წერილი რედაქციას

საზოგადოება

წერილი რედაქციას

3 აგვ. 2011, 08:06:08

ეს იდეა ერთი წლის წინ გამიჩნდა. აჭარაში ვცხოვრობ და გამალებულ ტურისტულ კამპანიაში, როგორც ტელევიზიის თანამშრომელი, მეც ვარ ჩაბმული. ხშირად მახსენდებოდა ჩემი ბავშვობის კურორტები. ჯერ ეს მსუბუქი ნოსტალგია იყო. მერე, შინაგანი პროტესტი (დიახ, ამ სიტყვას ხშირად ვხმარობ, მაგრამ პოლიტიკურად დამუხტული ჟურნალისტების გასაგონად არა). ეს პროტესტი იყო საკუთარი თავის მიმართ. ჩართული ვარ აჭარის კურორტების პოპულარიზაციაში. რატომ არ შეიძლება დრო და ენერგია, თუნდაც, არ ვიქნები თავმდაბალი და, ჩემი ნიჭი, კრეატული გონება გურიასაც ვარგუნო? ეს იდეაც უცებ დაიბადა. რამდენიმე ფოტოკონკურსის ორგანიზებაში მივიღე მონაწილეობა და, გამოცდილება, კონტაქტები მქონდა. აქამდე ჟურნალისტ შორენა ღლონტის წერილშიც სწორად წერია. თუმცა, იმან გამაკვირვა, ჟურნალისტს, რომელიც ფოტოტურის იდეას დადებითად აფასებდა და ამას ჩვენს ერთადერთ სატელეფონო საუბარში სამჯერ მაინც გაუსვა ხაზი, სრულიად არაშემოქმედებითი მხარეები აინტერესებდა. მე ნაკლებად, რადგან ბათუმის პარამეტრებით განსაზღვრულ პროექტში ორმაგი თანხა მქონდა დათვლილი და შესაბამისად, ორმაგ ჰონორარსაც ვითხოვდი ჩემთვის. არჩევანის წინაშე დავდექი _საქმე თუ ადექვატური ჰონორარი.Mმე საქმე ვარჩიე და აქ ენთუზიაზმთან ერთად მეგობრობის წილიც იყო. მეგობრები დამიდგნენ გვერდით და ხუთის ნაცვლად 9 ფოტოგრაფი დავადექით გზას. მე ეს შესანიშნავი აქცია მეგონა _ ჩვენ, ნიჭიერ ადამიანთა ამხელა გუნდი ფოტოაპარატებით შევესიეთ გურიას და კარგი ნანადირევიც გამოგვივიდა.

 

იმდენი მადლობა მქონდა სათქმელი იმ ადამიანების მიმართ, უანგაროდ რომ გვმასპინძლობდნენ გზადაგზა და მხოლოდ მათი წყალობით რომ მოხერხდა ამ თანხად მაქსიმალური პირობების შექმნა შემოქმედებით მივლინებაში მყოფი ადამიანებისთვის. ახლა ვერიდები, რადგან ცოტა შემეშინდა.

ძალიან ვეცადე, გაბრაზებული წერილი არ გამომსვლოდა. მკაცრად უნდა შევნიშნო აშკარად უმცროს კოლეგას, რომ ჩემი ინტერვიუს ჩანაწერი ან არაპროფესიონალიზმის შედეგია, ან ჟურნალისტური ეთიკის უგულვებელყოფის, ან,Oორივე ერთად. ვწუხვარ. მე პროტესტი მაქვს, რომ მაღალმხატრულმა ფოტოშემოქმედებამ კი არა, ჩვეულებრივმა ქრონიკამ არ შემოინახა სტაროვერების ურეკი. მე მხიბლავს ჩემი ბავშვობის ეს ესთეტიკა და აქვე, ჩემდა სამწუხაროდ, აღვნიშნე, რომ პროტესტი გამიჩნდა ქვების შენობების გამო. თუმცა, იქვე დავძინე, რომ ეს ურეკი, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, შესაძლოა, მომავალი თაობის ნოსტალგია გახდეს, მაგრამ ჩვენ ახლა ეს არ გავაკეთეთ, ჩვენ გადავიღეთ კურორტი პროექტის სათაურის მიხედვით და ქვიშაზე დავწერეთ (აქ მაქსიმალურ ყურადღებას ვითხოვ) სარეკლამო ფრაზები და არა საპროტესტო (წერილში კი წერია, რომ მე საპროტესტო ნოტები ქვიშაზე დავწერე. აშკარად არ მიცნობს _ პროტესტს არც ქვიშაზე ვწერ და არც წყალს ვატან). დაბეჭდილ ფოტოებზე ეს წარწერები შესანიშნავად იკითხება და დამთვალიერებელი საკუთარი თვალით იხილავს ამას. დასკვნასაც ჟურნალისტის ეთიკის თუ პროფესიონალიზმის შესახებ აქვე გააკეთებს.

ეს ფაქტის კონსტატაციაა, ახლა კი, ორიოდ სიტყვა ეთიკის შესახებ. გაზეთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის განკარგვით ინტერესდება. ოფიციალური სატელეფონო დიალოგი კორესპონდენტსა და რესპონდენტს შორის სწორედ ამას შეეხებოდა. მას აინტერესებდა, რატომ დაფინანსდა პირველ რიგში გასულ 4 პროექტთან ერთად კიდევ რამდენიმე. მათ შორის, ბრიზი მთაში. ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი საკრებულოს უფროსისგან მიუღია, რაც წერილშივე იკითხება _Mგამოჩნდა დამატებითი შემოსავლები და რამდენიმე კეთილი საქმე გაკეთდა. მათ შორის, ნამდვილი დღესასწაული შედგა _ მურმან ჯინორიას მონოსპექტაკლი. მე დიდი ხანია, არ მინახავს ასე ერთიანი ემოციით შეძრული აუდიტორია. ვფიქრობ, არც ურეკის ბრიზი იყო მიმზიდველობას მოკლებული ბახმაროში. მე მომეჩვენა, რომ რადგან საკრებულოსთან ყველაფერი რიგზე აღმოჩნდა, უსაგნო კრიტიკას მოწყურებული ჟურნალისტი მიმდინარე ემოციური დიალოგის დეტალებს გამოედევნა და აქაც არაკომპეტენტურად, არაეთიკურად თუ გამიზნულად ჩასაფრებულად. მაშინ რატომ არ დაიბეჭდა ჩემი დადებითი შეფასება საგრანტო სისტემის ნოვაციაზე? რატომ არაფერი ითქვა იმაზე, რომ არასამთავრობო სექტორის ინტერესების გათვალისწინებით ბევრი რამ ჩასწორდა პროექტებში და, რომ ეს დემოკრატიაა?

სამაგიეროდ, ერთი რიგითი დამსვენებლის (ანუ, ჩემი) ემოციური დამოკიდებულება წარსულთან, პერსონალური კონფლიქტი მოგონებასა და არსებულს შორის იქცა სულ სხვა მოტივით დაწერილი წერილის აქცენტად? რატომ უსაფრდება გაზეთი მართლაც უპრეცედენტო დამოკიდებულებას კულტურული პროექტების მიმართ, ნუთუ საგაზეთო პოლიტიკას ისეთი ვიწრო გაგებები აწარმოებენ, რომ ასეთი აქციების ორგანიზებას ერთჯერადი დახმარებების გაცემას უპირისპირებენ? მე ვიცნობ რედაქტორს და ამის დაჯერება არ შემიძლია. იქნებ, ყველაფრის უკან რამე ამბიციური ინტერესი იმალება? მე ვამბობ, რომ ბათუმში არ მომწონს ახლადრესტავრირებული ეროვნული ბანკის შენობა. ეს იმას ნიშნავს, რომ მენატრება ასლანისდროინდელი ბათუმი? სამაგიეროდ, ძალიან მომწონს პიაცა, ევროპის მოედანი, დუმბაძის ქუჩა. თუ ის მირჩევნია, ბახმაროში დაფხავებული სახლების ნაცვლად ახალი არ აშენდეს? მაპატიე, კოლეგა, მაგრამ ჟურნალისტური ეთიკა პერსონალური დიალოგის გამოქვეყნებას არ გვკარნახობს. მით უმეტეს, სუბიექტურად.

... და რა გამოვიდა? ერთი წლის განმავლობაში თავს ვალდებულად ვგრძნობდი, გურიის უნიკალური კურორტების პოპულარიზაციაში მიმეღო მონაწილეობა, პროექტის დაფინანსება ბიუჯეტს ვთხოვე, დავხარჯე დრო და ენერგია და ერთი ჟურნალისტის მეცადინეობით ეს ყველაფერი ანტირეკლამას მოვახმარე!

მე ახლა გაცილებით მძაფრი პროტესტი მაწუხებს და ეს ჟურნალისტის ნდობის საკითხთან დაკავშირებით გამიჩნდა. თუ ამას ოპოზიციონერობას არქმევთ, ეგეც პოზიციაა და ჟურნალისტს არ ეკადრება. მედია ობიექტური უნდა იყოს და კარგისთვის კარგის დარქმევა არ უნდა უარყოს, თორემ მკითხველი, რომლის მარადიული დაკვეთა სიმართლეა, არც თქვენს კრიტიკას დაიჯერებს.

ლალი ბერძენიშვილი

რედაქციისგან: მკითხველისთვის რომ გასაგები იყოს, თუ რაზეა საუბარი, შევახსენებთ, რომ გაზეთ "გურია ნიუსში" დაიბეჭდა მასალა, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ საგრანტო კონკურსის დარღვევით გამართვას შეეხებოდა. სტატიას, ჯერ ხელისუფლების წარმომადგენლების, ამჯერად კი გრანტის ერთ-ერთი მიმღების საპასუხო წერილები მოჰყვა. ქალბატონი ლალი ბერძენიშვილის მიერ გადმოგზავნილ საპასუხო წერილს ზედმიწევნით უცვლელად გთავაზობთ. არც ვრცელი კომენტარით ვაპირებთ შეგაწყინოთ თავი, რადგან მკითხველი თავად გაარჩევს, ვის რა ინტერესი ამოძრავებს, რა "ვიწრო გაგებები აწარმოებენ საგაზეთო პოლიტიკას" და "რატომ უსაფრდება გაზეთი მართლაც უპრეცედენტო დამოკიდებულებას კულტურული პროექტების მიმართ".

რაც შეეხება "პერსონალურ დიალოგებს"; ჟურნალისტის მიერ რესპონდენტთან ღიად და წესის დაცვით გაკეთებული ჩანაწერის სრული ვერსია რედაქციაში ინახება. დასანანია, რომ საგაზეთო ფორმატის შეზღუდულობის გამო, სრული ჩანაწერის დაბეჭდვა შეუძლებელი იყო, რადგან ბევრი საინტერესო რამ გაზეთს მიღმა დარჩა. თუმცა, შესაძლებელია, რესპონდენტის სურვილის შემთხვევაში, აუდიოჩანაწერის გაზეთის ვებ-გვერდზე განთავსება. ასე მკითხველი უკეთ განსჯის, შეცვალა თუ არა ჟურნალისტმა რესპონდენტის ნააზრევი.

საგაზეთო მასალაში არსად იყო ნათქვამი, მოგვწონს თუ არა დაფინანსებული პროექტების შინაარსობრივი მხარე და ამიტომაც, ამ თემაზე მხატვრული წიაღსვლები სრულიად უადგილოა. დიახ, მიუხედავად იმისა, მოგვწონს თუ არა პროექტების შინაარსობრივი მხარე, ჩვენ გვაინტერესებს როგორ, რა პრიორიტეტის მიხედვით და რაში იხარჯება საქართველოს მოქალაქეების მიერ გადახდილი გადასახადებით შედგენილი ბიუჯეტი. თქვენს ჟურნალისტურ ეთიკას და ობიექტურობას აკმაყოფილებს ამ საკითხის მარტივი გადაწყვეტა _ "ამ კითხვაზე ამომწურავი პასუხი საკრებულოს უფროსისგან მიუღია, რაც წერილშივე იკითხება _ გამოჩნდა დამატებითი შემოსავლები და რამდენიმე კეთილი საქმე გაკეთდა".

ჩვენ კი მიგვაჩნია, რომ ყველაფერს კანონი, პროცედურა, სამართალი, სახელმწიფოებრივი ინტერესი და მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინება აწესრიგებს.

და ბოლოს, გაზეთი "გურია ნიუსი", ბევრი მედიასაშუალებისგან განსხვავებით, ახლაც, ასლან-ედუარდის, ზვიად გამსახურდიას დროსაც, ყოველი მხრიდან (მათ შორის, კოლეგების!) თავდასხმების მიუხედავად, ობიექტურობისა და დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის იბრძოდა. მრავალგზის, მრავალფეროვანი შემოთავაზების და შესაძლებლობის მიუხედავად, პოლიტიკური ელიტის (არც ხელისუფლებაში მყოფის და არც ოპოზიციაში ჩამდგარის!) ნავში ჩასკუპება არასდროს მოგვინდომებია მიუხედავად იმისა, რომ მთლად უნიათოები და უნიჭოები არც ჩვენ გახლავართ. მადლობა ღმერთს, რომ ამას მკითხველი კარგად ხედავს, ამიტომაც მისი ნდობა და წყალობა არასდროს მოგვკლებია.

ყველას თავისი საკეთებელი და თვალსაწიერი აქვს. ამიტომ, ზედმეტი დიდაქტიკა, რომელიც, სამწუხაროდ, შეურაცხყოფის ზღვარს ხშირად გადადის, ჩვენთვის სრულიად მიუღებელია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჟურნალისტის მოვალეობა, არა რომელიმე კამპანიაში ჩაბმა, არამედ, მუდმივი მონიტორინგია და მოდარაჯეებსაც ამიტომ გვიწოდებენ. ჩვენ ამ გზით ვივლით და თქვენც, ქალბატონო ლალი, გულწრფელ წარმატებებს გისურვებთ "გამალებულ ტურისტულ კამპანიაში", რომელშიც, როგორც აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი, თქვენც ყოფილხართ ჩაბმული.




 ახალი ამბები
  • ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, რამდენიმე მგზავრი დააჯარიმეს ქუთაისში პირბადის არ ქონის გამო, საზოგადოებრივ ტრანსპორტში მსდხომი რამდენიმე მგზავრი დაჯარიმდა. ინფორმაცია ამის შესახებ "გურია ნიუსს" ერთ-ერთმა წყარომ მიაწოდა. "სამგზავრო მიკროავტობუსში ვისხედით და პატრულმა გაგვაჩერა. რამდენიმე მგზავრს პირბადე არ ეკეთა და დააჯარიმეს. სავარაუდოდ, მათ პირბადის არ ქონა, 20 ლარი დაუჯდათ", _ ამბობს ... ...
  • "სასტუმროს მეპატრონეები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ" _ ჭიჭინაძე  "თუ ქვეყანაში ფორსმაჟორია, თუ ვირუსი მძვინვარებს, მაშინ ფორსმაჟორი უნდა გამოცხადდეს მცირე მეწარმეებთან მიმართებაშიც და ადამიანები წელს გადასახადებისგან უნდა გათავისუფლდნენ!  მცირე სასტუმროების მეპატრონეებს იმ  დრომდე უნდა გადაუვადდეთ გადასახადი, სანამ არ აღდგება ის სიტუაცია, რაც იყო კორონამდე საქართველოში!“ - აცხადებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე და იმ უმძიმეს სურათზე და პრობლემებზე საუბრობს, რაც განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში ტრიალებს და განსაკუთრებით ტურისტული სეზონის ჩავარდნის შედეგად. „ხელისუფლება ვითომ პროცენტების რაღაც ნაწილი სუბსიდირების ინიციატივით გამოვიდა, მაგრამ შედეგად მივიღეთ ის, რომ აქიდანაც სარგებელს ისევ კომერციული ბანკები მიიღებენ. რადგან, 1. ადამიანი, რომელიც 200 ლარიან დახმარებას  იღებს, 6 თვის თავზე ბანკი საპროცენტო განაკვეთს 9%-დან 13%-მდე უზრდის! 2. თუ სექტემბრის ბოლოს არ აქვს ადამიანს ვალდებულების გადახდის საშუალება, ნოემბრის ბოლოს  როგორ ექნება, თან გაზრდილის?!“ - აცხადებს ჭიჭინაძე. ... ...
  • სასკოლო კრებებზე დაუშვებელია მოსწავლეების აკადემიური მოსწრებისა და ყოფაქცევის საჯარო განხილვასახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აცხადებენ, რომ ბავშვების პერსონალური მონაცემების დაცვა განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს, რადგან ისინი ნაკლებად აცნობიერებენ რისკებს და შედეგებს, რაც შესაძლოა, მათი მონაცემების არაკანონიერ დამუშავებას მოჰყვეს. „ბავშვების პერსონალური მონაცემების არასწორი მოპოვება, გამოყენება, მესამე პირისთვის გაზიარება ან/და გასაჯაროება შესაძლოა, გახდეს ბავშვის დისკრიმინაციისა და ბულინგის მიზეზი. სწორედ ამიტომ სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და მშობლები განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მოეკიდონ ბავშვის პერსონალურ მონაცემებს, პატივი უნდა სცენ მის პირად ცხოვრებას და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში იმოქმედონ ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით“, – აცხადებენ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს რეკომენდაციებს როგორც სკოლებისთვის, ასევე მოსწავლეებისა და მშობლებისთვის. აღნიშნულ რეკომენდაციებში განსაკუთრებით არის გამოყოფილი სასკოლო კრებების საკითხი. „სასკოლო კრებები ეფექტური საშუალებაა, რათა მასწავლებლებმა და მშობლებმა ერთობლივად განიხილონ სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი და საორგანიზაციო საკითხები. დაუშვებელია კრებებზე კონკრეტულ მოსწავლეებთან დაკავშირებული ისეთი საკითხების საჯარო განხილვა, როგორიცაა აკადემიური მოსწრება, ყოფაქცევა და ა.შ., რადგანაც ამ საკითხების განხილვამ შესაძლოა, შელახოს მოსწავლეების უფლებები. მაგალითად, მოსწავლის ქცევის ნეგატიურ კონტექსტში განხილვამ შეიძლება შელახოს მოსწავლის ღირსება, გამოიწვიოს თანატოლებში, მშობლებსა და მასწავლებლებში მის შესახებ სტერეოტიპული დამოკიდებულების ჩამოყალიბება, უარყოფითად იმოქმედოს მოსწავლის ჩართულობაზე სასწავლო პროცესში და კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს მისი უფლება მიიღოს განათლება თანაბარი შესაძლებლობების პირობებში. მეორე მხრივ, განსაკუთრებით პოზიტიურ კონტექსტში განხილვა შესაძლოა, გახდეს მოსწავლეთა შორის დაპირისპირების და ზოგ შემთხვევაში მოსწავლეზე ფსიქოლოგიური ზეწოლის მიზეზიც“, – აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ ... ...
  • ცესკო-მ 31 ოქტომბრის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრაკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, 31 ოქტომბრის არჩევნების კენჭისყრის დღისთვის, საარჩევნო ღონისძიებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ დადგენილება გამოსცა. დადგენილების მიხედვით, კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირი პირბადის გარეშე კენჭისყრის შენობაში არ დაიშვება, ხოლო კენჭისყრის შენობაში ყოფნა დასაშვებია მხოლოდ პირბადის გამოყენებით. ამასთან, ამომრჩეველი ვალდებულია, დროებით მოიხსნას პირბადე, კენჭისყრის ოთახში ამომრჩეველთა ნაკადის მომწესრიგებელი კომისიის წევრისთვის საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის წარდგენის დროს; ამასთან, ამომრჩეველთა რეგისტრატორი კომისიის წევრის მიერ საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში ან საქართველოს მოქალაქის პასპორტში აღნიშნული ამომრჩევლის სარეგისტრაციო მონაცემების ამომრჩეველთა სიაში არსებულ მონაცემებთან შესაბამისობის შემოწმების დროს; თუმცა, პირბადის გამოყენება არ მოეთხოვება პირს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, რაც დასტურდება სამედიცინო/ექიმის ცნობით. დადგენილების მიხედვით, ამომრჩევლებს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდებათ. ყველა სხვა პირს კი, ვინც კენჭისყრის შენობაში შევა, სავალდებულო თერმოსკრინინგის გავლა მოუწევს. ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში 5 წუთიანი განმეორებითი თერმოსკრინინგისას ცხელების კვლავ დადასტურების შემთხვევაში, პირი კენჭისყრის შენობაში არ ... ...
  • როგორ არის გაკრული "ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის პლაკატები ნაძალადევშისაქართველოში საპარლამენტო არჩევნების ჩატარებამდე სულ ცოტა დრო რჩება. „გურია ნიუსი“ გთავაზობთ, თბილისში, გურამიშვილის გამზირზე გადაღებულ ფოტოებს, სადაც "ქართული ოცნების" მაჟორიტარობის კანდიდატის, მიხეილ ყაველაშვილის საარჩევნო პლაკატებია გამოსახული. ცნობისთვის,ყაველაშვილი ამომრჩეველთა ხმების მოსაპოვებლად კენჭს ნაძალადევის რაიონში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...