ომბუდსმენის განცხადება გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ

საზოგადოება

ომბუდსმენის განცხადება გიგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ

2013 დეკ 25 11:08:57

"2013 წლის 23 დეკემბერს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა თბილისის საქალაქო სასამართლოდან გამოითხოვა 2013 წლის 21 დეკემბრის საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობები - თბილისის მერის გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებისა და ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ, ასევე, თბილისის საქალაქო სასამართლოს შესაბამისი განჩინებები.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 23 დეკემბრის წერილით წარმოდგენილი დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ 2013 წლის 21 დეკემბერს 11:42 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში შევიდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა, ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. ხოლო, რამდენიმე წუთში, კერძოდ, 2013 წლის 21 დეკემბერს 11:55 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში შევიდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.

იმავე დღეს, ანუ 2013 წლის 21 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შესახებ და მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა გირაო 50 000 ლარის ოდენობით.

ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა კი თბილისის საქალაქო სასამართლოს იმავე მოსამართლემ განიხილა ზეპირი მოსმენის გარეშე და დააკმაყოფილა 2013 წლის 22 დეკემბრის 00:15 საათზე გამოტანილი განჩინებით. სასამართლომ განაცხადა, რომ "ფაქტებისა და ინფორმაციის ერთობლიობა, რომელიც შეეხება მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და წარმოდგენილია პროკურორის მიერ, მაღალი ხარისხით ასაბუთებს ვარაუდს, რომ დაკავებულ თანამდებობაზე დარჩენით ბრალდებული გიორგი უგულავა ხელს შეუშლის გამოძიებას. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულია გირაო, მაგრამ ამ ეტაპისთვის არ არის ამოწურული ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლის 2013 წლის 21 დეკემბრის განჩინების გასაჩივრების ვადა და ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების, ან თუნდაც მისი ძალაში დატოვების შემთხვევაშიც, დაკავებულ თანამდებობაზე დარჩენით ბრალდებული გიორგი უგულავა ხელს შეუშლის გამოძიებას.

 ამავე განჩინების მიხედვით, ბრალდებული გიორგი უგულავა ქალაქ თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენებულ იქნა საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებამდე. ამავე განჩინებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ განჩინება შესასრულებლად და ცნობისათვის გადასცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-7 ნაწილში მითითებულ პირებსა და ორგანოებს. ამავე განჩინებიდან ირკვევა, რომ განჩინების აღსრულების ორგანიზების უზრუნველყოფა დაევალა საქართველოს მთავარი პროკურატურის პროკურორს მ.კ.-ს, ხოლო მიღებისთანავე ამ განჩინების შესრულების შესახებ სასამართლოსათვის შეტყობინების ვალდებულება დაეკისრა თბილისის მერიას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 159-ე მუხლის მიხედვით, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენება შეიძლება, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ამ თანამდებობაზე (სამუშაოზე) დარჩენით იგი ხელს შეუშლის გამოძიებას, დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ან განაგრძობს დანაშაულებრივ საქმიანობას.

ამავე კოდექსის 160-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროკურორი წერილობითი შუამდგომლობით მიმართავს გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს, რომელსაც საკმარისი საფუძვლის არსებობისას გამოაქვს განჩინება ამ ღონისძიების გამოყენების შესახებ. სასამართლო უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სასამართლოს განჩინებაში უნდა აღინიშნოს თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადასაყენებელი პირის ვინაობა, მისი თანამდებობა (სამუშაო ადგილი), თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების საფუძველი, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ეგზავნება. ხოლო, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, "სასამართლოს განჩინება ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სავალდებულოა შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისათვის. იგი ვალდებულია სასამართლოს განჩინება შემოსვლისთნავე, დაუყოვნებლივ აღასრულოს და ეს შეატყობინოს სასამართლოს."

კანონმდებლის მოცემული მოთხოვნა ფორმალური გაგებით იმპერატიული ხასიათის მქონეა და სასამართლოსგან მოითხოვს ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ განჩინებაში მიეთითოს ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების მოთხოვნა, რომელიც დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს უნდა გაეგზავნოს. თავის მხრივ, კანონმდებელი ავალდებულებს შესაბამის დაწესებულებას, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელს ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენების შესახებ სასამართლოს განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულებასა და აღსრულების შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინებას.

როგორც უკვე აღინიშნა, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების მიხედვით, ბრალდებულ გიორგი უგულავას თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განჩინება შესასრულებლად და ცნობისათვის გადაეცა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-7 ნაწილში მითითებულ პირებსა და ორგანოებს.

ნიშანდობლივია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლი ეხება აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლისა და გაუქმების წესს. ამ მუხლის მე-7 ნაწილის მიხედვით "აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი რჩება სასამართლოში და თითო ეგზემპლარი გადაეცემა ბრალდებულს ან მის ადვოკატს, გამომძიებელს, პროკურორს, აღკვეთის ღონისძიების აღმასრულებელ დაწესებულებას, ხოლო იმ მსჯავრდებულისათვის, რომელსაც შეფარდებული აქვს არასაპატიმრო სასჯელი, ან პირობით მსჯავრდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების შესახებ განჩინების 1 ეგზემპლარი ეგზავნება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - არასაპატიმრო სასჯელთა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს."

ამრიგად, ნათელია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206-ე მუხლის მე-7 ნაწილი არ განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომლებმაც შესაძლოა აღასრულონ ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ განჩინება. კოდექსის 160-ე მუხლის სიტყვა-სიტყვითი განმარტების მიხედვით კი, ცხადი ხდება, რომ სასამართლოს განჩინება არ არის საბოლოო აქტი და იგი საჭიროებს შემდგომ, დაუყოვნებლივ აღსრულებას შესაბამისი დაწესებულების, საწარმოს ან ორგანიზაციის ხელმძღვანელის მხრიდან. შესაბამისად, სწორედ სასამართლოა ვალდებული განსაზღვროს მისი მოთხოვნის - ბრალდებულის თანამდებობიდან გადაყენების თაობაზე - აღსრულების ადრესატი და რამდენადაც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 22 დეკემბრის განჩინების მიხედვით სასამართლომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის სხვა მუხლებთან ერთად იხელმძღვანელა სსსკ-ის 160-ე მუხლითაც და განჩინების დაუყოვნებლივ შესრულების შესახებ სასამართლოსთვის შეტყობინების ვალდებულება დააკისრა თბილისის მერიას, აუცილებელია იმის განმარტება, რომ თბილისის მერია არ არის უფლებამოსილი ორგანო სასამართლოს მოცემული განჩინების აღსრულებისთვის, ვინაიდან განჩინება გამოტანილია თბილისის მერის მიმართ, რომელიც პირდაპირი არჩევნების გზით არის არჩეული. აღნიშნული შეიძლება მივიჩნიოთ კანონის ხარვეზადაც, რამდენადაც იგი არ ითვალისწინებს პირდაპირი არჩევნებით არჩეული მერის თანამდებობიდან გადაყენების შემთხვევას და ფორმალურად სასამართლოსგან მოითხოვს მსგავსი განჩინების შესაბამის დაწესებულებისთვის, საწარმოსთვის ან ორგანიზაციის ხელმძღვანელისთვის აღსასრულებლად გადაცემის ვალდებულებას.

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ შაბლონურად მიუთითა, რომ განჩინება შესასრულებლად და ცნობისათვის უნდა გადაეცეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 206 მუხლის მე-7 ნაწილში მითითებულ პირებსა და ორგანოებს და აქვე განჩინების აღსრულების ვალდებულება დააკისრა ქ.თბილისის მერიას.

სასამართლო ხელისუფლებას გააჩნია მართლმსაჯულების განხორციელების ექსკლუზიური უფლებამოსილება. შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს პრინციპის დაცვის უზენაესი გარანტი, სწორედ, სასამართლო ხელისუფლებაა. სწორედ, მას ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა და გულისხმიერება კანონით დაკისრებული უფლება-მოვალეობების განხორციელების დროს. ამრიგად, სასამართლო ვალდებულია განსაკუთრებული სიფრთხილით მიუდგეს საქმიანობის განხორციელების დროს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილების გამოყენებას, რათა არ შელახოს სასამართლოს იმიჯი შაბლონური, ბუნდოვანი და ორაზროვანი გადაწყვეტილების მიღების გზით.

აქვე აღსანიშნავია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად, სასამართლო უფლებამოსილია მხარეთა მონაწილეობის გარეშე განიხილოს მსგავსი შუამდგომლობა. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნული საქმისადმი არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, საქმე ეხება პირდაპირი არჩევნებით არჩეულ თბილისის მერის თანამდებობას და ამ განჩინების მიღებამდე რამდენიმე საათით ადრე იმავე მოსამართლემ მხარეთა მონაწილეობით განიხილა მთავარი პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულ გიორგი უგულავას მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ, უმჯობესი იქნებოდა თანამდებობიდან გადაყენების შესახებ შუამდგომლობა, ასევე, მხარეთა დასწრებით განხილულიყო და დაცვის მხარეს საკუთარი არგუმენტების წარდგენის შესაძლებლობა მისცემოდა. მით უმეტეს, გაუგებარია, რა გახდა თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის 00:15 საათზე განხილვის აუცილებლობის მიზეზი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ემყარება მხარეთა თანასწორობისა და წმინდა შეჯიბრებითობის კონსტიტუციურ პრინციპს და მნიშვნელოვანია, თითოეულმა მოსამართლემ ნებისმიერი საქმის განხილვისას იხელმძღვანელოს ამ პრინციპით. ამასთან, თითოეული მოსამართლის ვალდებულებაა აამაღლოს სასამართლო ხელისუფლებისადმი საზოგადოების ნდობის ხარისხი, რისი უალტერნატივო წინაპირობაცაა სასამართლო ხელისუფლების განხორციელება კანონიერების, კეთილსინდისიერებისა და გამჭვირვალეობის პრინციპის დაცვით.

შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არ არსებობდა თბილისის მერის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის ზეპირი მოსმენის გარეშე, 00:15 საათზე განხილვის აუცილებლობა და საქმის მიმართ არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და პირდაპირის არჩევნების გზით არჩეული თანამდებობის პირის საქმეზე მნიშვნელოვანი იყო სასამართლოს მოესმინა პროცესის მონაწილე მხარეებისათვის", _ აღნიშნულია განცხადებაში.




 ახალი ამბები
  • მერი შავაძე: "როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უკვე სხვა დედა, სხვა ადამიანი ხდები"“რეპრესირებული ოჯახის შვილი ვარ, მაგრამ არასდროს დავცემულვართ სულიერად. ძალიან მშრომელი მშობლებში ოჯახში გავიზარდე და მეც მათგან ვისწავლე დაუღალავი შრომა“, _ გვიყვება თავის შესახებ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ უკანავას (მთისპირი) მცხოვრები მერი შავაძე. მერი შავაძე მეუღლესთან, ჯემალთან და შვილთან _ თამუნასთან ერთად სოფლის ბოლოს, მთის ძირას ცხოვრობს. ქალაქიდან მოშორებით, შეიძლება ითქვას, სხვა სამყაროში. ჯემალს და მერის კიდევ ჰყავს ერთი შვილი, რამაზი, რომელიც ოჯახთან ერთად ბათუმში ცხოვრობს. დღეს მხოლოდ ქალბატონი მერის შესახებ მოგითხრობთ. ვთვლი, რომ ის ჩვენი დროის გმირია და თუ რატომ ვფიქრობ ასე, ამას წერილიდან შეიტყობთ. მერის ამბები სპონტანურად ჩავწერეთ. ხან _ ბოსტანში, ხან _ სამზარეულოში და ხან კიდევ ეზოში მოგვიწია მასთან გასაუბრება. ბავშვობა “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოტში ვცხოვრობდით. ვიდრე ცოცხალი იყო ბებიაჩემი და ბაბუაჩემი გადასახადს იხდიდნენ, რადგან რეპრესირებული ოჯახის წევრები ვიყავით. ბაბუაჩემი 1941 წელს წაიყვანეს  ომში, ბებიაჩემი მარტო დარჩა ორ შვილთან ერთად. ჩვენს ოჯახს შუა აზიაში უპირებდნენ გადასახლებას, მაგრამ ბებიაჩემა იმდენი მოახერხა, დატოვეს. მამაცი ქალი იყო, წერა-კითხვა არ იცოდა. შვილებთან ერთად მუშაობდა ყოველდღე. მისი ნამუშევარის დიდ ნაწილს ხარკის სახით სახელმწიფოს უხდიდა. წლების შემდეგ გაირკვა, რომ ბაბუაჩემს ცოლად გერმანელი ქალი შეურთავს. ბაბუაჩემმა მითხრა, ომში სიცოცხლე გერმანელმა ქალებმა შეგვინარჩუნესო. გერმანიაში ორი შვილი შეეძინათ, შემდეგ ბაბუაჩემი შვილებთან ერთად ჩამოვიდა ზოტში. ბავშვები ბებიაჩემმა და მამიდაჩემმა გაზარდეს. რაც შეეხება ჩემს ბავშვობას, არანაირი გასართობი არ იყო ბავშვებისთვის... მახსოვს კვირაში ერთხელ კინო იყო სოფელში. ბავშვობიდან ვიყავი ბოსტანში, ყანაში, ვუვლიდი შინაურ ცხოველებს და ფრინველებს“. პირველი სიყვარული და ოჯახი... „მამაჩემის ბიძაშვილმა ცოლი მოიყვანა უკანავიდან. როდესაც სოფელში მოიყვანეს პატარძალი, იქ დავინახე ჯემალი და დაიწყო ჩვენი სიყვარულის ამბავი. წელიწადში ერთხელ ვნახულობდით ერთმანეთს. გაცნობიდან სამ წელში გავთხოვდი. მეათე კლასში ვიყავი, საგამოცდო ბილეთები მქონდა ხელში, როდესაც დავინიშნე ჯემალზე. პედაგოგიურზე ვაპირებდი ჩაბარებას, მაგრამ ოჯახის შექმნა გადავწყვიტე. შეგვეძინა ორი შვილი _ რამაზი და თამუნა". მერი შავაძე 2006 წელს „გურია ნიუსის“ რედაქციაში მოვიდა და თავისი მთავარი გასაჭირის გასაცნობად სახლში მიგვიწვია. „ყველაზე მძიმე პერიოდი გამოვიარეთ, ვიდრე თამუნა ეტლით მოსარგებლე გახდებოდა, ათასი პრობლემა იყო სოფელში და ეს ჩვენს ოჯახსაც შეეხო. 90-იანი წლები ყველას ახსოვს. მე და ჩემმა მეუღლემ სოფლის მეურნეობას მივყევით ხელი _ წელიწადში მარტო ათას ძირ ლობიოს ვუვლიდი, სიმინდის ყანა გვქონდა, შინაური ცხოველები. როდესაც ოჯახი შევქმენით უკანავაში დავსახლდით. ტყის პირას ქოხში ვცხოვრობდით. წლების შემდეგ პატარა სახლი ავაშენეთ. შემდეგ მოხდა უბედური შემთხვევა _ თამუნას ოთხივე კიდური პარალიზებული ჰქონდა (მოჭრილი ხის დაცემის შედეგად). მოტეხილი ჰქონდა კისერი, კერძოდ, მეხუთე და მეექვსე მალა. ქუთაისში ჩატარებული ოპერაციის შედეგად გადარჩა. ამის შესახებ ყველამ კარგად იცის. ახლაც სჭირდება დახმარება და რეაბილიტაციისთვის თურქეთში წასვლა, მაგრამ ამის საშუალება არ გვაქვს. წამებში შეიცვალა ჩემი ცხოვრება. ერთი თვე დამჭირდა გამეაზრებინა თამუნას ამბავი და შემდეგ შევუდექი აქტიურობას. 2006 წლიდან დღემდე ყველას შეძლებისდაგვარად ვაწუხებდი და ვაწუხებ. როდესაც შვილის სიცოცხლეს ეხება საქმე, იქ უკვე სხვა დედა, სხვა ადამიანი ხდები და ეს გრძნობა ენით აღუწერელი არის. იყო დრო, როდესაც ხელისუფლების წარმომადგენელს ვხვდებოდი, ფეხსაცმელიც არ მქონდა მთელი, შიგნით ცელოფანი მქონდა ჩაფენილი და ისე მივდიოდი სოფლიდან ქალაქში. რამდენჯერ ცხვირწინ მოუხურავთ ჩემთვის კარი, ამის გამო მიტირია, მაგრამ ეს ამბავი სახლში არ მითქვამს. ბევრჯერ დაგვხმარებია ხელისუფლება, პოლიტიკოსები, საზოგადოების წევრები. კეთილი ადამიანები არსებობენ და ამით გადავრჩით. ხშირად მქონია უიმედობის შეგრძნება, მაგრამ ისევ კეთილი ადამიანებს გამოვუყვანივარ მდგომარეობიდან". “როგორია ქალის ცხოვრება სოფლად?“ „იშვიათად მცალია მეზობელთან გადავიდე და ყავა დავლიო. დილა იწყება ჩემთვის 6 საათზე და არც ვიცი, როდის ვიძინებ. დილით ყავას დავლევ და შემდეგ, როდის ვჭამ საჭმელს, არ ვიცი. ბოსტანი მაქვს, ვუვლი ყვავილებს, ზაფხულიდან დღემდე ზამთრისთვის შესანახებს ვინახავ. მეტი, რა უნდა გავაკეთო, ერთმა ქალმა. ასეთია სოფლად მცხოვრების ქალის ბედი. მთავარია, ჯანმრთელობა და სხვას მე არაფერს ვნატრობ“. რაზე ოცნებობს მერი შავაძე? “თამუნიას ჯანმრთელობაზე ვოცნებობ, რომ ეტლით აღარ დადიოდეს. ჩემი ოცნება ეს არის. მინდა წავიყვანო თურქეთში და ჯანმრთელად მყავდეს ჩემი გოგო. მეტს არაფერს ვთხოვ ღმერთს, ყველაფრისთვის მადლობელი ვარ“. 15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა! საქართველოში დასაქმებული ქალების 36% სოფლის მეურნეობითაა დაკავებული. გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინფორმაციით, მათი უმრავლესობა მცირე საოჯახო მეურნეობებში მუშაობს. მცირე მეურნეობების მხარდაჭერა სოფლად ქალების გაძლიერებას ... ...
  • საქართველოს ბანკის პარტნიორობით „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი“ იმართება (R)საქართველოს ბანკის პარტნიორობით, Property Georgia-ს, FIABCI Georgia-ს ინიციატივითა და ორგანიზებით 15-16 ოქტომბერს „უძრავი ქონებისა და სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ყოველწლიური ფორუმი „მდგრადი და მედეგი ქალაქების მშენებლობა“ იმართება. ფორუმის მიზანია, საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირება მოხდეს, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაცია. ფორუმზე განიხილება  ისეთი საკითხები, როგორიცაა: მდგრადი ქალაქების შექმნის ეკონომიკური შედეგები; ქალაქებში მდგრადი ურბანული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის  განვითარება. ფორუმს 300-ზე მეტი დელეგატი და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული 50-ზე მეტი ინვესტორი ესტუმრა, რომლებიც, თბილისთან ერთად, საქართველოს რამდენიმე რეგიონს მოინახულებენ. სტუმრობის მიზანია, ინვესტორები გაეცნონ უძრავი ქონებისა და ტურიზმის საუკეთესო შეთავაზებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით. ღონისძიებას საერთაშორისო მედიაპარტნიორობას გაუწევს Dow Jones/Mansion Global/FN. ფორუმს გააშუქებს წამყვანი და  გავლენიანი საერთაშორისო მედიასაშუალებები: BBC, CNN, Bloomberg. „მოხარული ვართ, ვიყოთ ასეთი საერთაშორისო და მასშტაბური ფორუმის გენერალური პარტნიორები, რომლის მიზანიცაა, ხელი შეუწყოს  საქართველოს მსოფლიო რუკაზე პოზიციონირებას, როგორც უძრავი ქონებისა და ტურიზმის, სასტუმრო ბიზნესის საერთაშორისო ლოკაციას. ამის დიდი პოტენციალი ნამდვილად აქვს ჩვენს ქვეყანას. საინტერესოა, რომ ფორუმის ფარგლებში  50-ზე მეტ ინვესტორს ექნება შესაძლებლობა, გაეცნონ ქართული უძრავი ქონების ბაზარს  და ტურიზმს.  ვფიქრობ, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა, როგორც მათთვის, ისე ჩვენთვის, ქვეყნისთვის, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის საქართველოს ცნობადობას. ფორუმის მიმართ არის ძალიან დიდი ინტერესი, რაც  სასიხარულოა. მსგავსი ღონისძიებები  მნიშვნელოვანია, რათა რაც შეიძლება მეტ ადამიანს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და  მეტ ინვესტორს,  არსებულსა თუ პოტენციურს, გავაცნოთ ის რეალური შესაძლებლობები, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი ფაილოძემ. ... ...
  • ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა გაიმართაქალაქ ოზურგეთში, ღმრთისმშომბლის მიძინების საკათედრო ტაძარში საყოველთაო ჯვრისწერა გაიმართა. ეს ღონისძიება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევითა და საქართველოს ჩოხოსანთა ორგანიზაციის ორგანიზებით შედგა. ოზურგეთში საყოველთა ჯვრისწერა ჩოხოსანთა ორგანიზაციის წევრების თემურ სირაძისა და თამარ გიორგაძის ხელმძღვანელობით გაიმართა. ამჯერად, ჯვარი დაიწერეს წყვილებმა: ბადრი კვირკველიამ და ნანა სიხარულიძემ; გერონტი გიორგაძემ და სოფიო ტარიელაძემ; ჯემალ და ლენა შუკაკიძეებმა;  ავთანდილ ცეცხლაძემ და ნანული სურგულაძემ; გიორგი  და  მედეა მაღლაკელიძეებმა. მოქალაქეებს ჯვარი დეკანოზმა ერმოლაუსმა დაწერა. ორგანიზატორის თამუნა გიორგაძის თქმით, საყოველთა ჯვრისწრა მომავალშიც ... ...
  • "ჯადოსნური ახალი წელი აბუ დაბიში" _ ლიბერთის და VISA-ს ერთობლივი კამპანია მხოლოდ Apple Pay-ს მომხმარებლისთვის...15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით Apple Pay-ს საშუალებით Visa ბარათით განხორციელებული ტრანზაქციები ლიბერთის მომხმარებლისთვის მომგებიანია!  კამპანიის ფარგლებში კამპანიის პირობებით განსაზღვრული ყველა Visa ბარათის მფლობელი,  რომელიც კამპანიის პერიოდში გადაიხდის მინიმუმ 10 ლარს Apple Pay-ს საშუალებით მიიღებს ქეშბექს 10 ლარის ოდენობით პირველ გადახდაზე.   კამპანიის დასრულების შემდეგ გამოვლინდება გამარჯვებული, რომელიც მიიღებს სამოგზაურო პაკეტს აბუ დაბიში ახალი წლის ღამეს ბრუნო მარსის კონცერტზე დასასწრებად! კამპანიის გამარჯვებულს გამოავლენს ლიბერთი ბანკი მის ხელთ არსებული მონაცემების საფუძველზე და გამარჯვებულად ჩაითვლება კამპანიაში მონაწილე პირი, რომელსაც 15 ოქტომბრის 00:00:01 საათიდან 24 ნოემბრის 23:59:59 საათის ჩათვლით დაუფიქსირდება ბანკის Visa ბარათით განხორციელებული ყველაზე მეტი ტრანზაქცია Apple Pay-ს საშუალებით (თითო ტრანზაქცია - მინიმუმ 10 ლარი). სამოგზაურო პაკეტი მოიცავს:   5 დღიან საგზურს აბუ დაბიში, 5 ან მეტ ვარსკვლავიან სასტუმროში 2 ადამიანზე; ავიაბილეთებს; საახალწლო ვახშამს; 2 VIP ბილეთს ბრუნო მარსის კონცერტზე, 31 დეკემბერს  იხილეთ დეტალური წესები და პირობები ბმულზე: http://bit.ly/2OJOkCF  ლიბერთის მომხმარებლები, Apple Pay-ს მარტივი, უსაფრთხო და კონფიდენციალური გადახდის სისტემით მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლიბერთი ბანკის პარტნიორ ორგანიზაციებში 3 სექტემბრიდან უკვე სარგებლობენ. აქციის ფარგლებში ქეშბექის და სამოგზაურო პაკეტის მოგების შანსის მიღება3500-ზე მეტ უკონტაქტო ტერმინალზე გადახდისას არის შესაძლებელი. Apple Pay-ს გამოყენება და მასში ბარათების დამატება მარტივია. მაღაზიებში, Apple Pay-ს გამოყენება შესაძლებელია iPhone SE, iPhone 6 და მის შემდეგ გამოშვებული მოდელების, ასევე Apple Watch მოწყობილობების გამოყენებით.  გაიგე როგორ დაამატო ბარათი Apple ... ...
  • „დეპრესიას უმადურობა იწვევს“ - ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა„აზროვნების აკადემია“,  პროექტ  „სალონური საუბრების” ფარგლებში, სოციალურ ქსელში ამჯერად ფსიქოლოგ მარინა კაჭარავას ლექციას აქვეყნებს, რომელიც დერპესიულ აშლილობას ეხება: “ფსიქიატრების აზრი ძალიან უახლოვდება რელიგიურ მოსაზრებას, რომ უმადურება უდრის დეპრესიას. ამ დროს არ აქვს მნიშვნელობა, ბევრი გაქვს თუ ცოტა, ხახვის და პურის უმადური ხარ თუ სასახლეები გაქვს და ამის. ზოგადად, უმადურობა იწვევს დეპრესიას. აღმოჩნდა, რომ თავის ტვინში არის ოპიატური რეცეპტორები, სიამოვნების ჰორმონი, რომელიც თურმე გამომუშავდება მაშინ, როდესაც ხარ მადლიერი. როდესაც არ ხარ მადლიერი, ეს სიამოვნება დაკარგული გაქვს და მას ეძებ.  თუ ხარ მადლიერი იმის, რაც გაქვს, გაქვს სიმშვიდეც. სიმშვიდეც მადლიერებას მოაქვს და ანტიდეპრესანტიც ეგაა. ჩვენ კულტურალურად ძალიან დამძიმებულები და უმადურები ვართ. დაახლოებით 20 წლის წინ ამერიკელებთან ერთად ტრენინგზე ვისხედით და იქ იყო ასეთი სიტუაიცა. ყველა იწყებდა საუბარს ასე, გამარჯობა, მინდა მადლობა გადავუხადო ბებიას, რომელმაც ფუნთუშები დამიმზადა. მეორემ მადლობა მეზობელს გადაუხადა, რომელმაც გაუღიმა. მესამემ მადლობა გადაუხადა მზეს მზეს და მივხვდი, რომ აქ ხდება პოზიტივში საკუთარი თავის ამოქოქვა. ანუ დღეს ვიწყებთ პოზიტიურად იმით, რომ მადლობას ვუხდით ვინმეს და ეს თურმე ჩვენთვისვე არის კარგი. მადლობელი რომ ხარ უკვე ეს ჩემთვისაა კარგი და არა მისთვის, მისაც ... ...

არქივი

ზაფრანი

ყავა სიკვდილის რისკს ამცირებს

ცოტა ხნის წინ ესპანეთის ქალაქ...

ჩაის რეცეპტი, რომელიც სიგარეტის მოწევის სურვილს აქრობს

თუ სიგარეტისთვის თავის დანებება გინდათ,...

რომელი პროდუქტი არ უნდა შეინახოთ საყინულეში

მაცივრის საყინულეში ბევრ საკვებ პროდუქტებს...

როგორ ამოვიცნოთ გენმოდიფიცირებული პროდუქტი

საზიანოა თუ არა გენმოდიფიცერებული საკვები...

მარტივი მეთოდები ჯანმრთელობის შესამოწმებლად

თვალები _ მოშორდით მონიტორს 4-5 ნაბიჯით,...

ხილი, რომელსაც უნდა ვერიდოთ

სამწუხაროდ, ყველა ხილი ჩვენი ფიგურისთვის...
კარმიდამო ჩემი

ციტრუსოვანთა დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლა კიდევ უფრო უნდა გავააქტიუროთ

მეციტრუსეობა საქართველოს სუბტროპიკული სოფლის მეურნეობის...

მოცვის კულტურა სოფლის ხვალინდელი დღეა (R)

მოცვის კულტურის გაშენებით დაინტერესებულმა პირებმა...

გურიაში გოჯიბერის გაშენება პერსპექტიულია

არსებობს მცენარეთა ისეთი პერსპექტიული, პოპულარული...

ულამაზესი, "მორჩილი" სურო და ლიანებით გამოხატული სილამაზე

სუროს დეკორატიულობა განსაკუთრებით თვალში საცემი...

როგორ შევინახოთ სათესლედ და სანელებლად გამოსაყენებელი ბოსტნეული

სხვადასხვა ბოსტნეული, განსაკუთრებით, სანელებლები, როგორიცაა...

როგორ ვებრძოლოთ კოღოებს ხალხური მეთოდებით

კოღოები ნამდვილადაა დიდი თავსატეხი. არც...

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...