კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 55-ე ადგილზეა

საზოგადოება

კორუფციის აღქმის ინდექსში საქართველო 55-ე ადგილზეა

3 დეკ. 2013, 18:21:47

2013 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, 0-იდან (ყველაზე კორუმპირებული) 100-მდე (ყველაზე ნაკლებ კორუმპირებული) შკალაზე საქართველოს 49 ქულა აქვს. 2012 წელს საქართველოს 52 ქულა ჰქონდა და 176 ქვეყანას შორის 51–ე ადგილს იკავებდა.

კორუფციის აღქმის მაჩვენებელი საქართველოში კვლავაც უფრო მაღალია, ვიდრე ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ესტონეთი 28-ე ადგილზეა, ლიტვა 43-ეზე, ხოლო ლატვია 49-ეზე), მაგრამ საქართველო უსწრებს ევროკავშირის წევრ ზოგიერთ ქვეყანას - ხორვატიას და ჩეხეთის რესპუბლიკას (რომლებიც 57-ე ადგილს იყოფენ), სლოვაკეთს (61-ე ადგილი), იტალიასა და რუმინეთს (რომლებიც 69-ე ადგილს იყოფენ), ბულგარეთს (77-ე ადგილი) და საბერძნეთს (მე-80 ადგილი). თურქეთი საქართველოს მხოლოდ ერთი ქულით უსწრებს და 53-ე ადგილზეა. სომხეთი 94-ე ადგილზეა, ხოლო რუსეთი და აზერბაიჯანი 127-ე ადგილს იყოფენ.

2013 წლის შედეგებით, კორუფციის აღქმის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დანიაში, ახალ ზელანდიაში, ფინეთში, შვედეთში, ნორვეგიასა და სინგაპურშია. ყველაზე კორუმპირებულ ქვეყნებად ერაყი, ლიბია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, ავღანეთი, ჩრდილოეთ კორეა და სომალი აღიქმებიან.

2012 წლის ოქტომბერში ხელისუფლებაში მოსულმა "ქართული ოცნების" მთავრობამ აქტიურად დაიწყო ანტიკორუფციული რეფორმების გატარება ზოგიერთ სფეროში, რაც გამოიხატებოდა, ერთის მხრივ, იმ საჯარო მოხელეთა სპექტრის გაფართოებაში, რომლებსაც ქონებრივი დეკლარაციების წარდგენა მოეთხოვებათ, ხოლო, მეორე მხრივ, პირდაპირი წესით (ტენდერის გარეშე) დადებული სახელმწიფო კონტრაქტების (მათ შორის, ყველა მცირე შესყიდვის) განთავსებაში სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონული სისტემის ვებგვერდზე. ამ ორ სფეროში საქართველო მისაბაძი მაგალითია მსოფლიოს მასშტაბით. გარდა ამისა, მთავრობამ, გარკვეული სიფრთხილით, მაგრამ მაინც, გაატარა რეფორმები, რათა მეტი საჯარო ინფორმაცია გაეხადა ხელმისაწვდომი ინტერნეტის საშუალებით. შედეგად გაუმჯობესდა საჯარო უწყებების რეაგირება საჯარო ინფორმაციის მოთხოვნასთან დაკავშირებულ მიმართვებზე.

ამასთანავე, მაღალი თანამდებობის ზოგიერთმა პირმა ორაზროვანი განცხადებები გააკეთა საჯარო სამსახურში აყვანისას ნეპოტიზმის გამოვლინების თაობაზე. გასულ წელს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დეტალურად არ შეისწავლა მთავრობის მიერ გაწეული ხარჯები. ჯერჯერობით არასაკმარისი პროგრესია მომდევნო წლებზე გათვლილი ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების საკითხშიც.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, კორუფციისა და ძალაუფლების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ბრძოლის გასაძლიერებლად საქართველოს ხელისუფლებამ შემდეგი ზომები უნდა გაატაროს:

გააძლიეროს პროკურატურის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, კონკურენციის სააგენტოსა და დამოუკიდებელი მარეგულირებელი ორგანოების შესაძლებლობები, უზრუნველყოს ისინი სათანადო რესურსებით და არ დაუშვას არაჯეროვანი პოლიტიკური ჩარევა ამ უწყებების მუშაობაში;

დაამყაროს სათანადო დემოკრატიული კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობაზე და სამინისტროს შეუზღუდოს ქვეყანის მასშტაბით სატელეფონო და ინტერნეტის საშუალებით წარმოებული კომუნიკაციის ოპერატიული კონტროლის შესაძლებლობა. ელექტრონულ კომუნიკაციაზე თვალთვალის წარმოების მკაცრი გაკონტროლება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ აქტივისტების, ჟურნალისტების, იურისტებისა და ზოგადად საქართველოში მცხოვრები ყველა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, არამედ იმ მხრივაც, რომ მამხილებლებს საშუალება ჰქონდეთ, უშიშრად მიაწოდონ პრობლემების შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებსა და ამ საკითხებზე მომუშავე ანტიკორუფციულ ორგანოებს;

შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული უწყება, რომლის მოვალეობა იქნება პრევენცია, გამოძიება და საზოგადოების განათლება;

გააძლიეროს ანტიკორუფციული მექანიზმები და პოლიტიკა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე, რადგანაც დაგეგმილი რეფორმის ფარგლებში ადგილობრივი თვითმმართველობის ინსტიტუტებს, შესაძლოა, მეტი ავტონომია და რესურსები მიენიჭოთ;

აღმოფხვრას კანონმდებლობისა და პრაქტიკის ხარვეზები, რომლებიც მთავრობას და მთავრობის მიერ კონტროლირებად სუბიექტებს საშუალებას აძლევს, რომ კონტრაქტები ელექტრონული შესყიდვების არსებული გამჭვირვალე სისტემის გვერდის ავლით და ტენდერების გარეშე დადონ;

იზრუნოს კორუფციის იმ რისკების შემცირებაზე, რომლებიც დაკავშირებულია საჯარო და კერძო სექტორებს შორის თანამდებობის პირთა მოძრაობასთან და საჯარო თანამდებობების ზოგიერთი კერძო კომპანიის სასარგებლოდ გამოყენებასთან;

უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის ბიუჯეტის გამჭვირვალე მართვა, რადგანაც თავდაცვის ხარჯები წლების მანძილზე საქართველოში კორუფციის რისკების მნიშვნელოვან სფეროდ რჩება;

დაიცვას სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, რათა მან კორუფციასთან დაკავშირებული საქმეების მიუკერძოებლად განხილვა შეძლოს;

გააუმჯობესოს პარლამენტის ადმინისტრაციული შესაძლებლობები და ზედამხედველობის უნარი, განსაკუთრებით კი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავ და საგამოძიებო ორგანოებთან მიმართება.

წყარო




 ახალი ამბები
  • რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდარაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. მორაგბე რამაზ ხარაზიშვილის დაჭრაში ბრალდებულ რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტ მერაბ ბესელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა კალიჩენკომ იმსჯელა. 16 სეტემბერს რაგბის კავშირის შენობაში „შვიდკაცას“ ყოფილი კაპიტანი დაჭრეს. დაჭრის ფაქტზე რაგბის კავშირის ვიცეპრეზიდენტი მერაბ ბესელია დააკავეს. რაგბის კავშირის შენობაში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებისა და სხეულის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ... ...
  • ქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში მეწყერი ჩამოწვაქედის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში, ძლიერი წვიმის შედეგად, მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან ახლოსაც ჩამოწვა. ადიდებულმა მდინარემ დააზიანა სავარგულები და წყალი სახლებშიც შევიდა. ამ დროისთვის სტიქიურ ზონებში შესაბამისი ტექნიკაა მობილიზებული და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. ქედის მერის ინფორმაციით, სიტუაცია მართვადია და მოსახლეობის ევაკუაციის საჭიროება არ არის. მეწყრული პროცესებია დოლოგანში, ზუნდაგაში, ბზუბზუში, ცხემნაში, დაბა ქედასა და ... ...
  • ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა, იმის დედა ვატირე - გიორგი კანდელაკიროგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე - "ევროპული საქართველოს" წევრი, გიორგი კანდელაკი, გიგა ბოკერიას გუშინდელ რიმართავს ეხმაურება ქართული ოცნების დეპუტატის, მიხეილ ყაველაშვილის მიმართ. გიორგი კანდელაკის თქმით, აგვისტოს ომის დროს ის ბრიტანეთში , დიპლომატიურ მისიაზე იმყოფებოდა და უცხოურ გავლენიან ტელევიზიებში რუსულ პროპაგანდას ებრძოდა. კანდელაკმა აღნიშნა, რომ ომის დროს რეგულარული ფრენებით დაბრუნება საქართველოში შეუძლებელი იყო, ამრიგად ლიეტუვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით დაბრუნდა თბილისში და იმავე დღეს ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან  წავიდა სამუშაოდ. კანდელაკმა აღნიშნა, რომ გიგა ბოკერიამ ძალიან სამართლიანად მიმართა ქართულ ოცნებას შემდეგი ფრაზით -" ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!" „ისე მოხდა რომ 2008 წლის ომის დროს ლონდონში ვიყავი. რადგან მაშინდელი ელჩი გელა ჩარკვიანი შვებულებაში იყო, ხან მისი მოადგილე და შემდგომში საქართველოს ყველაზე წარმატებული ელჩი გაერთიანებულ სამეფოში გიორგი ბადრიძე და ხან მე, როგორც პარლამენტის წევრი, სიენენზე, ბიბისიზე და ალ ჯაზირაზე ხშირად გამოვდიოდით და ვებრძოდით რუსულ პროპაგანდას. "რადგან რეგულარული ფრენებით საქართველოში დაბრუნება უკვე შეუძლებელი იყო წავედი ლიტვაში სადაც შაულიაის ნატოს საჰაერო ბაზიდან, ლიტვური სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით „სპარტანი“ დავბრუნდი თბილისში 14 აგვისტოს და იმავე დღეს წავედი ოკუპირებულ გორში უცხოელ ჟურნალისტებთან სამუშაოდ. ჰოდა მართლაც, როგორც გუშინ გიგამ ძალიან სამართლიანად უთხრა ქოცებს - ჩვენს შორის ომის დროს ვინც გარბოდა იმის დედა ვატირე!“ -განაცხადა გიორგი ... ...
  • წყალი მწყურვალისთვის ოთხას მეტრშია...შუახევის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი   სოფელი ბუთურაული   სასმელი წყლის პრობლემის წინაშე დგას.  ღობეებზე, ერთი შეხედვით სასაცილო (სატირალი რომ არ იყოს), ფირნიშებს  შეხვდებით. „აქ სასმელი წყალი ფაქტიურად არაა.   და ეს იმ აჭარაში,  სადაც ჭარბი წყლის პრობლემაც  კი არის“, - გვწერს ჩვენი კოლეგა ზურა ... ...
  • საქართველოს რკინიგზის განცხადება ქუთაისში, უბედური შემთხვევის გამო თანამშრომლების დაღუპვის შესახებქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მეცხრე ჩიხში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს მოხდა უბედური შემთხვევა _  გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი (ელენტრომონტიორები), დამწვრობა კი მიიღო ერთმა თანამშრომელმა (ასევე, ელექტრომონტიორი). „საქართველოს რკინიგზა“ მწუხარებას გამოთქვამს რკინიგზის თანამშრომლების გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, უსამძიმრებს ოჯახებს და მაქსიმალურ თანადგომას აღმოუჩენს მათ. ამასთანავე, საქართველოს რკინიგზა განმარტავს, რომ პირველადი მოკვლევის შედეგების მიხედვით, სამუშაოების შესრულების დროს შრომის უსაფრთხოების პირობები სრულად იყო დაცული. სამუშაოების წარმოება წინასწარ იყო შეთანხმებული ელექტროგადამცემი ხაზის ტექნიკურ ოპერატორთან და ხაზი, რომლის აბონენტიც არა მხოლოდ საქართველოს რკინიგზაა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო ძაბვის ქვეშ. ხაზის ძაბვის ქვეშ დადგომა არ წარმოადგენს საქართველოს რკინიგზის კომპეტენციას. შესაბამისად, კომპანია იმედოვნებს, რომ გამოძიებით დადგინდება მომხდარზე ობიექტური ჭეშმარიტება. რაც შეეხება, საქართველოს რკინიგზის კიდევ ერთ დაზარალებულ თანამშრომელს, მის მდგომარეობაზე ზრუნავს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება და პროცესში სრულად არის ჩართული საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახური. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...