დავა ფერმებისა და საყანე ფართობების მფლობელებს შორის

საზოგადოება

დავა ფერმებისა და საყანე ფართობების მფლობელებს შორის

2011 სექ 24 12:25:29

(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ რედაქციაში ლანჩხუთელი ფერმერი ვაჟა სარჯველაძე გვეწვია და თავისი გულისტკივილის შესახებ მოგვითხრო:

_ ძალიან გთხოვთ, დაგვეხმაროთ სიმართლის დადგენაში _ "ჭოლიპას" ტერიტორიაზე საძოვარია, რომლითაც ლანჩხუთის მოსახლეობის ნახევარი სარგებლობს, განსაკუთრებით, რკინიგზის სადგურის ახლოს მცხოვრებლები. იქვე, დაახლოებით, 10-12 მინი-ფერმაა განლაგებული, რომლებიც ამ საბალახოთი სარგებლობენ. "ჭოლიპას" საბალახოს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება საყანე ფართობები, რომელსაც ფლობს სოფელ მაჩხვარეთის მოსახლეობა. საყანე ფართობებსა და საძოვარს შორის მავთულბადის ღობეა, რომელიც 23-25 წლის წინ შეიღობა და მწყობრიდანაა გამოსულია. 2 000 მეტრი სიგრძის ღობიდან 1000 მეტრს ჩვენ _ მინი-ფერმების მეპატრონეები ვუვლით; ყოველწლიურად, სანამ ყანის მეპატრონეები მოსავალს არ დააბინავებენ, ჩვენ ვალდებულად ვთვლით თავს, რომ ამ ტერიტორიაზე ღობე არ დაზიანდეს და საქონელი არ შევიდეს ყანაში. 6 წელი სრულდება, რაც ჭოლიპას ტერიტორიაზე არსებულ საკუთარ ეზოსა და ბინაში ვცხოვრობ. ყოველ წელიწადს, როგორც კი საყანე ფართობების მეპატრონეები დააბინავებენ მოსავალსა და ჩალას, ტერიტორიას გამოაცხადებენ "გაშობილად", ორ ადგილას ვაღებთ შესასვლელს და ყველას აქვს უფლება აძოვოს საქონელი. ასე ხდებოდა ყოველთვის. წელს, რატომღაც, მოხდა გაურკვევლობა: იმ ერთკილომეტრიან ღობეს, ვერც ქალაქის მოსახლეობამ და ვერც მაჩხვარეთის მეყანეებმა ვერ უპატრონოს. ღობის გასწვრივ არსებული წყლიანი ღრმა თხრილიც ამოშრა და ყანები დაუცველი აღმოჩნდა.

როგორც კი ეს გავიგეთ, იმ წუთიდან სამი დღეა ვაკეთებთ ღობეს, რომელიც, თურმე, რამდენიმე წელია არც კი არსებულა. ღობის კეთებისას, ზედმეტად გაბრაზებული პირები მოვიდნენ, რომლებიც გვედავებოდნენ _ ჩვენი ყანა ხომ არ მოსულა თქვენს საქონელთან, თქვენი საქონელი შემოვიდა ჩვენს ყანაშიო. არანაირად არ იწამეს ის, რომ ეს სასაზღვრო ღობე საზიაროა და ორივე მხარეა ვალდებული შეღობოს და შეაკეთოს. ერთი დაგვემუქრა კიდეც: _ რამდენ ძროხასაც ვნახავთ ყანაში, მოვკლავთ და ავაყროლებთო. საქონლის დახოცვა რა თქმა უნდა, არაკაცური საქციელია, მაგრამ თუ ადამიანების დახოცვაში გადაიზარდა ეს დავა, აი, ეს იქნება ნამდვილი უბედურება. ჩვენი თხოვნაა, თუ შეგიძლიათ დაგვიდგინოთ, ვის მოვალეობაში შედის ამ 2-კილომეტრიანი ღობის შეღობვა _ ყანის მეპატრონეების თუ მესაქონლეების? ჩვენ ასე ვიცით, რომ საძოვრებს ყველა სოფელში მთავრობა ეხმარება საჭირო მასალით. ახლანდელი მდგომარეობით, პირუტყვის ყანაში შესვლას თავიდან ვერ ავირიდებთ. პირუტყვი კი არ უნდა მოკლან, არამედ დაისაჯოს ის, ვისაც ეკუთვნის ღობის შეკეთება და არ აკეთებს. იმის მეშინია, დიდი უბედურება არ მოხდეს.

ჩვენ იმ საყანე ფართობების მეპატრონეებს ვესაუბრეთ, რომლებმაც პირუტყვის შემოსევის შედეგად ზარალი განიცადეს:

_ ძალიან მძიმე სიტუაციაში ვართ. დიდი გაჭირვებით დათესილ ყანას ჯერ მატლი შეესია, რაც გადარჩა, იმას ახლა პირუტყვი ჭამს. არსად არ იღობება საყანე ფართობი. ასეა იმერეთშიც და სამეგრელოშიც. ჩვენ, მაჩხვარეთლებს ჩვენი საძოვარი გვაქვს და იქედან ძროხა არსად გადადის. 2,5 კილომეტრიანი ზოლი ჩვენს მიერ იღობება და საძოვრის მოსაზღვრედ მდებარე ყანები საქონლის შესევისგან დაცულია. რომ ამბობენ, მარტო ჩვენ ვღობავთო, არ არის მართალი. ჩვენ ჩვენს წილ ტერიტორიას მუდამ ვაკეთებთ. წელსაც შევაკეთეთ. ახლა ბაწრები მიმაქვს და თუ ჩემს ყანაში დავინახე საქონელი, დავიჭერ და სახლში წამოვიყვან. ერთ ძროხას დღეში 4 ათასი მეტრი ფართობის გაფუჭება შეუძლია. ამას ბუნებრივია, საქონლის მეპატრონეს არავინ აპატიებს. შეიძლება დიდი უბედურებაც მოხდეს. ჩვენი საყანე ფართობები ადრე უფრო დიდი იყო, მაგრამ ფერმერები ნელ-ნელა ჩვენსკენ იწევენ. ალბათ, 30 ჰექტარი მიწა ექნება მაჩხვარეთს დაკარგული ამ საძოვრების გამო. ახლა კიდევ ეს უბედურება გვინდოდა?! ეგერ, კაცი მოდის და ვკითხოთ, რა მდგომარეობაა.

ჩვენკენ მომავალი ასაკოვანი მამაკაცი შეჩერდა და სანამ რაიმეს ვკითხავდით, პირდაპირ დაიწყო:

_ შეგვჭამა საქონელმა. 500 ლარი მაინც მექნება დახარჯული წელს ყანის დათესვა-დამუშავებაში, მაგრამ რად გინდა?! საქონელია მიმდგარი და ჭამს. თუ დავინახე ჩემს ფართობშია, ეგება, თოფიც ავიღო ხელში და მოვკლა. ერთი რომ იყოს, რაღაცას უზამ, ადვილად გადადენი, მაგრამ ჯოგია შესეული ყანებში. ახლაც ასეთ მდგომარეობაში დავტოვე იქაურობა _ მარტო ვერაფერს გავხდი.

_ ჩვენი სოფლის დეპუტატთან და ქალაქის რწმუნებულთან ვიყავით. მათ გვითხრეს, რომ "სინასაც" კი არ აძლევენ და ამის შესაღობ ღობეს ვინღა მოგვცემს?! ჩვენი ძალებით რამდენიმე ადგილას შევაკეთეთ, მაგრამ სხვაგან ნახა შემოსასვლელი და მაინც შემოდის პირუტყვი. სამი დღეა ყანაში ვართ და საქონელს დავდევთ, _ გვითხრეს მაჩხვარეთელებმა.

ამგვარი პრობლემების მოგვარებაა სწორედ სახელმწიფოს მოვალეობა და ხელფასსაც ამიტომ ვუხდით დაქირავებულ ხელისუფლებას, მაგრამ როგორც ჩანს, უმნიშვნელოვანესი ფუნქციების შესასრულებლად ხელისუფლებას არც დრო "ჰყოფნის" და არც ფული. სულ ბოლო ინფორმაციით, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაპირისპირებული მხარეების დაწყნარება და შერიგება მოახერხეს, თუმცა, რამდენ ხანს გასტანს ეს ზავი, არავინ იცის.




 ახალი ამბები
  • საქართველოს ბანკის ახალი იპოთეკური შეთავაზება- „ჩემი პირველი სახლი“ (R)საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, იპოთეკურ სესხზე ახალი აქციის დაწყების შესახებ განაცხადა. ის, ვინც 2019 წლის 20 მაისიდან ისარგებლებს საქართველოს ბანკის იპოთეკური სესხით, ჩაერთვება აქციაში - „ჩემი პირველი სახლი“. აქციის ფარგლებში იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთი ლარის ვალუტაში იქნება 7% (2 წელი ფიქსირებული), ეფექტური 8.77%-დან. საქართველოს ბანკის ახალი, ყველაზე დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხით შეუძლია ისარგებლოს ყველამ, ვინც პირველად იძენს საცხოვრებელ უძრავ ქონებას. ვისაც აქვს სურვილი, სწორედ ახალი აქციის ფარგლებში შეიძინოს ბინა, აქვს შესაძლებლობა, ჰქონდეს საკუთარი ბინა ყოველთვიური ქირის ფასად და დაივიწყოს კურსის ცვალებადობასთან დაკავშირებული დისკომფორტი. აქციის და იპოთეკური სესხის შესახებ, დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს: www.sb.ge ან დაუკავშირდით საქართველოს ბანკის სატელეფონო ცენტრს: 0322444444 ... ...
  • გუგლი ჰუავეის ანდროიდის მოხმარებას უზღუდავსგუგლმა ჰუავეის ანდროიდის გამოყენება შეუზღუდა. აღნიშნულ ინფორმაციას BBC ავრცელებს. ჰუავეის ახალი დიზაინის სმარტფონებს გუგლის აპლიკაციების ისეთ ნაწილზე არ ექნება წვდომა,  როგორიცაა იუთუბი და გუგლ მეპი. აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის მიერ ჰუავეის იმ კომპანიების სიაში დამატებას მოჰყვა, რომლბსაც არ შეუძლით ამერიკულ ფირმებთან ვაჭრობა მთავრობის ნებართვის გარეშე. როგორც ცნობილია, ჰუავეის ახალი მოდელი წლის ბოლოს უნდა გამოვიდეს. ჰუავეიში აცხადებენ, რომ აღნიშნულ აკრძალვას ელოდებოდნენ. ცნობისთვის, რამდენიმე ქვეყანამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ჩინეთი კომპანიას თვალთვალისთვის იყენებს, თუმცა, ჰუავეი ბრალდებას ... ...
  • საქართველოს ბანკმა საფრანგეთის მსხვილი სტუდენტური გაერთიანების წევრებს უმასპინძლა (R)საქართველოს ბანკმა, ქვეყნის წამყვანმა ბანკმა, საფრანგეთის ერთ-ერთი უძველესი, კერძო სტუდენტური გაერთიანების, Olivaint-ის კონფერენციის 33-კაციან დელეგაციას  უმასპინძლა. Olivaint Conference ეს არის 1874 წელს დაარსებული ერთგვარი პლატფორმა თავისუფალი დისკუსიითვის საფრანგეთსა და მთელ მსოფლიოში განვითარებულ და მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე მსოფლიოს ლიდერებთან და დარგის წამყვან სპეციალისტებთან. კონფერენციის მიზანია, ორგანიზაციის წევრების, რომლებიც არიან წარმატებული მენეჯერები, ცნობილი ხელოვანები, პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, პედაგოგები, იურისტები, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართულობით, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.კონფერენციის ფარგლებში დელეგაციის წევრები საქართველოს ბანკის გენერალურ დირექტორს, არჩილ გაჩეჩილაძეს შეხვდნენ.  შეხვედრაზე სტუმრებმა მიიღეს მნიშველოვანი ინფორმაცია საქართველოს საინვესტიციო გარემოსა და  მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებზე.  „მოხარული ვარ, რომ საქართველოს ბანკმა Olivaint Conference-ის წევრებს უმასპინძლა. ჩვენთვის დიდი პატივია, გავაცნოთ ჩვენი ქვეყანა მსოფლიოს, მისი ეკონომიკური შესაძლებლობები და საინვესტიციო მიმზიდველობა, თუ რამდენად მარტივია ბიზნესის კეთება საქართველოში. ჩვენ ასევე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში ბანკის როლზე, ჩვენს მიზანზე, მომხმარებელს მათ ინტერესებზე მორგებული პროდუქტი თუ სერვისი შევთავაზოთ“ _ განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა, არჩილ გაჩეჩილაძემ.                                                                                                                                        ინფორმაციისთვის, სხვადასხვა წლებში Olivaint Conference-ის ალუმნები იყვნენ: საფრანგეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი-რობერტ შუმანი; საფრანგეთის ყოფილი პრემიერ მინისტრი და ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-ლორან ფაბიუსი; ევროპარლამენტის ყოფილი წევრი- ჟან ლუი ბურლენჟი; ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოფილი პრეზიდენტი- ჟაკ ატალი და ა.შ. ... ...
  • "გურიას" მოსყიდული ფეხბურთელები _ ვინ და რატომ დააკავა სუს-მა (ვიდეო)სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და მეორე და უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე  8 მოქმედი და 3 ყოფილი ფეხბურთელი ბრალდებულის სახით დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, დაკავებულები არიან ორგანიზატორები  ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ.,  საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები  რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“  ფეხბურთელები  ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ. "გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე. 2019 წლის 3 აპრილს, ორგანიზებული ჯგუფის წევრების მიერ საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მე-2 ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურია“-ს მოსყიდულმა ფეხბურთელებმა წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „თბილისის მერანსა“ და საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ შორის გამართული შეხვედრის მეორე ტაიმი ორბურთიანი სხვაობით დათმეს. ანალოგიურად,  2019 წლის 19 მაისს,  ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების მიერ, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ მოსყიდულმა ფეხბურთელებმა, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბ „ბათუმის დინამოსთან“ შეხვედრა ორბურთიანი სხვაობით დათმეს. ხსენებული მატჩების წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით დასრულებისათვის ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა და ფეხბურთელებმა ჯამში მიიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი", _ აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს). გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო ... ...
  • გვარამია: მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის"მიხეილ სააკაშვილი არის ამ ქვეყნის ყველაზე დიდი და ყველა დროის ყველაზე წარმატებული პოლიტიკოსი (ზვიად გამსახურდია მაინც უფრო ეროვნული მოღვაწე იყო, როგორც ილია, და ქვეყნისთვისთვის თავისუფლების მომტანი|", _  წერს სოციალურ ქსელში რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია. მისივე თქმით სააკაშვილი "ყველაზე თანამედროვე პოლიტიკოსი და პოლიტიკური იდეების მთავარი (თუ ერთადერთი არა) გენერატორია" "შეუძლებელია, ის არ დაბრუნდეს საქართველოში და სრულფასოვნად არ ჩაერთოს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. ის არ არის ბელადი, რაც არ უნდა ეცადნონ მისგან ამის ძერწვას გინდა ივანიშვილი, გინდა ჩემი მეგობარი ქვეყნის პატრიოტებიც კი, რომელბსაც ის სწორედ ამ ბელადობის გამო არ მოწონთ. ის არ არის ბელადი, მაგრამ მისგან ბელადს აკეთებს ორი ძალა: მისი მტერი ბიძინა ივანიშვილი და მისი მოყვარე მიშისტ-სექტანტები, რომლებიც მას, როგორც ჰიპერთანამედროვე დასავლელ ლიდერს კი არ მიყვებიან, არამედ, როგორც სექტის ხელმძღვანელს ან, მისი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში, დასაქმების და თანამდებობის დაკავების მოსურნეები. ხოდა, მეგობრებო, მე, ნიკა გვარამიას, ნამდვილად არ მსურს იმ სექტანტების და კარიერისტების ხელისუფლებაში მოსვლა, ვისაც რ2 მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სურთ, ხოლო საკუთარი თავისთვის რეალტივიზე ოცნებობენ. მე, ნიკა გვარამია, არ ვგულშემატკივრობ ამგვარ ხალხს, მე არ ვარ მათი თანამოაზრე და არც მათი სიტუაციური მოკავშირეობა მსურს. მე, ნიკა გვარამია, არასდროს შევუწყობ ხელს მათ ხელისუფლებაში მოსვლას. რეალტივიელბის და სექტანტების ადგილი თანამედროვე საქართველოს ხელისუფლებაში არ არის. ეს რეგრესული ხალხი ვერ მოიტანს პროგრესს. მათთან არასდროს არ მივა არც ერთი ახალი და საინტერესო პროფესიონალი. ეს კარიერისტები და ბრმადმორწმუნეები ვერასდროს ვერ გაამარჯვებინებენ იგივე მიხეილ სააკაშვილს და მუდმივად ამყოფებენ მას საკუთარი ბრმა მსახურების მძევლობაში. ეს ჩემი მყარი პოზიციაა. მე მჯერა ქვეყნის უკეთესი მომავალის, მე ვიბრძოლებ ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, მე ყველაფერს ვიზამ, რომ თანამედროვე საქართველოს შემქმნელმა სააკაშვილმა დამსახურებული ადგილი დაიკავოს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში საქართველოს ტერიტორიაზე. მე ვიბრძოლებ ფენომენალური პოლიტიკოსი სააკაშვილისთვის და არა ბელადი მიშასთვის" _ წერს ... ...

არქივი

ზაფრანი

ჩვენი ბებიების სასარგებლო რჩევები

ჩვენი ბებიებიც ხომ ქალები იყვნენ?!...

სალათის ფურცლების სასარგებლო თვისებები

ადამიანის ორგანიზმს სრულყოფილი განვითარებისა და...

ყავა ორგანიზმს დიაბეტისგან იცავს

ბევრი ჩვენგანი გაუცნობიერებლად, დილას ფინჯანი...

უთოს ისტორიიდან

იცით, ვის ჰქონდა პირველი უთო?!...

რაზე ოცნებობენ ჰოლივუდელები

კეიტ ჰადსონს დედამ ასწავლა, რომ...

ოჯახური სიმყარის ფორმულა

ცოტა ხნის წინ ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

პიტნის სამკურნალო თვისებები

ამ საოცრად სურნელოვანი და არომატული...

"ჩემი პატარა ვენეცია" მაქვს" _ რას საქმიანობს 80 წლის პურის...

ამირან პეშკოვი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ...

როგორ ვკვებოთ ქათამი, რომ საუკეთესო კვერცხი მოგვცეს

სოფლის პირობებში, როცა შინაურ ფრინველს...

"საქართველოში მოყვანილი მანდარინის ჩირი მსოფლიოში საუკეთესოა"

ოზურგეთში, სოფელ გურიანთაში მცხოვრები იუზა...

დედამიწაზე სიცოცხლის წარმოშობის საიდუმლო

ბრიტანელმა სწავლულებმა, შესაძლოა, გახსნან მეცნიერების...

ეკონომიური დიეტა

ამბობენ, სწორად შერჩეული რაციონი ძვირი...

რა რაოდენობის მარილი გვჭირდება დღეში

მარილი აუცილებელია, რომ ორგანიზმმა სწორად...

წიწიბურა წნევას არეგულირებს

წიწიბურა ადამიანისთვის ძალიან სასარგებლო და...