ფარავანი ჰესის პროექტში "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა" დარღვევები დაადასტურა

საზოგადოება

ფარავანი ჰესის პროექტში "ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა" დარღვევები დაადასტურა

2014 იან 17 15:51:04

ამის შესახებ "მწვანე ალტერნატივას" წარმომადგენელმა დავით ჭიპაშვილმა ჯერ კიდევ 28 ნოემბერს სასტუმრო "ვერე პალასში" გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, თუმცა ბანკმა დარღვევების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ახლა გამოაქვეყნა.

"იმას, რასაც მწვანე ალტერნატივა იძახდა ამდენი ხანი, დადასტურდა ამ გამოძიებით. მაშინ როცა ენერგეტიკის სამინისტრო იძახდა, რომ თურმე ფარავანი, ისევე როგორც სხვა ჰესები საქართველოში შენდება საერთაშორისო სტანდარტებით, მაგალითად ბახვი, დარიალი, და ა.შ. არ წარმოადგენს სიმართლეს, რაც დაადასტურა ამ გამოძიებამ. ის რომ მდინარეში 10%-ის დატოვება არ არის საერთაშორისო სტანდარტი, ეს დადასტურდა ამ გამოძიებით და ახლა ვერავინ ვეღარ იტყვის, რომ საქართველოში დაგეგმილი თუ მიმდინარე დერივაციული ჰესები შესაბამისობაშია, ან ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის სტანდარტებთან ან ევროკავშირის სტანდარტებთან, რომელიც უფრო მკაცრია", –აღნიშნა დავით ჭიპაშვილმა.

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელმა (CEE Bankwatch Network) და მისმა წევრმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა: “"ეკო-სვესტი" (მაკედონია),

ასოციაცია "მწვანე ალტერნატივა" (საქართველო) და "ზელენა აქცია/დედამიწის მეგობრები" (ხორვატია) ბანკის გადაწყვეტილებაზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელსაც "გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ.

"ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (ერგბ) ისე გამოყო დაფინანსება ჰიდროელექტროსადგურების სამი პროექტის განსახორციელებლად მაკედონიაში, ხორვატიასა და საქართველოში, რომ ამ პროექტების სრულფასოვანი შეფასება არ ჩაუტარებია" - ნათქვამია ბანკის შიდა გამოძიების დასკვნაში. გამოძიება კი მას შემდეგ დაიწყო, რაც CEE Bankwatch Network-ის წევრმა ორგანიზაციებმა აღნიშნულ პროექტებთან დაკავშირებით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს ოფიციალური საჩივრებით მიმართეს. არასამთავრობო ორგანიზაციები აფრთხილებენ ბანკს, რომ მის მიერ პროექტების არასრულფასოვანი შეფასება უკვე სამწუხარო ტენდენციად იქცა, რაც ბანკირების ზედმეტი თავდაჯერებულობის მაჩვენებელია. ბანკი რატომღაც თვლის, რომ გარემოსადმი მიყენებული ნებისმიერი ზიანი "მართვადია". რა თქმა უნდა, მსგავსი მიდგომა, ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით, ბევრად უფრო მოსახერხებელია, ვიდრე იმის აღიარება, რომ ზოგიერთი პროექტის განხორციელება, უბრალოდ, არ შეიძლება.

ერგბ-ს პროექტებთან დაკავშირებული საჩივრების განხილვის ორგანომ (Projects Complaints Mechanism, PCM) (ერგბ-ს ორგანო, რომელიც შექმნილია ბანკის გადაწყვეტილებების ბანკისვე გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკასთან შესაბამისობის დასადგენად) ბანკის მიერ სამი ჰიდროელექტროსადგურის პროექტის დაფინანსების თაობაზე სამი სხვადასხვა ანგარიში გამოაქვეყნა. ეს ჰიდროელექტროსადგურებია: ბოშკოვ მოსტი (Boskov Most) მაკედონიაში (1), ომბლა (Ombla) ხორვატიაში (2) და ფარავნის ჰიდროელექტროსადგური საქართველოში. სამივე შემთხვევაში დადგინდა, რომ ბანკმა დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა, არასწორად შეაფასა რა პროექტების ზემოქმედება ბიომრავალფეროვნებაზე, ამ პროექტების მხარდაჭერის შესახებ გადაწყვეტილებების მიღებამდე. ამას გარდა, ბანკმა ვერ გაატარა შესაბამისი ღონისძიებები პროექტებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების სათანდო მონაწილეობის უზრუნველსაყოფად.

„ბანკის ეს შიდა ანგარიშები ადასტურებს იმას, რაც ჩვენ თავიდანვე ვიცოდით: „თუ ბანკს სურს ამა თუ იმ პროექტის დაფინანსება, ზოგ შემთხვევაში, ის უგულებელყოფს კიდეც პროექტებში არსებულ სერიოზულ გარემოსდაცვით რისკებს", - აცხადებს CEE Bankwatch Network-ის მაკედონიელი კოორდინატორი ანა ჩოლოვიჩი.

"ნუ ვიქნებით მიამიტები", - აგრძელებს ჩოლოვიჩი. "ეს ბანკის მიერ დაშვებული უნებლიე შეცდომები არ არის. პირიქით, პროექტების დამტკიცება მათი განმახორციელებლების დაპირებების საფუძველზე და იმის დაშვება, რომ გარემოზე მოგვიანებით, ელექტროსადგურების მშენებლობის პროცესში იზრუნებენ, ერგბ-ს შეგნებული არჩევანია. ის, რასაც საბოლოოდ ვიღებთ, მხოლოდ კოსმეტიკური სამუშაოებია, იმ დროს, როდესაც გარემოს სერიოზული ზიანი ადგება".

"ომბლას და ბოშკოვ მოსტის შემთხვევებში, ერგბ-მ პროექტები უხარისხო გარემოსდაცვითი შეფასებების საფუძველზე ისე დაამტკიცა, რომ დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ფაუნის შესახებაც კი არ ჰქონდა დეტალური ინფორმაცია", - აცხადებს "ზელენა აქციას" წარმომადგენელი, იაგოდა მიუნიჩი.

"პროექტების დასაწყებად ამგვარი სიჩქარე კატეგორიულად მიუღებელია. ჯერ პროექტების დამტკიცების და ამის შემდეგ დამატებითი კვლევების განხორციელების არსებული პრაქტიკა უბრალოდ არ მუშაობს. ეს ასევე ზღუდავს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების ჩართვის უფლებას მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ შესაძლებელია პროცესზე ზემოქმედება".

ერგბ-ი თავისი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკის ახალ პროექტს, სავარაუდოდ, მიმდინარე თვის ბოლოს გამოაქვეყნებს. CEE Bankwatch Network-ი და მისი წევრი ორგანიზაციები მოუწოდებენ ერგბ-ს, ახალ პოლიტიკაში გაამკაცროს პროექტის შეფასებისა და საზოგადოების მონაწილეობის სტანდარტები და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, უზრუნველყოს, რომ ქაღალდზე გაცხადებული ბანკის პოლიტიკა რეალურ პრაქტიკად იქცეს.

უახლოესი ტესტი იმის შესამოწმებლად, გააუმჯობესა თუ არა ბანკმა თავისი პრაქტიკა საჩივრების განხილვის ორგანოს გაფრთხილებების შედეგად, არის ახალი ჰიდროელექტროსადგურის პროექტი საქართველოში, მდინარე აჭარისწყალზე. მიუხედავად გარემოსდაცვითი რისკებისა, ბანკი მაინც იხილავს ამ პროექტის დაფინანსების შესაძლებლობის საკითხს,

"როგორც მოსალოდნელი იყო, ბანკის იმ დეპარტამენტებს, რომლებიც პოლიტიკის შეუსრულებლობაში დადანაშაულდნენ, საჩივრების განხილვის ორგანოს დასკვნების მიღება გაუჭირდათ", - აცხადებს ფიდანკა ბაჩევა-მაკგრეთი.

"არაა გასაკვირი, რომ ერგბ-ს ექვს თვეზე მეტი დასჭირდა დოკუმენტების გასაჯაროებისთვის! ახლა მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ, რა ზეგავლენას იქონიებს ეს დასკვნები ახალ გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკასა და ბანკის საჩივრების განხილვის ორგანოს სამოქმედო წესებზე; უნდა ველოდოთ უკეთეს პოლიტიკას, თუ პირიქით, ამჟამად მოქმედი პოლიტიკის და უმაღლესი სტანდარტების დამკვიდრებისათვის აღებული ვალდებულებების შესუსტებას?", – ნათქვამია განცხადებაში.





 ახალი ამბები
  • ხუნდაძე: ტატუნაშვილი დასტურია, რომ საქართველოს მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციასსაოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლის  არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალებიდან დღეს ორი წელი გავიდა. ამ დღესთან დაკავშირებით სოფელ წილკანში, სადაც ეროვნული გმირის ოჯახი ცხოვრობს, მისი სახელობის ახალი სკვერი და სტადიონი გაიხსნა. ამ მოვლენის გამო წილკანში ჩავიდნენ პრემიერ-მინისტრი, მცხეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე, საქართველოს მთავრობის  და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.  „მძიმე თარიღია, მძიმედ გასახსენებელია, მაგრამ ამ სიმძიმესთან არის სიამაყეც, როცა ჩვენი ახალგაზრდა კაცი არ შეეგუა ძალადობას და არ შეეგუა იმას, რომ საკუთარი ტერიტორია იქნას ოკუპირებული მუდმივად და ჩვენი მოქალაქეების უფლებები იქ ილახებოდეს. მისი  ეს მყარი პოზიცია არის დასტური იმისა, რომ საქართველო, ქართველი მოქალაქეები არასოდეს შეეგუებიან ოკუპაციას და ეს არის მხოლოდ დროებითი და ეს აუცილებლად დასრულდება", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ ... ...
  • "მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს"_ ხმაური ოზურგეთის აგრარულ ბაზარშიხმაური იყო დღეს ოზურგეთის აგრარულ ბაზარში. ხმაური ოზურგეთის აგრარული ბაზრის ტერიტორიაზე შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლების მისვლამ გამოიწვია, რომლებმაც თუთუნით მოვაჭრეებს დიდი რაოდენობით უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. როგორც მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას ამბობენ, მათ სიტყვიერი გაფრთხილება მიიღეს, რომ ვაჭრობის უფლება არ აქვთ, თუმცა, სიტყვიერი გაფრთხილება, როგორც ჩანს მოვაჭრეებმა სერიოზულად არ აღიქვეს და ვაჭრობა უაქციზო ნაწარმით გააგრძელეს. დღეს კი ბაზარში შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლები მივიდნენ და უაქციზო ნაწარმი ჩამოართვეს. ისინი ასევე აღნიშნავენ, რომ აჭარაში თამბაქოს მსგავსი სახით გაყიდვა ხდება. „50 კაცამდე იყო მოსული. არაფერი უთქვამთ. მოხვეტეს პირდაპირ და წაიღეს. დავალება გვაქვს ასეთიო. სასამართლოდან დაგიკავშირდებიანო.  თუ მაგრები არიან აჭარაში შევიდნენ და იქედან წაიღონ“,_ ამბობენ მოვაჭრეები „გურია ნიუსთან“ საუბრისას. როგორც შემოსავლების სამსახურის  ბრძანებაშია ნათქვამი, დათვალიერების პროცედურის გახორციელება საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამეგრელოს, გურიისა და ზემო სვანეთის სამმართველოს თანამშრომელბს ევალებათ და 29 თებერვლის ჩათვლით უნდა გახორციელდეს და მიზნად ისახავს აქციზური მარკებით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის წარმოებისა და მიწოდების წესების დარღვევის ფაქტების გამოვლენას. შეგახსენებთ, რომ თამბაქოს რეალიზაციაზე დაწესებულ ცვლილებებს საპროტესტო აქციები მოჰყვა ქედაში. როგორც ფინანსთა მინისტრმა მაშინ განაცხადა, თამბაქოს დაბეგვრაზე გამონაკლისის დაწესება არ ... ...
  • პრემიერ-მინისტრის კომენტარს სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვასაქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებას,  რომ ქუთაისში მდებარე საქართველოს პარლამენტის შენობას გაყიდიან, სამოქალაქო აქტივისტების პროტესტი მოყვა. ქუთაისში სამოქალაქო მოძრაობის “დატოვე პარლამენტი ქუთაისში “ ინიციატივით აქციას გაიმართა. აქციის მონაწილეები მთავრობის გადაწყვეტილებას, ქუთაისში პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით , აპროტესტებენ. მათი განცხადებით, პარლამენტის გაყიდვა საბოლოო განაჩენია ქუთაისისთვის. სამოქალაქო მოძრაობის წევრებს მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების” ხელისუფლება და პირადად ბიძინა ივანიშვილი მიზანმიმართულად ებრძვიან ქუთაისის განვითარების პერსპექტივას. აქციაზე გაჟღერდა მოძრაობის მოქმედების გეგმა. აქტივისტები იბრძოლებენ იმისთვის, რომ ქუთაისში წარმატებული საარჩევნო კამპანია აწარმოონ მხოლოდ იმ პოლიტიკურმა ძალებმა, რომლებიც თავიანთ პროგრანაში ქუთაისისთვის საპარლამენტო ქალაქის სტატუსის დაბრუნებას შეიტანენ. აქციის მონაწილეებს პოლიტიკური პარტიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეუერთდნენ. გიორგი გახარიამ ქუთაისის პარლამენტის შენობის გაყიდვასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან გუშინ კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. “ქუთაისში პარლმანეტის შენობის გაყიდვას ვაპირებთ და ეს პროცესი ეკონომიკის სამინისტროს დაწყებული აქვს. ქუთაისი სულ მალე იქნება უზარმაზარი საგანმანათლებლო ცენტრი, რომლის მნიშვნელობაც ქალაქისთვის იქნება ბევრად უფრო მეტი, ვიდრე პარლამენტი. გარდა ამისა, ამ შენობასაც ექნება დატვირთვა, მან უნდა შეიძინოს ეკონომიკურად უფრო მიმზიდველი ფუნქცია. ქუთაისისთვის მომავალი რა შეიძლება იყოს?  განათლება, მედიცინა, ტრანსპორტირება და კიდევ ბევრი რამე და არა მხოლოდ პარლამენტი“,_  განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრის დროს გიორგი ... ...
  • აჭისწყლის ხეობაში, კარიერის ირგვლივ, კვლავ ხმაურია ეკოდამცველი ირმა გორდელაძე, ფეისბუქგვერდზე, „გადავარჩინოთ გურიის მდინარეები“, კვლავ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ  ახლახან ლიხაურის ტერიტორიაზე,  მდ. აჭისწყლის ხეობაში,  შპს  „კავკაზ ცემენტ ჯორჯია" ჩუმად იპარავდა ქვიშას.   „დავადექი პირადად ფაქტზე.  გაჰქონდათ ინერტული მასალა და იქვე ახლო ტერიტორიაზე ასაწყობებდნენ.   ამ კომპანიას ლიხაურმა უარი უთხრა, არ დავუშვებთ, რომ გაიტანონ ინერტული მასალა“, _ წერს გორდელაძე. სოფელ ლიხაურის მკვიდრი, ქალბატონი თინა დობორჯგინიძე ამბობს, რომ აპირებენ სარჩელი შეიტანონ და პასუხი აგებინონ ყველას, ვისაც ეკუთვნის. _ ახლა აჭისწყლის ხეობაში, „კავკაზ  ცემენტ ჯორჯია“, როგორც მისი წარმომადგენელი გვეუბნება, ნებართვით არის შესული და მართლაც, მათ აქვთ ლიცენზია. თუმცა,  დაუშვებელია ახლა იქ ღორღის  ამოღება. გაფუჭდა, რაც გასაფუჭებელია. გავა ცოტა ხანი, ადიდებული მდინარე წალეკავს ყველაფერს და იტყვიან, სტიქიააო. ყველაზე დიდი სტიქია ადამიანია. ეს არის არა ღორღის ამოღება, არამედ ფულის ამოღება. მალე სარჩელს შევიტანთ, დოკუმენტაცია მოგროვებული გვაქვს და იმედია, მანამდე მაინც შეაჩერებენ მუშაობას, _ თქვა ქალბატონმა თინამ „გურია ნიუსთან“. ჩვენ ასევე დავუკავშირდით „კავკაზ ცემენტ ჯორჯიას“ წარმომადგენელს, გელა დუმბაძეს, რომელიც თავის მხრივ აცხადებს, რომ ის ფლობს ლიცენზიას,  შაბათ-კვირას ისვენებს, ორშაბათიდან კი აჭისწყლის კარიერზე მუშაობას გააგრძელებს. _შპს „კავკაზ ცემენტ ჯორჯია“ ამერიკული კომპანიაა. გვაქვს ლიცენზია, რომელიც ორი წლის წინ მივიღეთ. ვმუშაობთ წესების სრული დაცვით.  ჩვენ მოვიპოვებთ მასალას ქვის სამსხვრევი საამქროსთვის და ბეტონის ქარხნისთვის. ოზურგეთის მუნიციპალიტეტში სკოლების თუ სხვა მშენებლობები რაც არის, ჩვენ  ვაკეთებთ.  ასევე ვეწევით  ქველმოქმედებასაც და არაფერს ვაშავებთ. ყველანაირ არგუმენტირებულ მოლაპარაკებაზე მზად ვართ, რასაც მოსახლეობა შემოგვთავაზებს. გამოჰყონ ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს  გააკეთებს, ნახავს, რას და როგორ ვიღებთ. მზად ვართ, დავაფინანსოთ კიდეც ისინი, -  გვითხრა გელა დუმბაძემ. დიდი ალბათობით, ორშაბათს, 24 თებერვალს,  აღნიშნულ კარიერზე დაპირისპირება კვლავ მოსალოდნელია, რადგან ლიცენზიის მფლობელი კომპანია მუშაობის გაგრძელებას გეგმავს. ... ...
  • ჩოხატაურში, სოფელ ონჭიკეთში სახლი დაიწვა_ რით დაეხმარება ადგილობრივი ხელისუფლება ოჯახს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ონჭიკეთში ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. შემთხვევის ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი იყო მობილიზებული. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება. როგორც „გურია ნიუსს“ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ირაკლი კუჭავამ განუცხადა, ადგილობრივი ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს დაეხმარება. „ჩვენი წარმომადენელი უკვე შეხვდა დაზარალებულლ ოჯახს. ადგილობრივი ხელისუფლება პირველ რიგში აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთების შესაძენად  დაეხმარება.  ამის შემდეგ კი, სამშენებლო მასალის გამოყოფაზე ვიმსჯელებთ“, – განაცხადა ირაკლი კუჭავამ. ჩოხატაურის მერის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დაზარალებული ოჯახი უმეტესად ქუთაისში იმყოფება. „ოჯახში მამა იყო. შვილები ქუთაისში არიან, თვითონაც ხშირად ქუთაისშია. თუ თვითონ იტყვის, რომ სხვა საცხოვრისი არ გააჩნია, ამ შემთხვევაში გავიყვანთ ქირით“, _ გვითხრა ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...