"აუცილებელია ქვეყანაში სამუდამოდ აღმოიფხვრას დაუსჯელობის სინდრომი"

gurianews.com

საზოგადოება

"აუცილებელია ქვეყანაში სამუდამოდ აღმოიფხვრას დაუსჯელობის სინდრომი"

2013 დეკ 10 17:22:42

"10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამ დღეს, 65 წლის წინ, 1948 წელს გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ შეიქმნა დოკუმენტი, ადამიანის უფლებათა დაცვის საყოველთაო დეკლარაცია, რომელიც პირველად კაცობრიობის ისტორიაში, შეიცავდა საყოველთაოდ აღიარებულ ადამიანის უფლებებს. დეკლარაციის მიღების მომენტიდან კაცობრიობამ მიიღო გაცილებით მეტი ვიდრე დოკუმენტი - მან დაადასტურა უფლება იყოს თავისუფალი, იცხოვროს ძალადობის, დისკრიმინაციისა და ომების გარეშე.

მიუხედავად ამისა სამწუხაროდ, მსოფლიოში ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები მაინც ხშირია, ხოლო ცივილიზებული მსოფლიოს შეფასებები და რეაგირება უმრავლეს შემთხვევაში არაერთგვაროვანი. მთავარი პრობლემა კი ორმაგი სტანდარტია, რაც ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ნორმად იქცა.

აუცილებელია თანამედროვე მსოფლიოს მიდგომა შეფასებებში შეიცვალოს, ვინაიდან ორმაგი სტანდარტი და პრობლემების სუბიექტური ხედვა პირველ რიგში სწორედ ცივილიზებული სამყაროს დემოკრატიებს უქმნის ყველაზე დიდ საფრთხეს.

"დემოკრატიულმა მოძრაობამ", ჩვენი პარტიის წევრებმა, პარტიის დაარსების დღიდან, საკუთარ თავზე გამოვცადეთ ხელისუფლების მხრიდან განხორციელებული დევნისა და დისკრედიტაციის ყველა გამოვლინება. „დემოკრატიული მოძრაობის” ასობით წევრი და მხარდამჭერი სააკაშვილის რეჟიმმა პოლიტიკურ პატიმრად აქცია. განსხვავებული აზრისა და შეურიგებლობის გამო განსაკუთრებული საჩვენებელი სისასტიკით გაუსწორდნენ არაერთ ადამიანს.

მიუხედავად დამნაშავე რეჟიმის შეცვლისა, სამართლიანობა არ აღდგენილა. კიდევ ერთხელ მინდა იმედი ვიქონიოთ, რომ ეხლა მაინც სრულიად საქართველო, თვითოეული ჩვენგანი სოლიდარულნი ვიქნებით ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისი უფლებებიც ირღვეოდა, აბსოლიტურად სოლიდარულნი ვიქნებით იმ მოთხოვნაში, რომ უმკაცრესად უნდა დაისაჯონ არამხოლოდ შემსრულებლები, არამედ ხელისუფლების ის უმაღლესი თანამდებობის პირები, რომლებმაც ჩვენს ქვეყანაში მმართველობის მახინჯი, ძალადობრივი სისტემა ჩამოაყალიბეს.

"დემოკრატიული მოძრაობა" დარწმუნებულია, რომ მიზანმიმართული ბრძოლის შედეგად ქართველი ხალხი აუცილებლად მიაღწევს იმას, რომ იცხოვროს რეალურად თავისუფალ, დემოკრატიულ და სამართლებრივ ქვეყანაში, სადაც ადამიანის უფლებების არა დარღვევა, არამედ პატივისცემა და დაცვა იქცევა ნორმად.

ამისათვის კი აუცილებელია ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას დაუსჯელობის სინდრომი და სამუდამოდ დამკვიდრდეს რეალური სამართლიანობა საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ", _ აღნიშნულია განცხადებაში.


ნახვა: 314


 ახალი ამბები
  • ჰესის სათავე ნაგებობაში ნაპოვნი ცხედარი იდენტიფიცირებულიაჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში, ჰიდროელექტრო სადგურის სათავე ნაგებობაში, წყალში ნაპოვნი გვამი იდენტიფიცირებულია. როგორც გვითხრეს ის 28 წლის. თურქეთის მოქალაქეა: _ ახალგაზრდა მამაკაცს, ჯიბეში ჰქონდა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და ამით მოხდა ცხედრის იდენტიფიცირება. ასევე, მას ჯიბეში ჰქონდა საკრედიტო ბარათები და მანქანის გასაღები, _გვითხრა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი კუჭავამ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ფაქტზე უკვე დაწყებულია გამოძიება.  გარდაცვლილი ცხედარი უკვე ექსპერტიზაზეა ... ...
  • ჩოხატაურში წყალსაცავში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვესცოტა ხნის წინ, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუქსიეთში ჰიდროელექტროსადგურის სათავე ნაგებობაზე ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს. როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათ წყალში მამაკაცის თავი შენიშნეს. ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები და პოლიცია. ამ დროისთვის უცნობია გარდაცვლილის ... ...
  • ბანკების „შავი სია“ უქმდებასექტემბრიდან ეგრეთ წოდებული შავი სია უქმდება, რაც იმას ნიშნავს, რომ საფინანსო ორგანიზაციები ვადაგადაცილების შემთხვევაში მომხმარებელს ნეგატიურ სტატუსს ვეღარ მიანიჭებენ. ამ დროისთვის ეგრეთ წოდებულ შავ სიაში 600 ათასზე მეტი მომხმარებელია. ახალი რეგულაციის ამოქმედების შემდეგ, სესხის გაცემისას უკვე აღარ ექნება მნიშვნელობა, ხართ თუ არა თქვენ ეგრეთ წოდებული ნეგატიური გადამხდელი და საფინანსო ორგანიზაცია გადაწყვეტილებას თქვენი საკრედიტო ისტორიისა და დადასტურებული შემოსავლის მიხედვით მიიღებს.  წყარო: ... ...
  • პური გაძვირდება _ ოზურგეთში პურის ფქვილის ფასმა მოიმატაამ დღეებში ქალაქ ოზურგეთში მდებარე მაღაზიებში პურის ფქვილის მოიმატა. 25 კგ. პურისფქვილი 23 ლარი და 50 თეთრი ღირდა, ხოლო ახლა 25 ლარია. ექსპერტები მედიასთან საუბრობენ, რომ ამ დღეებში პურის ფასიც მოიმატებს. “კი, მაგრამ ტელევიზორს არ უყურებთ? ლარი როგორ თამაშობს, რა გაგიკვირდათ ფასის მატება, _ უთხრა გამყიდველმა პურისფქვილის მყიდველს. “ტელევიზიით ჯერ არ გადმოუციათ ამბავი და ისე უმატებთ. გაჭირვებულმა ხალხმა იკითხოს ეს ფასები მატება, თორემ თქვენ რა“, _ დაუბრუნა პასუხი პენსიონერმა ... ...
  • ჩოხატაურში ლეოგრანდში დაღუპული ახალგაზრდის სახლი იწვისამ წუთებში ჩოხატაურში, სოფელ გოგოლესუბანში, შარშან,  24 ნოემბერს,  ბათუმში, სასტუმრო "ლეო გრანდში" გაჩენილი ხანძარის შედეგად დაღუპული 21 წლის  გიორგი მორთულაძის სახლი იწვის. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო-სამაშველო სამსახური. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიწეწები ... ...

არქივი

ზაფრანი

,,ყველაზე", „ყველაზე“ ადამიანები მსოფლიოში

მსოფლიოში არსებობენ ადამიანები, რომლებიც მნიშვნელოვნად...

მოგწონთ თქვენი სახელი?

სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის....

ამერიკელი ინდიელების ცხოვრებისეული ფილოსოფია

როცა უკანასკნელ ხეს მოჭრი, უკანასკნელ...

ქვეყნიერების მერვე საოცრება

„თუ ქვეყნიერების მერვე საოცრება გინდათ...

გადაშენების პირას მყოფი ცხოველები

ცოტა ხნის წინ ბუნების დაცვის...
კარმიდამო ჩემი

გურული მეურნის მიერ დამორჩილებული ცნობილი "ლედის თითები" _ იგივე ბამია

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი,...

მცენარეთა რძე და რძის პროდუქტები

ჩვენს წარმოდგენაში რძე და რძის...

გავამდიდროთ ხაჭაპური ჯიჯილაყას ნარევი გულსართით

მცენარე ჯიჯილაყა, იგივე ამარანტი, რომელსაც...

თევზის ფილეს სალათი

ზეთში შემწვარი თევზის ფილე დავჭრათ...

ბერძნული მუსაკა

მასალა: 1 კგ კარტოფილი; 2...

სუსტი განტოტვის დამაგრება

ხეხილის მოსავლიან ბაღებში, ისეთი უხვი...

დავრგოთ ტირიფი შესაფერის გარემოში

გურიაში ტირიფს ბევრგან შეხვდებით. 600-მდე...

პირველ რიგში ჩასატარებელი სამუშაოები აგვისტოში

აგვისტოში, როგორც ბაღ-ვენახებში, ისე, ბოსტნებში...

ქართველი "ზორო" ბიზნესსაქმიანობას, ამქრებთან ერთად, "ზუკიტოს ქოხიდან" იწყებს

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში (შემოქმედის...