მოსახლეობა აპროტესტებს

საზოგადოება

მოსახლეობა აპროტესტებს

30 აგვ. 2011, 09:36:28
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მთისპირის თემში შემავალი სოფლების მცხოვრებლების ერთი ნაწილი ტყეკაფად მიუვალი ადგილების გამყოფის გამოყოფას აპროტესტებს _ ისინი სატყეო დეპარტამენტის და ხელისუფლების წარმომადგენლებისგან ყურადღების მიქცევას ითხოვენ.

_ გასაგებია, რომ სადაც სატყეო დეპარტამენტი გვეტყვის, იქ უნდა მოვჭრათ საშეშე მერქანი, მაგრამ ეს ისეთი მიუვალი ადგილებია, გვიჭირს ხის მოჭრა. მაგალითად, თუ ვანისქედელ მცხოვრებლებს მოგვიწია უკანავაში წასვლა, თან ცხენით, რადგან ტრაქტორით ან მანქანით ვერ წავალთ, დაახლოებით, ნახევარი დღე მაინც მოვუნდებით კონკრეტულ ადგილამდე მისვლას. ჩვენი თხოვნაა, სადაც პრობლემების გარეშე მივალთ, იქ მოგვაჭრევინონ ხე, _ თქვეს მთისპირელებმა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს გურიის სამსახურის უფროსთან ნიკოლოზ ნოზაძესთან და ამავე სააგენტოს თანამშრომელთან, ბესიკ ქარჩავას შეხვედრის დროს.

ნოზაძემ თქვა, რომ ის თბილისში ამ საქმესთან დაკავშირებით მიემგზავრება და სადაც ტყე-კაფები არის გამოყოფილი, აუცილებლად გაკეთდება მისასვლელი გზა, რომ მოსახლეობამ პრობლემის გარეშე დაამზადოს საშეშე მერქანი:

_ ჩვენ ვიმოქმედებთ კანონის ფარგლებში _ სადაც იქნება გამოყოფილი ტყე-კაფი, იქ მოხდება ხის მოჭრა და არა სხვა ადგილებში. გასაგებია თქვენი პრობლემები, მაგრამ კანონის დარღვევას არავინ აპირებს. გაკეთდება გზა და რა პრობლემა უნდა იყოს? _ თქვა მან.

ნოზაძეს და ქარჩავას ზუსტი დრო არ დაუსახელებიათ, თუ როდის დაიწყება ტყე-კაფებში გზის მიყვანა.

საბოლოოდ, მოსახლეობა და ბუნებრივი რესურსების სააგენტოს წარმომადგენლები ვერაფერზე შეთანხმდნენ. ჩინოვნიკები მოსახლეობის პრობლემებზე მეტად ჩვენი იქ მისვლის მიზეზით დაინტერესდნენ: _ თქვენ საიდან გაიგეთ და ვინ გითხრათ, რომ აქ მოსახლეობა მოდიოდა?! _ გვკითხა ცნობისმოყვარე ქარჩავამ.




 ახალი ამბები
  • „ბოდიში, თქვენ გელით კისრის მოტეხა“- უცნაური ზებრა გადასასვლელები ლანჩხუთშიუკვე ბევრი წელია, რაც ლანჩხუთში წიგნების მაღაზია „ბიბლუსის“ მიმდებარედ, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე არსებული  ზებრა გადასასვლელი მოსახლეობის კრიტიკას იმსახურებს. საქმე ისაა, რომ  „ბიბლუსის“ მხრიდან ზებრაზე გადასვლისას ადამიანებს საკმაო სიმღლის მქონე ბორდიურზე უწევთ შეჯახება,  რომელიც მერიის წინ მდებარე სკვერს  ეკვრის გარს. თუმცა, ლანჩხუთელთა თქმით,  ეს არაფერია იმასთან  შედარებით, რაც ახლახანს აღმაშენებლის ქუჩაზე გაკეთდა-აქ ზებრა ისეა დახაზული, დიდია ალბათობა, რომ  თავი პირდაპირ სანიაღვრე არხში ამოყო. აღმაშენებლის ქუჩის რეაბილიტაცია, რომლითაც ავტობანი ცენტრალურ ავტომაგისტრალს უკავშირდება და საამისოდ ორი მილიონ 900 ათასი ლარი დაიხარჯა, ახლახანს დასრულდა. ჰოდა, ამ ახალგაკეთებულ გზაზე  ქუჩაზე გადასასვლელები ისეა გაკეთებული, რომ ქვეითად მოსიარულეს დიდი ყურადღება მართებს, სანიღვრე არხში არ ჩავარდეს და კისერი არ მოიტეხოს. „ახლა კიდო რა გვიჭირს, გზა რომ გაიხსნება და მანქანები დაიწყებენ ინტენსიურ მოძრაობას, მაშინ აღმოვჩნდებით ცუდ დღეში. თან ტროტუარი გზიდან საკმაოდ დაბალზეა და მანქანების მოძრაობის ფონზე, ქვეითს კვალზე გადახტომის გარდა, ამის გათვლაც მოუწევს. ვინ დაგეგმა ნეტა, რომ ზებრის ბოლოს კვალი ყოფილიყო?! ყველა გადასასვლელი ასეა, მარტო ერთი რომ იყოს რა გვიჭირს. „ზებრა„ ხომ ასეა დახაზული და ტროტუარად დატოვებული ადგილი მთლად საკაიფოა“-ირონიით დასძენს ... ...
  • საქართველოს ბანკი თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად ახალ პროგრამას იწყებს საქართველოს ბანკი აგრო მიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამ მიზნით ბანკმა და საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციამ პარტნიორობა დაიწყეს. თანამშრომლობა მეთხილეობის მიმართულების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროექტის ფარგლებში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები თხილის პლანტაციის მოვლა-პატრონობის ან მოსავლის აღებისთვის საჭირო დაფინანსების მიღებას განსაკუთრებული პირობებით შეძლებენ. აგროსესხი მეთხილეებს მისცემს შესაძლებლობას, ისარგებლონ  დაფინანსების მიღების მარტივი პროცედურით, ასევე, მიიღონ საკრედიტო ლიმიტის გაზრდილი მოცულობა. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ იმისათვის რომ ფერმერმა ისარგებლოს აღნიშნული შეთავაზებით, საჭიროა: • ის გაწევრიანებული იყოს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციაში; • ხელმძღვანელობდეს ასოციაციის მიერ წინასწარ შედგენილი აგრო ტენოლოგიური რუკის გამოყენებით; •იზიარებდეს ასოციაციის მიერ რეკომენდირებულ შხამქიმიკატების, დოზირების და პლანტაციის მოვლასთან დაკავშირებულ საკითხებს; „საქართველოს ბანკი აგრომიმართულების მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა მეთხილეობის  ხელშეწყობის მიზნით  თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან პარნიორობა დაიწყო. თანამშრომლობა ფერმერებს აგროსესხის მიღებისას მათ ინტერესებზე და საჭიროებებზე მორგებულ, განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს. რაც გულისხმობს  დაფინანსების მიღების მარტივ პროცედურასა და გაზრდილ საკრედიტო ლიმიტს.  ვფიქრობთ, აღნიშნული ინიციატივა დაეხმარება ფერმერებს კიდევ უფრო განავითარონ და სწორად მართონ  საკუთარი ბიზნესი. ბანკისა და თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ერთობლივი შეთავაზება  მათ  საჭირო ფინანსებზე წვდომის შესაძლებლობას მისცემს“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში. დამატებითი კითხვების შემთხვევაში ეწვიეთ ბმულს: https://bankofgeorgia.ge/ka/business/funding/agroloan?fbclid=IwAR2G7K8YUQcKU49uKv4OV-uFV2Nx-0Fyg9j8We27XyYp_X3ZHGvZWmXEUEc ... ...
  • თიბისი ღვინის საწარმოებს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობსაქ.ახლა, აგრობიზნესის მხარდასაჭერად, თიბისი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ფარგლებში, ღვინის წარმოებაში ჩართულ პირებს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს. ინიციატივის მიზანი მეღვინეების  საქმიანობის გამარტივება და მათთვის შესაძლებლობის მიცემაა, მომზადებულები შეხვდნენ 2020 წლის რთველს. კერძოდ, პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის"  გაუმჯობესებული პირობებით, ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებს შესაძლებლობა აქვთ, საწარმოს გადაიარაღებისთვის, ძირითადი საშუალებების დასაფინანსებლად, ასევე, საბრუნავი საშუალებებისთვის ყურძნის შესაძენად ისარგებლონ 20 000 ლარიდან - 15 000 000 ლარამდე სესხით. პროექტის  განახლებული პირობები ითვალისწინებს აღნიშნული სექტორის 48 თვემდე ვადით, სესხზე დარიცხული წლიური პროცენტის 11% -მდე თანადაფინანსებას და მას  ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის სააგენტო უზრუნველყოფს. სიახლეა ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების დაფინანსების მიმართულებითაც. აღნიშნულ სფეროში ჩართულ საწარმოებს  წელს პირველად ექნებათ შესაძლებლობა, ისარგებლონ შეღავათიანი აგროკრედიტით ჩაის ნედლეულის შესაძენად. პროექტი ასევე ითვალისწინებს ერთწლიანი კულტურების, ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო მექანიზაციის, მრავალწლოვანი ბაღების დაფინანსებას. პროექტ „შეღავათიანი აგროკრედიტის" ასევე, გაუმჯობესებული პირობების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcbank.ge/web/ka/web/guest/agro-credit-better-conditions „შეღავათიანი აგროკრედიტი"  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანი ფერმერების და სოფლის მეურნეობაში ჩართული მეწარმეების იაფი, გრძელვადიანი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფაა,  რაც სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესების გაუმჯობესებას უწყობს ხელს. თიბისი უკვე 7 წელია პროექტის პარტნიორია და  მის ფარგლებში 11 000-ზე მეტი ფერმერი და გადამამუშავებელი საწარმო დააფინანსა. ... ...
  • ბეტონზმიდი ამობრუნდა და ეზოში შევარდა - ავტოსაგზაო შემთხვევა ხობშიცოტა ხნის წინ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველ ხორგაში. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, ბეტონმზიდის მძღოლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და საცხოვრებელ ეზოში შევარდა. ინფორმაციას სოფლის რწმუნებული  ადასტურებს. ბესიკ კორტავას განცხადებით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, არავინ ... ...
  • მდინარე ჯუმში მოზარდს ეძებენ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დარჩელში, მდინარე ჯუმში 15 წლის მოზარდს ეძებენ. როგორც ადგილობრივები "გურია ნიუსთან" აცხადებენ, ბიჭი, სავარაუდოდ, პირუტყვს მწყემსავდა და მდინარეში გადავარდა. მიუხედავად იმისა, რომ მდინარე ადიდებულია, სამძებრო ღონისძიებები ამ წუთებშიც მიმდინარეობს. უბედური შემთხვევა სოფელ დარჩელში გუშინ, საღამოს საათებში ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ რა არის გამოსახული ამ ისტორიულ ფოტოზე?

ისრაელის მიერ პალესტინის დაბომბვა თუ...

ტესტი _ როგორ იცნობ საქართველოს ისტორიას

სად დაამარცხა თამარ მეფემ რუმის...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...