საია მედიაორგანიზაციებს სასამართლოში უჩივის

საზოგადოება

საია მედიაორგანიზაციებს სასამართლოში უჩივის

2011 სექ 14 23:02:26
საქართველოს იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის ოფისში პრესკონფერენცია 10 სექტემბერს ჩატარდა. ამავე ოფისის ხელმძღვანელმა თამაზ ტრაპაიძემ მოწვეულ სტუმრებს განუცხადა, რომ საია-ს მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმეს, ტელეკომპანიებმა "რუსთავი-2"-მა და "იმედმა" ფაქტების დამახინჯებით გააშუქეს და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა არასწორი ინფორმაცია მიიღო. როგორც ცნობილია, საია "რუსთავი-2"-ს და "იმედს" სასამართლოში უჩივის.

ოზურგეთში ჩატარებულ პრესკონფერენციას სამი მედიასაშუალების და ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, დანარჩენი მედია საშუალებების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები საია-ს მიერ ორგანიზებულ შეხვედრას არ დაესწრნენ:

_ აქ სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის და მედიის წარმომადგენლებიც იყვნენ მოწვეულნი, მაგრამ არ მოვიდნენ, არ ვიცი, შეიძლება, ეს სხვა გარემოებების გამო ხდება. მოგეხსენებათ, რომ საია-ს წინააღმდეგ გაილაშქრა მასმედიის იმ საშუალებებმა, რომლებსაც, ფაქტობრივად, მონოპოლიზებული აქვთ სატელევიზიო სივრცე ქვეყნის მასშტაბით. საია-ს პრესკონფერენცია სხვადასხვანაირად და ფაქტების დამახინჯებით გაშუქდა, _ თქვა თამაზ ტრაპაიძემ.

ნიკა კვინტრაძის სიცოცხლის ხელყოფის საქმესთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 17 აგვისტოს საია-მ სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს DABS Fingerprints/Forensics LTD-ს, სავარაუდოდ, ნიკა კვინტრაძის დაკავების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალის ექსპერტიზა შეუკვეთა.

_ ფოტო და ვიდეო მასალაზე გამოსახული პირის შედარებისა და მისი იდენტიფიკაციის მიზნით, ჩვენ ექსპერტ კენეტ ლინჯს გავუგზავნეთ: 1. "რუსთავი-2"-ის ეთერში გასული ვიდეო მასალა, 2. ის ფოტო, რომელზეც ერთ-ერთმა მოწმემ, სავარაუდოდ, ნიკა კვინტრაძე ამოიცნო (ფოტო #2) 3. ნიკა კვინტრაძის პასპორტისა და გარდაცვალების შემდეგ, პროზექტურაში გადაღებული ფოტოები, _ ითქვა პრესკონფერენციაზე.

დასკვნაში წერია: "იმის გათვალისწინებით, რომ სურათებზე არ აღნიშნულა რაიმე მნიშვნელოვანი განსხვავებები, ხოლო ნაპოვნი იქნა რამდენიმე აშკარა მსგავსება, მიმაჩნია, რომ მოცემული სურათები მნიშვნელოვნად ამყარებს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სამივე სურათზე - პასპორტის სურათი, სურათი #4 და სიკვდილის შემდეგ გადაღებული ფოტო - ერთი და იგივე პიროვნებაა გამოსახული. სიკვდილის შემდეგ გადაღებული ფოტოსა და მე-4 სურათს ერთმანეთთან მტკიცედ აკავშირებს მარცხენა საფეთქელზე არსებული ამონაზნექი. პასპორტის ფოტოსა და სიკვდილის შემდეგ გადაღებულ ფოტოს შორის კავშირი კი, მორფოლოგიურმა და პროპორციულმა შედარებებმა ცხადჰყო.

ვიდეო ჩანაწერის შემოწმების შედეგად, არ გამოვლენილა მონტაჟის ნიშნები, თუ არ ჩავთვლით მასალის ჩვეულებრივ რედაქტირებას და განათებას, რასაც ორიგინალი მასალის ნახვის გარეშე ვვარაუდობ", _ ნათქვამია ექსპერტის დასკვნაში.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, ამ საფუძვლიანი ეჭვის გამო, მიმართა პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხელახლა გამოძიებაში დაბრუნდეს ეს საქმე და გაირკვეს, ხომ არ მოხდა ადამიანის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უფლების, სიცოცხლის ხელყოფა. თუმცა, სახელისუფლებო არხებმა წარმოდგენილი მასალები ფაქტების დამახინჯებით გააშუქეს.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?