სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა საპარლამენტო უმრავლესობას

საზოგადოება

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა მიმართვა საპარლამენტო უმრავლესობას

2013 დეკ 13 10:08:24

"საქართველოს მთავრობის მიერ პარლამენტში ინიცირებული "ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის" კანონპროექტი წარმოადგენდა მმართველ პოლიტიკურ ძალაში შეთანხმების შედეგად მიღწეულ კომპრომისულ ვარიანტს. ჩვენი აზრით, შეთავაზებული მოდელი სრულად არ ასახავდა ბიძინა ივანიშვილისა და "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებების, მთავრობის მიერ 2013 წლის 1 მარტს დეკლარირებული ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმის სტრატეგიის პრინციპებს. მიუხედავად ამისა, სამოქალაქო საზოგადოების ნაწილმა მაინც დავუჭირეთ მხარი მას, ვინაიდან ჩავთვალეთ, რომ ეს იქნებოდა პირველი, პრინციპული და შეუქცევადი ნაბიჯი ქვეყანაში რეალური თვითმმართველობის დამკვიდრების გზაზე.

სამწუხაროდ, კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის დაწყებამდე მოხდა მმართველი კოალიციის შეთანხმება არასაპარლამენტო ოპოზიციასთან, რამაც, ეფემერული საფრთხეების ბრალდებით, კანონპროექტის ძირითადი სიახლეების გაუქმება გამოიწვია. ამ "კონსენსუსის" შედეგად:

• შეიზღუდა თვითმმართველი ქალაქების ჩამოყალიბების შესაძლებლობები

• გაურკეველია გამგებლების და მერების პირდაპირი არჩევის საკითხი

• თბილისის მოსახლეობა ვერ შეძლებს, საუბნო პრობლემები საკუთარი შეხედულებების მიხედვით მოაგვაროს

• თვითმმართველობებს აღარ მიეცემათ გუბერნატორების კონტროლის შესაძლებლობა

და, რაც ყველაზე სამწუხაროა,

• აღარ დაინერგება საზოგადოებრივი საბჭოები - საზოგადოების მონაწილეობის და კონტროლის მექანიზმები ქალაქად და სოფლად

მიგვაჩნია, რომ ეს "კონსენსუსი" არათუ ხელს შეუწყობს ადგილობრივი დემოკრატიის განვითარებას, არამედ გაამყარებს უკვე არსებულ ცენტრალიზებულ სისტემას. ამასთან, ის წარმოადგენს წინასაარჩევნო დაპირებებისა და დეკლარირებული რეფორმის სტრატეგიის უგულებელყოფას. საქართველოს პარლამენტის ამგვარი ქმედება აჩენს ეჭვის საფუძველს, რომ თავად ხელისუფლებაში არიან ძალები, რომლებიც ყველა საშუალებით ცდილობენ არსებული სისტემის შენარჩუნებას.

ვწუხვართ, რომ ახალი მმართველი პოლიტიკური ძალა ძველის შეცდომებზე არ სწავლობს. არსებული სიტუაცია ძლიერ ჰგავს 2005 წელს განვითარებულ პროცესებს, როცა ხელისუფლებამ ვერ ან არ გამოიყენა ძირეული რეფორმირების შანსი და, შედეგად, ჯერ დაკარგა საზოგადოების მხარდაჭერა, შემდეგ კი ხელისუფლების დათმობა მოუხდა.

იმედს ვიტოვებთ, საქართველოს პარლამენტის წევრები აცნობიერებთ პასუხისმგებლობას საქართველოს მოსახლეობის, თქვენი ამომრჩევლების წინაშე და არ გაუშვებთ ხელიდან ადგილობრივი დემოკრატიის დამკვიდრების შანსს", _ ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ:

1. სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი (ICCC)

2. ასოციაცია "კივიტას გეორგიკა"

3. სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

4. სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრი

5. ადგილობრივი დემოკრატიის განვითარების ქსელი

6. გორის საინფორმაციო ცენტრი

7. კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი

8. ფონდი "ლიბერალური აკადემია თბილისი"

9. ფონდი "ღია საზოგადოება - საქართველო"

10. მწვანე კავკასია

11. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI)

12. საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი

13. სამოქალაქო საზოგადოების და დემოკრატიის განვითარების ცენტრი

14. ფონდი "ლიბერალური აკადემია თბილისი"

15. სამოქალაქო საზოგადოების კვლევისა და განვითარების ცენტრი

16. მწვანე კავკასია (GC)

17. გორის საინფორმაციო ცენტრი

18. თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი

19. საერთო სამოქალაქო მოძრაობა "მრავალეროვანი საქართველო"

20. დემოკრატ მესხთა კავშირი

21. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)

და სხვა.

 




 ახალი ამბები
  • "საქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად" - ზურაბიშვილისაქართველოს გული იწვის ამაზონის ტყესთან ერთად, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს. „ჩვენ ვუერთდებით ჩვენი პლანეტის გადარჩენის ძალისხმევას და მოვუწოდებთ ქმედებისკენ ამაზონის გადასარჩენად“, – აღნიშნავს სალომე ზურაბიშვილი. ამაზონის ტყეში მასშტაბური ხანძარი უკვე მესამე კვირაა მძვინვარებს. „დედამიწის ფილტვებად“ წოდებული ამაზონის ტყეში ხანძრის ათასობით კერაა ... ...
  • სოფელ საყავრესთან ხანძარი ლოკალიზებულიასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა, სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენის დამხარებით ტყის ხანძრის ლოკალიზება შეძლეს. ამ დროისთვის შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ამ მომენტისათვის ადგილზე ღია ცეცხლის კერა აღარ არის. მიმდინარეობს ცალკეული მონაკვეთების დამუშავება, როგორც ცოცხალი ძალის, ასევე ვერტმფრენების საშუალებით. სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება. მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე უწყვეტ რეჟიმში მუშაობდა თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები. სულ 250-მდე მეხანძრე-მაშველი. პროცესში ჩართული იყო სახანძრო სამაშველო და დამხმარე ტექნიკა. გათენებისთანავე განაახლა მუშაობა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენმა. სოფელ საყავრესთან ხანძარი 22 ... ...
  • საზარელი მკვლელობა კახეთში - ცხედარი, სავარაუდოდ, დაანაწევრეს და მდინარეში გადააგდესგურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინში 34 წლის ვ. მ-შვილი, სავარაუდოდ, მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციას არავინ ჰყავს დაკავებული და ვერც გვამი იპოვეს, _ ინფორმაციას reginfo ავრცელებს. ვ. მ-შვილი სოფელ ძირკოკის მკვიდრია. ოჯახის წევრებს ის 2 აგვისტოს შემდეგ აღარ უნახავთ, თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ ახალგაზრდის გაუჩინარების შესახებ შეტყობინება 16 აგვისტოს მიიღეს. პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. „რეგინფომ“ გამოარკვია, რომ ბოლოს ვ. მ-შვილი მეზობელ სოფელში, ვეჯინში, ერთ-ერთ ოჯახში ნახეს, სადაც ის ხშირად მიდიოდა. ახალგაზრდები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ და ჩხუბი მოუვიდათ. ერთ-ერთი პირი პოლიციისთვის მიცემულ ჩვენებაშიც აღნიშნავს, რომ ვ. მ-შვილი მოკლეს, ცხედარი დაანაწევრეს, ტაქსი გამოიძახეს, საბარგულში მოათავსეს და მდინარე ალაზნის სარწყავ არხში გადააგდეს. პოლიციამ ტაქსის მძღოლი დააკავა, თუმცა მალევე გაათავისუფლეს. „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, რომ დაკავებული არავინ ჰყავთ. გვამის პოვნის მიზნით, 21 და 22 აგვისტოს მდინარე ალაზნის სარწყავ არხში წყალიც დაწყვიტეს, მაგრამ ცხედარი ვერ ... ...
  • მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება და მაღალი ტემპერატურა _ გარემოს ეროვნული სააგენტო 3 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს ტერიტორიის მთიან რეგიონებში მოსალოდნელია თბური ტალღის გავრცელება, რაც მაღალ, +36, +38 გრადუსს განაპირობებს., _ აღნიშნულ ინფორმაცია გარემოს ეროვნული სააგენტო მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის (WMO)-ს ევროპის კლიმატის რეგიონული ცენტრიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოება ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი მაღალი ტემპერატურის ფონზე, ტყის ხანძრის გაჩენის რისკების ზრდის ... ...
  • მამუკა ბახტაძე ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევასაქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე 23 აგვისტოს ოფიციალური ვიზიტით ბელარუსის რესპუბლიკას ეწვევა. დაგეგმილია მთავრობის მეთაურის შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრა, რომელიც მოგვიანებით ორი ქვეყნის მთავრობის წევრების მონაწილეობით, გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდება. შეხვედრის შემდეგ მამუკა ბახტაძე და სერგეი რუმასი მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი შეხვედრას გამართავს ბელარუსის რესპუბლიკის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარე ვლადიმერ ანდრეიჩენკოსთან. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე და საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...