"საახალწლო კონცერტის ჩატარება დოგმა არ არის და როცა გინდა მაშინ ჩაატარებ"

საზოგადოება

"საახალწლო კონცერტის ჩატარება დოგმა არ არის და როცა გინდა მაშინ ჩაატარებ"

27 დეკ. 2013, 20:16:39

"გწერთ ყველასგან დაჩაგრული და მიტოვებული რაიონიდან, აბაშიდან. ისევე, როგორც სხვა რაიონებსა თუ ქალაქებში, აქაც მიმდინარეობს წინა საახალწლო მზადება, თუმცა, სხვა რაიონებისგან განსხვავებით, წელს აბაშაში უფრო ნაკლებად იგრძნობა სადღესასწაულო განწყობა და ახალი წელიც ჩვენთვის ერთი დღით ადრე მოდის. გაკეთდა გარე განათება, მაგრამ ნახევარი გაფუჭებული და უმოქმედოა, რაც ჩვენს ვიდეო კადრებშიც კარგად ჩანს. აბაშაში 31 დეკემბრის ნაცვლად საახალწლო კონცერტი 30 დეკემბერს გაიმართება, რადგან, როგორც ადგილობრივი ხელიუფლების წარმომადგენლები ამბობენ, "ახალი წლის ღამეს გამართულმა გალა კონცერტებმა არასოდეს გაამართლა" თურმე. ჯერ დაანონსებულიც არ არის, მაგრამ ამბობენ, 30 დეკემბერს კონცერტი კულტურის სახლის დარბაზში ჩატარდებაო, რადგან როგორც აბაშის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აღნიშნავს, "ღია ცის ქვეშ კონცერტი გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც ბიუჯეტში არ მოიპოვება. "ღია ცის ქვეშ და დარბაზში ჩატარებულ კონცერტებს შორის განსხვავება სცენაშია, ქალაქში უნდა დამონტაჟდეს, კულტურის სახლში კი არის. თუ ამ თანხაზეა საუბარი, მაშინ აქვე იბადება კითხვა: სად წავიდა იმ სცენის აღჭურვილობა, რომელიც შანრშან იყო დამონტაჯებული? სხვა მხრივ ხომ იგივე თანხა დაიხარჯება დახურულ დარბაზში ჩატარებული ღონისძიებაშიც?!

ალბათ, არ იყო ნება, თორემ შესაძლებელი იყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს გაეთვალიწინებინათ ახალგაზრდების მოსაზრება და 31 დეკემბერს ისევე როგორც სხვა ქალაქებსა თუ რაიონებში, აბაშაშიც გამართულიყო საახალწლო ღონისძიება. ხომ შეიძლებოდა ჩვენს ქალაქშიც დროულად მოსულიყო ახალი წელი!

აბაშელი ახალგაზრდები"

"გურია ნიუსი" აბაშის განათლების, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის უფროს დინარი გვაზავას დაუკავშირდა.

_ როგორც ვიცით საახალწლო კონცერტი აბაშაში 30 დეკემბერს ტარდება.

_ დიახ, 30 დეკემბერს ტარდება ჩვეულებრივი საახალწლო ღონისძიება.

_ რატომ გადაწყდა, რომ 31 დეკემბერს არ ჩატარებულიყო კონცერტი და აღნიშნულიყო ახალი წლის შემოსვლა?

_ საახალწლო კონცერტის ჩატარება დოგმა არ არის და როცა გინდა მაშინ ჩაატარებ. კონცერტი 30 დეკემბერს კულტურის სახლში ტარდება.

_ ღია ცის ქვეშ რატომ არ ტარდება კონცერტი? წერილში ახალგაზრდებს გამგებლის კომენტარი აქვთ მოყვანილი - "ღია ცის ქვეშ კონცერტი გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც ბიუჯეტში არ მოიპოვება."

_ მე არ ვიცი, ვინ რა თქვა, მაგრამ აგიხსნით მარტივად. როცა კონცერტი ღია ცის ქვეშ ტარდება, მას უნდა თავისი ხარჯები, სცენა, განათება და კიდევ ბევრი რამ. არც იმით შავდება არაფერი, რომ კონცერტი ტარდება კულტურის სახლის დარბაზში, იმიტომ, რომ ტრადიციულად შიგნით ტარდებოდა ბოლო გამონაკლისი წლების გარდა. მგონი არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა სად და როდის ჩატარდება, მთავარია აღინიშნება, შეიძლება მერე ჩატარდეს საშობაო კონცერტებიც. ასე რომ სადღესასწაულო დღეები გრძელდება.

_ კონცერტებისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის გამოყოფილი?

_ ღონისძიებებისთვის არანაირი თანხები არ არის გამოყოფილი, კულტურის სახლს უკვე წლის დასაწყისში აქვს გაწერილი ეს ღონისძიებები და მიზერული თანხებით ხდება მათი განხორციელება. ასე რომ, თანხები ბიუჯეტიდან ნამდვილად აღარ არის გამოყოფილი.




 ახალი ამბები
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 26 ადამიანი დაინფიცირდა, 5 კი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 783 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 605 უკვე გამოჯანმრთელდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაიცვალა 12 ადამიანი. კარანტინის რეჟიმში 2 966 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - ... ...
  • 11 ინფიცირებულის 50 კონტაქტი _ ე. წ. საბურთალოს კლასტერისაქართველოში საგანგებო რეჟიმის გაუქმებიდან ერთ კვირაში სრულიად ახალი და მასშტაბური ე.წ. საბურთალოს კლასტერი გაჩნდა. მისი წარმოშობის პირველწყარო სავარაუდოდ ექთანია, რომელმაც საკუთარი ოჯახის 6 წევრი დააინფიცირა. ახალგაზრდა ქალის მეზობლები ამბობენ, რომ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები პირველად მის მამას გამოუვლინდა. ინფიცირებულ ოჯახთან პირდაპირ კავშირში მყოფი ორი მეზობელი დღეს ტესტირების შემდგომ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. ლუგარის ცენტრის თანამშრომლებმა დღეს ტესტირება კორპუსში მცხოვრებ პირებს ადგილზე ჩაუტარეს. სულ ე.წ საბურთალოს კლასტერი 11 ინფიცირებულს ითვლის. ექთნის და მისი ოჯახის 6 წევრის გარდა კოვიდინცირებულია მისი 4 ნათესავი - ბიძაშვილი ქალი, მისი მეუღლე და მათი 2 შვილი. დღეს ეპიდემიოლოგები საბურთალოზე მდებარე კიდევ ერთ კორპუსში მუშაობდნენ. ექთნის ბიძაშვილი იქ ერთ-ერთ ოჯახში ბოლოს 5 დღის წინ სტუმრად იმყოფებოდა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ადასტურებს, რომ ახალი კლასტერის პირველწყარო სავარაუდოდ მისი კოლეგა გახდა. ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში დაინფიცირებულთა დაახლოებით 13% სწორედ მედიცინის მუშაკია. ექთანი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მუშაობს. გაიზრდება თუ არა ე.წ. საბურთალოს კლასტერი ვირუსის ინკუბაციის 2 კვირიან პერიოდში გამოჩნდება. საკარანტინო ზონაში კლასტერში შემავალ პირთა 50 კონტაქტია გადაყვანილი. წყარო: ... ...
  • ოზურგეთის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი დამხრჩვალი იპოვესოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გურიანთაში 6 წლის ბავშვი, სახლიდან 1 კმ-ის დაშორებით, გუბეში დამხრჩვალი იპოვეს. მცირეწლოვანს ოჯახი და ახლობლები დილიდან ეძებდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. შსს-ს ინფორმაციით საქმე აღძრულია სსკ-ის 115-მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...
  • სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგი მკაცრდებასაქართველო სატვირთო ავტომანქანების მძღოლების მონიტორინგს ამკაცრებს. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქუთაისში ვიზიტის დროს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განუცხადა. მისი თქმით, ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციას უკავშირდება. ,,ჩვენ ვხედავთ ამ რისკს. ჩვენ ისევე როგორც სხვა ყველა რისკს, ამასაც ვმართავთ. საგანგებო შტაბის და ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობით მკაცრდება მონიტორინგი მძღოლებზე, მათ შორის მასიური ტესტირება დაწყებულია უკვე და ეს არის ის ჯგუფი, რომელზეც ამიერიდან კიდევ უფრო მეტად გამკაცრდება კონტროლი“, - განმარტა ... ...
  • ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა (R)ლანჩხუთში დასუფთავების აქცია გაიმართა. კერძოდ გრიგოლეთში, დასუფთავდა როგორც სანაპირო ზოლი ასევე, მიმდებარე ტერიტორია. სხვადასხვა სახის ნარჩენის გატანა სპეციალური ტექნიკის საშუალებით განხორციელდა. აქციაში გურიის მხარის რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერი ალექსანდრე სარიშვილი, საჯარო მოხელეები და ა(ა)იპ „კეთილმოწყობისა და მომსახურების ცენტრის“ თანამშრომლები მონაწილეობდნენ. „ დღევანდელი აქცია არ იქნება ერთჯერადი, გვინდა, რომ მსგავსმა ღონისძიებამ პერმანენტული სახე მიიღოს და უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს. ეს არის მნიშვნელოვანი და აუცილებელიც, რათა დამსვენებელს დახვდეს გაუმჯობესებული გარემო“, - განაცხადა ზურაბ ნასარაიამ. "საკურორტო სეზონის მოახლოებასთან ერთად გრიგოლეთის სანაპირო ზოლის დასუფთავება ყოველდღიურად მოხდება, დაემატება ნარჩენების შესაგროვებელი ნაგვის ურნები ლოკაციის ადგილებში. მერიის შესაბამისი სამსახურები, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ დამსვენებლებს სათანადო პირობები შევუქმნათ“, - აღნიშნა ალექსანდრე სარიშვილმა. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?