სკოლაში ბავშვის მისაღებ ასაკზე განათლების სამინისტრო იმსჯელებს

gurianews.com

საზოგადოება

სკოლაში ბავშვის მისაღებ ასაკზე განათლების სამინისტრო იმსჯელებს

2014 იან 21 10:08:06

 

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ  კვლევის  მიხედვით,  ამ  ასაკში  ბავშვები  საგანმანათლებლო  პროცესთვის  მზად არ  არიან,  გაკვეთილზე  კონცენტრაცია  უჭირთ,  მოუსვენრობენ,  ზოგიერთს  ეძინება  და  ა. შ.  სწორედ ამიტომ სკოლაში ბავშვის მიღების ასაკის განსაზღვა შედის ის საკითხთა ნუსხაშიც, რომელსაც სამინისტრო  ზოგადი  განათლების  სტრატეგიაზე  მუშაობის დროს განიხილავს. საკითხთან დაკავშირებით სამინისტრო სხვადასხვა  ქვეყნების  გამოცდილებას  ეცნობა და საჭიროების შემთხვევაში სიახლეს განახორციელებს. სტრატეგიის  საჯარო  განხილვა  თებერვლიდან დაიწყება.

ჩვენ დავინტერესდით რას ფიქრობენ ამ საკითხზე სკოლის დირექტორები, მასწავლებლები და მშობლები, რამდენად გამართლებულია ბავშვის 5 წლის ასაკში მიყვანა? ამ კითხვით 24-ე საჯარო სკოლის დირექტორს გია მურღულიას მივმართეთ.

"5წლის ასაკში სასკოლო აქტივობებისთვის მზად არის ბავშვთა არაუმეტეს 10 პროცენტივინც მზად არის,მათთვის სათანადო გარემოს შექმნაა საჭირო - ეს გარემო არ გულისხმობს ექვწლიანებთან ერთად ყოფნასგარდა ამისა ხუთწლიანებს ცალკე სპეციფიკური სახელმძღვანელო და სწავლების ადაპტირებული მეთოდიკა სჭირდებათ.

 როდესაც ხუთწლიანთა მიღება დაკანონდამართალიაზოგიერთმა დაძლია პროგრამამაგრამ მათაცპ რობლემები ჰქონდათ თანაკლასელებთან ურთიერთობისა და თვითგამოხატვისას", _ გვითხრა გია მურღულიამ.

სკოლაში მისვლის პირველი დღიდან ბავშვებთად დაწყებითი კლასების პედაგოგები არიან და ყველაზე მეტად მათ შეუძლიათ თქვან რამდენად გაამართლა 5 წლიანების პირველ კლასში მიღებამ.

ინგა მოდებაძე (დაწყებითიკლასისპედაგოგი): კლასში5 წლიანებიც მყავს და 6 წლიანებიც. არის რამდენიმე 5 წლის ბავშვი, რომელიც არაფრით ჩამოუვარდება მის 6 წლიან კლასელებს, მეტიც, უფრო მეტად გამოირჩევიან აკადემიური მოსწრებით, აქტივობით და პროგრამის ათვისების თვალსაზრისით, მაგრამ ასეთები მხოლოდ ერთეულები არიან. ეს ყველაფერი დამოკიდებულია თავად ბავშვზე, მის წინასასკოლოგანვითარებაზე, მაგრამ საერთო სურათის გათვალისწინებით უმჯობესია სკოლაში 6 წლის ასაკში მივიღოთ ბავშვები. 5 წლის ბავშვს უჭირს გაკვეთილზე ჯდომა და კონცენტრაცია. კარგი იქნება თუ განათლების სამინისტრო ამ ცვლილებას განახორციელებს.

ნატალია გობრონიძე (მშობელი): მეორი შვილი მყავს. უფროსი მე-3კლასშია, უმცროსი კი პირველკლასელია. უფროსი 6 წლის შევიდა სკოლაში, პატარა კი 5 წლის. 5 წლის ასაკში შევიდა სკოლაში ჩემი დისშვილიც.ბავშვები ერთ კლასში არიან და ვხედავ განსხვავებას. ჩემს დისშვილსუჭირს გაკვეთილების მომზადება, განსაკუთრებით წერა, ჩემმა რომ გითხრათ, რომ ვერ დაძლია პროგრამა და რაიმე გართულებები გვაქვს, არ იქნება მართალი, მაგრამ მე ამას უფრო ვუკავშირებ უფროსი დის სკოლის პერიოდს, როცა უმცროსი გვერდით ეჯდადა მასთან ერთად სწავლობდა ლექსებს, წერდა და ასოებს კითხულობდა. ასე რომ არ მომხდარიყო, ნამდვილად გაგვიჭირდებოდა, მე ვხედავ როგორ უჭირთ მის თანატოლ კლასელებს. სწავლის მხრივ არა, მაგრამ ჩემს შვილს გაკვეთილზე გაძლება უჭირს, სკოლიდან მოსული კი უკვე დაღლილია და თუ არ დავაძინე, გაკვეთილებს ვერ მოამზადებს. ამიტომ, როგორც მშობელი ახლა ვფიქრობ  უკეთესი იქნებოდა ესეც უფროსის მსგავსად 6 წლის ასაკში შემეყვანა სკოლაში. ყველაფერი გასათვალისწინებელია ამ დროს-ბავშვისფსიქიკა, ფიზიკური მომზადების დონე, გონებრიობა.5 წლის ბავშვი ჯერ კიდევ არ არის გამოსული საბავშვო ბაღის ატმოსფეროდან და ბევრ შემთხვევაში ისე ენტრებაის გარემო, რომ ცდილობს სკოლა ბაღს დაამსგავსოს.

პედაგოგთა უმეტესობა ბავშვის სკოლაში მისაღები ასაკის დაწევას უარყოფითად აფასებს. აღნიშნულ თემაზე 2012 წელს სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსიტუტმა ჩაატარა კვლევა საშუალო განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმების შესახებ და საჯარო სკოლის პედაგოგთა დამოკიდებულება გამოიკვლია. გამოკითხულ პედაგოგთა 81.4% მინიმალური სასკოლო ასაკის დაწევას 5 წლამდე უარყოფითად აფასებს. უნდა აღინიშნოს, რომ კვლევების მიხედვით,

უარყოფითი შეფასების ველში ექცევა კიდევ ერთი საკითხი-12 წლიანი ზოგადი განათლების შემოღება (63.8%) და ინგლისური ენის სავალდებულო სწავლება პირველი კლასიდან (56.1%). პედაგოგები იმედოვნებენ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრი განათლების სტრატეგიაზე მუშაობის დროს აღნიშნულ საკითხებში ცვლილებებს შეიტანს.




 ახალი ამბები
  • ოზურგეთში სტაფილოსფერი შენობა დაჯარიმდაქალაქის ცენტრში, ახალაშენებულ შენობაში, რომელშიც საფინანსო ორგანიზაცია “კრედო“ შევიდა, დაჯარიმდა. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსის შალვა გაბრიჩიძის ინფორმაციით, დაჯარიმდა მშენებელი. მისივე თქმით, პროექტში იყო სხვადასხვა დარღვევა, რის გამოც 500-ლარიანი ჯარიმა გამოიწერა. ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით,  დაწუნებული იქნა შენობის ფერიც, რასაც ქალაქში აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. “მარტო ფერზე არ არის საქმე, როგორც გითხარით, პროექტში იყო დარღვევები. მე, როგორც მაქვს ინფორმაცია, ეს პირველადი ფერია და გადაიღებება“, _ თქვა შალვა გაბრიჩიძემ. მკითხველებს შევახსენებთ ეს ის ადგილია, სადაც ადრე ბილბორდი იყო ილიას უკვდავი სიტყვებით _ „სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა ... ...
  • გააქვს თუ არა მოსახლეობას განვადებით მაღაზიიდან პურისფქვილი, შაქარი და მაკარონი“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი ბესო ქათამაძე სოციალურ ქსელში პოსტს წერს, რომელშიც ამბობს, რომ მოსახლეობა მაღაზიებში კვების პროდუქტებზეც განვადებას აკეთებს.  “გურიაში ხალხი ისე გაღარიბდა, მაღაზიებიდან პურისფქვილი განვადებით გააქვთ“, _ წერს ქათამაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე. ოზურგეთის ერთ-ერთ მაღაზიაში “გურია ნიუსს“ დაუდასტურეს, რომ კვების სხვადასხვა პროდუქტზე განვადების სისტემა მუშაობს. “დიახ, სიმართლეს შეესაბამება ეს ინფორმაცია. ვისაც პრობლემა არ აქვს მიკროსაფინანსო ორგანიზაციებთან, მაღაზიებიდან განვადებით გააქვს შაქარი, პურისფქვილი, მაკარონი, ზეთი... პროდუქტი 100 ლარზე მეტი ღირებულების უნდა იყოს, რომ განვადებით გაიტანო. მე, როგორც ვიცი, რვა თვის შემდეგ ხდება გადახდა.  ეს კეთდება იმ მომხარებელზე, ვინც კარგი გადამხედელია. ჩვენს მაღაზიაშიც შეიძლება ამის გაკეთება“. ამავე მაღაზიაში გვეუბნებიან, რომ პროდუქტებზე განვადება 6 წელზე მეტია მოქმედებს. “გურია ნიუსი“ დაუკავშირდა “კრედო ბანკის“ ოზურგეთის ფილიალის ხელმძღვანელს ჯაბა გუნთაიშვილს.  როგორც გუნთაიშვილმა გვითხრა, განვადების პროგრამით სარგებლობენ „კრედო ბანკის“ მომხარებლები, თუმცა ასეთი სახის განვადებაზე საპროცენტო განაკვეთი დიდი არ არის. “თითქმის 2 წელია მოქმედებს ეს პროგრამა. ღვინის დაყენების დროს მოგვმართავენ და შაქარი გააქვთ ჩვენი კონტრაქტორი მაღაზიებიდან“, _ გვითხეა ჯაბა გუნთაიშვილმა. ჩვენთვის, ასევე,  ცნობილი გახდა, რომ მაღაზიის მეპატრონეები,  პროდუქტს ერთი თვის ვადით ნისიად გასცემენ, ერთი თვის შემდეგ კი საბაზრო ფასს ემატება პროცენტი. თუმცა, ამასთან დაკავშირებით მაღაზიის მეპატრონებმა საუბარი არ ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი - დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები...დროა, გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს, რომ საარჩევნო პლაკატებისთვის იყოს სპეციალური ადგილები ან გამოვიყენოთ სარეკლამო ბანერები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა გიორგი ვაშაძის ბრალდებას, რომ დედაქალაქში მხოლოდ ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატების პლაკატები ირეცხება. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მისი გადაწყვეტილებით, თბილისში არც ერთი მისი საარჩევნო პლაკატი არ არის. როგორც პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა აღნიშნა, ის სარეკლამოდ მხოლოდ ბანერებს იყენებს. „ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი არც ერთი პლაკატი არ არის თბილისში, ვიყენებ მხოლოდ დიდ ბანერებს. დიდი ხანია ვფიქრობ ამაზე და მომხრე ვარ, რომ ჩვენი ქალაქი ასეთი პლაკატებით არ დავაბინძუროთ. დროა, რომ გადავიდეთ ევროპულ ფორმატზე, რაც გულისხმობს პლაკატებისთვის სპეციალურ ადგილებს ან ბანერების გამოყენებას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • სალომე ზურაბიშვილი სენაკში ამომრჩევლებს შეხვდა (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...
  • “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს” (R) “კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომელიც საქართველოს აღდგენილ დამოუკიდებლობას წარმოადგენს”, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა სენაკში მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, სახელმწიფო სიმბოლიკის შეცვლას არ აპირებს. „თუ წინსვლა გვინდა, უნდა ვიცოდეთ ჩვენი ისტორია. ჩემს კაბინეტში, რომელსაც პრეზიდენტობის შემთხვევაში დავიკავებ, მსურს, რომ სიმბოლურად ის სამფეროვანი დროშა იყოს, რომლითაც გავიზარდე, რომლითაც თქვენ იბრძოდით და, რომელიც წარმოადგენს აღდგენილ დამოუკიდებლობას, რისთვისაც იბრძოდნენ ქართველები. სახელმწიფო სიმბოლიკას არ შევცვლი, ის ერთხელ შეიცვალა. თუ გვსურს ნამდვილ სახელმწიფოს დავემსგავსოთ და გავაძლიეროთ, არ შეიძლება, წამდაუწუმ შეიცვალოს სახელმწიფოს სიმბოლიკა. მე უბრალოდ მსურს, გვერდიგვერდ იდგას ძველი დროშა, დამოუკიდებლობის, წარსულის, მეხსიერების სიმბოლო, სახელმწიფო დროშა, რომელიც აღარ უნდა შეიცვალოს და დარჩეს დღევანდელი სახელმწიფოსა და სამომავლო გაძლიერების, დამოუკიდებლობის დროშად და ევროკავშირის დროშა, როგორც სიმბოლო ჩვენი ერთადერთი გზის, პერსპექტივის, რომელიც ღრმად არის ჩვენს ღირებულებებში, რადგან ნებისმიერი ქართველი ევროპელია. თუ ევროპელს აქვს იგივე ფასეულობები, რაც ქართველებს, სხვათა შორის, ჩვენთან ცოტა უფრო კარგად არის ეს ფასეულობები შენარჩუნებული, ვიდრე ევროპის ზოგ ქვეყანაში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ... ...

არქივი

ზაფრანი

„უიღბლო“ ამერიკელი

კონექტიკუტის შტატში მცხოვრებმა ჩარლზ დადლიმ...

ახლო მეგობარი მოდელები

რატომღაც მივეჩვიეთ, რომ სამოდელო ბიზნესში...

რა დაგიცავთ ავი თვალისგან

ვერძმა სამოსში აუცილებლად უნდა შეიტანოს...

რატომ ტირიან მამაკაცები საკუთარ ქორწილში

მამაკაცები ხშირად მალავენ გრძნობებს, ალბათ...

დილით დასვენებულმა რომ გაიღვიძოთ…

ორგანიზმი ძილის დროს ახალგაზრდავდება, დუნდება...

ადამიანის იღბალი და მობილური ტელეფონის ნომერი

რიცხვების მაგია უძველესი დროიდან იღებს...
კარმიდამო ჩემი

ლობიოს რაგუ ბასკურად

ესპანური სამზარეულო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო...

გავამრავლოთ ქოთნის ყვავილები

შემოდგომის დასაწყისი, ოქტომბრის ბოლომდე, ქოთნის...

ბულგარული წიწაკის საწებელი ნედლი მწავანილეულით

მრავალგვარ საწებელს შორის, ჩვენს მიერ...

როგორ მოვამზადოთ წათხი

ყველის წათხის მოსამზადებლად საჭიროა: ერთი...

დანდური _ მხალეული, მწნილი, სამკურნალო მცენარე

ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარე დანდური საქართველოში...

ბოსტნეულის შენახვის რა მეთოდს იყენებდნენ წინაპრები

შემოდგომის დასაწყისიდან ყველა დიასახლისი ამზადებს...

როგორ დავიცვათ სიმინდი ფაროსანასგან

აზიური მავნებლის ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის...

როგორ ამოვიცნოთ ინსულტი

ინსულტი 21–ე საუკუნის კიდევ ერთი...

"ყვავილებში ნაპოვნი ენერგია ჩაის აღორძინებაში დამეხმარება"

ფატი გრიგალაშვილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

ვის აძლევთ ხმას საპრეზიდენტო არჩევნებზე?