"ობიექტის სიძველე სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს და არა ერთადერთს"

საზოგადოება

"ობიექტის სიძველე სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს და არა ერთადერთს"

31 იან. 2014, 12:26:19

 

"კულტურული მემკვიდრეობის კანონით დაცვა სახელმწიფოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს. შესაბამისად, ხელისუფლებამ მისი დაცვისა და მომავალი თაობებისთვის შენარჩუნების მიზნით ყველა შესაძლო ღონისძინება უნდა გაატაროს.

ბოლო პერიოდში მედია საშუალებებში აქტიურად შუქდებოდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე გერმანელი და ქართველი მეცნიერების მიერ გამოვლენილი და შესწავლილი პრეისტორიული ხანის მაღაროს ირგვლივ განვითარებული მოვლენები. მეცნიერთა ნაწილის აზრით,  მაღარო უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ ის დღემდე გამოვლენილ, პრეისტორიულ ოქროს მაღაროთაგან უძველესია მსოფლიოში და ძვ.წ.აღ.  IV-III  ათასწლეულებით თარიღდება.

ბუნებრივია, საია ვერ შევა დისკუსიის იმ ნაწილში, რომელიც სცილდება საკითხის სამართლებრივ მხარეს და შესაბამისი დარგის სპეციფიკურ ცოდნას საჭიროებს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ მაშინ როცა არქეოლოგები და გეოლოგები საყდრისი-ყაჩაღიანის რეალურ ღირებულებაზე დაობენ, უაღრესად საგულისხმოა 2014 წლის 27 იანვარს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში არქეოლოგ გოდერძი ნარიმანიშვილის მიერ საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტის შესახებ გაკეთებული განცხადება. კერძოდ, საუბარია იმაზე, რომ არქეოლოგის ინფორმაციით, მიმდინარე წლის 8 იანვარს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თხოვნით სხვა სპეციალისტებთან ერთად უშუალოდ იმყოფებოდა საყდრისში. მისივე ინფორმაციით, იმ ადგილას სადაც წლების განმავლობაში ქართულ-გერმანული ექსპედიცია მუშაობდა და სადაც უძველესი შახტები და ადრე ბრინჯაოს ხანის მასალებია გამოვლენილი, დღეს მიწით არის შევსებული. მორღვეულია ქართულ-გერმანული ექსპედიციის მიერ 2013 წელში ობიექტზე გათხრილი ორი ახალი შესასვლელი.

როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, დღევანდელი მდგომარეობით საყდრისი-ყაჩაღიანის ობიექტს მოხსნილი აქვს როგორც  კულტურული მემკვიდრეობის, ასევე არქეოლოგიური  ზონის დაცვის სტატუსები. მიუხედავად ამისა, საყდრისი-ყაჩაღიანი მაინც რჩება არქეოლოგიური ობიექტად. თუმცა, მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული გარემოება სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ობიექტის დაცვას.  

მიგვაჩნია, რომ იმ ფონზე როდესაც, ერთი მხრივ, დღემდე სხვადასხვა მხარეს შორის მიმდინარეობს დავა ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების შესახებ, ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამისი დარგის სპეციალისტებს არ ეძლევათ არქეოლოგიური ობიექტის მონახულების საშუალება და პარალელურად უკვე ვრცელდება ინფორმაცია არქეოლოგიური ობიექტის შესაძლო სახეცვლისა და დაზიანების შესახებ, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილება, რომლის თანახმადაც, "თუ ვერ ხერხდება ობიექტის რაობის სრულყოფილი განსაზღვრა,  ასევე, როდესაც მის ისტორიულ ან კულტურულ ღირებულებასთან დაკავშირებული მონაცემები გადამოწმებას ან დამატებით შესწავლას საჭიროებს, მინისტრი უფლებამოსილია მაინც შეიტანოს ობიექტი კულტურული მემკვიდრეობის ობიექტთა სიაში".

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიერ შესაბამისი ბრძანების გამოცემა და ობიექტის კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეტანა ავტომატურად გამოიწვევს საქართველოს კანონმდებლობით ძეგლის მიმართ დადგენილი რეჟიმის გავრცელებას, რაც არსებითად გაზრდის საყდრისი-ყაჩაღიანის დაცვის შესაძლებლობას. ამასთან, გონივრული იქნება თუკი შეიქმნება გამოცდილი ექსპერტებითა და სპეციალისტებით დაკომპლექტებული საერთაშორისო კომისია, რომლის დასკვნის საფუძველზეც რეალურად დადგინდება საყდრისი-ყაჩაღიანის კულტურული ღირებულება.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, "ობიექტისათვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების საფუძველს წარმოადგენს მისი ისტორიული ან კულტურული ღირებულება, დაკავშირებული მის სიძველესთან, უნიკალურობასთან ან ავთენტიკურობასთან". შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ სათანადო კვლევებისა და დასკვნების საფუძველზე საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე მდებარე პრეისტორიული ხანის მაღარო არ აღმოჩნდება მსოფლიოში ყველაზე ძველი, ეს გარემოება თავისთავად არ უნდა გახდეს ობიექტისთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოება, რადგანაც ობიექტის სიძველე სტატუსის მინიჭების ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს და არა ერთადერთს."




 ახალი ამბები
  • როდიდან აღდგება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობათბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობას, სავარაუდოდ, ივნისის დასაწყისში გაანახლებს. მერის განცხადებით, ტრანსპორტის ამუშავებისთვის აუცილებელია მითითების მიღება, თუ როგორი უნდა იყოს წესები ეპიდემიის დროს. „ზუსტი თარიღი უცნობია.  ჩვენ არ გვაქვს ეს ინფორმაცია. დღეს საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, სადაც პირადად მე დავსვი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამუშავების საკითხი, რადგან ძალიან დიდი მოთხოვნაა საზოგადოებაში. ველოდებით მითითებებს, ჯერ არანაირი მითითება არ არის ჩვენთან შემოსული. თუ როგორ უნდა იყოს წესები საზოგადოებრივ ტრანსპორტის მუშაობის დროს, ხალხმა როგორი წესებით უნდა ისარგებლოს ავტობუსით, მეტროთი, მიკროავტობუსით მგზავრობის დროს და ა.შ.“_ თქვა კალაძემ ... ...
  • საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად მასშტაბური ღონისძიებები წელს არ გაიმართება. ამის მიზეზი ეპიდვითარება და ხალხმრავლობის თავიდან აცილებაა. პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს სახელმწიფო უწყებები სხვადასხვა ფორმატის მცირემასშტაბიანი ღონისძიებებით აღნიშნავენ. პრემიერ-მინისტრი კი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე. „26 მაისი ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის უმნიშვნელოვანესი თარიღია. მოგეხსენებათ, ბოლო წლების განმავლობაში 26 მაისი გახდა მასშტაბური საერთო სახალხო ზეიმი, რომელშიც ათასობით ჩვენი მოქალაქე მონაწილეობდა. წელს, მსოფლიო პანდემიიდან გამომდინარე, ამ მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნა განსხვავებული ფორმატით გვიწევს. ხალხმრავლობის თავიდან აცილების მიზნით, წელს 26 მაისის აღსანიშნავი მასშტაბური ღონისძიებები არ გაიმართება. სახელმწიფო უწყებები დამოუკიდებლობის დღეს სხვადასხვა ფორმით აღნიშნავენ. რაც შეეხება საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრი 26 მაისს საქართველოს თავდაცვის ძალებთან ერთად აღნიშნავს, ვაზიანის მე-4 მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე“, _  განაცხადა ... ...
  • დროა, ვიფიქროთ ფორს-მაჟორის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე- ნიკა მენოგნიშვილისაქართველოში ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით განხორციელებულმა ღონისძიებებმა, მთლიანად შეცვალა არა მხოლოდ სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, არამედ, დამატებით, დღის წესრიგში დააყენა ფორს-მაჟორული გარემოებების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის აუცილებლობა, რაც პირდაპირაა დაკავშირებული შრომით-სამართლებრივ და სახელშეკრულებო ურთიერთობებში მხარეთა უფლება-მოვალეობების განსაზღვრის საკითხთან. შესაბამისად, ჩვენ ვეთანხმებით, რომ დროა, ვიფიქროთ ფორს-მაჟორის საკანონმდებლო მოწესრიგებაზე და შესაძლებლობების ტრანსფორმირებაზე - აღნიშნულის შესახებ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტმა, ნიკა მენოგნიშვილმა განაცხადა. ნიკა მენოგნიშვილის შეფასებით, ფორს-მაჟორი, როგორც პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოება, პროფესიულ წრეებსა და კანონმდებლებს შორის განხილვის საგნად უნდა იქცეს. COVID 19-ის შედეგებიდან გამომდინარე ურთიერთობებმა აჩვენა, რომ საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში ფორსმაჟორის ტერმინის ლეგალური დეფინიციის არარსებობა, სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს და ცნების განსაზღვრა, ფაქტობრივად, მხარეთა ნების ავტონომიაზეა მინდობილი. ფორს-მაჟორის ცნების ლეგალური დეფინიციის საჭიროება პასუხობს თანამედროვე სამართლებრივი პრობლემატიკის გამოწვევებს და ორიენტირებული იქნება წინასწარ განუსაზღვრელი შედეგების თავიდან აცილებაზე. „ახალგაზრდა ადვოკატების“ განმარტებით, მხარეები, რომლებიც პანდემიის პირობებიდან გამომდინარე შეცვლილი გარემოებების გამო სადავო საკითხებზე სასამართლოს მიმართავენ და ვალდებულების შეუსრულებლობის ცალკეული შემთხვევები დასაბუთებული იქნება დაუძლეველი ძალის არსებობით, უნდა გაითვალისწინონ, რომ სარჩელის წარდგენამდე, საჭიროა შეცვლილი გარემოებების გამო, ვალდებულების გადავადებასა ან პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებაზე მხარეთა შორის არსებობდეს წერილობითი მიმოწერა და შესრულების შეუძლებლობა ექცეოდეს 2020 წლის 21 მარტიდან - 22 მაისის მდგომარეობით, საქართველოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების ფარგლებში. შესაბამისად, დასაბუთება უნდა გამომდინარეობდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 398-ე მუხლის ნორმატიული შინაარსიდან, რომლის თანახმადაც, თუ ის გარემოებები, რომლებიც ხელშეკრულების დადების საფუძველი გახდა, ხელშეკრულების დადების შემდეგ აშკარად შეიცვალა და მხარეები არ დადებდნენ ამ ხელშეკრულებას ან დადებდნენ სხვა შინაარსით, ეს ცვლილებები რომ გაეთვალისწინებინათ, მაშინ შეიძლება მოთხოვილ იქნეს ხელშეკრულების მისადაგება შეცვლილი გარემოებებისადმი. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცალკეულ გარემოებათა გათვალისწინებით, ხელშეკრულების მხარეს არ შეიძლება მოეთხოვოს შეუცვლელი ხელშეკრულების მკაცრად დაცვა. ნიკა მენოგნიშვილის განცხადებით, საქართველოს სასამართლო პრაქტიკაში ფორს-მაჟორი და დაუძლეველი ძალა იდენტურ ცნებებადაა გაგებული. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 23 ივლისის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში აღინიშნა, რომ ფორს-მაჟორის, როგორც დაუძლეველი ძალის არსებობის შემთხვევაში, შეუძლებელია ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, ფორსმაჟორული სიტუაცია წარმოიქმნება მხარეებისგან დამოუკიდებლად და წარმოადგენს ისეთ ობიექტურ გარემოებას, როდესაც გამოირიცხება მოვალის ბრალი. დაუძლეველი ძალის შეფასებისას მნიშვნელოვანია, თუ რამდენად იყო დაუძლეველი ძალის მიზეზების თავიდან აცილება შესაძლებელი კონკრეტულ სამართლებრივ ურთიერთობაში. როგორც ცნობილია, ქვეყანაში ფორს-მაჟორული მდგომარეობის დამოწმებას საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა ახორციელებს და მთლიანად დამოკიდებულია მტკიცების ტვირთსა და კონკრეტულ მდგომარეობის შინაარსზე. „ახალგაზრდა ადვოკატები“ შენიშნავს, რომ პანდემიის შედეგად, ფორს-მაჟორის ლეგალური დეფინიციის შემოტანის შემთხვევებს ადგილი აქვს ცალკეულ კანონქვემდებარე აქტებში, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში მხარეთა სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგების დროს. კერძოდ, ცვლილება შევიდა „ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილებაში, „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2008 წლის 18 სექტემბრის №20 დადგენილებაში და განისაზღვრა, რომ ამ წესების მიზნებისთვის, ფორს-მაჟორს წარმოადგენს ისეთი დაუძლეველი ძალა, როგორიცაა: მიწისძვრა,  წყალდიდობა,  ეპიდემია, სახელმწიფო გადატრიალება, საგანგებო მდგომარეობა და სხვა, რომლებიც არ არის დამოკიდებული საწარმოზე და არ ექვემდებარება მის კონტროლს, გააჩნია წინასწარ გაუთვალისწინებელი ხასიათი, შეუძლებელი იქნებოდა მისი თავიდან აცილება და რომელთა გამოც საწარმო ვერ ასრულებს წესებით გათვალისწინებულ პირობებს. ფორსმაჟორი უნდა დადასტურდეს კომპეტენტური ორგანოს მიერ, მათ შორის, გამოცხადებული უნდა იყოს მასობრივი  ინფორმაციის საშუალებებით. შესაბამისად, განხორციელებულმა ცვლილებებმა კიდევე ერთხელ ხაზი გაუსვა იმ სამართლებრივ პრომლემატიკას, რაც ფორს-მაჟორის ცნების არარსებობას უკავშირდება კერძო სამართალში. „ახალგაზრდა ადვოკატები“ მზადყოფნას გამოთქვამს, საკითხზე შემდგომი დისკუსიისა და პროფესიულ წრესთან ერთად აქტიური კონსულტაციებისთვის, ვინაიდან მოხდეს არსებული გამოცდილებისა და შედეგების შემდგომი საკანონმდებლო ... ...
  • როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 მაისს საქართველოში შენარჩუნებული იქნება შედარებით ცივი და ნალექიანი ამინდი. 26 მაისიდან კი გამიდარებს და დათბება. 27-28 მაისს სითბოს ფონზე მხოლოდ ცალკეულ რაიონში შესაძლოა ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა 26 მაისს საქართველოს დაბლობსა და ბარში +23, +28 გრადუსია მოსალოდნელი, ხოლო 27-28 მაისს +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში დღეს იწვიმებს, 26 მაისიდან კი უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა 26-27 მაისს +25, +27 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 28 მაისს +31 გრადუსამდე ... ...
  • ოზურგეთში "მაგნიტის" ქსელის მაღაზია გაქურდესქალაქ ოზურგეთში “მაგნიტის“ სუპერმარკეტების ქსელის მაღაზია გაქურდეს. “მაგნიტის“ თანამშრომლები ქურდობის ფაქტს ადასტურებენ, მაგრამ დეტალებზე არ საუბრობენ. “გურია ნიუსის“ ინფორმაციით, მოპარულია 5 ბოთლი ალკოჰოლური სასმელი. “გურია ნიუსი“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის კომენტარს მიღებისთანავე ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...


რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?