მალხაზ სონღულაშვილი პრეზიდენტს საახალწლო საჩუქრად "კრიტიკულ სოლიდარობას" სთავაზობს

საზოგადოება

მალხაზ სონღულაშვილი პრეზიდენტს საახალწლო საჩუქრად "კრიტიკულ სოლიდარობას" სთავაზობს

2013 დეკ 27 15:44:41

"გურია ნიუსი" წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"თქვენო აღმატეულებავ,

ამ წერილით მინდა გამოვეპასუხო თქვენს გამოხმაურებას ჩემს შენიშვნაზე შობის მილოცვათან დაკავშირებით.

არ დაგიმალავთ, ვერც მე და, ვფიქრობ, ვერც ბევრი სხვა ადამიანი, ვერ წარმოვიდგენდით ასეთ ადეკვატურ რეაქციას ქვეყნის პრეზიდენტისაგან. ეს, ალბათ, იმიტომ, რომ ჩვენში როგორც პოლიტიკური, ასევე საზოგადოებრივი დიალოგის კულტურა კონფრონტაციულ ქარგაზეა მოჭრილი. თქვენ ამ ქარგას გვერდი აუარეთ, რითაც შექმენით ადამიანური დიალოგის პრეცედენტი ჩვენს რეალობაში. მადლობა ამისთვის.

მე მხოლოდ იმას ვისურვებდი, რომ ჩვენმა პოლიტიკოსებმაც ისწავლონ დიალოგში მონაწილეობა ასეთი გზა, რომელიც განსხვავებული აზრისადმი და შენიშვნისადმი ყურის დაგდებას გულისხმობს.

ხუთი წელი ოქსფორში მუშაობის შემდეგ, საქართველოში რომ დავბრუნდი, მაშინვე ვიგრძენი, რომ ეს ის ქვეყანა აღარ იყო, საიდანაც წავედი. ბერძენი ფილოსოფოსისა არ იყოს, "მდინარეში ორჯერ ვერ შედგამ ფეხს". ამ ხუთ წელიწადში მეც შევიცვალე და ჩემი სამშობლოც.

პირველი ის, რაც თვალში მეცა შინ დაბრუნებულს, ეს იყო სოციალურ-პოლიტიკური ანტაგონიზმისა და ფობიების კორიანტელი. რაც, ჩემი მოკრძალებული აზრით, იმაზე მეტყველებს, რომ ჩვენი საზოგადოება დანაწვრებულია და დასნეულებული.

დღეს დილას ერთმა ჩემმა მეგობარმა მითხრა: "ჩვენ ადამიანები, ცოდნისა და სიყვარულისთვის ვიბადებით, მაგრამ როგორი დასანანია, რომ ჩვენი უმეტესობა ამ სოფლიდან ისე მიდის, რომ ვერც ერთს ეზიარება და ვერც მეორესო.' როგორი მწარე სიმართლეა!!! გამომდინარე თქვენი პასუხიდან ჩემს შენიშვნაზე, მინდა დავიჯერო, რომ თქვენ თქვენს მცდელობას არ დააკლებთ, რომ ჩვენს ქვეყანაში რაც შეიძლება მეტი ადამიანი ეზიაროს განათლებასა და სიყვარულს.

ჩემის აზრით, ადამიანი დაიღალა ამდენი კინკლაობისა და ქიშპობის ყურებით. იქნებ, სამხრეთ აფრიკის გამოცდილების მსგავსად, ჩვენმა ქვეყანამაც გეზი "სიმართლესა და შერიგებაზე აიღოს". რევანშიზმი და ოპორტუნიზმი ჩვენ ქვეყანას ვერ გააერთიანებს. გაერთიანება კი ჰაერივით სჭირდება დღეს მთელ ჩვენს საზოგადოებას და მის თითოეულ წევრს. სიმართლე უნდა ითქვას, რათა უსამართლობა დაგმობილ იქნას, მაგრამ პატიება უნდა გაიცეს, რათა სამართლიანობის დაცვა სინდისის საქმედ იქცეს ჩვენში და არა შიშისა, რათა ყველამ ბრალეულმა და მსხვერპლმა ერთმანეთს აპატიონ და თავიანთი ნიჭები ერთად წარმართონ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენ ყველანი ხომ ადამიანები ვართ და ამიტომ დაცულები არა ვართ შეცდომებისაგან. შეცდომის აღიარება ადამიანს აღამაღლებს და არ დაამდაბლებს. ნეტა ყველას შეგვეძლოს ამ აზრის გათავისება!

ადამიანის დევნა დევნას ბადებს, პატიება-პატიებას, დაპირისპირება დაპირისპირებას. მოჯადოებული წრე ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაირღვეს. დანაწევრებული საზოგადოება უნდა გამრთელდეს.

ცხადია, გაერთიანება უნდა მოხდეს არა ერთგვაროვნების, არამედ მრავალფეროვნების დროშის ქვეშ. ჩვენ ხომ რუსთველისა და ვაჟას ქვეყანა ვართ, სადაც მრავალფეროვნებას კი არ უნდა დავტიროდეთ, არამედ უნდა ვზეიმობდეთ.

ქვეყნის გამრთელების მცდელობაში, ჩემი აზრით, თქვენი მთავარი მოკავშირე იქნება ჯანსაღი სეკულარიზმი, რომლისაც ასე ეშინიათ ჩვენში. სეკულარიზმის საპირწონედ ჩვენში რელიგიას ისე ეკეკლუცებიან პოლიტიკოსები და სხვანი, თითქოს იგი დაცლილი იყოს ნაკლისაგან. ჩემის აზრით, ეს ისეთივე პრობლემაა საქართველოსთვის, როგორც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის პრობლემა ერთად აღებული.

რელიგია ღმერთისკენ მიგვითითებს, მაგრამ მას აქვს ადამიანური მხარეც: ყველა რელიგიას აქვს თავისი მრწამსი, რელიგიური პრაქტიკა, რიტუალები, წეს-კანონები, რაც რელიგიისთვის საშუალებას წარმოადგენს და არა მიზანს. მისი მიზანი კი ის არის, რომ იგი ემსახუროს სიყვარულს, სამართალს, თავისუფლებას, პატიებას და განსხვავებულ ადამიანთან სოლიდარობას. ხოლო როცა საშუალება მიზნად იქცევა, მაშინ რელიგია სიყვარულის მაგივრად უყვარულობას ემსახურება, სამართლის მაგივრად - უსამართლობას, თავისუფლების მაგივრად - მონობას, პატიების მაგივრად - უპატიებობას, სოლიდარობის მაგივრად - ულმობლობასა და სისასტიკეს. სამწუხაროდ, რელიგიით და რელიგიებით მანიპულირების პრაქტიკა უკვე ღრმად არის ფესვგადგმული ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში, რაც ერთნაირად აზიანებს, როგორ სახელმწიფოს, ისე რელიგიას.

იმედია ამას, რასაც ახლა ვამბობ, მენტორული ტონით დაწერილად არ აღიქვამთ, რადგან მე მხოლოდ იმის გაზიარება მინდოდა, რაც მე მაწუხებს, როგორც ამ ქვეყნის უბრალო მოქალაქეს.

ამ წერილს მინდა კიდევ ერთხელ მოვუსართო ჩემი საახალწლო მოლოცვა და გისურვოთ წარმატება ჩვენი ქვეყნის სულიერი და კულტურული გამთლიანების საქმეში.

შობა-ახალი წელი არ მინდა "ცარიელი ხელით" მოგილოცოთ. საჩუქრად მინდა აღგითქვათ ჩემი კრიტიკული სოლიდარობა ჩვენი ქვეყნის გაერთიანების მცდელობაში," _ წერს სონღულაშვილი საქართველოს პრეზიდენტს.

შეგახსენებთ, რომ თეოლოგიის დოქტორმა მალხაზ სონღულაშვილმა საქართველოს პრეზიდენტის მიერ მხოლოდ კათოლიკეებისთვის შობის მილოცვასთან დაკავშირებით ორი დღის წინ განცხადება გაავრცელა.

"იმ ქრისტიანების სახელით, ვინც დღეს შობას ზეიმობს და ვისაც საქართველოს პრეზიდენტმა დღეს შობა არ მიულოცა, მინდა პრეზიდენტს მოვულოცო მაცხოვრის შობის დღესასწაული და ვუსურვო ყოველივე საუკეთესო მის ცხოვრებასა და მოღვაწეობაში. დასანანია, რომ საქართველოს პრეზიდენტს არ აღმოაჩნდა მრჩეველი, რომელიც მას აუხსნიდა, რომ 25 დეკემბერი მარტო "კათოლიკეების შობა" კი არ არის, არამედ მთელი პროტესტანული სამყაროსი და ასევე მართლმადიდებელთა დიდი ნაწილისაც (ცხადია, რუსეთის ორბიტის ეკლესიების გამოკლებით)," _ ნათქვამია სონღულაშვილის წერილში.

გუშინ საქართველოს პრეზიდენტმა სონღულაშვილს უპასუხა. მისი განცხადებით, გაეცნო მალხაზ სონღულაშვილის წერილს, სადაც ის წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ პრეზიდენტის 25 დეკემბრის საშობაო მილოცვაში მხოლოდ კათოლიკენი არიან მოხსენიებული.

"სრულად ვიზიარებ მის შენიშვნას. იმედი მაქვს, ბატონი მალხაზიც და საზოგადოებაც დამეთანხმება, რომ საქმე გვაქვს მხოლოდ დასანან გაუგებრობასთან. ვიმედოვნებ, ეს გარემოება კითხვის ნიშნის ქვეშ არ დააყენებს ჩემს პატივისცემას ყველა კონფესიის მოქალაქისადმი. ყველას, ვინც 25 დეკემბერს იზეიმა მაცხოვრის შობის დღესასწაული, გულწრფელად და სიყვარულით გილოცავთ ამ ბრწყინვალე დღეს," _ ნათქვამია პრეზიდენტის მიმართვაში, რომელიც "ფეისბუქის" მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.




 ახალი ამბები
  • SOLO-ს და Erti Gallery-ს თანამშრომლობით კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა „სინათლის მანქანები“ გაიხსნა (R)ERTI Gallery-ს და SOLO-ს თანამშრომლობა გრძელდება. 15 სექტემბერს კოკა რამიშვილის პერსონალური გამოფენა  „სინათლის მანქანები“ გაიხსნა. გამოფენაზე, რომელიც 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება, წარმოდგენილია  არტისტის მიერ შექმნილი უნიკალური ფოტოები, რომლებიც დამთვალიერებელს არამხოლოდ სასიამოვნოდ გააოცებს, არამედ განსაკუთრებული ემოციებითაც აავსებს. კოკა რამიშვილი თავის ნამუშევრებში გეომეტრიულ ფორმებს ქმნის. ის ფოტოგრაფიის საშუალებით იმ სინათლეს წარმოაჩენს, რომელსაც ხელოვანი რბილ ნაცრისფერ მონოქრომულ რიგად ანაწევრებს. არტისტი არ იყენებს შავ-თეთრ კონტრასტებს, რომლებიც  სხვადასხვა ტონს ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავდნენ. „პირიქით, ნიუანსების დიდსულოვანი რიგი და მისი ბუნდოვანი კონტურები თვალს სინათლისა და სიბნელის, სიზმრისეულისა და რეალობის ზღვარზე მდებარე შუალედურ სამყაროში შეღწევის შესაძლებლობას ანიჭებენ“,- ასე აფასებს გამოფენის კურატორი, კატრინ ტისო კოკა რამიშვილის შემოქმედებას. SOLO და Erti Gallery-ს თანამშრომლობა 2018 წელს დაიწყო,  რაც გულისხმობს Erti Gallery-ს სივრცეში წარმატებული ქართველი ხელოვანების გამოფენების მოწყობას. გალერეაში  ისეთი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენას, რომლებთანაც გალერეა ექსკლუზიურად თანამშრომლობს. SOLO-სა და Erti Gallery-ს თანამშრომლობის ფარგლებში ერთი წლის განმავლობაში უკვე მოეწყო სამი გამოფენა. კოკა რამიშვილის „სინათლის მანქანები“ კი რიგით მეოთხე გამოფენაა. ყოველი გამოფენის შემდეგ SOLO -სა და Erti Gallery-ს პარტნიორობის ფარგლებში გამოიცემა  წიგნი, რომელთა ავტორებიც, მსოფლიოს წამყვანი ხელოვნებათმცოდნეები არიან.   Erti Gallery-ს და SOLO-ს ურთიერთთანამშრომლობის მიზანია, საქართველოს სახელოვნებო სივრცეს მეტი პოპულარიზაცია შესძინოს. დამატებითი სტიმული მისცენ მსოფლიოს მაშტაბით ნიჭიერ არტისტებს და ისინი ქართული პლატფორმის ქვეშ გააერთიანონ. SOLO-ს მიზანია, პატრონაჟი გაუწიოს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას. სწორედ ამ მიზნით, SOLO-მ საინვესტიციო კოლექციის შეგროვება დაიწყო.  ყოველი გამოფენიდან SOLO შეისყიდის ერთ ნამუშევარს, რომელიც კონკრეტული არტისტების შემოქმედების უკეთ გაცნობისა და საქართველოში თანამედროვე ხელოვნების განვითარების  მიზნით  სოლო ლაუნჯებში გამოიფინება.  დამატებითი ინფორმაციისთვის, SOLO-ს შესახებ ეწვიეთ: www.SOLO.ge;  ... ...
  • "მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო” _ ხაზარაძე სააკაშვილზესაზოგადოებრივი მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძემ გადაცემა მთავარ აქცენტებში სტუმრობისას განაცხადა, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც შემდგომ ივანიშვილმა გადმოიბარა. "სააკაშვილი თავისივე შექმნილი პროკურატურის და სასამართლოს მსხვერპლია, რომელიც ივანიშვილმა გადმოიბარა. უფრო მეტიც - მთავარსარდალი რომ ხარ, პასპორტი არ უნდა ჩააბარო, ძმაო”, - განაცხდა ... ...
  • ქობულეთში პირველკლასელებს წითელი და ლურჯი ყელსახვევები გაუკეთესაჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ქობულეთში, ერთ-ერთ საჯარო სკოლაში, სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებული საზეიმო მიღების დროს, პირველკლასელებს საბჭოთა სიმბოლო - წითელი და ასევე ლურჯი ყელსახვევები გაუკეთეს.  აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელს კლასის პედაგოგმა უთხრა, რომ ბორდოსფერი და ლურჯი ყელსახვევების შეკერვის იდეა მას ეკუთვნის. ყელსახვევები საკუთარი ფინანსებით შეიძინა, გადაწყვეტილება კი, დირექციასთან არ შეუთანხმებია.  „ასეთი წესი გვაქვს, ყველა მასწავლებელი მოსწავლეს საჩუქარს ახვედრებს. ბავშვები სხვებისგან, რომ გამერჩია ამ მიზნით გადავწყვიტე ყელსახვევების გაკეთება. ამაში ჩემი ფული დავხარჯე და პირადი გადაწყვეტილებით გავაკეთე. სკოლის ადმინისტრაციასთან არ შემითანხმებია.  ლურჯი ბიჭის ფერია, ბორდოსფერი კი გოგოს, ამიტომ შევარჩიე. სხვა კონტექსტი არ ქონია ამ ამბავს. მშობლებსაც არ გამოუთქვამთ პროტესტი“.- ამბობს მასწავლებელი.  „თავისუფლების ქარტიის“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნების შესაბამისად, კომუნისტური ტოტალიტარული სიმბოლიკის გამოყენება ... ...
  • პრემიერმა მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცასაქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ სკოლის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. მთავრობის მეთაურმა სწავლის დაწყება განსაკუთრებით მიულოცა პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველ ნაბიჯს დგამენ თავიანთი დიდი, წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. „მინდა, სასწავლო წლის დაწყება მივულოცო სკოლის მოსწავლეებს და განსაკუთრებით – პირველკლასელებს, რომლებიც დღეს გადადგამენ პირველ ნაბიჯს თავიანთი დიდი წარმატებული ცხოვრების დასაწყისისთვის. იმ ცხოვრების, რომლითაც ისინი უნდა ემსახურონ პირველ რიგში თავის სამშობლოს. გისურვებთ, იყოთ წარმატებულები, ჯანმრთელები, ბედნიერები, რომ ემსახუროთ ამ ქვეყანას“, – განაცხადა გიორგი ... ...
  • ზურაბ ნასარაიამ რეგიონის მოსწავლეებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა (R)გურიის მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, ლანჩხუთში, ოზურგეთში და ჩოხატაურში, ახალი სასწავლო წლის დაწყება საჯარო სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს მიულოცეს. მხარის რწმუნებულმა, ზურაბ ნასარაიამ თითოეულ მათგანს წარმატება უსურვა. „ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენი რეგიონის მოსწავლეებს, სტუდენტებს, პედაგოგებს, მშობლებს. განსაკუთრებით ვულოცავ ჩვენს პირველკლასელებს და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს. ვუსურვებ წარმატებებს და ნათელ მომავალს. მიმდინარე წელს, გურიის რეგიონში, სხვადასხვა სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა 35 საჯარო სკოლას. განახლდა საკლასო ოთახები, სველი წერტილები და სპორტული დარბაზები.2018-19 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობისთვის დაიხარჯა 2 220 000 ლარი. ეს პროცესი კიდევ გაგრძელდება, რადგან ჩვენი სახელმწიფოსთვის განათლება და მისი ხელმისაწვდომობა პრიორიტეტულია,“- აღნიშნა მან. ... ...

არქივი

ზაფრანი

საკვები, რომელიც ხანგრძლივი სიცოცხლის საწინდარია

ადამიანის ჯანმრთელობა პირდაპირ კავშირშია კვებასთან....

მუდმივად დაამატეთ სოდა თქვენს ყავას

სოდას უამრავი სასარგებლო თვისება გააჩნია....

სიმართლე სანთლების შესახებ

ზოგიერთი სურნელოვანი სანთელი ორგანიზმისთვის მავნებელი...

სანამდე მივყავართ უძილობას

გარკვეული მიზეზების გამო, ხშირად გიწევთ...

როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი

ვერძი – ქალი ვერძების დიდ...

ქალები, რომელთა შეყვარებასაც მწარედ ინანებთ

ვერძი - მამაკაცური პლანეტა მარსი,...
კარმიდამო ჩემი

როგორ გახდა იდეალური დედა იდეალური მეწარმე

ქალი, რომლის ცხოვრება საგანგებოდ შექმნილი...

საზამთრო გურიის პირობებში

ზოგადად, დასავლეთ საქართველოში საზამთროს მოყვანა...

შევარჩიოთ ტყემლის ჯიშები და მეტი ყურადღება დავუთმოთ მის გაშენებას

ტყემლის კულტურა საქართველოში უძველესი დროიდან...

სახის მოვლის ნატურალური საშუალებები

მუდამ სილამაზესა და სიკოხტავეზე მოფიქრალ...

როგორ ვუმკურნალოთ კბილებს

ხილისა და ბოსტნეულის წვენების სასიკეთო...

ჭარბი ტენიანობის მიზეზებზე მუდმივად უნდა ვისაუბროთ

თხილის კულტურის სიდამპლის და სოკოვანი...

როგორ მოვიქცეთ ჭექა-ქუხილის დროს?

წელიწადის დროებსა და თვეებს შორის,...

სეზონის შესაფერი სამუშაოებისთვის მზადყოფნა აუცილებელია

ზოგს თოხნა და სარეველებისგან ბოსტნის...

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...