კარიერებს გარემოსთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვთ

საზოგადოება

კარიერებს გარემოსთვის ზიანის მეტი არაფერი მოაქვთ

2010 ნოე 26 21:02:37
საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის და შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, გახსნილია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კორუფციული სქემა.
ოფიციალური ინფორმაციით, "გამოძიების შედეგად, დაკავებულია და ბრალდებულად ცნობილი არიან ორგანიზებულ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები: საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე ხვიჩა პირველი, ტყის მართვის დეპარტამენტის უფროსი გოჩა ზეინკლიშვილი, ამავე სამინისტროს თანამშრომლები: ელგუჯა ქუტიძე, ვლადიმერ მინდიაშვილი, დავით ურთმელიძე და დანაშაულის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლაშა კლდიაშვილი.
დასახელებულმა პირებმა თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების გზით, ხელში ჩაიგდეს საქართველოში არსებული ინერტული მასალების კარიერების დიდი ნაწილი. კარიერები გააფორმეს თავისი ახლობლების სახელზე და სხვადასხვა შენიღბული ოპერაციებით მიიღეს დაახლოებით 7 მილიონამდე ლარის უკანონო შემოსავალი.
დანაშაული  11-დან 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს".
ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მიერ მნიშვნელოვნად გამარტივდა და გამჭვირვალე გახდა ის ადმინისტრაციული პროცედურები, რომელთა გავლა საჭირო იყო ლიცენზიის მისაღებად. "ერთი სარკმლის" პრინციპმა უამრავ დადებით მომენტებთან ერთად უარყოფითი ფაქტორებიც წარმოშვა, კერძოდ, საგანგაშო ვითარებაა ინერტული მასალების მოპოვების იმ მეთოდების გამოყენების გამო, რასაც იყენებს ის ფიზიკური და იურიდიული პირები, რომლებიც მდინარეთა კალაპოტებიდან აწარმოებენ ქვიშა-ხრეშის ამოღებას.
რა მდგომარეობაა სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების მხრივ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში და რატომ ხდებოდა ქვიშა-ხრეშის მოპოვება უკანონო გზით, ამის შესახებ "გურია ნიუსთან" საუბარში  ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის საკითხებში გურამ ბერძენიშვილი აღნიშნავს, რომ ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იქნა მიღებული მკაცრი პირობა, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი არ იყო ქვა-ღორღის მასიური მოპოვების ზონა. 
მისივე თქმით, მრავალწლიანმა დაკვირვებამ და გეოლოგიურმა გამოკვლევებმა დაადასტურეს, რომ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი მეწყერულ ზონაში იმყოფებოდა.
_ პერიოდულად ხდება მეწყერული მოვლენების გააქტიურება, რაც ანთროპოლოგიური ფაქტორებითაცაა გამოწვეული. ოზურგეთს ახალი  მეწყერული პროცესები ემუქრება. უკანასკნელ წლებში ტყეების, ქარსაფარი ზოლების, ჩაის პლანტაციების მასიური ამოძირკვით ნიადაგს გამოეცალა დამცავი სისტემები, რაც მეწყერული მოვლენების დაწყების საფუძველი გახდა; ამას დაერთო მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, კლიმატურ-გეოგრაფიული ფაქტორების გაუთვალისწინებლად, მიმდინარე წიაღისეულის მოპოვების მასიური კამპანია; ტერიტორიაზე 40- მდე კარიერია გახსნილი და ლიცენზიის მფლობელი ინდმეწრამეები ახმეტიდან, თიანეთიდან, თბილისიდან, რუსთავიდან აწარმოებენ მუნიციპალიტეტის მდინარეებიდან ამოღებული ქვა-ღორღის ბათუმის, ქობულეთის, ფოთის სამშენებლო სამუშაოებზე გაგზავნას, ხოლო მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ყოველწლიურად კარგავს შემოსავლების იმ ნაწილს, რაც განსაზღვრულია საქართველოს კანონით "ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის მოსაკრებლის შესახებ". ამასთან, მუნიციპალიტეტი მოკლებულია უფლებამოსილებას, ადმინისტრირება გაუკეთოს მოსაკრებლის გადახდას.
როგორც ბერძენიშვილი ამბობს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი ხრეშის მოპოვების დიდ კარიერედ იქცა, სოფელ ოზურგეთიდან სოფელ მერიამდე დაახლოებით 40-მდე ლიცენზიანტი მუშაობს: _ მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს გამოყოფილი აქვს 5-დან 15 ჰა-მდე ფართობი ქვა-ღორღის მოსაპოვებლად, ხრეშის ამოღება უშუალოდ მაინც მდინარის კალაპოტიდან წარმოებს. ირღვევა "სამთო მინაკუთვნის დამუშავების" უკვე დამტკიცებული პროექტი. სალიცენზიო ობიექტის უბნები საავტომობილო ხიდიდან, რომელიც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ბალანსზეა, დაშორებულია ისეთი მანძილებით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონს "საავტომობილო გზების შესახებ," რომლის თანახმად (მუხლი 22, პუნქტი1 ქვეპუნქტი "ვ") აკრძალულია ქვიშისა და ღორღის მოპოვება ერთი კილომეტრის მანძილზე ხიდების ზემოთ და ქვემოთ. მდინარე იცვლის კალაპოტს, იტაცებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს. მაგალითად, სპოტიეთის უბანში, ბოხვაურის მიწების მოსაზღვრედ, მიტაცებულია 3 ჰა ფართობი, ხოლო ორაფო-მერიის მიწებიდან 1, 8 ჰა, მიწის მფლობელებს დღეს ხელთ უპყრიათ მხოლოდ მიწის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები, უკვე არარსებულ მიწაზე.
ბერძენიშვილი დასძენს, რომ კარიერისთვის მიწის გამოყოფის ამჟამად არსებულმა ფორმებმა წაართვა საშუალება ადგილობრივ თვითმმართველობას, ლიცენზიის მფლობელებთან ჰქონოდათ მეტი საინფორმაციო ურთიერთობა და შეეზღუდათ მათი საქმიანობის შედეგად გარემოზე მიყენებული ზიანი და ამოეღოთ მეტი თანხები ადგილობრივი ბიუჯეტის სასარგებლოდ: _ უშედეგოა მათი მცდელობა, ეს პრობლემები მოაგვაროს გარემოს დაცვის ინსპექციისა და ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექციის მეშვეობით. ასეთ პირობებში კი ზიანდება გარემო და ზარალდება მუნიციპალიტეტი, რომელსაც შეიძლება დღეს წარმოქმნილი ეს სიძნელეები, შემდგომ უკვე გადაუჭრელ პრობლემად ექცეს. ასე, რომ  ეს ძალიან დიდი თემა და პრობლემაა, როგორც მოსახლეობისთვის, ისე ხელისუფლებისათვის და მოითხოვს სასწრაფოდ შესწავლასა და გადაწყვეტას.




 ახალი ამბები
  • „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ - რუსი ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენსაქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები და ტურისტები პარლამენტთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ტრანსფარანტებით „ჩვენ არ ვართ გავრილოვები“, „პუტინი ოკუპანტია“ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებენ. საქართველოში მყოფი რუსი ტურისტები მოგზაურობას უსაფრთხოდ განაგრძობენ და აცხადებენ, რომ სამაჩაბლო და აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა. 2008 წლის აგვისტოს ომი კი რუსეთის ამბიციის შედეგია. წყარო: ... ...
  • ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდებაქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზის ახალი ორზოლიანი მონაკვეთის მშენებლობა მომავალი წლის ბოლოს დასრულდება. ახალი ორი ზოლის აშენებით ქუთაისის შემოვლითი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, აღნიშნული გზის მშენებლობა სრულად სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარს ... ...
  • ყვითელი მიკროავტობუსები ახლებით უნდა შეიცვლება„ყვითელი მიკროავტობუსების მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს და ისინი ახლებით უნდა ჩანაცვლდეს“, _ ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ 16 ივლისს, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ მიკროავტობუსებმა, რომლებიც თბილისში 2011 წელს არის შემოყვანილი და მას შემდეგ ემსახურება დედაქალაქის მოსახლეობას, ყველანაირი რესურსი ამოწურა: „ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებას კომპანიასთან, რომ ძველი მიკროავტობუსები ახლებით ჩანაცვლდეს“, - ამბობს კახა კალაძე. თბილისის მერმა ისიც თქვა, რომ მიკროავტობუსები ივლის მხოლოდ და მხოლოდ იმ ქუჩებზე, სადაც 8 და 10 მეტრიანი ავტობუსენი ფიზიკურად ვერ შეძლებენ გადაადგილებას. და რომ სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ცნობა იმის თაობაზე, რომ მიკროავტობუსები მხოლოდ გარეუბნებში იმოძრავებს. „ჩვენ არასდროს დაგვიყვია ქალაქი ცენტრალურ უბნებად და გარეუბნებად, ეს მიდგომა ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის კატეგორიულად მიურებელია“, _ განაცხადა თბილისის ... ...
  • ყაზბეგში მთის წვერზე ჩარჩენილი მოქალაქეები მაშველებმა გადაარჩინესმაშველებმა  3 200 მეტრის სიმაღლეზე ყაზბეგში, მთის წვერზე ჩარჩენილი საქართველოს ორი მოქალაქე გადაარჩინეს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ 112-ში შევიდა ინფორმაცია, რომ  ყუროს წვერზე ორი ადამიანი იყო ჩარჩენილი, რომელთაგან ერთ-ერთი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გზის გაგრძელებას ვერ ახერხებდა. შეტყობინების მიღებისთანავე შემთხვევის ადგილზე გავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების, ყაზბეგის სამაშველო ჯგუფების მაშველები. რთული რელიეფის და მანძილის სიშორის გამო სამაშველო ოპერაციაში შინაგან საქმეთა სამინიტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ამ დროისთვის ორივე მოქალაქე უსაფრთხო ადგილზეა გადაყვანილი. მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ... ...
  • გოგი წულაიამ ქუთაისის მერს გაუხსნა ვარსკვლავიპარტია „თავისუფალი საქართველოს“ წევრმა, გოგი წულაიამ ქუთაისის მერს, გიორგი ჭიღვარიას სიმბოლურად გაუხსნა ვარსკვლავი, რომელსაც "სახელოვანი მოგზაურის, გიორგი სენკევიჩის" სახელი უწოდა. ვარსკვლავი 16 ივლისს ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ განთავსდა. გოგი წულაია ამბობს, რომ 2019 წელს მერიამ მივლინებებში 155 000 ლარზე მეტი დახარჯა. მისივე განმარტებით, თანხა არამიზნობრივად არის დახარჯული და მერს ვიზიტის შედეგები არ წარუდგენია არც საკრებულოსთვის და არც საზოგადოებისათვის. "არასდროს გვინახავს, რომ მივლინებიდან დაბრუნებულ მერს ბრიფინგი მოეწყოს და მისი ვიზიტების შედეგები გაეცნოს საზოგადოებისათვის. ეს არის ჩვეულებრივი მოგზაურობები და ექსკურსიები მაშინ, როდესაც ყველაზე მეტი ემიგრანტი მსოფლიოში ქუთაისიდანაა, ქალაქი მსოფლიოში მესამე ადგილზეა გამონაბოლქვის გამო სიკვდილიანობის მაჩვენებლით და მოუწესრიგებელია გზები. იმ დროს, როცა ქალაქი თავზე გემხობა, მერი ექსკურსიებზე დადიოდეს, უზნეობაა", _ ამბობს წულაია. ტელეწამყვანი და მოგზაური იური სენკევიჩი საბჭოთა კავშირის დროს, რუსეთის ტელეარხზე უძღვებოდა გადაცემას „მოგზაურთა კლუბი“. გიორგი წულაიამ სწორედ მისი გვარი და ქუთაისის მერის სახელი ... ...

არქივი

ზაფრანი

ახალგაზრდობის შენარჩუნებისთვის

ჰარვარდის უნივერსიტეტის ექიმები, დევიდ სინკლერის...

ქსოვა სტრესს ხსნის

ექიმები ქსოვას ნამდვილ წამალს უწოდებენ,...

რაზე მეტყველებს ადამიანის ნაწერი

სპირალი, წრეები - სხვების პრობლემები...

რა უნდათ ქალებს მამაკაცებისაგან?

მამაკაცები ხშირად ამბობენ, რომ ვერ...

კითხვები, რომელიც აფრთხობს მამაკაცს

მამაკაცები მეტად მგრძნობიარე და ადვილად...

ქალმა არ მოინდომოს თორემ...

ძალიან ბევრი ფიქრობს, რომ ქალმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...