ, საზოგადოების ინტერესების უგულვებელყოფით, წავკისის ტყის 20 ჰა ფართობს სტატუსი შეუცვალა და გაასხვისა, რის შედეგადაც ტერიტორიაზე, გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობისას, უამრავი ჯანსაღი ხე მოიჭრა. მოსახლეობა ამ ფაქტსაც აქციებით დაუპირისპირდა. ამ ყველაფრის შედეგად, მივიღეთ ერთი პრობლემის გარშემო გაერთიანებული მოსახლეობის დიდი ჯგუფი, რომელიც დანებებას არ აპირებს, თუმცა, თბილისის თვითმმართველი ერთეულების უმოქმედობა ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა.

ამ პირობებში, განსაკუთრებით დროულია მთავრობის ინიციატივა თვითმმართველობის ახლებური განვითარების შესახებ, რომელიც თვითმმართველობის პროცესში მოსახლეობის მაქსიმალურ ჩართულობას ითვალისწინებს. თვითმმართველობის განვითარების ახალი სტრატეგია თითოეულ დასახლებაში საზოგადოებრივი თვითმმართველობის შექმნას ითვალისწინებს. თბილისი დაიყოფა მუნიციპალიტეტებად (უბნებად), თითოეულ უბანში შეიქმნება საკრებულოები, რომლებიც ქალაქის საბჭოსთან ერთად ქალაქის წარმომადგენლობით ორგანოს შექმნიან. ასევე, იფუნქციონირებს თბილისის თვითმმართველობის აღმსრულებელი ორგანოები: უბნის გამგეობები. შედეგად, თითოეულ უბანს ექნება შესაძლებლობა, საკუთარი პრობლემები თავად განკარგოს და საკუთარი გარემოს მოწყობის, პრიორიტეტების განსაზღვრის, თუ პრობლემების გადაწყვეტის საკითხში თავად მიიღოს მონაწილეობა. კონკრეტულად, რა უფლებები და მოვალეობები ექნება საზოგადოებრივ თვითმმართველობებს, ჯერჯერობით, დეტალურად არ არის გაწერილი, თუმცა, ზემოთხსენებული პრობლემებიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ გენგეგმაში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, რეკრეაციული ზონისთვის სტატუსის ცვლილების საჭიროებისას, ამ თემაზე, თითოეულ მუნიციპალიტეტში, მოსახლეობასთან კონსულტაციები გაიმართება და პასუხისმგებლობის გადანაწილების შედეგად, ხელისუფლებასთან დაპირისპირების პრობლემები თავიდან იქნება აცილებული. შედეგად, მივიღებთ საზოგადოებაში საზოგადოებრივი და სოციალური პასუხისმგებლობის დონის ზრდას, რაც ხელს შეუწყობს დეცენტრალიზაციის პროცესს და, ზოგადად, დემოკრატიული საზოგადოების განვითარებას საქართველოში.

(წყარო: http://www.lsg.ge)

 




 ახალი ამბები
  • საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს იგეგმებაცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს ახალგორში უნდა გაიმართოს.  ის უკვე თვეზე მეტია, ცხინვალის იზოლატორში პატიმრობაში იმყოფება. ოკუპანტები გაფრინდაშვილს  ე.წ. საზღვრის კვეთაში ადანაშაულებენ, თუმცა, ექიმი ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე საზღვრებს არ ცნობს. საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის ინფორმაციით, ამ პროცესზე ადვოკატი ქართველი ექიმის დაუყონებლივ გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობას დააყენებს. „ჩვენ გვაქვს აქტიური კომუნიკაცია ადვოკატთან, რომელიც ოჯახის თხოვნით ავიყვანეთ. მან რამდენჯერმე მოინახულა ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის იზოლატორში. მისი ინფორმაციით, დღეს, 15:00 საათზე არის ჩანიშნული პროცესი ე.წ. სასამართლოში. ეს არის პირველი სასამართლო სხდომა. ჩვენ ყველას იმედი გვაქვს, რომ უკანონო პატიმრობა, რომელშიც ქართველი ექიმი თვეზე მეტია, იმყოფება, სწორედ დღევანდელ პროცესზე დასრულდება და ის აბსურდული ბრალი, რაზეც არის საუბარი, საბოლოო ჯამში მისი უპირობო გათავისუფლებით დასრულდება. ე.წ. პროცესზე ადვოკატი აპირებს იშუამდგომლოს, რომ გათავისუფლდეს ექიმი პატიმრობიდან და გამარტივებული წესით მოხდეს მისი საკითხის განხილვა. შეიძლება, იყოს ადმინისტრაციული გარკვეული სახის ფულადი ჯარიმაც გამოყენებული“, – ამბობს ... ...
  • 49 ტონა კარტოფილში მავნე ორგანიზმები აღმოჩნდაშემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტ „სარფში“ თურქეთის მხრიდან 49 ტონა სასურსათო კარტოფილი შემოვიდა და კვლევის შედეგად, პროდუქტში საკარანტინო ობიექტის, კარტოფილის რგოლური სიდამპლის (Clavibacter Michiganensis Subsp. Sepedonicus) არსებობა დადასტურდა. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციითვე, აღნიშნული ტვირთი, უკან, ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას ... ...
  • მძიმე ბრალდებები- დაპირისპირება სამტრედიის საკრებულოს სხდომაზე ამ წუთებში ხმაურია სამტრედიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, სადაც 2020 წლის ბიუჯეტს განიხილავენ. დღის წესრიგით გათვალისწინებული 40 საკითხიდან, ჯერ  2 საკითხი არ იყო განხილული, როდესაც ოპოზიციამ სიტყვა მოითხოვა და ადგილობრივი ხელისუფლება თბილისში ბიუჯეტზე დამოკიდებული თანამშრომლების აქციაზე წაყვანის ძალდატანებაში დაადანაშაულა. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამტრედიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ემზარ შუბლაძემ ხელი პირდაპირ დაადო კეთილმოწყობის უფროსს, ელგუჯა კალაძეს, რომელიც, თითქოსდა, თანამშრომლებს სამსახურიდან გაგდებით აშინებს. ოპოზიციის ბრალდება კატეგორიულად უარყო ელგუჯა კალაძემ. მან ემზარ შუბლაძე თათბირზე მიიწვია და პირობა დადო, რომ თუ ერთი თანამშრომელი მაინც დაადასტურებს უფროსის მხრიდან დაშინების ფაქტს, თანამდებობას ... ...
  • "დასაკარგი დრო არ გვაქვს"- პატარა ლიზის ხალხის დახმარება სჭირდება7 წლის ლიზიკო ტყეშელაშვილს დახმარება სჭირდება. როგორც „გურია ნიუსს“ ლიზიკოს მშობლებმა უთხრეს, ბავშვს 2 წლის წინ ანგინა დაემართა, რის შემდეგაც სიცხეები და ღებინება დარჩა, ექიმები სხვადასხვა აზრს გამოთქვამდნენ, მაგრამ ცოტა ხნის წინ შეიტყვეს, რომ ბავშვს თავის ტვინის  ავთვისებიანი სიმსივნე აქვს. ექიმები ამბობენ, რომ საქართველოში ოპერაცია ძალიან დიდ რისკებთან არის დაკავშირებული და ლიზის სჭირდება ოპერაცია გერმანიაში. საზღვარგარეთ ოპერაცია კი  სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული და  ოჯახს ამის საშუალება არ აქვს. „ძალიან გვჭირდება თითოეული თქვენგანის დახმარება, ვინაიდან 7 წლის ლიზის აღმოაჩნდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე რამდენიმე ადგილას. ორი წლის წინ ლიზის აღმოაჩნდა ანგინა, რომელმაც დაუტოვა დაბალი სიცხეები და ღებინება. ექიმები აფიქსირებდნენ სხვადასხვა აზრს, თუმცა, საბოლოო შედეგს თუ რის გამო იყო ლიზი ამ მდგომარეობაში ვერავინ გვეუბნებოდა.   ამის გამო გადავწყვიტეთ გადაგვეღო მაგნეტო რეზონანსული ტომოგრაფია თავზე  და გავიგეთ ამ დიაგნოზის შესახებ. ლიზიკოს სასწრაფოდ ესაჭიროება ოპერაცია გერმანიაში, დაგვიანების შემთხვევაში საფრთხე ემუქრება მის სიცოცხლეს. ექიმები ვარაუდობენ, რომ ოპერაციის დაგვიანების შემთხვევაში დიდი ალბათობაა, რომ ბავშვი დაინვალიდდეს და მხედველობა დაკარგოს. ველოდებით კალკულაციას გერმანიის კლინიკებიდან, მაგრამ დასაკარგი დრო არ გვაქვს და ვიწყებთ თანხის შეგროვებას. დაახლოებით 200 000 ევროა საჭირო ოპერაციის ჩასატარებლად. გთხოვთ, გამოვიჩინოთ გულისხმიერება და დავეხმაროთ ლიზის გამოჯანმრთელებაში. ანგარიშის ნომერი: თიბისი ბანკი: GE63TB442345061100041 საქართველოს ბანკი: GE92bg0000000756736700 მიმღები თეა ნოზაძე. წინასწარ მადლობას გიხდით და გთხოვთ გაითვალისწინოთ პატარა ლიზის მდგომარეობა“,_ ამბობენ პატარა ლიზიკოს ოჯახში. ... ...
  • უკანონო ნადირობა წითელ ნუსხაში შეტანილ კავკასიურ მურა დათვის ბელზეგარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს. მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი, რომლის წონამ 30 კგ. შეადგინა. სამართალდამრღვევი ნანადირევის ტრანსპორტირებას ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად ახდენდა. იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ ცოცხლობენ ქალები მამაკაცებზე დიდხანს

მამაკაცები ქალებზე უფრო ხანმოკლედ ცოცხლობენ....

რა უპირატესობებს ფლობენ ქალები მამაკაცებთან შედარებით

მოქნილობა _ კუნთებში ელასტინის მაღალი და...

რომელი ცხოველი ხართ ინდიელთა ჰოროსკოპით

რომელია თქვენი ტოტემის ცხოველი ინდიელთა...

სამკაულები, რომლებსაც უბედურება მოაქვს

ზოგიერთ სამკაულს თავისი მფლობელისთვის წარუმატებლობის...

2020 წლის ჩინური ჰოროსკოპი

ჩინური ჰოროსკოპი ცხოველთა 12 ნიშანს...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...