რეპორტაჟი ვაკის პარკის გადასარჩენად გამართული აქციიდან

საზოგადოება

რეპორტაჟი ვაკის პარკის გადასარჩენად გამართული აქციიდან

2014 იან 10 22:23:24

"აქცია მწვანე საფარის გადარჩენისკენ არის მიმართული. ვაკის პარკს აქვს სიმბოლური დატვირთვა, ის ყველაზე დიდი პარკია თბილისში. ყველაფერს შეეხნენ ქალაქში: ციყვების ტერიტორიას, ასათიანის ქუჩას და ქალაქი რჩება გამწვანების გარეშე. ეს არის სწორედ საგანგაშო. აქ არაა საუბარი იმაზე, ორი ხე გაიჩეხება თუ ორი ბუჩქი, საუბარია იმაზე, რომ მალე ქალაქში მწვანე საფარი აღარ იქნება. მერია რომ არაფრის შეცვლას არ აპირებს, სწორედ იმიტომაა ეს აქცია აქ!" _ აცხადებს გარემოსდაცვითი ორგანიზაცია "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელი დავით ჭიპაშვილი.

მერიასთან გამართულ აქციაზე დღეს ცნობილი ადამიანებიც მივიდნენ. მომღერალ ქეთათო ჩარკვიანის თქმით, კანონიერი მშენებლობის მიუხედავად, მორალი ამ ყველაფერზე მაღლა უნდა იდგეს.

"ძალიან მნიშვენელოვანია, საზოგადოება გაერთიანდეს ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, რადგან ეს არის პრინციპული მომენტი. ვის საკუთრებასაც არ უნდა წარმოადგენდეს მიწის კონკრეტული მონაკვეთი, არა აქვთ უფლება, გაჩეხონ ხეები და ააშენონ მაღალსართულიანი შენობა. დღეს გადაწყდება, ქართული საზოგადოება რამდენად მზად არის საკუთარი უფლებების დაცვისთვის. ზეწოლა უნდა მოვახდინოთ ხელისუფლებაზე, ჩვენი პრინციპული პოზიცია რომ გავიტანოთ," _ გვითხრა ქეთათო ჩარკვიანმა.

აქცია-კონცერტს შეუერთდა მომღერალი ბაკურ ბურდულიც.

"ეს არამარტო ვაკის პარკს, მთელ თბილისს და მთელ საქართველოს ეხება. ძალიან დიდი კონტროლის ქვეშ უნდა დადგეს ყველაფერი და აიკრძალოს ხეების ჭრა, იმიტომ, რომ ჩვენ იმას ვკარგავთ, რასაც ყველაზე დიდი სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ჰაერი აღარ გვექნება, რომ ვისუნთქოთ. მინდა, რომ ყველა ადამიანმა მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა, რაღაცა რომ დავუტოვოთ ჩვენს შვილებს," _ აღნიშნა ბურდულმა.

აქციის ორგანიზატორებმა მერის მოვალეობის შემსრულებელთან შეხვედრა გამართეს. სევდია უგრეხელიძემ აღნიშნა, რომ ტერიტორია კერძო საკუთრებაა. თბილისს სჭირდება განვითარება და აუცილებლად უნდა აშენდეს სასტუმროები.

თბილისის მერიას არ ეთანხმება და ვაკის პარკის გადარჩენას ემხრობა გარემოს დაცვის მინისტრი.

"იმას, რომ მშენებლობა ვაკის პარკის მიღმა მიმდინარეობს, განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან, თბილისი მჭიდროდ დასახლებული ქალაქია, იზრდება ტრანსპორტის რიცხვი, მიმდინარეობს მშენებლობები და შესაბამისად, რეკრეაციულ ზონებსა და გამწვანებას ქალაქისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

თბილისი, ერთ სულ მოსახლეზე გამწვანებული ტერიტორიების მიხედვით სტანდარტებს ქვემოთ არის. შესაბამისად, ჩვენი მიზანი უნდა იყოს ის, რომ იქ, სადაც შესანარჩუნებელია, რეკრეაციული ზონები შევინარჩუნოთ, სადაც განსავითარებელია, განვავითაროთ და არა - პირიქით, სადაც არსებობს ტერიტორია, ყველგან მშენებლობა დაიწყოს. ქალაქს უნდა გააჩნდეს განვითარების გეგმა, უნდა ვიცოდეთ, სად უნდა მოხდეს ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება, სად არის რეკრეაციული ზონები და სად უნდა განვითარდეს ისინი კიდევ უფრო მეტად. ვაკე საკმაოდ მჭიდროდ დასახლებული უბანია, შესაბამისად, მოსახლეობისთვის, ჰაერის ხარისხისთვის, ხმაურის შემცირებისთვის უმნიშვნელოვანესია, შენარჩუნებული იყოს სიმწვანე," _ აღიშნა ხათუნა გოგალაძემ.

აქციის მიმდინარეობისას ინციდენტიც მოხდა. აქციის მონაწილეებმა მერიის პიკეტირება სცადეს. ინციდენტის დროს სამართალდამცავებმა "გრინფისის მხარდამჭერთა ჯგუფის" წარმომადგენელი ლაშა ჩხარტიშვილი დააკავეს.




 ახალი ამბები
  • სუფთა ჰაერი, ნისლი, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _Sunset Fest Bakhmaro დასრულდა სუფთა ჰაერი, ნისლი, წიწვოვანი ტყე, კოცონები, კარვების ქალაქი, კარგი მუსიკა _ აი, ასე დახვდა Sunset Fest Bakhmaro 2019 სტუმრებს. ზღვის დონიდან 2050 მეტრზე თანამედროვე მუსიკის შემსრულებლები 10 საათზე მეტ ხანს უკრავდნენ და მრეროდნენ. Bedford Falls, LOUD speakers, Kordz & Dro, Pitter J, Anushka Chkheidze, Lua, Kraumur _ ამ შემსრულებლების მოსასმენად ბახმაროში 5000-ზე მეტმა ახალგაზრდამ მოიყარა თავი. ფესტივალი, რომელიც მეორე წელია რაც ტარდება და უკვე მოიპოვა პოპულარობა,  „ჩექინ ჯორჯიას“ ფარგლებში გაიმართა და მისი თანადამფინანსებელი საქართველოს განათლების, კულტურის, სპორტისა და მეცნიერების სამინისტრო იყო. უკვე მეორე წელია, ფესტივალის გენერალური სპონსორი „წყალი მარგებელია“. სპონსორები და მხარდამჭერები იყვნენ: „ზედაზენი“; “New Road”; „ორბი ჯგუფი“; „ვასაძის პური“; „სანდომი“; „თქვენი მარკეტი“ ასკანგელი“, ‘გზამშენი 18“, „ლიდერფუდი“, „ბითი ჩერითი ჯგუფი“, „ბახმარო ჰოტელი“; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია; ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია; „ენერგო პრო ჯორჯია“; საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური; საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი; ფესტივალის მედია პარტნიორი და საინფორმაციო მხარდამჭერი გახლდათ ... ...
  • საქართველოს ბანკმა Deutsche Bank-ისგან Operational Excellence Award-ი მიიღო (R) Deutsche Bank-მა საქართველოს ბანკს 2018 და 2017 წლებისთვის ევროსა და დოლარში სწრაფი, ეფექტური და კომფორტული გადარიცხვებისა და საუკეთესო STP ( Straight-Through-Processing) პროცესებისთვის საოპერაციო ჯილდო გადასცა. „მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ საქართველოს ბანკი Deutsche Bank New York-ის მიერ აღიარებულია, როგორც საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტი, რომელმაც 2017-2018 წლებში განხორციელებული ფულადი გადარიცხვებისას საუკეთესო სტანდარტები აჩვენა. Operational Excellence Award ენიჭება ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მაღალ სტანდარტებს. ამისთვის კი მიუკერძოებელი ჟიური შეისწავლის კორესპონდენტი ბანკების შეფასებებს, და ასევე, ბანკის მიერ განხორციელებული გადახდების ხარისხსა და ტრანზაქციების რაოდენობას. სწორედ ამ კრიტერიუმების შეფასების შედეგად ვლინდებიან გამარჯვებული ბანკები. წელს კი ეს აღიარება საქართველოს ბანკმა მოიპოვა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ. ინფორმაციისთვის, Deutsche Bank-ი მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად ასახელებს ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც გამოირჩევა ევროსა და დოლარში განხორციელებული გადარიცხვებისას მაღალი სტანდარტებითა და ეფექტურობით. ჯილდო ბანკებს ენიჭებათ გამართული STP პროცესებისთვის. ... ...
  • დაინიშნება თუ არა სეს-ის გურიის სამმართველოს უფროსად კოტე შარაშენიძის დეიდაშვილი მანანა ერქომაიშვილისანდო წყაროს ინფორმაციით, სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონული სამმართველოს უფროსად, ყოველგვარი კონკურსის გარეშე, ამავე სამმართველოს სპეციალისტი, მანანა ერქომაიშვილი ინიშნება. იგი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის კოტე შარაშენიშის დეიდაშვილია და ჩვენივე წყაროს ინფორმაციით, მისი ძალისხმევით ხერხდება ეს საქმე.„გურია ნიუსმა“ სააგენტოს უფროსთან, ზურაბ ჩეკურიშვილთან სცადა დაკავშირება, თუმცა, ის ჩვენს ზარებს არ პასუხობს. სააგენტოს პრესსამსახურის ხელმძღვნელმა თეა შველიძემ გვითხრა, რომ ინფორმაციას ვერ დაგვიდასტურებს. სამაგიეროდ, თითქმის დაგვიდასტურა ინფორმაცია სამმართველოს სპეციალისტმა მანანა ერქომაიშვილმა._ჯერ ვერ გეტყვით დაზუსტებით. მე თვითონ დაგირეკავთ._ქალბატონო მანანა, სანდო წყაროს ინფორმაციით, თქვენ კოტე შარასენიძის ძალისხმევით ინიშნებით. მართალია ეს? ადასტურებთ თუ არა?_კოტე შარაშენიძის დეიდაშვილი რომ ვარ, ამიტომ არ მნიშნავენ, არ შეგიყვანოთ ვინმემ შეცდომაში. მე გაცილებით ადრე ვმუშაობდი სისტემაში და ეს აქ არ წყდება, მუნიციპალიტეტში, თბილისი წყვეტს, _ „აგვიხსნა“ ... ...
  • ვინ გახდა ბახმაროს დოღის მთავარი პრიზის მფლობელი და რა საჩუქრები მიიღეს გამარჯვებულებმაბახმაროში ფერისცვალების დღესასწაულის აღნიშვნა, საზეიმო წირვა-ლოცვით დაიწყო და სახალხო ზეიმით გაგრძელდა.  ზღვის დონიდან 2050 მეტრზე ასულ სტუმრებს, კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების კონცერტის პარალელურად, ადგილობრივ ოსტატთა რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვაზე მისვლა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ერთეულების „სტუმარ-მასპინძლის“ კუთხეებში შესვლაც შეეძლო. გამოვლინდა „ბახმაროს ფალავანი", რომლის დასრულების შემდეგ ტრადიციული დოღი დაიწყო. I გარბენი (ადგილობრივი ჯიშის ცხენები გურიის თასი) 2400 მეტრს და 2 წრეს მოიცავდა, რომელშიც სოფელ სურების წარმომადგენელმა სოსო რამიშვილმა გაიმარჯვა და 1000 ლარი დაიმსახურა. 2 გარბენი შერეული სისხლის ჯიშის ცხენებს დაეთმო (2400 მეტრი) და გათამაშდა გმირების თასი, რომელშიც პირველობა ოზურგეთელმა გივი გიორგაძემ არავის დაუთმო და 1000 ლარიც დაიმსახურა. 3 გარბენი 2400 მეტრზე (ნახევრად წმინდა ჯიშის ცხენები), "ნაბეღლავის თასი და 1000 ლარი ზუგდიდელმა საბა ეხვარიამ მოიპოვა. საბა ეხვარია, ასევე, მთავარი პრიზის _ "მარულას" მფლობელი გახდა და ჯილდოდ 2500 ლარი გადაეცა. დოღის ყველაზე უხუცეს მონაწილეს, 79 წლის ზაურ ტატიკოვს 1000 ლარი კომპანია "New Road"-ისგან გადაეცა. აღსანიშნავია, რომ პირველადგილოსნებმა, ფულადი პრიზების გარდა, კომპანია "გალფისგან" პერსონალური კომპიუტერები მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ტრადიციულ დოღი, ბახმაროში, მეორე წელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტთან ერთად წყაროს წყალი „ბახმაროსა“ და „ნაბეღლავის“ მწარმოებელი კომპანიის – „წყალი მარგებლის“ ორგანიზებით იმართება. ამავე თემაზე: ნაბეღლავი“, „ბახმარო“, „გალფი“ _ ბახმაროში ტრადიციული დოღის ... ...
  • საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებსსაპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. სოციალურ ქსელში გამოჩნდა კიბერთაღლითების მიერ შექმნილი ყალბი ვებ-გვერდები, რომელსაც საპენსიო სააგენტოსთან არანაირი კავშირი არ აქვს.ვებ-გვერდზე მომხმარებლებს საბანკო ბარათის მონაცემების შეყვანას თხოვენ. ყალბი ვებ-გვერდები უკანონოდ იყებენენ საპენსიო სააგენტოს სიმბოლიკას. თაღლითური სქემის შესახებ საპენსიო სააგენტომ მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს. მიმდინარეობს გამოძიება. საპენსიო სააგენტო მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ სააგენტოს ოფიციალური ვებ-გვერდის მისამართია pensions.ge, სადაც საბანკო მონაცემების შეყვანა არ არის გათვალისწინებული. საპენსიო ანგარიშის შესამოწმებლად საჭიროა მხოლოდ პირადი ნომერი და დამსაქმებლის მიერ მოწოდებული საწყისი ერთჯერადი პაროლი, თუ სისტემაში პირველად შედიხართ, ან თქვენი პირადი პაროლი. ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ ზრუნავენ სილამაზეზე ზოდიაქოს ნიშნის ქალები

ალბათ, დაკვირვებიხართ, რომ სუსტი სქესის...

როგორი ცოლი სჭირდება მამაკაცს ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

სრულიად საქალეთი და მამაკაცური სამყაროს...

ბავშვი, მშობელი, ასტროლოგია

ალბათ დაკვირვებიხართ იმ ფაქტს, რომ...

რეკორდული წაგება

იშვიათად მოიძებნება ადამიანი, რომლის გარემოცვაში...

ხუთი ყველაზე უცნაური პროფესია

ქოქოსის პალმის სპეციალისტი მისი დანიშნულებაა...
კარმიდამო ჩემი

უკრაინული გოგრა _ საუკეთესო თვისებების მქონე საკვები აგრარული კულტურა

წარმატებულმა მეურნემ ნოდარ დიასამიძემ, რომელიც...

უნდა გავაჩაღოთ ხელოვნურად შექმნილი დამღუპველი ტენიანობის წინააღმდეგ ბრძოლა

არაერთხელ გამოთქმულ თვალსაზრისს, ბუნებაში ადამიანის...

მოვამზადოთ მოხარშული ატმის წვენი

 ზაფხულში ხილის წვენის და კომპოტების...

ზაფხული და სალათები

სალათს, რომლის სეზონი განსაკუთრებით ზაფხულშია,...

აკეთე მარტივად _ 10 საყოფაცხოვრებო ხრიკი დიასახლისებისთვის

სახლის გენერალური დალაგება-დასუფთავება საკმაოდ დიდ...

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...