2017 წლის ყველაზე იშვიათი სახელები საქართველოში


საზოგადოება

2017 წლის ყველაზე იშვიათი სახელები საქართველოში

2 აგვ. 2017, 12:41:49

"სერვისების განვითარების სააგენტოს" ინფორმაციით, 2017 წელს თბილისში 3 550 ბიჭი და 3 303 გოგო დაიბადა. ორივე სქესში ნაკლებად გავრცელებულ სახელებს შორის უცხოური ჭარბობდა, მაგალითად, ბიჭებში აზიზ, აღბუღა, ალიმ, ბაიბალა, ალბერტ, დანი, გენო, გიკა, და დომენიკიქართული იშვიათი სახელებიდან კი ბათუ, დევი, დუდუ, ელგუჯა, თეოდორი, ნერსე, სვიმეონი და შეთე გამოირჩეოდა.

რაც შეეხება გოგონებს, თბილისში დაბადებულებიდან თითო-თითო ბავშვს ათანასია, ალესანრა, ანე, ბეატა, გოგოლა, ევდოკია, კრავაი, ბეატა, დაკო, თინი, მატა, თამი, ცაბუ, მეა, რაია, ლილეანა და ნილა დაარქვეს.

Allnews.ge გთავაზობთ იშვიათ სახელებს რეგიონების მიხედვითაც. მაგალითად, კახეთის რეგიონში წელს სულ 1269 ბიჭი და 1162 გოგო დაიბადა. ბიჭების ყველაზე ნაკლებად გავრცელებული სახელების ჩამონათვალი კი ასეთია: ალავერდი, არბი, ბესი, გლახო, ვალი, თოლგა, ეტრო, ფელიქსი, შამილი, შმაგი და ხვიჩა. გოგონებში კი ანარა, ბაბალე, აფსანა, ბაბილინა, ბანუ, გაბილა, ესთერი, თეონიტა, მარისაბელი, ნანიტა, ნენე და სევდა.

რაც შეეხება მცხეთა-მთიანეთს, აქ თითო-თითო ბიჭს წლის დასაწყისიდან დღემდე არსენა, დაუთი, მარკოზი, ნარიმანი, როსტომი, უსეინი და შიო დაარქვეს, ხოლო თითო-თითო გოგონას მედინა, მზექალა და სიდონია.

ქვემო და შიდა ქართლიც იშვიათი სახელების სიმრავლით გამოირჩევა. მაგალითად, ბიჭების ნაწილს აქ გაგარინი, გაბრილი, გირშელი, გუმა, ზიადი, კულუ, ლევონი, მაკარი, მარატი, რენატი, ფირუზი, გურიკა, ეძიკა და ონო დაარქვეს. გოგონების ნაწილის სახელები კი ასე ჟღერს: დარია, დინარა, თალი, კესანე, ლალა, რენა, რიმა, როზა, სამაია, სონია, ცისია, ელიანურა, მარიზა, მინა, მინე, ნაიკო, ნიკე და უნა.

იშვიათი სახელებით დასავლეთ საქართველოც გამოირჩევა.

მაგალითად, აფხაზეთში, სადაც 763 ბიჭი დაიბადა, იშვიათ სახელებს შორის არის რომეო, სანი, ტიტე, ტიმოთე, ფარნავაზი, მამია, ლუდუკი და ნიკოლოზ რაფიელი. წელს დაბადებულ 742 გოგონას სახელებს შორის კი გვხვდება ანინე, ნისიმე, თებროლე, მანო, ლილუ ელიზაბეთი და ამინა.

აჭარის რეგიონი იშვიათ სახელებს შორის ერთ-ერთი მოწინავეა. აქ ახალშობილებისთვის (2017 წელს 1 490 ბიჭი და 1 375 გოგო დაიბადა) დარქმეული სახელებიდან ძირითადად, აღმოსავლური წარმოშობის სახელები გვხვდება, თუმცა მათ შორის ქართული იშვიათი სახელებიცაა. ბიჭებს შორის წელს ყველაზე იშვიათი იყო ადრიანი, არიზი, ბაგრატი, გუგუა, დამიანე, დიეგო, ემრე, ენესი, ზავენი, ლუი, მერთი, მირანი, ონისე, რაინდი, პლატონი, ფაბიო, შიო-გურამი და ჯანი.

გოგონების ნაწილს კი აჭარაში დაარქვეს ანეტი, გაიანა, ვარდო, ზინა, ილარია, მარიცა, მითი, ნიდა, ნისა და ნუნექია.

გურიაში აჭარასთან შედარებით ბევრი იშვიათი სახელი არ გვხვდება, თუმცა რამდენიმე მათგანი მაინც ამოვარჩიეთ. "სერვისების განვითარების სააგენტოს" მონაცემებით, ბიჭების იშვიათი სახელები ასე ჟღერს: დანილო, ვიტალიკი, კვირიკე, მამია, მარნელი, მიქაელ-მიშო, სანი და სამუელი, ხოლო გოგონების იშვიათი სახელები ასეთია: პელაგია, ელიფი, რინა და მატრონა. აღსანიშნავია, რომ რეგიონში წელს 392 ბიჭი და 363 გოგონა დაიბადა.

იმერეთში, სადაც წელს, 1 910 ბიჭი და 1814 გოგონა გაჩნდა, ბიჭების ნაკლებად გავრცელებულ სახელებს შორის მოხვდა 

ამიკო, ანატოლი, ანტონიო, ბაჩია, ბიჭიკო, დაუთი, დანტე, დემო, ენვერი, თადეოზი, იუზა, მამულო, რასული და ფინარი.

გოგონების ნაწილს კი იმერეთში ანისია, არინა, ენატა, თებე, თებეა, კასიანა, კირა, ლინე, მალო, მელიტა და ტაისია დაარქვეს.

რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში 2017 წელს ბიჭების ნაკლებად ცნობილ სახელებს შორის ბასილი, ბუბა, ეგნატე, ჯამიკო და ჯიმშერი გამოირჩეოდა, ხოლო გოგონების ნაწილს ჯული და ნუკი დაარქვეს.

რაც შეეხება სამეგრელო-ზემო სვანეთს, სადაც ბევრი სახელი შეიძლება არც კი გეცნოთ, 956 ბიჭიდან ნაწილს აბესალომი, ათუკა, ბაკური, ბეჟო, გეგე, დანიილი, ედიკა, მექო, ნიკანდრე, სპარტაკი, ფელიქსი, ჯონდი, ჯუანშერი და ღვთისო დაარქვეს.

868 გოგონადან რამდენიმეს კი ამავე რეგიონში აზა, ანინა, გულნარა, აქსანა, ელიკო, ზინიკო, მატასი და სამანა ჰქვია.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ისევე როგორც, მაგალითად, ქვემო ქართლში ბევრი არაქართველი ცხოვრობს, შესაბამისად, აქ ძირითადად, უცხოური სახელები ლიდერობს.რეგიონში ბიჭების ყველაზე იშვიათი სახელებია ავაგი, ალექსანი, ანდრანიკი, ედვარტი, ვარდი, ვაჰე, ვაჰანი, თუმასი, კარლენი, კარო, ნაირი, რუბო და შმაგი.

რაც შეეხება გოგონებს, მათ შორის გვხვდება არფინე, გიულნარა, ზიტა, თერეზა, მანე, მარუსია, ნუნე, სერინე, სონა,შუშანი და შუშანიკი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ამ რეგიონში 2017 წელს 563 ბიჭი და 492 გოგო გაჩნდა.

იშვიათ სახელებს ცხინვალშიც არქმევენ, სადაც შობადობა ყველაზე დაბალია (102 ბიჭი და 95 გოგო). მაგალითად, ბიჭებს შორის მუშვიგი, მაქსიმე და ელგუჯა გვხვდება, ხოლო გოგონებს შორის სტეფანია, ირი და ელიფი ლარა.

აღსანიშნავია, რომ უცხოური სახელების ნაწილი ჩვენს ჩამონათვალში არ მოხვდა, ვინაიდან მსოფლიოს მასშტაბით ისინი იშვიათ სახელებად არ მიიჩნევა.

წყარო




 ახალი ამბები
  • "თითქოს უნდა უბიწოების კოლექტიურად დაკარგვა და ძალიან ბრაზდება, როცა მას ამაზე უარს ეუბნებიან" ალე­კო ელი­საშ­ვი­ლის საქ­ცი­ე­ლი არა­თუ პო­ლი­ტი­კურ, არა­მედ პი­როვ­ნულ ლო­გი­კა­საც სცდი­ლე­ბა. ერთი მხრივ, რა­ღა­ცას იპ­რან­ჭე­ბა, მე­ო­რე მხრივ ფაქ­ტია, რომ ძა­ლი­ან უნდა პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა. თით­ქოს, ეს არის შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც მას უნდა უბი­წო­ე­ბის კო­ლექ­ტი­უ­რად და­კარ­გვა და ძა­ლი­ან ბრაზ­დე­ბა, როცა მას ამა­ზე უარს ეუბ­ნე­ბი­ან, - ამის შე­სა­ხებ ექ­სპერ­ტმა გია ხუ­ხაშ­ვილ­მა „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძის და­პი­რის­პი­რე­ბის ფაქ­ტზე სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და. რო­გორც ხუ­ხაშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნავს, ელი­საშ­ვი­ლი „ბავ­შვი­ვით იქ­ცე­ვა და სა­მა­რეს ითხრის“. „მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მისი არ­გუ­მენ­ტე­ბი ზოგ­ჯერ ლო­გი­კუ­რად ჟღერს და მი­სა­ღე­ბიც კია, მისი საქ­ცი­ე­ლი სცდი­ლე­ბა ყო­ველ­გვარ ღირ­სე­ბას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ღირ­სე­ბა­და­კარ­გუ­ლი სუ­ბი­ექ­ტი­ვით იქ­ცე­ვა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ამ ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში ძა­ლი­ან ბევ­რი პო­ლი­ტი­კო­სი ძა­ლი­ან ცუ­დად იქ­ცე­ო­და, რა­ღაც ტი­პის თა­მა­შის წე­სე­ბის დაც­ვის იმი­ტა­ცი­ას მა­ინც ახ­დენ­და და მან ყვე­ლა წი­თე­ლი ხაზი გა­და­ლა­ხა, პირ­ველ რიგ­ში, ადა­მი­ა­ნუ­რი. ფაქ­ტია, რომ მისი მოქ­მე­დე­ბე­ბი და მისი რი­ტო­რი­კა მი­მარ­თუ­ლია იქით­კენ, რომ „ქა­რულ­მა ოც­ნე­ბამ“, რო­გორც თვი­თონ ამ­ბობს მის­მა ოპო­ნენ­ტმა, ძა­ლი­ან კარ­გად იგ­რძნოს თავი და მაქ­სი­მა­ლურ კომ­ფორ­ტში იყოს. ამ ქვე­ყა­ნა­ში პრობ­ლე­მა ხომ არ არის ოპო­ზი­ცი­ის ურ­თი­ერ­თო­ბა? არის უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა და ის მე­ხუ­თე­ხა­რის­ხო­ვან პრობ­ლე­მა­ზე ისეთ ის­ტე­რი­კა­შია ჩა­ვარ­დნი­ლი, რი­თაც ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა სა­ხელ­მწი­ფო­ებ­რი­ვი პრობ­ლე­მა გა­და­ფა­რა მა­შინ, რო­დე­საც ადა­მი­ა­ნებს, სულ სხვა პრობ­ლე­მე­ბი აწუ­ხებთ. ამ დროს ის რაზე იწყებს ლა­პა­რაკს? ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა, თუმ­ცა და­ნარ­ჩე­ნი ოპო­ზი­ცი­ის რე­აქ­ცი­აც გა­საკ­ვი­რია ჩემ­თვის. ისი­ნიც რჩე­ბი­ან ამ პო­ლე­მი­კა­ში. ალე­კო ელი­საშ­ვილს შეს­ვლა თუ უნდა - შე­ვი­დეს, ნუ ოც­ნე­ბობს მა­ინ­ცდა­მა­ინც კო­ლექ­ტი­ურ შეს­ვლა­ზე, თუ უნდა შეს­ვლა, შე­ვი­დეს და ატა­როს ეს ტვირ­თი. მას ხომ მი­აჩ­ნია, რომ მარ­თა­ლია? კი ბა­ტო­ნო, მი­ი­ღოს ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. სხვა პარ­ტი­ებს სხვა ტაქ­ტი­კა და სტრა­ტე­გია აქვთ, შე­იძ­ლე­ბა მცდა­რი, მაგ­რამ გა­ა­ნე­ბოს თავი. სხვებ­მაც გა­ა­ნე­ბონ ალე­კო ელი­საშ­ვილ­თან სტუ­დი­ებ­ში ჯდო­მას თავი და პო­ლე­მი­კას. ამით ხომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მეს აკე­თე­ბენ? ოპო­ზი­ცია როცა ამას ვერ ხვდე­ბა, რა კო­მენ­ტა­რი უნდა გა­ვა­კე­თო? - გა­ნა­ცხა­და ხუ­ხაშ­ვილ­მა. შე­გახ­სე­ნებთ, რომ მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე გუ­შინ ალე­კო ელი­საშ­ვილს „რუს­თა­ვი 2“-ის ეთერ­ში სი­ტყვი­ე­რად და­უ­პი­რის­პირ­და და მას მა­ტყუ­ა­რა და ავან­ტი­უ­რის­ტი უწო­და. ხა­ზა­რა­ძემ ელი­საშ­ვილს მო­უ­წო­და, ოპო­ზი­ცი­ის გვერ­დით არ გა­ი­ა­როს და გა­ნა­ცხა­და, რომ მის­ნა­ირ ადა­მი­ანს ხელს არ ჩა­მო­არ­თმევს. წყარო: ... ...
  • გურული მეციტრუსეები: „ერთი ქარხნის აშენება რა გახდა ოზურგეთში?“გასული წლის შემოდგომაზე, ორიოდე თვის წინ, გურულ მეციტრუსეთა დიდი ნაწილს მანდარინი გაუყიდავი დარჩა. _პანდემიაა და ჩაიკეტაო, გვეუბნებიან. კი მარა, სეზონის დასაწყისში რომ იმდენი მყიდველი დადიოდა, მაშინ არ იყო პანდემია? რომ გაგვარკვიონ, რა ხდება, ვინმემ ჩვენკენ რომ გამოიხედოს, მილიონერებნით რომ არის პარლამენტი ავსებული, არ შეიძლება? ვინც მოასწრო მანდარინის გაყიდვა ნოემბრის დასაწყისში, ცოტა ხეირი კი ნახა. ნახევარზე მეტს კი ეზარალა ან უფრო დაბალ ფასში გაყიდა. რა გახდა გურიაში ერთი ციტრუსოვანების ქარხნის აშენება? ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ, რომ ეს ყოველდღე ვუკიჟინოთ მთავრობას და მივიდეს მათ ყურამდე. სოფელი რომ ვერა და ვერ წამოდგა ფეხზე, დააბრალონ რამენაირად ისევ  გლეხს, _ ასეთ საყვედურებს გამოთქვამენ   „გურია ნიუსთან“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მერიის, კონჭკათის, ნაღობილევის, შრომის, ნატანების მცხოვრებლები, რომლებსაც  გასულ შემოდგომაზე ციტრუსოვანები ეზარალათ. მეციტრუსეები იხსენებენ კომუნისტების მმართველობის იმ დროს, როცა მარტო ოზურგეთში ორი დიდი ქარხანა  იყო და ციტრუსოვანებს აბარებდნენ. _ყველა სოფელში მიმღები პუნქტი იყო. მარტო ციტრუსი კიარა, არცერთი ხილი არ რჩებოდა ჩაუბარებელი. მთავრობამ კეთილი ინებოს და იფიქროს ერთი არასტანდარტული პროდუქციის მიმღები ქარხნის აშენება მაინც. წარმადობასა და პოროდუქციის გასაღებაზეც თვითონ იფიქრონ. ეს შესაძლებელია და ძალიან  აუცილებელი, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. თუმცა,   არაა ნება სწორედ მათ მხრიდან. ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ. საკრებულოს და მერიას ჩვენც უნდა მივმართოთ, რომ მთავრობამდე ხმა მივიდეს და მოტხოვნა კატეგორიული გახდეს, _   გვეუბნებიან ციტრუსოვანი პლანტაციების მფლობელები, ვანო და ციალა ღლონტები, ავთო ჩხარტიშვილი, შაქრო ლომჯარია და სხვები. ისინი განმარტავენ ასევე,  რომ „ნატანებსა და მერიაში რომ „სატყუარა ქარხნებია“ გახსნილი და სულ დაკეტილია, ისეთ საწარმოებზე  არავინ მიგვითითონო“. „გურია ნიუსი“ მალე შემოგთავაზებთ სტატიას, სადაც  დაინტერსებული გურული  მეციტრუსეეები  კარგად აანალიზებენ არსებულ ვითარებას და სურთ, მათი მოთხოვნა სშუქცევადი ... ...
  • “არ შეგარჩენთ მოპარულ არჩევნებს"_ აქცია ზუგდიდშიზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის შენობის წინ, ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს. აღნიშნულ აქციას სამოქალაქო აქტივისტები მართავენ. მათი თქმით, ისინი 2020 წლის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ და ვადამდელი არჩევნების დანიშვნას ითხოვენ . ამასთან, აქციის მონაწილეები კარვებსაც შლიან. ადგილზე მობილიზებულია ... ...
  • ნინო წილოსანი: "გუშინ ოპოზიციის სახის დაკარგვის ახალი ეტაპი ვიხილეთ..." "სამ­წუ­ხა­როა, რომ ოპო­ზი­ცია სა­კუ­თარ როლს დესტრუქ­ცი­ა­სა და რე­ვო­ლუ­ცი­ურ თე­მებ­ზე სა­უ­ბარ­ში ხე­დავს _ ოპო­ზი­ცი­ის როლი სუ­ლაც არ არის ქუ­ჩა­ში დგო­მა და ტე­ლე­ვი­ზი­ებ­თან "ტრი­პა­ჩი", _ ამ შე­ფა­სე­ბით „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ დე­პუ­ტა­ტი ნინო წი­ლო­სა­ნი ალე­კო ელი­საშ­ვილ­სა და მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძეს შო­რის მომ­ხდარ და­პი­რის­პი­რე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. წი­ლო­სა­ნის შე­ფა­სე­ბით, გუ­შინ, "რუს­თა­ვი 2"-ის ეთერ­ში ოპო­ზი­ცი­ის სა­ხის და­კარ­გვის ახა­ლი ეტა­პი ვი­ხი­ლეთ. „არ­გუ­მენ­ტე­ბი, რი­თაც მა­მუ­კა ხა­ზა­რა­ძე ალე­კო ელი­საშ­ვილს პა­სუ­ხობ­და, ძა­ლი­ან სუს­ტი იყო, რად­გან ერ­თა­დერ­თი, რა­საც ითხოვ­და იყო ის, რომ არ გა­ე­სა­ჯა­რო­ვე­ბი­ნა და­ხუ­რუ­ლი შეხ­ვედ­რე­ბის დროს მიმ­დი­ნა­რე სა­უბ­რე­ბი ომზე, რე­ვო­ლუ­ცი­ა­ზე, დესტრუქ­ცი­ა­ზე და ასე შემ­დეგ, რაც ვფიქ­რობ, რომ მო­სახ­ლე­ო­ბამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იცო­დეს. ამომ­რჩე­ველ­მა უნდა იცო­დეს, რო­გორ ოპო­ზი­ცი­ურ სპექტრს უჭერს მხარს და რა გეგ­მე­ბი აქვთ მათ. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ადა­მი­ა­ნებს არა აქვთ შეგ­რძნე­ბა, რა არის მათი როლი და მი­სია ქვეყ­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ში. თუმ­ცა ძა­ლი­ან კარ­გია, რომ ამომ­რჩე­ველ­მა მათი რე­ა­ლუ­რი სახე და­ი­ნა­ხა. მი­ხა­რია, რომ ალე­კო ელი­საშ­ვი­ლი სი­მარ­თლეს და რე­ა­ლო­ბას, რის წი­ნა­შეც ოპო­ზი­ცია დგას, აშუ­ქებს და გა­მო­ხა­ტავს", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ნინო წი­ლო­სან­მა. აქვე წი­ლო­სან­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ოპო­ზი­ცია არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბის ვერც ერთ ფაქტს ვერ ამ­ტკი­ცებს და არ გა­აჩ­ნი­ათ დესტრუქ­ცი­ულ ფორ­მატ­ში ყოფ­ნის ლი­გი­კუ­რი და სა­მარ­თლებ­რი­ვი არ­გუ­მენ­ტე­ბი. წყარო: ... ...
  • სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადება ომბუდსმენის უსაფუძვლო ბრალდებებთან დაკავშირებითსპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ომბუდსმენის წარმომადგენლებს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტის დროს ციხის ადმინისტრაციის მიერ მხარდაჭერილი „არაფორმალური მმართველების“ მხრიდან ექმნებათ პრობლემები. სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ სამსახურის ხელმძღვანელობა ყველანაირად ხელს უწყობს ომბუდსმენის და პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლების მიერ პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული სიტუაციის მონიტორინგის განხორციელებას. ამას მოწმობს თუნდაც ის ფაქტი, რომ პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების მიუხედავად, ომბუდსმენის წარმომადგენლებს არ შექმნიათ პენიტენციურ დაწესებულებებში შესვლის და მონიტორინგის განხორციელების პრობლემა. რაც შეეხება მათზე თითქოსდა ორგანიზებულ თავდასხმებს პატიმრების მხრიდან, სპეციალური პენიტენციური სამსახური განმარტავს, რომ უწყების ხელმძღვანელობას არ აქვს არანაირი ბერკეტი, რომ ზეგავლენა მოახდინოს პატიმრების განწყობაზე ომბუდსმენის, ან ნებისმიერი სხვა ინსტიტუციისა და კერძო პირის მიმართ. თუკი რომელიმე პენიტენციურ დაწესებულებაში ომბუდსმენის მიმართ პატიმრები რაიმე საკითხთან დაკავშირებით გამოხატავენ უკმაყოფილებას, ეს არის მხოლოდ მათი განწყობა და არანაირად არ არის დაკავშირებული, ან მით უმეტეს მართული პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის მიერ. უფრო მეტიც, ასეთ შემთხვევებში, რა თქმა უნდა, პენიტენციური დაწესებულებების ადმინისტრაციის წარმომადგენლები მაქსიმალურად იცავენ ომბუდსმენის წარმომაგენლების უსაფრთხოებას და იმედია, ამას თავად ეს პირებიც ვერ უარყოფენ. ასევე არ აქვს პენიტენციურ სამსახურს არანაირი ბერკეტი იმისა, რომ პატიმრების მიერ ომბუდსმენის აპარატისადმი მიმართვიანობაზე მოახდინოს გავლენა, ვინაიდან პატიმრები თავისუფალი მიმოწერის და სატელეფონო კომუნიკაციის უფლებით სარგებლობენ (ცალკეული გამონაკლისების გარდა, რაც კანონმდებლობით რეგულირდება) და პენიტენციური დაწესებულებები ადრესატისთვის პატიმრების წერილების გაგზავნას უზრუნველყოფენ. შესაბამისად, თუკი ომბუდსმენთან პატიმრების მხრიდან მიმართვიანობამ იკლო, სავარაუდოა, რომ ეს ისევ და ისევ ომბუდსმენის აპარატისადმი მათი განწყობით აიხსნება და არა რაღაც არარსებული ზეგავლენით ადმინისტრაციის მხრიდან. ამასთან, სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ ხაზგასმით აცხადებს, რომ არანაირი კრიმინალური სუბკულტურა პენტიენციურ დაწესებულებებში არ არსებობს. პენიტენციურ დაწესებულებებს მართავს სახელმწიფო და არა კრიმინალური ავტორიტეტები.  ხოლო ის მსჯავრდებულები, რომლებიც მოისურვებენ სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას, ნახევრადღია პენიტენციური დაწესებულებებიდან გადაჰყავთ დახურულ დაწესებულებებში, სადაც ისინი სხვა პატიმრებისგან იზოლირებულები არიან. ამას არეგულირებს საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანება ,,მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის წესის თაობაზე“, რომლის შესაბამისად დაიხვეწა პატიმრებისთვის საშიშროების რისკის განსაზღვრის პროცედურა და რომლის შესაბამისად, ის მსჯავრდებულები, რომლებიც მხარდაჭერას და დადებით განწყობას გამოხატავენ კრიმინალური მენტალიტეტის მიმართ, იზოლირებულები არიან სხვა პატიმრებისგან, როგორც წესი საცხოვრებელ საკანში იმყოფებიან მარტო. ბრძანების საფუძველზე დოკუმენტის გამოცემიდან დღეის ჩათვლით ნახევრადღია პენტენციური დაწესებულებებიდან დახურულ დაწესებულებებში გადაყვანილია 60 მსჯავრდებული, ვინც სხვა პატიმრებზე გავლენის მოპოვებას შეეცადა. შესაბამისად დღეს პენიტენციურ სისტემაში კრიმინალური ავტორიტეტების რაიმე სახის ზეგავლენაზე საუბარი არის სიცრუე და მოცემული ინფორმაციის გავრცელება ემსახურება ერთადერთ მიზანს - საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

კარმიდამო ჩემი

ძიმითში ტყუპი ხბო დაიბადა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითში ტყუპი...

"მიკვირს _ ეს მე შევქმენი?!" _ თორმეტწლიანი შრომით შექმნილი ჯადოსნური სამყარო

ჩვენი სტუმარი ქალბატონი, ყვავილების მესაიდუმლე...

პრიორიტეტულ კულტურებს შორის თამბაქოც დაიკავებს ადგილს

დასავლეთ საქართველოს სუბტროპიკულ ზონაში, დღეისთვის...

"მკვდარი სეზონის" სამუშაოები _ რა გავაკეთოთ ზამთრის დასაწყისში

შემოდგომის მიწურულის და დეკემბრის დასაწყისის...

რატომ დაიწყო ფეიჰოამ ხმობა?

ფეიჰოა ცნობილია, როგორც ყინვაგამძლე და...

როგორ გამოვიყვანოთ ნიგვზის საუკეთესო ზეთი _ ურწყული

საახალწლოდ, განსაკუთრებით პოპულარულია და რიტუალის...

მოვამზადოთ მსხვრევადი, კრატუნა და გემრიელი გოზინაყი

ახალი წელი გოზინაყის გარეშე წარმოუდგენელია....

"შერეული მეურნეობა მცირემიწიანთათვის საუკეთესო გამოსავალია"

შოთა მახარაძე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....