"თვითმმართველობის პროექტს არ ერთვის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი"

საზოგადოება

"თვითმმართველობის პროექტს არ ერთვის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი"

2013 დეკ 16 11:47:17

"საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი "ადგილობრივი თვითმმართველობის" კოდექსის პროექტით შემოთავაზებულია ისეთი მნიშვნელოვანი სიახლე, როგორიცაა გამგებლების (მერების) პირდაპირი წესით არჩევა, რაც, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ჩვენი ორგანიზაციების მოთხოვნას წარმოადგენდა. სამწუხაროდ, შემოთავაზებული კანონპრექტი ითვალისწინებს ნორმას, რომელიც არჩევითი მერებისა და გამგებლების ინსტიტუტის მნიშვნელობას ასუსტებს.

კერძოდ, საუბარია კოდექსის პროექტის 48-ე მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს პირდაპირი წესით არჩეული გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების პროცედურას. აღნიშნული საკითხის ინიცირების უფლება აქვს საკრებულოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტს ან მუნიციპალიტეტის რეგისტრირებულ ამომრჩეველთა 20%-ს.

აღნიშნული ეწინააღმდეგება წარმომადგენლობითი დემოკრატიის პრინციპს. ამომრჩეველთა უმრავლესობის მიერ არჩეული გამგებლისთვის (მერისთვის) უნდობლობის გამოცხადების უფლება ეძლევა საკრებულოს, რის განსახორციელებლადაც საკმარისი იქნება საკრებულოს წევრთა გარკვეული ჯგუფი, მაქსიმუმ 15-20 წევრი. ამასთან, პროექტით განსაზღვრულია ის საფუძვლები, თუ რა შემთხვევაში შეუძლია საკრებულოს დაიწყოს უნდობლობის პროცედურა, რაც შესაძლებლობას მისცემს საკრებულოს გამოიყენოს უნდობლობის პროცედურა იმ შემთხვევაში, თუ საკრებულოს უმრავლესობასა და გამგებელს (მერს) შორის არსებობს პარტიული ან სხვა სახის დაპირისპირება.

გარდა იმისა, რომ მოცემული წესით გამგებლის (მერის) გადაყენება წინააღმდეგობაში მოდის მოსახლეობის მიერ გაკეთებულ არჩევანთან და მათ მიერ გამოხატულ ნებასთან, ნორმამ შესაძლებელია პოლიტიკურად არასტაბილური გარემო შექმნას. პროექტის 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, საკრებულოს შესაძლებლობა ეძლევა გამგებლის (მერის) უფლებამოსილების ერთი ვადის განმავლობაში რამდენჯერმე განახორციელოს უნდობლობის პროცედურა. აღნიშნული კი გამოიწვევს იმას, რომ გამგებელი (მერი) მისი საქმიანობის განხორციელებისას უფრო მეტად იქნება დამოკიდებული საკრებულოს და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიების კეთილგანწყობილებაზე, რათა ამ უკანასკნელმა ინიცირება არ გაუკეთოს მის წინააღმდეგ უნდობლობის პროცედურას, რაც, თავის მხრივ, გავლენას მოახდენს გამგებლის (მერის) მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

თანამდებობის პირების პირდაპირი წესით არჩევის მიზანს წარმოადგენს უზრუნველყოს მოსახლეობის ჩართულობა თვითმმართველობის ორგანოთა ფორმირებაში, არჩეული თანამდებობის პირის/ორგანოს სტაბილურობა და დამოუკიდებლობა. საკრებულოსთვის მსგავსი უფლების მინიჭების შედეგად მივიღებთ იმავე რეალობას, რაც დღეს მოქმედი კოდექსით არის დადგენილი, როდესაც საკრებულოს თავმჯდომარეს შეუძლია თანამდებობიდან გაათავისუფლოს გამგებელი საკრებულოს თანხმობით, რისი სამწუხარო მაგალითებიც მრავლად ვნახეთ 2013 წლის განმავლობაში. შესაბამისად, ასეთი დათქმა ამცირებს ამ თანამდებობის პირების პირდაპირი წესით არჩევის არსს და მნიშვნელობას.

ამასთანავე, გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პარლამენტში განსახილველად წარდგენილ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პროექტს არ ერთვის საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული ცვლილებების პროექტი. ვთვლით, რომ სწორედ სამართლიანი საარჩევნო სისტემა წარმოადგენს ადგილობრივ თვითმმართველობის რეფორმის წარმატებულად განხორციელების წინაპირობას და მასზე მსჯელობა დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს.

ორგანიზაციებს მიგვაჩნია, რომ საარჩევნო სისტემა უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ ძირითად მოთხოვნებს, როგორიცაა: ამომრჩეველთა ნების პროპორციულად გარდასახვა მანდატებში; ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობის შემცირება; ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა; საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების, მცირე პარტიების და დამოუკიდებელი კანდიდატების წარმომადგენლობა; არჩევნებისადმი ნდობის გაზრდა და ძლიერ კანდიდატებზე ორიენტირება.

გვსურს, კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვათ იმ გარემოებას, რომ საარჩევნო სისტემაზე შეთანხმება უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობით და კონსესუსის გზით, რაც დიდ დროს და შრომას მოითხოვს. შესაბამისად, სასურველია, უმოკლეს ვადებში დაიწყოს მუშაობა აღნიშნულ საკითხზე.

არასამთავრობო ორგანიზაციები მომავალშიც აქტიურად იქნებიან ჩართული თვითმმართველობის რეფორმის პროცესში და ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მოსაზრებებს წარუდგენს საზოგადოებასა და საქართველოს პარლამენტს."

 




 ახალი ამბები
  • გპირდებით, გავაშიშვლებ სახალხო დამცველს _სანდრო ბრეგაძემას შემდეგ, რაც "სახალხო დამცველის" ოფისში სანდრო ბრეგაძემ პოლიცია გამოიძახა, საქმე თავად "ქართული მარშის" ლიდერის წინააღმდეგ აღიძრა. სახალხო დამცველის ოფისში შეღწევას ბრეგაძე პატრულის დახმარებით შეეცადა, თუმცა სამართალდამცველებმა თავად "ქართული მარშის" ლიდერი გაარიდეს შენობიდან. ბრეგაძეს თავისივე გამოძახებულმა საპატრულო ეკიპაჟმა სახალხო დამცველის ოფისი დაატოვებინა. "ქართული მარშის" ლიდერი ომბუდსმენის ოფისში, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ფარგლებში მივიდა და აპარატის წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები გააპროტესტა. თავად სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოში არ იმყოფება, მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე კი აქცენტს რადიკალთა ჯგუფის ლიდერის მუქარის შემცველ განცხადებებზე აკეთებს. არასამთავრობო სექტორში რადიკალთა ჯგუფების ბოლო პერიოდში გააქტიურებას მათ დაუსჯელობას უკავშირებენ. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებში ამბობენ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებული გამოძიება ბოლომდე უნდა მივიდეს და დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ. სახალხო დამცველის ოფისთან მასშტაბურ პროტესტს "ქართული მარში" მომავალ კვირაში აანონსებს. სანდრო ბრეგაძე ნინო ლომჯარიას გამოსასწორებლად ერთკვირიან ვადას აძლევს. თუ ომბუდსმენი ვადის ამოწურვამდე უკან არ წაიღებს მის მოწოდებას რადიკალთა დაკავების შესახებ და არ დაიცავს ფილმში "და ჩვენ ვიცეკვეთ" მონაწილე ბავშვების უფლებებს, ორგანიზაციის ლიდერი ამბობს, რომ მრავალათასიანი აქციის მოწყობას შეძლებს და სახალხო დამცველის გადაყენებასაც მიაღწევს. წყარო: ... ...
  • 3D კადასტრის შექმნის მიმართულებით თანამშრომლობის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა (R)3D მოდელირებისა და კადასტრის შექმნის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის მიზნით, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოსა და დუბაის მიწის რეგისტრაციის დეპარტამენტს შორის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ივანე ცარციძემ, ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა ირაკლი თავართქილაძემ და დუბაის მიწის დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა სულთანმა ბუტი ბინ მეჯრინმა მოაწერეს ხელი.3D კადასტრის შექმნის კუთხით ქალაქ დუბაის მნიშვნელოვანი მიღწევები და პროექტები აქვს. ამ ფაქტის გათვალისწინებით გადაწყდა დუბაის შესაბამის უწყებასთან ურთიერთობა. თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაზიარებულ გამოცდილებას, ექსპერტულ რეკომენდაციებსა და შესაბამის ტრენინგებს ქართული მხარე უძრავ ქონებაზე საკუთრების შესახებ ელექტრონული ბაზის განვითარებისა და უძრავ ნივთებზე 3-განზომილებიანი კადასტრის შესაქმნელად გამოიყენებს. აღსანიშნავია, რომ საჯარო რეესტრი, 2019 წლის ივნისიდან დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებულ უძრავი ნივთების აგეგმვა/ აზომვასა და აღწერას ახორციელებს და ელექტრონულ საძიებო სისტემის შექმნის მიმართულებით მუშაობს. პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრი დედაქალაქის 10-ვე რაიონში, მიწის ნაკვეთებს აღრიცხავს, ფოტოსურათებს , მათ შორის, 360° პანორამული ფოტოებს გადაუღებს და სკეტცჰUპ ფორმატში ობიექტების 3D გამოსახულებებს მოამზადებს. ამასთანავე, შიდა ფართს აღრიცხავს და აზომვით ნახაზებს მოამზადებს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ყველა რეგისტრირებული შენობისთვის და ხაზოვანი ნაგებობისთვის, როგორიცაა მიწისქვეშა გადასასვლელები, გვირაბები და ის ხიდები, რომელთაც აქვთ შიდა სივრცე .დამუშავებულ ინფორმაციასა და ელექტრონულ ფორმატში მომზადებულ მონაცემთა ბაზებს საჯარო რეესტრი თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მიაწვდის, რომელიც, თავის მხრივ, მონაცემებს სხვადასხვა საჭიროებებისთვის, საპრივატიზაციო ბაზის შესაქმნელად და ა.შ. გამოიყენებს. ტექნოლოგიური განვითარების მიმართულებით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს. გამარტივებული ელექტრონული სერვისებთან, უძრავი ქონების სფეროში ბლოკჩეინის ტექნოლოგიის გამოყენებასთან და სხვა ინოვაციურ პროექტებთან ერთად, დედაქალაქის ტერიტორიაზე არსებული უძრავი ნივთებისთვის 3-განზომილებიანი მოდელირებისა და კადასტრის უახლესი ტექნოლოგიის გამოყენება მნიშვნელოვნად გაამარტივებს უძრავ ქონებაზე კომპლექსური გადაწყვეტილების მიღებას, გააუმჯობესებს ქონების მართვის, განკარგვისა და ინვესტირების შესაძლებლობებს; გაზრდის დაგეგმვისა და პროექტირების ხარისხს და უზრუნველყოფს საკუთრების უფლების ... ...
  • 2 გარდაცვლილი და 3 მძიმედ დაშავებული - საზარელი ავარია დადიანზეთბილისში, დადიანის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა სამი კი მძიმედ დაშავდა. ერთმანეთს სამი მანქანა შეეჯეხა. ამ წუთებში დაშავებულები საავადმყოფოში გადაჰყავთ. საქმეზე დაწყებულია გამოძიებადაწყებულია ... ...
  • პატრიარქი - მიყვარხარ საქართველომიყვარხარ საქართველო! _ ბრძანა დღეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მე­ო­რემ მე­ტე­ხის ხიდ­ზე, სა­დაც ასი ათა­სი მო­წა­მის ხსე­ნე­ბის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით ღო­ნის­ძი­ე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს.  "მიყ­ვარ­ხარ სა­ქარ­თვე­ლო" პატ­რი­არ­ქმა სამ­ჯერ ... ...
  • საცობი თბილისის მეტროში (ფოტო)ამ წუთებში თბილისის მეტროს პირველი ხაზი შეფერხებით მუშაობს. მატარებლები მგზავრთა ნაკადს ვერ ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

არის თუ არა თქვენ საცხოვრებელ ადგილას სასმელი წყალი?