"აფხაზეთისა და ცხინვალის საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისი ტელეარხი"

საზოგადოება

"აფხაზეთისა და ცხინვალის საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისი ტელეარხი"

2013 დეკ 20 17:31:49

"მივმართავთ აფხაზეთის ხელისუფლების ყველა სტრუქტურას, გარდა ამისა, აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს, სასწრაფოდ აღდგეს აფხაზეთის ტელევიზია, რომელიც მოემსახურება აფხაზეთის საზოგადოებას. თუ ეს პრობლემა არ მოგვარდება, რადიკალურ ზომებზე გადავალთ. ამ საკითხზე არა მარტო აფხაზეთის, არამედ ცენტრალურ ხელისუფლებასთანაც დავიწყებთ მოლაპარაკებებს. მიგვაჩნია, რომ აფხაზეთისა და ცხინვალის საზოგადოებას უნდა ჰქონდეს თავისი ტელეარხი.

"აფხაზეთის ტელევიზია, აფხაზეთის ომის დროს შეიქმნა და იმ რთულ პერიოდშიც კი მას არ შეუწყვეტია მუშაობა. 2007 წელს, მიშა სააკაშვილის ბრძანებით, ტელევიზია უმიზეზოდ დახურეს. ყველა თანამშრომელი, ვინც მაშინ ტელევზიაში მუშაბდა, დღეს ჩვენს გვერდით დგას და მოელიან ტელევიზიის აღდგენას. აფხაზეთის მთავრობაში არსებობს ფინასური სახსრები, რომ შეიქმნას სატელევიზიო პროდუქტი, მაგრამ არ არსებობს კეთილი ნება", _ განაცხადა გიორგი მიქავამ.

"გურია ნიუსი" კახა შამათავას გაესაუბრა.

_ თქვენ ამბობთ, რომ ტელევიზია უნდა მოემსახუროს აფხაზეთის საზოგადოებას. რომელ საზოგადოებას გულისხმობთ, აფხაზეთში მცხოვრებლებს თუ დევნილებს?

_ რა თქმა უნდა, კარგი იქნება, თუ აფხაზეთის ტერიტორიაზეც გავრცელდება, მითუმეტეს რომ ამის აუცილებლობა არსებობს.ვინაიდან ჩვენ გვინდა აღვადგინოთ ნდობის ხიდი ტელევიზიამ უნდა შეასრულოს ეს მისია,რაც შეეხება დევნილ საზოგადოებას, ეს იქნება ერთგვარი საინფორმაციო მაუწყებელი. ეს იქნება უდიდესი წინ გადადგმული ნაბიჯი საერთო საქმის კუთხით.

_ წინა წლებში თუ იყო მსავსი მოთხოვნა გაჟღერებული?

_ ამის მოთხოვნა ყოველთვის იყო, მაგრამ უშედეგოდ. დღეს რეალურად არის ამის შესაძლებლობა და ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ის.

_ მიმართვაში ნათქვამია, რომ თუ პრობლემა არ მოგვარდა, რადიკალურ ზომებზე გადახვალთ. რას გულისხმობთ?

_ რადიკალულურ ზომებში ვგულისხმობთ, პირველი-აქციები ორივე სტრუქტურასთან. მეორე-მჯდომარე აქცია დაუკმაყოფილების შემთხვევაში და მესამე უკიდურესი ეს იქნება შიმშილობა და იმასაც გეტყვით რატომ მივმართავთ ასეთ ზომებს. მათ აქვთ უზარმაზარი ბიუჯეტი, რაღაც გაურკვეველი დეპარტამენტები და სხა არაფრის მომცემი სტრუქტურები, გადახედეთ მათ ბიუჯეტს რაში იხარჯება ის, მათ დანახარჯს ქმედითი დატვირთვა არა აქვს, ამიტომ მოახდინონ სახსრების აკუმლირება და დააფინანსონ ტელევიზია.ტელევიზია უფრო მეტ სარგებელს მოუტანს საზოგადოებას, როგორც პოლიტიკურ, ასევე ურთიერთობის თვალსაზრისით, მარტო ის რად ეღირება, რომ გაიმართება ტელეხიდები ახალგაზრდებს შორის, შერეულ ოჯახებს შორის და სხვა მრავალ სიკეთესთან ერთად პირდაპირ დაანახებს ჩვენს ძმებს აფხაზეთში როგორ ვფიქრობთ ჩვენ ოცწლიანი განშორების შემდეგ, როგორი დამოკიდებულება გვაქვს ისევ, დაანახენს, რომ მცდარია ის მოსაზრება, თითქოს ჩვენ ვართ მტრები. ჩვენ ხვალ ან ზეგ ისევ ერთად მოგვიწევს ცხოვრება და ჩვენი ულამაზესი აფხაზეთის აღორძინება. სიმართლე გითხრათ აფხაზეთის მთავრობას არც აწყობს ტელევიზიის გახსნა, ვგულისხმობ თავისუფალ, გამჭვირვალე ტელევიზიას, რადგანაც იქ მძაფრად გამოჩნდება მათი ოცწლიანი "მოღვაწეობა".

_ გიორგი მიქავამ განაცხადა, რომ ტელევიზიის დახურვის შემდეგ უმუშევრად დარჩენილი თანამშრომლები დღეს თქვენს გვერდით არიან. იქნებ მკითხველს შევახსენოთ თუნდაც რამდენიმე მათგანის ვინაობა?

_ არა მარტო აფხაზეთის ტელევიზიის თემაა აქტუალური, არამედ მთლიანად აფხაზეთის თემაა მძაფრი , ვფიქრობ ძალიან დიდ სამსახურს გაგვიწევთ დევნილთა თემის წამოწევაში.ჩვენ გვაქვს დიდი მასალა და მთელი რიგი საკითხები, რომლებიც უნდა იცოდეს საზოგადოებამ, ამიტომ შემდეგი საუბრის დროს მე წამოვიყვან ტელევიზიის ერთ-ერთს თანამშრომელს, რომელიც დოკუმენტალურად მოგიყვებათ ტელევიზიის ირგვლივ არსებულ პრობლემებზე. თუ ყველა გავერთიანდებით ახლა ამ საკითხის ირგვლივ, მჯერა შესაძლებელი იქნება ჩვენი ოცნება ახდეს და უახლოეს მომავალში ჩვენს ლამაზ აფხაზეთში ჩავწეროთ ინტერვიუ.

"გურია ნიუსი" აუცილებლად გააცნობს მკითხველს აფხაზეთის საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების და საზოგადოების წარმომადგენლებთან შეხვედრის საუბრის თემებს და მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას.




 ახალი ამბები
  • დამტვრეული ინვეტარი, მიტოვებული, არგახსნილი მუზეუმი და ბალახებში ჩაფლული პარკი შემოქმედშიეს ფოტოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შემოქმედის ერთ-ერთ პარკსა და 2 წლის წინ აშენებულ, ჯერ არგახსნილ, ვარლამ სიმონიშვილის ეთნოგრაფიულ მუზეუმში არის გადაღებული. როგორც ფოტოებიდან ჩანს, ახალგარემონტებულ პარკში, ახალაშენებულ საპირპარეშოში საშინელი მდგომარეობა. დამტვრეული ინვეტარი. სოფელ შემოქმედში ახალი პარკი და ეთნოგრაფიული მუზეუმი 2015-2017 წლებში ... ...
  • ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას შეხვდნენ (R)ცენტრალური, საკანონმდებლო, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ურეკის, შრომის, ნატანების, ზემო ნატანების მოსახლეობას შეხვდნენ და არსებულ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღეს. ხელისუფლების წარმომადგენლებმა პრობლემების გადაჭრის გზებზე მოსახლეობასთან ერთად იმსჯელეს.შეხვედრაზე ყურადღება მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე გამახვილდა. საუბარი შეეხო მუნიციპალურ და სახელმწიფო პროგრამებს. მოსახლეობამ მთავარ საჭიროებად წყალმომარაგებისა და შიდა გზების პრობლემების მოგვარება დაასახელა. ასევე, ჭაბურღილების, გარე განათების, ტროტუარების მოწყობა და მცირე ბიზნესის ხელშეწყობა. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, პარლამენტის წევრები გიორგი ვოლსკი, თემურ ჭკუასელი, ირაკლი ხახუბია, გია გაჩეჩილაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის და სოფლის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი თენგიზ კალანდაძე, გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, მპგ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციის წევრები, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, ოზურგეთის მერი კონსტანტინე შარაშენიძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები. ... ...
  • ბახმაროს დოღის საპრიზო ფონდიუკვე მეორე წელია, რაც ბახმაროში დოღი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით გაიმართება. „ბახმაროს თასი 2019“ ღონისძიებისათვის კომპანია „წყალი მარგებელმა“ სპონსორებთან ერთად სპეციალური საპრიზო ფონდი და საჩუქრები დააწესა. წყალ მარგებელთან ერთად ღონისძიების გენერალური მხარდამჭერი „საქართველოს ბანკია“, ღონისძიების პარტნიორები არიან ასევე კომპანია გალფი, გლოვო და კროკო-ბეთი. ღონისძიების ფარგლებში შედგება 4 გარბენი: ,,ბახმაროს თასი“ – 4 800 მეტრი; „ნაბეღლავის თასი“ – 2 400 მეტრი; „გმირების თასი“ – 1200 მეტრი; „გურიის თასი“ – 1200 მეტრი; ,,ბახმაროს თასი“მარულაგარბენის მანძილი: 4 800 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს.საპრიზო ფონდი: 4 800 ლარიI ადგილი 2 500 ლარი; II ადგილი 1500 ლარი; III ადგილი 800 ლარი; „ნაბეღლავის თასი“გარბენის მანძილი: 2 400 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ წმინდა სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გმირების თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარიI ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; „გურიის თასი“გარბენის მანძილი: 1 200 მეტრი; მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ადგილობრივი ჯიშის ცხენებს. საპრიზო ფონდი: 1 800 ლარი;I ადგილი 1000 ლარი; II ადგილი 500 ლარი; III ადგილი 300 ლარი; მონაწილეობაღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად, დაინტერესებულმა პირმა უნდა გაიროს რეგისტრაცია 18 აგვისტოს 10:00 დან 18:00 საათამდე, რეგისტრაცია გაიმართება ბახმროში, დოღის სტარტის მიმდებარე ტერიტორიაზე.აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. რეგისტრაციის დროს სავალდებულოა ცხონოსანი გამოცხადდეს ცხენის ... ...
  • ოზურგეთის ბაზარში ძაღლმა სოფელ მელექედურის მცხოვრები დაკბინადღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში ძაღლმა მოქალაქე დაკბინა. მელექედურელი მამაკაცი ბევრს ეცადა, ძაღლი მოეშორებინა, თუმცა, ცხოველის მოსაგერიებლად  ვერც ირგვლივ შემოკრებილი ხალხი აღმოჩნდა საკმარისი და სამაშველო სამსახრური გამოიძახეს. ბაზარში მომუშავე ქალბატონი მანანა ფერცულიანი ამბობს, რომ ახლახან ის დაკბინა მიუსაფარმა ძაღლმა და დღემდე მკურნალობას გადის. _ ამ მიუსაფარ ძაღლებს დღეში რამდენჯერ ვაჭმევ, არ ვიცი. მაინც მე დამკბინეს. რა უნდა ვქნა? ვინმემ თუ არ მოაგვარა ეს საკითხი, კარგად არ დასრულდება ამ ძაღლების პარპაში. ახლახან რომ ბავშვი დაკბინა, მთელმა ოზურგეთმა იცის, _ გვითხრა მანანა ფერცულიანმა. ოზურგეთის სერვისცენტრის უფროსმა თენგიზ ქუტიძემ „გურია ნიუსთან“ თქვა, რომ ძაღლი, რომელმაც მოქალაქე დაკბინა, იდენტიფიცირებულია და მალე გადაიყვანენ თავშესაფარში. _ ბაზარი კერძო ტერიტორიაა  და თუ იქედან ოპერატიულად მოგვმართავენ ასეთ დროს, ჩვენ რეაგიებას არ დავაყოვნებთ, _ გვითხრა მან. ვრცლად ოზურგეთში მოხეტიალე მიუსაფარი ძაღლების, მათ მიერ მიყენებული დაზიანებების და მათზე ზრუნვის შესახებ,  სტატიას უახლოეს საგაზეთო ნომერში ... ...
  • „გალტ ენდ თაგარტმა“ კვლავ წარმატებით განათავსა „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის 2-წლიანი ობლიგაციები...სს „გალტ & თაგარტმა“ კიდევ ერთხელ უზრუნველყო შპს „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ 10 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების, 2 წლიანი ობლიგაციების წარმატებით გამოშვება. ეს „საქართველოს სალიზინგო კომპანიისთვის“ რიგით მეოთხე ემისიაა, რაც კომპანიის სტაბილურობაზე, ინვესტორების მხრიდან ნდობის მაღალ ხარისხზე და ზოგადად, კომპანიის მზარდ ტენდენციებზე მეტყველებს.  „საქართველოს სალიზინგო კომპანია“ მომხმარებელს უკვე მეოთხედ აძლევს შესაძლებლობას, დააბანდოს თავისუფალი ფულადი სახსრები კომპანიის მიერ გამოშვებულ ობლიგაციებში. ფასიანი ქაღალდის წლიური ფიქსირებული განაკვეთი შეადგენს 7,5%-ს, უახლოეს მომავალში კომპანია გეგმავს აღნიშნული ფასიანი ქაღალდების დაშვებას ადგილობრივი საფონდო ბირჟის სავაჭრო სისტემაში და შესაბამისად, მოხდება დარიცხული პროცენტის გათავისუფლება გადასახადებისაგან, რაც კიდევ უფრო მიმზიდველს გახდის აღნიშნულ ფასიან ქაღალდებს ინვესტორებისთვის. ობლიგაციების ვადა შეადგენს 2 წელს და მისი სრულად დაფარვა მოხდება 2021 წლის 9 აგვისტოს. განთავსების აგენტი, როგორც ყველა წინა შემთხვევაში, აქაც „გალტ & თაგარტია“.  „მოხარულები ვართ, რომ “საქართველოს სალიზინგო კომპანიამ“ კიდევ ერთხელ, უკვე მეოთხედ, წარმატებით განათავსა ობლიგაციები ადგილობრივ ბაზარზე. ობლიგაციებზე მოთხოვნამ ჩვენს მოლოდინს გადააჭარბა, რაც ძალიან სასიხარულოა რადგან ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანიის ძალიან მაღალ სანდოობაზე და „გალტ & თაგარტის“ მაღალ პროფესიონალიზმზე მეტყველებს. გვემაყება ის ფაქტიც, რომ ჩვენი და „გალტ & თაგარტის“ თანამშრომლობა უკვე წლებია ასე წარმატებულად გრძელდება“ , - განაცხადა საქართველოს სალიზინგო კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ელდარ ახვლედიანმა.  „მოხარული ვარ, აღვნიშნო „გალტ & თაგარტის“ როლი „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ ობლიგაციების წარმატებით განთავსებაში. კიდევ ერთი წარმატებული განთავსება მეტყველებს, როგორც „საქართველოს სალიზინგო კომპანიის“ სანდოობაზე, ისე, ზოგადად საქართველოში მსგავს ტრანზაქციებზე ინვესტორების მხრიდან ნდობის ზრდაზე, რაც ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს არის კომპანიებისთვის დაფინანსების კიდევ ერთი მეტად ხელსაყრელი წყარო. მინდა მივულოცო „გალტ & თაგარტის“ მთელ გუნდს, რომელიც საკუთარი  გამოცდილებისა და პროფესიონალიზმის წყალობით, გახდა საინვესტიციო-საბანკო მომსახურების მიმწოდებელი წამყვანი კომპანია ქვეყანაში“, - განაცხადა „გალტ & თაგარტის“ მმართველმა დირექტორმა - ოთარ შარიქაძემ. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...