ზღვეული "ალფას" წინააღმდეგ

საზოგადოება

ზღვეული "ალფას" წინააღმდეგ

2011 აგვ 31 00:46:26
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობანში მცხოვრები შოთა ბოლქვაძე სადაზღვევო კომპანია "ალფას" წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს _ როგორც "გურია ნიუსის" ოზურგეთის განყოფილებაში მოსულმა ბოლქვაძემ გვითხრა, მას აღნიშნული სადაზღვევო კომპანია, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, უარს ეუბნება.

"საარსებო შემწეობას ხუთ წელზე მეტია, ვიღებ. ჯერ "იმედი L"-ში ვიყავი დაზღვეული და პრობლემა არასდროს შემქმნია. თუმცა, შემდეგ, ჩემს დაუკითხავად გამხადეს "ალფას" ზღვეული და შესაბამისი პოლისი მომიტანეს. ეკითხათ მაინც? შარშან დამჭირდა შვილის მკურნალობის დაფინანსება. 2010 წლის ნოემბერში რომ მივმართეთ და ჩაეწერა რიგში, წელს, 2011 წლის აპრილში დააფინანსეს. ესეც იმის შემდეგ მოხდა, რაც ყველგან დავრეკე, სადაც შემეძლო.

"ალფასთან " დაკავშირებული ჩემი ისტორია ამით არ დამთავრებულა _ 20 დღის წინ ცუდად გავხდი და უბნის ექიმს მივმართე. მან მიმართვით ჩოხატაურის ცენტრალურ საავადმყოფოში გამაგზავნა. გადამიღეს ექოსკოპია. მარჯვენა თირკმელი დაბლა მაქვს დაწეული და თან კენჭი მაქვს. პასუხი ექიმს მივუტანე, რომელმაც მითხრა, სასწრაფოდ უროლოგს უნდა გაესინჯოო. ჩოხატაურში "ალფას" წარმომადგენელთან, ფატიმა ბაიაჯანთან მივედი, მომცა მიმართვა და ბათუმში გამიშვა კონსულტაციაზე, ანუ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის დაფინანსებას დათანხმდა", _ გვითხრა შოთა ბოლქვაძემ.

"ექიმმა მითხრა, თქვენ რენტგენის გადაღება გესაჭიროებათ, მხოლოდ კონსულტაცია არ არის საკმარისი და მიმართვა უნდა გამომიგზავნონ, რომ გაფინანსებენო. დავრეკე კომპანიის ცენტრალურ ოფისში. მითხრეს, ჩვენს წარმომადგენელთან მიდიო. თუმცა, მითითებულ მისამართზე არავინ დამხვდა. რა უნდა მექნა? დავბრუნდი ჩოხატაურში და ისევ ქალბატონ ფატიმას მივმართე. მან სადღაც დარეკა და ასე მიპასუხა, მაგას ჩვენ არ ვაფინანსებთო. ამის შემდეგ პოლისი ვაჩვენე, სადაც გარკვევით წერია, რომ ექიმის დანიშნულებით ფინანსდება ელექტროკარდიოგრაფიული, ექოსკოპიური და რენტგენოლოგიური გამოკვლევები. მიპასუხა, ეს მაშინ ფინანსდება, თუ წინასაოპერაციო მომზადებააო. ვერაფერი რომ ვერ გავარკვიე, მედიაციის სამსახურს დავუკავშირდი. მითხრეს, ჩვენ გადავცემთ მათ და ცხრა დღეში დაგაფინანსებენო. ვუთხარი, ავადმყოფი ვარ, ცხრა დღე როგორ მოვიცადო, ტკივილგამაყუჩებლებს ვსვამ და ტკივილი მაინც არ მასვენებს,-მეთქი. რა ვქნათ, ამას დროს სჭირდებაო.

სამართალი ვერც მედიაციის სამსახურში და ვერც კომპანიაში ვიპოვე, ამიტომ, ჩემი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით შევეცდები. სახელმწიფო მეხმარება და ესენი ფულს "მიჭამენ". გთხოვთ, თქვენ გამარკვევინოთ, როცა ეს ხელშეკრულებაში მიწერია გარკვევით, რას მიფინანსებს მე სახელმწიფო და რა ვალდებულებები გააჩნია კომპანიას, რატომ არღვევენ ხელშეკრულების პირობებს?", _ ამბობს 55 წლის შოთა ბოლქვაძე, რომლის ოჯახის სარეიტინგო ქულა 46 000-ს შეადგენს.

როგორც კომპანია "ალფას" წარმომადგენელმა ჩოხატაურში, ფატიმა ბაიაჯანმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში აღნიშნა, მას დაურეკეს ცენტრალური ოფისიდან და უთხრეს, რომ გამონაკლისი დაუშვეს შოთა ბოლქვაძის დაფინანსებასთან დაკავშირებით. როგორც ის ამბობს, პაციენტის გამოკვლევების დაფინანსებას კომპანია საკუთარ თავზე იღებს.

_ ქალბატონო ფატიმა, ზღვეული თქვენი კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს და ამის მიზეზი, როგორც თავად ამბობს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობაა.

_ ეს არის ექსკრეტორული უროგრაფია, რომელიც არ შედის პოლისში, თუმცა, კომპანია უკეთებს მას გამონაკლისს. მე დამირეკეს, გაუკეთეთ მიმართვაო. იმ შემთხვევაში ვაფინანსებთ ამ გამოკვლევას, თუ ოპერაციას უკეთებენ ავადმყოფს. შოთა ბოლქვაძეს ეს სჭირდებოდა დიაგნოსტიკისთვის. ჩოხატაურში ეს არ კეთდება, მე როგორც კომპანიის წარმომადგენელს, არ მაქვს უფლება, სხვაგან გავაგზავნო, _ გვითხრა ბაიაჯანმა.

ამის შემდეგ, ფატიმა ბაიაჯანი თავადაც დაგვიკავშირდა და გვითხრა, რომ ის პედიატრია და ძალიან უყვარს ჩოხატაურელებს: "მაგრამ ზოგ უმწეოს, როცა ვერ ვაფინანსებთ, რადგან ამას ხელშეკრულება არ ითვალისწინებს, მისი მტერი ვგონივარ. რისი უფლებაც არ მაქვს, ხომ ვერ გავაკეთებ? აქვე მინდა, განვმარტო, რომ ექსკრეტორული უროგრაფიის დროს, ვენაში შეჰყავთ კონტრასტული წამალი და შემდეგ უღებენ რენტგენს. ეს არ არის უბრალო რენტგენი და არ შედის დიაგნოსტიკურ გამოკვლევაში. ზღვეული ძალიან ნაწყენი დარჩა, შემდეგ ვიღაც დაეხმარა, დარეკა და კომპანია ფეხზე დააყენა. დამირეკეს და მითხრეს, დაუშვით გამონაკლისი და მიმართვა მიეცითო. ჩემი ბრალი არაფერი არ არის", _ გვითხრა ქალბატონმა ფატიმამ.




 ახალი ამბები
  • სალომე ზურაბიშვილი: თბილისში სრული სიჩუმე სუფევს, მეამაყება ეს ჩვენი პასუხისმგებლიანი ქცევასაქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ე.წ. კომენდანტის საათის ამოქმედებას ეხმაურება. ზურაბიშვილის განცხადებით, თბილისში სიჩუმე სუფევს, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ მოსახლეობა რეკომენდაციებს იცავს. „9 წუთია გადავედით ახალ მკაცრ რეჟიმზე. სრული სიჩუმე სუფევს. ეტყობა, თბილისი იცავს რეკომენდაციებს!მეამაყება ეს ჩვენი მოქალაქეობრივი და პასუხისმგებლიანი ქცევა. ასეთი მოწესრიგებული და კანონმორჩილი მიდგომით დავამარცხებთ კორონასაც და მეტსაც“, - წერს ... ...
  • როგორ გამოიყურება ოზურგეთი კომენდანტის საათის შემდეგასე გამოიყურება ქალაქი ოზურგეთი კომენდანტის საათის ... ...
  • კომენდანტის საათი ჩოხატაურში _ დაკეტილი მაღაზიები და დაცარიელებული ქუჩებიფოტოებს, რომელსაც "გურია ნიუსი" გთავაზობთ ჩოხატაურში კომენდანტის საათის ამოქმედებამდე, ანუ 21 საათამდეა ... ...
  • რატომ მოსთხოვეს ჩოხატაურში მაღაზიების 19 საათზე დაკეტვა მეპატრონეებსრა ხდება ჩოხატაურში? – ამ კითხვით “გურია ნიუსს“ მთელი დღის განმავლობაში უკავშირდებოდნენ ადამიანები. "გურიის გუბერნატორმა ზურაბ ნასარაიამ პრემიერის ბრძანება შეცვალა და სასურსათო მაღაზიებს უბრძანა 7 საათზე დაკეტონ ყველაფერი. როგორც ცნობილია, პრემიერის ბრძანებით, კომენდანტის საათი იწყება 9 საათზე". მათი თქმით, გაფრთხილება ადგილობრივი ხელისუფლებისგანაც მიიღეს. გურიის გუბერნატორმა ეს ინფორმაცია ჩვენთან საუბრის დროს არ დადაასტურა: “პრემიერ-მინისტრის ბრძანებას მე როგორ შევცვლიდი?! მსგავსს ფაქტს ადგილი არ ჰქონია", _ გვითხრა ნასარაიამ. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერის ირაკლი კუჭავას თქმით კი მოქმედებენ მთავრობის განკარგულების შესაბამისად. "მთავრობის განკარგულებაში ზომების გამკაცრების შესახებ, მკაფიოდაა გაწერილი ყველა შეზღუდვა. ჩვენ ვმოქმედებთ ამ დოკუმენტის შესაბამისად. სხვა კომენტარს ვერ გავაკეთებთ", _ გვითხრა ... ...
  • რას უკავშირდება ლანჩხუთის ბიუჯეტში გასახორციელებელი ცვლილებებიკორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დადგენილი სხვადასხვა ღონისძიებისა თუ შეზღუდვების მიუხედავად, ყველა ინფრასტრუქტურული პროექტის გახორციელება ჩვეულ რეჟიმში გრძელდება. გამონაკლისი არც ლანჩხუთია და ამ ფაქტორის გათვალისწინებით მოუწიათ საკრებულოში საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის წევრებს შეკრება, სადაც ბიუჯეტში გასახორციელებელ ცვლილებებზე იმსჯელეს. კომისიის წევრები სხდომაზე ერთმანეთისგან დისტანცირებულად და ნიღბებით ისხდნენ. "სხდომის ჩატარების აუცილებლობა გამომდინარეობს იქედან, რომ შეუფერხებლად გაგრძელდეს ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობა და მუნციპალიტეტის ფუნქციონირება“, _ თავშივე აღნიშნა კომისიის თავკაცმა ალექსანდრე მახათაძემ. რაც შეეხება 2020 წლის ბიუჯეტში გასახორციელებლ ცვლილებებს, რომელიც კომისიამ განიხილა და მხარიც დაუჭირა, ირკვევა, რომ ბიუჯეტის ცვლილების პროექტის მიხედვით, საქართველოს მთავრობის განკარგულებებით, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო დაფინანსება სხვადასხვა ღონისძიებების განხორციელების მიზნით. კერძოდ, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების განსახორციელებლად მუნიციპალიტეტს 1800000 ლარი ერგო, რომელიც მიიმართა 2019 წლის დაწყებული პროექტების დასასრულებლად. კერძოდ, ხიდების რეაბილიტაციასა და ნაპირსამაგრი სამუშაოების მოწყობაზე . სკოლების რეაბილიტაცისთვის - 520000 ლარი, სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების მიზნით -748000 ლარი. გაეროს განვითარების პროგრამის-რეგიონული ადგილობრივი განვითარების ინიციატივების ხელშეწყობის ფარგლებში, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტს გამოეყო გრანტი 309890 ლარი, რომლითაც დაფინანსდება ორი პროექტი. გრიგოლეთის განაშენიანების გეგმის შემუშავებისათვის დაიხარჯება 250000 ლარი. ტურისტული მარშუტების ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საშუალომთიანი თემების ეკონომიკური გაძლიერებისათვის 67040 ლარი. მათ შორის გრანტით ფინანსდება 59890 ლარი, ხოლო მუნიციპალიტეტის თანადაფინანსება შეადგენს 7150 ლარს. კომისიაში მიღებული მხარდაჭერის შემდეგ წლის მთავარ საფინანსო დოკუმენტში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით საკრებულოს საბოლოო გადაწყვეტილების მიღება უახლოეს სხდომაზე მოუწევს, რომლის გამართვის თარიღიც ჯერჯერობით ცნობილი ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...