სოფელში სიტუაცია დასტაბილურდა და რელიგიური თემები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ

საზოგადოება

სოფელში სიტუაცია დასტაბილურდა და რელიგიური თემები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ

2014 ივლ 18 14:37:02

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი" (EMC,) სოფელ ნიგვზიანში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) პოსტკონფლიქტური მდგომარეობა შეისწავლა.

როგორც ანგარიშში წერია, ადგილობრივი მართლმადიდებლებისა და  აჭარელი მუსლიმების განცხადებით,  2012 წლის ბოლოს გამოვლენილი რელიგიური კონფლიქტის შემდეგ, სოფელში სიტუაცია დასტაბილურდა და რელიგიური თემები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ.

ასევე, საუბარია გურიის ერთ-ერთი სოფლის მთისპირის შესახებ, სადაც 80-მდე აჭარელი მუსლიმი ოჯახი ცხოვრობს.

"გურია ნიუსი" უცვლელად გთავაზობთ "ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის" მიერ გავრცელებულ ანგარიშს.

ნიგვზიანი  - აჭარელი მუსლიმები განსაკუთრებულ კმაყოფილებას გამოხატავენ იმ ფაქტის მიმართ, რომ კონფლიქტის მიუხედავად, მათ მაინც მიეცათ შესაძლებლობა გაეხსნათ სამლოცველო სახლი საკუთარ სოფელში. ეს გარემოება და კონფლიქტის დროს მიღებული სტრესი მუსლიმ თემში პრობლემური საკითხების მიმართ კრიტიკას ასუსტებს. მათი შეფასებით, იმისთვის რომ არ განახლდეს კონფლიქტი, ისინი ცდილობენ თავი შეიკავონ საკუთარი პრეტენზიების რაიმე ფორმით გამოხატვისგან. მაგალითად. მუსლიმი მლოცველები უთითებენ, რომ ნიგვზიანის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეების დიდ ნაწილს მუსლიმები შეადგენენ, მასშტაბური და აგრესიული ინდოქტრინაციის პრაქტიკა აღმოიფხვრა, თუმცა სკოლის ინფრასტუქტურაში რელიგიური სიმბოლიკის გამოყენების პრობლემა ისევ დგას. ამასთან, ბოლო პერიოდში, დაფიქსირდა ქრისტიანი სასულიერო პირების მიერ საჯარო სკოლის კურთხევის ფაქტი. თუმცა, მშვიდობიანი გარემოს შენარჩუნების მიზნით, სკოლაში რელიგიური ნეიტრალიტეტის  პრინციპის ფაქტები ადგილობრივ მუსლიმებს არ გაუპროტესტებიათ. აჭარელი მუსლიმები უთითებენ, რომ მათ მიმართ ადგილობრივი ქრისტიანები ხშირად სიძულვილის ენას იყენებენ და სიტყვა "აჭარელ მუსლიმს" სალანძღავი მნიშვნელობა აქვს.

ადგილობრივ ქრისტიანებთან საუბარი ცხადყოფს, რომ ისინი იყენებენ იმავე დისკურსს, რომელიც არსებობდა კონფლიქტის მიმდინარეობისას. მათთვის კონფლიქტის დარეგულირება მათი უკმაყოფილებისა და სურვილების დათრგუნვის ხარჯზე მოხდა, ამიტომ ძველი პრეტენზიები ადგილობრივ, ქრისტიანულ თემში კვლავაც აქტუალურია. ისინი გამოხატავენ უკმაყოფილებას პარასკევის ტრადიციული ჯუმას ლოცვის დროს, სხვადასხვა მეზობელი სოფლიდან მუსლიმი მლოცველების ვიზიტის გამო. მათი თქმით, აჭარის სოფლებიდან მუსლიმები ყოველგვარი საჭიროების გარეშე ჩამოდიან ნიგვზიანის სალოცავში, რაც მათთვის გამაღიზიანებელია. ქრისტიანები ასევე უთითებენ აჭარელი მუსლიმების თურქეთიდან დაფინანსებასა და აქედან მომდინარე რისკებზე.

ადგილობრივი ქრისტიანები უკმაყაფილებას გამოხატავენ იმ ფაქტზეც, რომ როგორც ხელისუფლება, ისე არასამთავრობო ორგანიზაციები და მედია, მხოლოდ მუსლიმების ინტერესებზე საუბრობენ. ასეთ პირობებში კი სწორედ ისინი არიან უმცირესობა და მათ უფლებებს სჭირდება დაცვა.

მთისპირი - გურიის ერთ-ერთი სოფელი მთისპირი (ოზურგეთის მუნიციპალიტეტი), სადაც 80-მდე აჭარელი მუსლიმი ოჯახი ცხოვრობს. ქრისტიანებისა და მუსლიმების რაოდენობა სოფელ მთისპირში თითქმის თანაბარია. ადგილობრივი მუსლიმებისთვის მთავარ პრობლემას მძიმე ეკონომიკური პირობები, არასათანადო ინფრასტრუქტურა და დასაქმება წარმოადგენს. ადგილობრივი მუსლიმების განცხადებით, მთისპირში მუსლიმისთვის დასაქმება ძალიან რთულია. სკოლებსა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მუსლიმები თითქმის არ არიან დასაქმებული. აღსანიშნავია, რომ იგივე მდგომარეობა ფიქსირდება სოფელ ნიგვზიანსა და გურიის სხვა სოფლებშიც, სადაც მუსლიმები ცხოვრობენ.

მთისპირში მცხოვრები აჭარელი მუსლიმების განცხადებით, სოფელში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტის ნიშნები არ ფიქსირდება და მუსლიმები და ქრისტიანები მშვიდობიანად თანაცხოვრობენ. თუმცა, მათი თქმით ხშირია "აჭარელის" სალანძღავი მნიშვნელობით გამოყენების შემთხვევებიც.




 ახალი ამბები
  • "გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა" _ თბილისში 4 წლის გოგონა გარდაიცვალადღეს დილით, თბილისში, 4 წლის გოგონა გარდაიცვალა. თუმცა, რა ვითარებაში უცნობია. ამ ეტაპზე ცნობილია, მხოლოდ ის, რომ მცირეწლოვანი სახლში გარდაიცვალა. შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და მიმდინარეობს გარდაცვლილის მშობლების, ოჯახის წევრების, მოწმეების გამოკითხვა. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. აღნიშნული მუხლი ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით ხუთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ ... ...
  • „უარეს სიას მივიღებთ, თუ იუსტიციის საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული დარჩა“_ გია ხუხაშვილი „პრობლემის ძირი პარლამენტში წარდგენილ მოსამართლეებში კი არ არის,  მოსამართლეთა შერჩევის ალგორითმშია. თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭო პოლიტიკურად ანგაჟირებული ორგანო დარჩა, შესაძლოა, უარესი სია მივიღოთ“, _ აღნიშნა „გურია ნიუსთან“ პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა. მისივე თქმით, სასამართლო სისტემაში სამართლიანობის აღდგენისთვის ბრძოლა ბოლომდე არის მისაყვანი. „მხოლოდ ბრძოლის მოგება პრობლემას არ წყვეტს. კრიტერიუმები, რომლებიც პარლამენტში გაიწერება, არა მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს უნდა შეეხოთ, არამედ ყველა ინსტანციის მოსამართლეებს. სიის ფორმირებასთან დაკავშირებით,  ფაქტია, რომ პოლიტიკური შეკვეთის სუნი ტრიალებდა. არავინ ჩათვალოს, რომ ბრძოლა მოგებულია, ამ თემასთან დაკავშირებით თავშეკავებულად ოპტიმისტები უნდა ვიყოთ“, _ აღნიშნა ... ...
  • გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის - კალაძე"გაზგაყვანილობის კონტროლი მერიის კომპეტენცია არ არის", _ აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გააკეთა. კალაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სახლებში კუსტარული გამათბობლების დამონტაჟებისგან თავი შეიკავონ.  „მერიის კომპეტენცია ეს ნამდვილად არ არის, ეს არის მარეგულირებელი კომისიის და ცენტრალური ხელისუფლების განკარგულებით არის დადგენილი. თუმცა, აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ, ადამიანები ვიყოთ მაქსიმალურად ყურადღებით. იმიტომ რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც კუსტარულად ხდება გამათბობლის დამონტაჟება,“ - განაცხადა კახა ... ...
  • ნაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალანაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ35-კმ62 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. მათივე ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ... ...
  • წითელას ეპიდემია_ რა ევალებათ საბავშვო ბაგა-ბაღებს და დასაქმებულ პერსონალსწითელას ეპიდემიის გამო ბაგა-ბაღებში დასაქმებული პირების აცრა სავალდებულო ხდება. ამის შესახებ  თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების მიხედვით, სააგენტო მოსახლეობაში წითელას მასობრივი გავრცელების პრევენციის მიზნით, კონკრეტული ღონისძიებების გატარებას იწყებს. „საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, რომლითაც ადგილობრივ თვითმმართველობებს მათ ტერიტორიაზე, ამ კუთხით კონტროლის მექანიზმის გაძლიერებისთვის კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა დაევალათ, სააგენტოს დირექტორის ბრძანება გამოიცა, რომლითაც ბაგა-ბაღების ადმინისტრაციები დღეიდან იხელმძღვანელებენ. დოკუმენტის მიხედვით, საბავშვო ბაგა-ბაღებს არასრულად აცრილი ან აუცრელი პირების გამოვლენის მიზნით, მიმდინარე წლის 31 იანვრის ჩათვლით, ბენეფიციარების გეგმური აცრის შესახებ სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდება, მშობლებისთვის (ბავშვთა კანონიერი წარმომადგენლისთვის) და პერსონალისთვის საქართველოს მთავრობის განკარგულების გაცნობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა დაევალა. ამასთანავე, აცრის სტატუსის მიუხედავად, ერთი თვის ვადაში, სავალდებულო ხდება დასაქმებული პირების აცრა წითელას შემცველი კომპონენტის ვაქცინით, ხოლო ბრძანების გამოცემიდან ორი თვის ვადაში, ბენეფიციარების აუცრელობის შემთხვევაში, მისთვის სტატუსის შეჩერების საკითხი განიხილება. წითელას ეპიდემიის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია თბილისის ყველა საჯარო ბაგა-ბაღს უკვე მიეწოდა“,_ნათქვამია ... ...

არქივი

ზაფრანი

მეცნიერებმა სამუშაო დღის დაწყების დრო დაადგინეს

სამუშაო დღის დაწყება 10 საათამდე,...

რატომ ვანიჭებთ უპირატესობას ბრენდულ პროდუქციას?

ბრენდინგი არის ცნობილი მარკეტინგული სტრატეგია,...

30 ფაქტი ტყუილზე, რომლის შესახებაც უნდა იცოდეთ

"ყველა იტყუება" – ამტკიცებდა ექიმი...

ყველაზე ძვირფასი ღვინო

საფრანგეთში არსებული მამულის, რომელსაც სახელად...

ის, რაც გურმანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ

მდოგვი ასტიმულირებს საკვების მონელებას. მას...

კონიაკი მილიონერთათვის

კონცერნ LVMH-ის ფრანგული კომპანია Moet...
კარმიდამო ჩემი

"ბარი უნდა იცნობდეს მთასა და საქმეზე შეყვარებული და-ძმას"

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისპირის მკვიდრი...

რა გავაკეთოთ შემოდგომის მიწურულს საკარმიდამო ნაკვეთებში

ნოემბერ-დეკემბერში აქტიური სამეურნეო სამუშაოები ძირითადად...

პესტიციდების გამოყენებისას უდიდესი სიფრხილეა საჭირო

არსებობს უნივერსალური პესტიციდები, რომლებსაც ერთდროულად...

სიმინდის მოვლა თავიდან უნდა ვისწავლოთ

სიმინდის მოვლა-მოყვანის წესებს დასავლეთ საქართველოს...

რატომ უნდა მოვაშენოთ ბატი

როგორც უხნესი ადამიანები ამბობენ, საქართველოში...

დედოფლის ყვავილს დედოფალივით მოვლა სულ არ სჭირდება

წარსულში ძალზე პოპულარული და მერე...

მოვამზადოთ ნესვის სასმელი

ნესვი გოგრისებრთა ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე...

თაფლის ღვინო _ "თაფლუჭა"

თაფლის ღვინო და არაყი უნიკალური...

"ზამთარშიც გაზაფხულს ვეძებ და "გატყავებულ" გარემოს ვმოსავ"

"კარმიდამო ჩემის" უამრავ რესპონდენტს შორის,...

მოახლოებული ზამთარი და პირუტყვის მოვლა-დაბინავება

ზამთრის მოახლოებისას, შინაურ მსხვილფეხა თუ...

როგორ მოვსპოთ ზამთრის განმავლობაში ნიადაგში მავნებლები

დეკემბრიდან, ჩვენს ბაღ-ბოსტნებში, როცა უკვე...