76 ლიცენზიანტიდან 38-ს დაჯარიმება ემუქრება

საზოგადოება

76 ლიცენზიანტიდან 38-ს დაჯარიმება ემუქრება

6 აგვ. 2011, 09:06:12
ჩვენი გაზეთის წინა ნომერში ვწერდით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიაში, მდინარე ნატანებთან გახსნილი კარიერის შესახებ. დღეს თემას განვაგრძობთ და "გურია ნიუსის" კითხვებს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსი ნიკოლოზ ნოზაძე პასუხობს.

_ ბატონო ნიკოლოზ, რამდენი კარიერია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე?

_ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულია სულ 76 კარიერი.

_ აქედან რამდენია ლიცენზირებული?

_ ყველას აქვს ლიცენზია. ჩვენი მონაცემებით ასეა.

_ ანუ ყველაფერი წესრიგშია?

_ ზოგიერთს აქვს დარღვევა _ 76-დან დასაჯარიმებელი გვყავს 38 ლიცენზიანტი.

_ შეგიძლიათ, გვითხრათ, კონკრეტულად რა სახის დარღვევებზეა საუბარი და ვის ეხება ეს დარღვევები?

_ ეს არის ლიცენზიის პირობების დარღვევა. წინასწარ ვერ დავაკონკრეტებ.

_ მაშინ თქვენ დაგვპირდით, რომ გვაჩვენებდით შპს "ბლექ-სი გრუპის" ლიცენზიას.

_ "ბლექ-სი გრუპს" ნამდვილად აქვს ლიცენზია.

_ გვაჩვენეთ.

_ შემიძლია, გამონაკლისი დავუშვა და გაჩვენოთ ხელშეკრულება, რომელიც მაშინ გაფორმდა, როდესაც ლიცენზია გადაეცათ ოფიციალურად. ჩვენს სააგენტოს ჰყავს პრესსამსახური და თუ ასეთი კონკრეტული შეკითხვები გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ, დაუკავშირდეთ. სიმართლე გითხრათ, არ შეიძლება ის, რასაც თქვენ მთხოვთ. მოდის ჟურნალისტი და მეუბნება: _ მე ამ ლიცენზიის ნახვა მინდა და მაჩვენეთ. არ მაქვს მე ამის უფლება.

_ ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, აღნიშნული შპს მხოლოდ ბრძანების საფუძველზე მუშაობს. ეს არ არის კანონდარღვევა? ეს იყო შპს "კახაბერი-2009", რომელმაც გაყიდა კარიერი და ახლა მფლობელი არის შპს "ბლექ-სი გრუპი", რომელიც ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ლიცენზიის გარეშე მუშაობს.

_ არ არის კანონდარღვევა. შეუძლია, იმუშაოს ბრძანების საფუძველზე. აქვს ამის უფლება. მე ეგ სპეციალურად ვიკითხე.

_ ესე იგი, კანონიერია?

_ კი.

_ ლიცენზიების გაცემა რამდენად უზრუნველყოფს გარემოს უსაფრთხოებას და თქვენ მიერ ტარდება თუ არა მონიტორინგი, მდინარეზე არსებული ხიდების მდგომარეობაზე? თუ შეუძლია მდინარეებს ნატანის ბუნებრივად შევსება და რამდენად მოახდენს ეს პროცესები გავლენას შავი ზღვის სანაპიროზე?

_ ბუნებრივი რესურსების სააგენტო ერთი თვეც არ არის, რაც ჩამოყალიბდა. იმიტომ გამოვაცხადეთ ვაკანსია მონიტორინგის სამსახურში _ აღარ გვყავს თანამშრომლები. ახლა ვიწყებთ ყველაფერს. არ გვყავს მონიტორინგის თანამშრომელი, რომ გავუშვათ იქ, ხომ ხვდებით, არა? ახლა ვატარებ კონკურსს იმიტომ, რომ მივიღო ის სპეციალისტები, რომლებიც ქვიშა-ხრეშის ამოღების ზიანის გაანგარიშებაზე მონიტორინგს გაწევენ.

_ მერიაში მოსახლეობას 50 ჰექტრამდე საყანე ფართობები წაართვა მდინარემ და საშიშროება კვლავ ემუქრებათ. შეიძლება, სასაფლაოც წაიღოს წყალმა. სოფელ ოზურგეთშიც, კიტა მეგრელიძის ქუჩაზეც იგივე პრობლემაა.

_ რადგან ლიცენზია არის გაცემული, თავისთავად, სპეციალისტების მიერაა შეფასებული ყველაფერი. დათვალიერებული და შესწავლილია ეგ ადგილები. ტყუილად ლიცენზიას არავინ გასცემდა. თუ ლიცენზია ისე გასცეს, რომ ტერიტორია შესწავლილი არ ჰქონდათ, ეგ უკვე სხვა მიმართულებაა და მკაცრად დაისჯებიან ისინი, ვინც ეს გააკეთა. დღესდღეობით არ ხდება, რომ ვიღაცამ ყალბი ლიცენზია გასცეს. მაგრამ კიდევ გეტყვით, რადგან ჩემი სამსახური ახლა ყალიბდება, მე როცა სპეციალისტებს მოვიწვევ და მონიტორინგის სამმართველო ჩამოყალიბდება, გავუშვებ ჩემს სპეციალისტებს ჯპს-ით (არის ასეთი დანადგარი), რომლებიც განსაზღვრავენ არის თუ არა სალიცენზიო პირობების დარღვევა, გადაცილებულია თუ არა თავის ტერიტორიას. მაშინ ის ორგანიზაცია თავისთავად დაჯარიმდება და ჯარიმასთან ერთად, ზარალის ანაზღაურებაც მოუწევს. ასეთ შემთხვევებში, დიდ ჯარიმებზეა საუბარი.

_ ანუ შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ შემოდგომაზე დიდი ჯარიმების სერია დაიწყება და მოსახლეობის მოთხოვნებს გაითვალისწინებთ?

_კი, აუცილებლად გავითვალისწინებთ მოსახლეობის მოთხოვნებს და შემოდგომაზე სერიოზული მუშაობა წავა. კიდეც გითხარით, რომ 38 ლიცენზიანტი უნდა დავაჯარიმო. ვეცდები, ძალიან მოკლე ვადებში აღმოვფხვრა ეს პრობლემები.

_ ალბათ, იცით, რომ კარიერები არსებულ ხიდებთან 20 კმ-ით უნდა იყოს დაშორებული. გარდა ამისა, ზიანდება ასფალტის საფარი, რკინიგზის გადასასვლელები და ა. შ.

_ გზის დაზიანების შესახებ, უკვე ვესაუბრე გამგეობის წარმომადგენელს, მითითებაც მივეცი, რომ მოდის კარიერიდან მანქანა და აბინძურებს გზას. უკვე ჯარიმებს უწერენ. ადრე ეს საქმე ეხებოდა გარემოს დაცვის ინსპექციას, ახლა თვითმმართველ ორგანოს უკვე შეუძლია, დააჯარიმოს და ოქმი ამოწეროს. ტვირთის მოცულობაზეც არის დაწესებული სტანდარტები, რომ გზა არ დაზიანდეს. მით უმეტეს, ზაფხულში მაღალი ტემპერატურაა და ასფალტის საფარი მეტად ზიანდება, ტალღოვანი ხდება.

"გურია ნიუსთან" საუბარში ექსპერტი რევაზ გეთიაშვილი ამბობს, რომ კარიერების თემა და პრობლემა სერიოზულია და ვიღაც კონკრეტული ადამიანებისა და კომპანიების ინტერესებს ეწირება მოსახლეობის ინტერესები, ზიანდება ინფრასტრუქტურა:

_ თუ ორგანიზაციას არ აქვს აღებული შესაბამისი ლიცენზია, მაშინ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე. ლიცენზიები როგორ გაიცემა, ეს ცალკე საკითხია _ ისინი ძალიან ხშირად არასწორად გაიცემა. ქვიშა-ხრეშის არასწორი მოპოვების მავნე ზემოქმედება ძალიან ხშირია, ირღვევა ბუნებრივი პროცესი და იქ არსებული ტერიტორია მიაქვს მდინარეს. არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო ბაზა, რომ ქვეყანაში იყოს დადგენილი ადგილები, სადაც კატეგორიულად იქნება აკრძალული კარიერების ამუშავება.




 ახალი ამბები
  • პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა დავით ჭაკუას გადმოყვანა განახორციელესსპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან საქართველოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძებნილ დავით ჭაკუას (სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი) გადმოყვანა განახორციელეს. დავით ჭაკუას 2013 წლის 8 იანვრის დადგენილებით დაუსწრებლად წარედგინა ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის: 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით); 25,1443 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, "ბ“, „დ“, „ე“ ,„ზ“ და „დ“ ქვეპუნქტებით (პატიმართა არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის მიზნით წაქეზება, რაც გამოიხატა პატიმართა დამცირებაში, იძულებაში, მათ არაადამიანურ, ღირსებისა და პატივის შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებაში, რაც მათ ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი მოხელის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ჯგუფურად დაკავებულის მიმართ და შეკვეთით); 25,145-ე მუხლით (დანაშაულთა პროვოკაციის მიზნით წაქეზება); 3691-ე მუხლის მე-3 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შესახებ სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულებების ფალსიფიკაციის მიზნით წაქეზება); 372-ე მუხლის მე-2 ნაწილით (მოწმეზე ზემოქმედების განხორციელება, რაც გამოიხატა მოწმის იძულებაში ცრუ ჩვენების მისაცემად, რასაც ერთვის მისთვის და მისი ახლო ნათესავისთვის ძალადობა და სხვა მუქარა) გათვალისწინებული დანაშაულებისათვის. ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 28 ოქტომბრის განაჩენით დავით ჭაკუა ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“, „ბ“, „დ“ ,„ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ განესაზღვრა 3 წლითა და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა. დავით ჭაკუას მიმართ 2013 წლის 27 თებერვლიდან გამოცხადებული იყო საერთაშორისო ძებნა ინტერპოლის წითელი ცირკულარით. 2019 წლის 20 დეკემბერს საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დავით ჭაკუას ექსტრადიციის შუამდგომლობით მიმართა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს. საქართველოს გენერალური პროკურატურის შუამდგომლობა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მხარის მიერ სრულად დაკმაყოფილდა 2020 წლის 17 ივნისს. საქართველოს იუსტიციის, შინაგან საქმეთა და საგარეო საქმეთა სამინისტროების და გენერალური პროკურატურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, მიუხედავად კოვიდ19-ის ვირუსით განპირობებული გამოწვევებისა, შესაძლებელი გახდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სამართალდამცავ ორგანოებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მსჯავრდებულის ბერლინიდან საქართველოში ესკორტირების მიზნით. მსჯავრდებული თავდაპირველად მოთავსებული იქნება პენიტენციური სისტემის სპეციალურ სამედიცინო საკარანტინო სივრცეში. 21-დღიანი საკარანტინე პერიოდის შემდეგ, ის გადაყვანილი იქნება იმ პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელშიც მოიხდის ... ...
  • “იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე“შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელში 19 წლის გიორგი შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს. “პირველ რიგში, უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ 18 ივნისს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით და ვუსამძიმრებ ოჯახს. ვადასტურებ, რომ ამ საქმის ერთ-ერთი დაზარალებული, ფოტოგრაფი იაკობ ბრეგვაძე არის ჩემი ნათესავი, უფრო ზუსტად მამაჩემის დის შვილიშვილი. დაზარალებულის დამნაშავედ გამოცხადება არ მიკვირს იმ ადამიანებისგან, ვინც წლების მანძილზე, უმძიმეს დანაშაულში მხილებული თანაგუნდელების უდანაშაულობას უმტკიცებდა საზოგადოებას. იაკობ ბრეგვაძე ამ საქმეში არის დაზარალებული და ამ რეალობას ვერაფერი შეცვლის. ის ერთადერთია რომელმაც პოლიცია გამოიძახა. ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავ, როგორ ხდება მის მიმართ ცრუ ინფორმაციების გავრცელება და როგორც ჩანს ახლა ახალი კამპანიის აგორება არის გადაწყვეტილი. ამასთან ერთად, მოსალოდნელი სპეკულაციების თავიდან აცილების მიზნით, თავს ვალდებულად ვთვლი, საჯაროდ განვაცხადო, რომ იაკობ ბრეგვაძის ამ საქმესთან შემხებლობის შესახებ, მე მხოლოდ 22 ივნისს, მისი დედისგან შევიტყვე, რის გადამოწმებაც, უმარტივესად არის შესაძლებელი. არ გამოგივათ! იაკობ ბრეგვაძე დაზარალებულია! დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველა კითხვას გასცემს პასუხს.“ - წერს ნინო ... ...
  • გომისმთაზე მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს (R)დაბა გომისმთაში მიწის ნაკვეთების რეგისტრაციასთან დაკავშირებით ოზურგეთის მერია განცხადებას ავრცელებს როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობის 2020 წლის 21 მაისს N825 განკარგულებით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში შეიქმნა დაბა გომისმთის დასახლება. შედეგად „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სსიპ „საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო“ მიმდინარე თვიდან დაბაში იწყებს მიწების სისტემურ რეგისტრაციას. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია გაფრთხილებთ, აღნიშნული პროცედურების დასრულებამდე თავი შეიკავოთ გომისმთის მიმართულებით სამშენებლო მასალების ტრანსპორტირებისგან მშენებლობების განხორციელების მიზნით! წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მიმართ გამოყენებული იქნება კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის ზომები,“-აღნიშნულია ... ...
  • კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის პატივისცემისაკენ მოუწოდებსკოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ მთავრობას მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესების შეწყვეტისა და ჟურნალისტთა პროფესიული გაერთიანების პატივისცემისაკენ მოუწოდებს ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები დაუშვებლად მივიჩნევთ მცდელობას სახელმწიფომ დასაჯოს და კონტროლის ქვეშ მოაქციოს მედიასაშუალებები. ვფიქრობთ, მსგავსს პრეცენდენტს ქმნის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ „საბოტაჟის“ მუხლით წარმოებული გამოძიება. რომელიც მიმართულია „მთავარი არხის“ სიუჟეტის შინაარსზე. მიგვაჩნია, რომ წამოწყებული პროცესით, კიდევ უფრო ღვივდება მედიის მიმართ უნდობლობა, და სახეზეა ცენზურის საფრთხე. გავრცელებული ინფორმაციით, სუს-მა „საბოტაჟის“ მუხლით გამოძიება 2020 წლის 16 მარტს უწყებაში შესული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში უსაფრთხოების სამსახური სწავლობს 2020 წლის 20 ივნისს, ტელეკომპანია „მთავარი არხის“ გადაცემა „შაბათის მთავარში“ გასულ სიუჟეტს, რომელიც ეხებოდა მარნეულის მუნიციპალიტეტში პანდემიის წინააღმდეგ სახელმწიფოს მიერ მიღებული ზომების პირობებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ უფლებამოსილებების შესაძლო ბოროტად გამოყენებას. გამოიკითხა სიუჟეტის ყველა ფიგურანტი და რესპოდენტი, ხოლო 2 ივლისს გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხიდან“ რეპორტაჟის დაუმონტაჟებელი ვიდეო მასალის გამოთხოვის თაობაზე უწყების შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მიგვაჩნია, რომ არსებული რეალობა საგანგაშოა მედიის თავისუფლებისათვის და კრიტიკულად მნიშვნელოვანია დროულად მოხდეს დაშვებული შეცდომების გამოსწორება.სიუჟეტში პროფესიული გადაცდომის ან უზუსტობების შემთხვევაშიც კი სახელმწიფო ვალდებულია პატივი სცეს მედიის თავისუფლების ფუნდამენტურ პრინციპებს და ჟურნალისტთა პროფესიული გადაცდომების კორექციის საჭიროებისას უნდა გამოიყენოს მედიის თვითრეგულირების მექანიზმი, ისევე როგორც ჟურნალისტთა კოლეგიურ გაერთიანება - საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია . კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გასცეს დირექტივა მედიის თავისუფლების და უსაფრთხოების დასაცავად. ვითხოვთ, დროულად შეწყდეს მედიის თავისუფლების წინააღმდეგ წამოწყებული პროცესები და გაშუქების დეტალებზე პროფესიული სიზუსტის გამოკვლევისათვის საქმე გადაეცეს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას ან /და შესწავლა დაიწყოს "მთავარი არხის" თვითრეგულირების მექანიზმის ... ...
  • ვინ არის 18 წლის ბიჭი, რომელიც მდინარე ტეხურუში დაიხრჩოცოტა ხნის წინ სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევში, მდინარე ტეხურაში 18 წლის ბიჭი გადავარდა. როგორც გაირკვა, ის ადგილობრივი მკვიდრია.~ როგორც "გურია "ნიუსთან" თვითმხილველები ამბობენ, ბიჭს, სავარაუდოდ, გული გაუსკდა. შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით აღძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცნობ თუ არა ქართულ მხატვრობას?

გამოიცანი, ვისია ეს ნახატი

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...