"აუცილებელია ქარსაფარი ზოლების აღდგენა და მოვლა-პატრონობა"

საზოგადოება

"აუცილებელია ქარსაფარი ზოლების აღდგენა და მოვლა-პატრონობა"

25 დეკ. 2013, 18:25:06

ჟურნალისტ თეა გიგუაშვილის თქმით, საერთაშორისო ორგანიზაციის "ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის“ მიერ დაფინანსდა პროექტი "მწვანე კედელი“ და ამ პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში ქარსაცავი ზოლების აღდგენისა და მოვლა-პატრონობის ადვოკატირება მოხდა.

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი სოსო ხუროშვილი "გურია ნიუსთან" საუბრის დროს ამბობს, რომ ქარსაფარი ზოლების განადგურება 90-იან წლებში დაიწყო.

სოსო ხუროშვილი:

_ საქართველოში სულ 5 ათასი ჰექტარი ქარსაფარი ზოლები გვქონდა, აქედან გორის მუნიციპალიტეტზე მოდიოდა 1500 ჰექტრამდე, ეს ძალიან დიდი ფართობია. სოფლებში ხილის ბაღები გვქონდა, ახლა სადაც ვართ (საუბარია კარალეთი-ძევერის მონაკვეთზე) 20-25 წლის წინ ცარიელი ადგილები საერთოდ არ არსებობდა, ყველგან იყო ხილის ბაღები გაშენებული. ბოლო წლებში მოხდა ისე, რომ 90-იან წლებში ხილის გატანის პრობლემა იყო და ასევე ამას დაემატა წყლის პრობლემა, რის გამოც ვერ ხერხდებოდა სამეურნეო ნაკვეთებში მორწყვა და ასევე ქარსაფორი ზოლში დარგული მცენარეების. უწყლობამ ხეების გახმობა გამოიწვია. ეს ქარსაფარი ზოლები გაიჩეხა, ეს კი 90-იან წლებში ხდებოდა. მაგ დროს გაზის პრობლემა იყო და შეშით ხდებოდა გათბობა. ძირითადად ალვის ხეებით იყო ეს ზოლები გაშენებული.

_ ახლა რამდენი ხის დარგვა იგეგმება?

_ დარგვით ვფიქრობთ, რომ ბევრი ხე დავრგოთ, მაგრამ ყველაზე მთავარი მაინც მოვლა არის, ეს ყველაფერი კი ფინანსებთან არის დაკავშირებული. ქარსაფარ ზოლს მორწყვა უნდა. ალბათ, უნდა ვიფიქროთ ისეთ ხეებზე, რომლებსაც ნაკლები მორწყვა ჭირდება.

_ ეტაპობრივად მოხდება ამის გაკეთება?

_ საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ შექნმა კომისია და აქტიურად დაიწყება თანხების მოზიდვა. ასევე არის მცდელობა, რომ ადგილობრივი ფერმერებიც დაგვეხმარნენ. დარგვას შერეული მცენარეებით დავიწყებთ, _ უთხრა სოსო ხუროშვილმა "გურია ნიუსს".

მისივე თქმით, ქარსაფარი ზოლის აღდგენა ერთ წელიწადში ვერ მოხერხდება.

გიორგი დვალაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ჟურნალისტებთან საუბრის დროს ამბობს, რომ მთავარია კარალეთში ქარსაფარი ზოლის პრობლემის მოგვარება დაიწყოს და კარგია, როდესაც ადგილობრივებმა ამ კუთხით მუშაობა დაიწყეს.

გიორგი დვალაშვილი:

_ კარალეთის მონაკვეთი არის ერთ-ერთი რთული ადგილი, აქ არის როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ქარები გავრცლებული. კარგი იქნება ქარსაფარ ზოლში ფიჭვის ხე თუ გაშენდხება, ეს ჩემი რეკომენდაციაა. ფიჭვი ადვილად ეგუება აქაურ პირობებს და არ უნდა მორწყვა.

_ როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ქარსაფარ ზოლში ალვის ხეების დარგვას აპირებენ...

_ ალვის ხეები სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ 30 წლის შემდეგ ის საშიშია. რამდენიმე ფაქტი არის, რომ წაქცეულმა ალვის ხემ პრობლემა შეუქმნა მოსახლეობას. გზიდან მოშორებით, სადაც არის ქარსაფარი ზოლები იქ შეიძლება ალვის ხის დარგვა ან კიდევ სხვა მცენარის. აუცილებელია ქარსაფარი ზოლების აღდგენა და მოვლა-პატრონობა, _ უთხრა გიორგი დვალაშვილმა "გურია ნიუსს".

მედია ტური ხორციელდება საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციი მიერ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერით. ამ ტურის ფარგლებში ჟურნალისტები ბორჯომში, აბასთუმანსა და უფლისციხეში იმყოფებოდნენ. თუ რა მოხდა აბასთუმანში და რატომ განადგურდა ერთ-ერთი სოფელი გორის მუნიციპალიტეტში, ამის შესახებ "გურია ნიუსი" ინფორმაციას და ფოტორეპორტაჟს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთელ ვიცე-ჩემპიონს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდესევროპის ვერცხლის მედალოსანსა და საქართველოს ჩემპიონს, ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში, იური ლომაძეს ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. ბათუმის საქალაქო სასამართლოში სხდომა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. მოსამართლემ არ გაითვალისწინა დაცვის მხარის შუამდგომლობა გირაოს თაობაზე, ლომაძეს, მის ძმასა და კიდევ სამ პირს, ორ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. იური ლომაძეს, თავის ძმასთან და კიდევ სამ პირთან ერთად, გამოძიება ადამიანის გატაცებასა და წამება ედავება. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა 1988 წელს დაბადებულ ნ.ძ.-ს ქალაქ ბათუმში, შურისძიების მოტივით, თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს, კერძოდ, ძალის გამოყენებით ჩასვეს მ.ბ.-ს მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილში, წაიყვანეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოხვაურში, ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში, სადაც ფიზიკურად გაუსწორდნენ. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ჯგუფური ძალადობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს”, – ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. დანაშაული 2- დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 28 აგვისტოს ... ...
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა იცი ჰოლივუდის ვარსკვლავების შესახებ

ლეონარდოს დი კაპრიოს სახელი ლეონარდო...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...