რატომ დატოვა ცინცაძემ თანამდებობა

საზოგადოება

რატომ დატოვა ცინცაძემ თანამდებობა

2011 აგვ 17 16:21:56
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ოზურგეთის სერვისცენტრის ხელმძღვანელმა, იასონ ცინცაძემ თანამდებობა დატოვა. იგი ამავე კომპანიის შემოსავლების სამსახურის უფროსად ჩოხატაურში გადაიყვანეს.

აღსანიშნავია, რომ ამ თანამდებობაზე, მიუხედავად რამდენიმე ხელმძღვანელის შეცვლისა და მილიონების გახარჯვისა, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობა წყლის დეფიციტსა და უხარისხობას მაინც უჩივის.

ქალაქის მოსახლეობას სამი სათავე ნაგებობა ემსახურებოდა. იმის გამო, რომ ის, ობიექტური თუ სუბიექტური მიზეზების გამო, საჭირო რაოდენობის წყალს ვერ გამოიმუშავებდა, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, წყალი მდინარე ბჟუჟიდან გამოეყვანა. ამ წყალსადენის ასამოქმედებლად, ძველი წყალგაყვანილობის მილების შესაცვლელად და სისტემის მოსაწესრიგებლად რამდენიმე მილიონი დაიხარჯა, მაგრამ პრობლემა მაინც მოუგვარებელია. ოზურგეთის მოქალაქეები "გურია ნიუსთან" საუბარში ხშირად ამბობს, რომ მათ არასტანდარტული წყალი მიეწოდებათ, რომ წყალი წვიმების დროს მღვრიე, დაუქლორავი და ჯანმრთელობისთვის საშიშია. წყალსადენების გაერთიანებამ და ერთიანი სისტემის ე.წ. დასავლეთ და აღმოსავლეთ ზონებად დაყოფამ, ხელმძღვანელთა სენაკში, ქუთაისსა და ფოთში განთავსებამ, ვერც წყალსადენის მომსახურების ხარჯები შეამცირა და ვერც წყლის ხარისხი გააუმჯობესა. მიუხედავად გამრიცხველიანებისა, "წყალკანალმა" ვერ უზრუნველყო წყლის მიწოდების სტანდარტი.

გურია ნიუსთან" საუბარში შპს "-საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" ოზურგეთის სერვისცენტრის უკვე ყოფილი ხელმძღვანელი, იასონ ცინცაძე ამბობდა, რომ წყლის კონტროლი ყოველდღიურად ხდებოდა როგორც სათავეზე, ასევე ქალაქშიც. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ავთანდილ მექვაბიშვილი კი გვეუბნებოდა, რომ ქალაქის წყალმომარაგების სისტემის დიდი ნაწილი რეაბილიტაციას საჭიროებდა.

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთ სხდომაზე, იასონ ცინცაძემ თქვა, რომ ქალაქის მოსახლეობამ, ვისაც წყალი არ მიეწოდება, წყლის რეზერვუარები თავად უნდა დაამონტაჟოსო. როგორც ცნობილია, ოზურგეთის წყლის მომარაგებისთვის 7 000 000 ლარზე მეტი დაიხარჯა. სამუშაოები არაკვალიფიციურად ჩატარდა, თუმცა მაშინდელმა ადგილობრივმა ხელისუფლებამ მიღება-ჩაბარების აქტს ხელი მოაწერა.

სოციალური პრობლემების მოგვარების მოთხოვნით, ქალაქ ოზურგეთში, კიტა მეგრელაძის ქუჩის მცხოვრებლებმა 22 ივლისს აქცია გამართეს და დაახლოებით, ორი საათით ქუჩა გადაკეტეს.

"გზა, წყალი, გაზი _ ყველა არჩევნების წინ ამ საკითხების მოგვარებას გვპირდებიან. თუმცა, დღემდე არაფერი გაკეთებულა. სად მიდის ბიუჯეტის ფულები, რას ხმარდება? მოვითხოვთ, მოგვიგვარონ პრობლემები!", _ მოითხოვდნენ აქციის მონაწილეები.

_ აღნიშნული ქუჩის წყალგაყვანილობის მოწესრიგებისთვის ტენდერი გამოცხადებულია და სექტემბრიდან უკვე დაიწყება არსებული პრობლემის მოგვარება, თუმცა ამ ქუჩაზე წყლის უხარისხობა კარიერების მუშაობით დაზიანებული და დახეთქილი მილების ბრალი იყო, _ ამბობდა ხალხთან შეხვედრისას ცინცაძე.

"გურია ნიუსთან" სატელეფონო საუბარში იასონ ცინცაძემ თქვა, რომ თანამდებობა საკუთარი განცხადებისა და სურვილის საფუძველზე დატოვა: "მე ჩემი სურვილით დავწერე განცხადება, არავის გავუთავისუფლებივარ, გადამიყვანეს ჩოხატაურის შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" შემოსავლების სამსახურის უფროსად.

_ გავრცელებული ინფორმაციით, თქვენი გათავისუფლების მიზეზად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის წყალმომარაგების სისტემის გაუმართაობას ასახელებენ, ასევე კიტა მეგრელაძის ქუჩის მცხოვრებლების მიერ გამართულ აქციასაც უკავშირებენ.

_ არა, არ არის სწორი ინფორმაცია, _ გვითხრა ცინცაძემ.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • როგორ გამოიყურება ოზურგეთი კომენდანტის საათის შემდეგასე გამოიყურება ქალაქი ოზურგეთი კომენდანტის საათის ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოებს, რომელსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...