რა ხდება ინსტიტუტში

საზოგადოება

რა ხდება ინსტიტუტში

2011 სექ 26 23:46:39

ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ანასეულში მდებარე ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტში კადრები შეამცირეს. ასევე, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინსტიტუტი კახა ბენდუქიძემ შეისყიდა და უახლოეს ხანში, სხვადასხვა პროექტების გახორციელებას გეგმავს.

რადგან აიპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურებისა და მრეწველობის ინსტიტუტის დირექტორი, თემურ რევიშვილი თბილისში იმყოფებოდა, მასთან ინტერვიუ ტელეფონით ჩავიწერეთ.

_ ბატონო თემურ, ჩვენი ინფორმაციით, ინსტიტუტში კადრები შემცირდა.

_ მოხდა 14 სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის შეერთება საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტთან, ანუ მიმდინარეობს რეფორმის, ოპტიმიზაციის პროცესი. ბუნებრივია, ამან გამოიწვია კადრების შემცირება.

_ რა კავშირი აქვს ამ ყველაფერს კახა ბენდუქიძესთან? ამბობენ, რომ ეს ინსტიტუტი სწორედ მან შეისყიდა.

_ არა, თქვენ ვიღაცა თითიდან გამოწოვილ ინფორმაციას გაწვდით. რა შუაშია კახა ბენდუქიძე? აგრარულმა უნივერსიტეტმა ყველა ინსტიტუტში ჩაატარა ოპტიმიზაციის პროცესი, დანარჩენი არის ჭორი და სხვა არაფერი.

_ გასაგებია. ანუ კახა ბენდუქიძე არაფერ შუაშია ინსტიტუტთან?

_ შეიძლება, არის კიდევაც შუაში, მაგრამ ეს დოკუმენტში არსად არ წერია.

_ არც ის ინფორმაცია შეესაბამება სიმართლეს, რომ ინსტიტუტი ბენდუქიძემ შეისყიდა?

_ შესყიდული არავის არაფერი არ აქვს. მართვაში ეს ყველაფერი გადაეცა უნივერსიტეტს, ყველა სფეროში მიდის ეს ოპტიმიზაცია. არ ხდება ასე? რა შუაშია კახა ბენდუქიძე? სახელმწიფო ატარებს ამ ოპტიმიზაციას, გვარებს და სახელებს რა მნიშვნელობა აქვს? საქართველოს მთავრობის გასული წლის დადგენილებით, 1 იანვრიდან შევუერთდით აგრარულ უნივერსიტეტს. რა თქმა უნდა, ამან კადრების გადანაწილება გამოიწვია. როგორც ცნობილია, პირველი აპრილიდან, საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყვიტეს სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტებს. ყველა ინსტიტუტში ჩაატარეს კონკურსი, საკონკურსო კომისია მუშაობდა, გასაუბრება, ატესტაცია ყველა ინსტიტუტში ჩაატარეს და მათ შორის, ჩვენთანაც.

_ რა მოხდა კონკურსის ჩატარების შემდეგ ოზურგეთში?

_ რა მოხდებოდა, თქვენ როგორ ფიქრობთ?

_ მე თქვენ გეკითხებით.

_ ეს პროცესი, იცით, რამდენი წელია მიმდინარეობს? ყოველ წელს რაღაც ხდებოდა, მცირდებოდა და მცირდება თანამშრომლები. არ იცით, რომ მცირდება? რა თქმა უნდა, ამ ოპტიმიზაციამ გამოიწვია რამდენიმე თანამშრომლის შემცირება. ვიღაცას ეს თემები აინტერესებს. არ არის მომგებიანი თემა. თუ ვინმე რამე საქმეს აკეთებს, მთლიან ჯამში, საქართველოს საქმეს აკეთებს და თავისთავად, სასარგებლოა. აგრარული უნივერსიტეტი უნდა გადაიქცეს ამიერკავკასიაში ერთ-ერთ ძლიერ უნივერსიტეტად, რომელსაც ექნება, როგორც სასწავლო პროცესი, ასევე, სამეცნიერო-კვლევითი პროცესი, თავისი კვლევითი მიმართულება და ა.შ. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელს, რომელსაც რეფორმის შედეგად შეუწყვიტეს ხელშეკრულება, მიეცა შანსი, მიიღოსმონაწილეობა კონკურსებში, რომელიც გამოაცხადა აგრარულმა უნივერსიტეტმა. გრანტების მიღება 28 სექტემბერს მთავრდება.

_ რამდენი ადამიანი გათავისუფლდა ოპტიმიზაციის შედეგად?

_ 36 ადამიანი წავიდა და 50 დარჩა.




 ახალი ამბები
  • პოლიციამ მოქალაქე დროებით დააკავაპოლიციამ ერთერთი მოქალაქე დააკავა, თუმცა, იგი შემდგომ გაუშვეს. აღნიშნული მოქალაქე ასვლას ცდილობდა სცენაზე სადაც ოპოზიონერი ლიდერები სიტყვით ... ...
  • "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი" _ აქციის მონაწილეები ჩოხატაურიდანდღეს თბილისში პატრიოტთა ალიანსმა საპროტესტო აქცია გამართა, რომელსაც სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული მოქალაქეები, მათ შორის გურიის წარმომადგენლებიც დაესწრნენ. როგორც ჩოხატაურის ერთ- ერთმა მაცხოვრებელმა, ვანო მახარაძემ უთხრა, გურულები პატრიოტთა ალიანსის გვერდზე არიან. "ვართ მის გვერდში და ვიქნებით მის გვერდში უღალატო ხალხი", _  გვითხრა მახარაძემ. კითხვაზე კი მოხდება თუ არა გურიაში პატრიოტთა მობილიზება, მახარაძე გვპასუხობს,  რომ გურიაში მობილიზება უკვე ... ...
  • “ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას, სანამ არ გადადგება მთავრობა _ უგულავა“ქართული ოცნების“ უმრავლესობა ვერ შეძლებს მუშაობას და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მანამდე ვერ შეძლონ მუშაობა, სანამ არ გადადგება მთავრობა და პარლამენტი განიხილავს ერთადერთ საკითხს, და ეს საკითხი იქნება უმოკლეს ვადაში პროპორციულზე გადასვლა. ჩვენ ივანიშვილის აღარ გვჯერა, ისევე, როგორც საქართველოს აბსოლუტურ უმრავლესობას. არსებობს ძალიან მოკლე გზა, იმისთვის, რომ ეს განიხილონ, ორ კვირაში არის შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში, ასეთი პროტესტი გავრცელდება კანცელარიაზეც, მერიაზეც, სხვა ქალაქებში და რაიონებში. საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ქართული ოცნების პოლიტიკოსები, ვერ შეძლებენ ასე მართვას“, - აცხადებს გიგი ... ...
  • გიორგი ვაშაძე : ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა!ჩვენმა აქციამ შედეგი გამოიღო, ჩვენ მოვახდინეთ შესავლელის პიკეტირება, ეს არ არის კანონდარღვევა, ამის უფლება ჩვენ კონსტიტუციით ... ...
  • დავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღოდავით თარხან-მოურავმა ფეხის ტრავმა მიიღო, _ ამის შესახებ ინფორმაციას “პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი ავრცელებს.   “მან ფეხის ტრავმა მიიღო, რის გამოც გადახვევა დასჭირდა.“- თქვა ირმა ინაშვილმა. დავით თარხან-მოურავი ახლა თავს კარგად გრძნობს და მან აქციის მონაწილეებს სიტყვით ... ...

არქივი

ზაფრანი

როგორ გამოვავლინოთ ნიჭიერი ბავშვი

არ დაგეგმოთ შვილებს მომავალი შეეცადეთ...

აუცილებელი წასაკითხი მამებისთვის

ახალშობილს უნდა ეძინოს დედის საწოლში...

ბეკონი ჯანმრთელობისთვის სახიფათო ყოფილა

შვედი მეცნიერების მტკიცებით, ბეკონის საკვებად...

როგორ დავალევინოთ წამალი პატარას

წამლის დალევა პატარებს არ უყვართ,...

მერილინ მონროს სილამაზის საიდუმლო

 რა იყო ის საიდუმლო, რომლის...

რატომ უნდა ვხატოთ

ცოტა ხნის წინ, ამერიკელმა ფსიქოლოგებმა...
კარმიდამო ჩემი

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...

საშიშია თუ არა ჯანმრთელობისთვის ლამინატის იატაკი

დღეს მოჭიმული იატაკი და ლამინატი...

როგორ ამოვიცნოთ ნატურალური თაფლი

ნამდვილი თაფლი არომატით გამოირჩევა ხელოვნურად...

უებარი საშუალება სიბერის შესაჩერებლად

მწვანილი ანელებს დაბერების პროცესს, აუმჯობესებს...

უებარი საშუალება გაციების წინააღმდეგ

ზამთრის მოახლოებასთან ერთად ვირუსებისა და...

მარილი _ უნიკალური გამაყუჩებელი საშუალება

თავის ტკივილით უამრავი ადამიანი იტანჯება....

ხურმა _ ჯადოსნური ხილი

ხურმა - ჩვენში დასავლეთ საქართველოში...

საშუალება, რომელიც კიბოს ამარცხებს

ლიკოპენს, რომელიც ბუნებრივი ძლიერი ანტიოქსიდანტია,...

უნიკალური მკურნალი მცენარე

მიუხედავად არაერთი მედიკამენტისა, საზოგადოების გარკვეული...

რას კურნავს მრავალძარღვა

მრავალძარღლვას საუკუნეების განმავლობაში იყენებდნენ, როგორ...

დარწმუნებული ხართ თუ არა, რომ სასმელად ვარგის წყალს მოიხმართ?