"მასშტაბური მშენებლობები შეჩერდა" - აღნიშნულ განცხადებას "ფაქტ-მეტრი", მეტწილად სიმართლედ აფასებს

საზოგადოება

"მასშტაბური მშენებლობები შეჩერდა" - აღნიშნულ განცხადებას "ფაქტ-მეტრი", მეტწილად სიმართლედ აფასებს

2014 ივლ 18 16:30:37

FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის თუ უზუსტობების დადგენის ყოველკვირეულ სტატისტიკას აქვეყნებს. ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე, 12- დან 19 ივლისამდე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა. სტატიები პარლამენტის წევრებისა და თბილისის მერის არჩევნებში მონაწილე კანდიდატის განცხადებებს ეხებოდა.

გადამოწმებული განცხადებებიდან ერთი სიმართლედ შეფასდა, ერთი მეტწილად სიმართლედ, ერთი განცხადება კი ნახევრად სიმართლე აღმოჩნდა.

ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის  მიხედვით, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლის, გიორგი თევდორაძის განცხადებას ეხებოდა. სასჯელაღსრულების სისტემაში გაცემულ პრემიებზე საუბრისას მან აღნიშნა: "ის ციფრები, რაც ჩვენ ვიხილეთ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში დეკემბრის თვეში გაცემული პრემიების სახით, ყველანაირ კრიტერიუმს სცილდება. ერთი კონკრეტული ადამიანი იღებს 39 ათას ლარს წახალისების, პრემიის და ანაზღაურების სახით".

ფაქტ–მეტრი ამ საკითხით დაინტერესდა და მისი გადამოწმება გადაწყვიტა.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ პროაქტიულად გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლის მეოთხე კვარტალში 1 042 690 ლარის ოდენობის პრემია გაიცა. "ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით კი მხოლოდ დეკემბრის თვეში სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამდებობის პირებმა 787 615 ლარი მიიღეს. ოპოზიციური პარტიის მიერ გასაჯაროებული მონაცემები არ ემთხვევა თანამდებობის პირების მიერ შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში მითითებულ თანხებს. ამასთან, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის პრემიების შესახებ, სამინისტრომ ფაქტ-მეტრს ინფორმაცია, ორი თვის განმავლობაში არ მიაწოდა.

მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტებით ვერ დასტურდება სასჯელაღსრულების სამინისტროში გაცემული პრემიების ოდენობა, თავად მთავრობის წარმომადგენლებმაც კი აღიარეს, რომ გაცემული თანხები უჩვეულოდ მაღალი იყო. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში გაცემული პრემიების დიდი ოდენობის შესახებ განცხადება მინისტრმა – სოზარ სუბარმა გააკეთა. მისი თქმით, “აბსოლუტურად დაუსაბუთებელი და გაუმართლებელი იყო ის პრემიები, რომელიც სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაიცა. ზოგადად ეს დეპარტამენტი არის საქვეუწყებო დაწესებულება, რაც ნიშნავს, რომ მას აქვს დამოუკიდებელი ბიუჯეტი და დეპარტამენტის თავმჯდომარე დიმიტრი დარბაისელი თვითონ გასცემს ამ პრემიებს”. მინისტრმა ასევე განმარტა, რომ სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემული პრემიების საკითხი მასთან შეთანხმებული არ ყოფილა.

მოგვიანებით, 23 მაისს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი დარბაისელი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის შემდეგ მან განცხადებაც გაავრცელა და სრულად აიღო პასუხისმგებლობა სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გაცემულ პრემიებზე. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტ-მეტრმა სამინისტროდან დეტალური ინფორმაციის მიღება ვერ მოახერხა, შეიძლება ითქვას, რომ თანამდებობის პირებმა საკუთარი განცხადებებითა და ქმედებებით დიდი ოდენობით პრემიების გაცემის ფაქტები დაადასტურეს.

ამ გარემოებების გათვალისწინებით, გიორგი თევდორაძის განცხადება სიმართლედ შეფასდა.

ფაქტ–მეტრმა საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წარმომადგენლის განცხადება გადაამოწმა. ეკონომიკაში არსებულ სიტუაციაზე საუბრისას ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა: "იმედია მართლა არ დაიჯერეთ, რომ საქართველოს ეკონომიკა აღმავლობის შეუქცევად გზას დაადგა. ის ციფრები რომლებიც იწერებოდა ნოემბერში, დეკემბერში, იანვარში, ეს ეგრეთ წოდებული "ბეიზ ეფექტია". ეს თვეები წინა წლის იგივე თვეების მაჩვენებელს დარდება და ამის გამო აჩვენეთ რაღაც ციფრები".

ამ საკითხის კვლევის შედეგად ფაქტ–მეტრმა გაარკვია, რომ ეკონომიკასა და ბიზნესში "ბეიზ ეფექტი", იგივე დაბალი საწყისი მაჩვენებლის ეფექტი ისეთ სიტუაციას ეწოდება, როცა დაბალი საწყისი ოდენობის მაჩვენებლიდან, პატარა აბსოლუტური ცვლილება მაღალ პროცენტულ ზრდას გვაძლევს. ორი ქვეყნის მაგალითზე რომ განვიხილოთ, თუ ორივე ქვეყანა ერთი და იგივე აბსოლუტური მაჩვენებლით გაიზრდება, მაშინ ის ქვეყანა რომელსაც შედარებით დაბალი მშპ აქვს, მეტ პროცენტულ ზრდას აჩვენებს, ვიდრე მეორე.

2013 წლის IV და 2014 წლის I კვარტალში  მშპ-ს როგორც პროცენტული, ასევე აბსოლუტური ზრდის მაჩვენებლები მაღალია. ზოგადად, ეკონომიკურად განვითარებადი ქვეყნები, როცა აღმასვლას იწყებენ, მათი ზრდის ტემპი განვითარებული ქვეყნების ზრდის ტემპზე მაღალია ხოლმე. ამ შემთხვევაშიც ანალოგიურ მოვლენას აქვს ადგილი. მართალია 2012 წლის IV კვარტლიდან დაწყებული, 2013 წლის III კვარტლის ჩათვლით (უკვე „ქართული ოცნების’’ ხელისუფლების სათავეში ყოფნის პერიოდი) ქვეყანაში მშპ-ს შედარებით დაბალი რეალური ზრდის ტემპი ჰქონდა, თუმცა, 2013 წლის IV და 2014 წლის I კვარტალში (კვლავ „ქართული ოცნების’’ მმართველობის პერიოდში) რეალური მშპ-ს მაჩვენებელი ზრდის ტენდენციით წავიდა. ასეთი ზრდის მაჩვენებლები გარკვეულწილად მართლაც ბეიზ ეფექტის შედეგია, თუმცა, ეს ზრდა  შესაძლოა საერთოდ არ ყოფილიყო და ეკონომიური მდგომარეობა კიდევ უფრო მეტად გაუარესებულიყო. შესაბამისად, ეკონომიკაში გაუმჯობესების გარკვეულ პროცესს ნამდვილად აქვს ადგილი. შეუქცევადია თუ არა ეს პროცესი, ამას მომავალი გვიჩვენებს.

ამ ეტაპზე არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ფაქტ–მეტრმა ზურაბ ჯაფარიძის განცხადება ნახევრად სიმართლედ შეაფასა.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა „ნაციონალური მოძრაობის“ კიდევ ერთი წევრის, ნიკა მელიას განცხადებაც გადაამოწმა. მელია თბილისში შეჩერებულ მასშტაბურ მშენებლობებს აპროტესტებდა და აღნიშნავდა, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რამდენიმე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტის მშენებლობა შეჩერდა. მისი განცხადებით, მოქმედმა ხელისუფლებამ არარელევანტური არგუმენტაციით თბილისის შემოვლითი რკინიგზის მშენებლობა შეაჩერა. ნიკა მელიამ აღნიშნა, რომ შემოვლითი რკინიგზის სამუშაოების 80% უკვე დასრულებული იყო. მისივე თქმით, პროექტის დაკონსერვება  დამატებით ხარჯებთან, კერძოდ, 4-5 მილიონ ლართან არის დაკავშირებული. კანდიდატის ინფორმაციით, ასევე შეჩერდა დიდუბე-დიღმის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის და უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მეტრო სადგურის მშენებლობებიც.

ნიკა მელიას განცხადების გადამოწმების შედეგად ფაქტ-მეტრმა გაარკვია, რომ თბილისის თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტი მართლაც შეჩერდა. ამ ეტაპზე პროექტი 3 წლის ვადითაა დაკონსერვებული, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, პროექტის დაკონსერვების შედეგად გამოწვეულ ხარჯებს არა სახელმწიფო, არამედ კონტრაქტორი კომპანია დაფარავს.

ნიკა მელია არაზუსტია განცხადების იმ ნაწილში, სადაც შესრულებული სამუშაოების პროცენტულ მოცულობაზე საუბრობს, რადგან რეალურად სამუშაოების 64 და არა 80 პროცენტია შესრულებული. ამასთან, კომპანია Mobility Consultants-ის კვლევაში მითითებულია შესრულებული სამუშაობის ხარვეზებსა და ნაკლოვანობებზეც. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობასა და რკინიგზაში გარკვეული პერიოდის განმავლობაში შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის გაგრძელების პოლიტიკური ნება არ არსებობდა. ნიკა მელია ასევე სწორად აღნიშნავს, რომ შემოვლითი რკინიგზის დაკონსერვებისათვის დამატებითი ხარჯებია საჭირო.

ნიკა მელიას განცხადების ის ნაწილი, სადაც ის მეტროს სადგურ „უნივერსიტეტის“ მშენებლობის შესახებ საუბრობს, არაზუსტია. სადგურის მშებელობის შეჩერება ვერ მოხდებოდა, ვინაიდან სამშენებლო სამუშაოები არ მიმდინარეობდა. 2014 წლის 1 აპრილს კი მუნიციპალური განვითარების ფონდმა თბილისის მეტროპოლიტენსა და ესპანურ კომპანია „ევროსტუდიოსთან“ შეთანხმებას მიაღწია და 30 ივნისს სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერიც გამოცხადდა.

მიუხედავად მუნიციპალური განვითარების ფონდის პოზიციისა და არგუმენტებისა, ნიკა მელია მთლიანობაში სწორად მიუთითებს მარშალ გელოვანის გამზირისა და სამტერდიის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობის შეჩერების შესახებ. შესაბამისად, მისი განცხადება მეტწილად სიმართლეა.




 ახალი ამბები
  • სიცოცხლე გრძელდება! _ ჩოხატაურში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა„სიცოცხლე გრძელდება! დღეს გურიას და საქართველოს კიდევ ერთი სიცოცხლე შეემატა, მედალფას ჩოხატაურის კლინიკის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში დოლიძეების ოჯახს მეორე შვილი შეეძინა. ღმერთმა გაამრავლოს საქართველო და ამ რთულ მდგომარეობაში მრავალი სიხარული და ბედნიერი დღეები შემატებოდეს!”,_ აღნიშნულ ინფორმაციას შპს „მედალფას“ ჩოხატაურის სამედიცინო ცენტრი ... ...
  • "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა(ფოტოები) "არ ისურვა ვინაობის გამხელა" - ერთ-ერთი მსოფლიო ჩემპიონი ზუგდიდში ათ ოჯახს დაეხმარა, _ ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში "წმინდა გაბრიელის საქველმოქმედო ფონდის" ხელმძღვანელი, სალომე ფაცაცია ... ...
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი გიორგი გახარიას მადლობას უხდისჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს გებრეიესუსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს, გიორგი გახარიას ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გაკეთებული გზავნილისთვის მადლობა გადაუხადა. განცხადება „ტვიტერზე“ ტედროს გებრეიესუსის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა. „მადლობა საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას, ქართველი ხალხისადმი და განსაკუთრებით ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის გაკეთებული შესანიშნავი გზავნილისთვის, რომლითაც ის ჯანდაცვის მსოფლიო დღეს გამოვიდა. ჩვენ ერთად ვიბრძვით „კოვიდ-19“-ის წინააღმდეგ“, – ნათქვამია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებაში. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ჯანმრთელობის მსოფლიო დღეს განცხადებით გამოეხმაურა, სადაც მან გლობალურ პანდემიაზე გაამახვილა ყურადღება. „ერთიანი ძალისხმევით, ქართველი ექიმების თავდაუზოგავი შრომით და პროფესიონალიზმით, ჩვენ ამ გამოწვევასაც დავძლევთ, გავიმარჯვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დავუბრუნდეთ ცხოვრების ჩვეულ რიტმს. ჩვენ კი გავუფრთხილდეთ არა მხოლოდ საკუთარ თავს, არამედ ჩვენს მშობლებს, ოჯახსა და ახლობლებს. გავუფრთხილდეთ ჩვენს გმირ ექიმებს, რომლებიც დღეს თავდაუზოგავად იბრძვიან ჩვენი ჯანმრთელობისთვის“, – აღნიშნულია გიორგი გახარიას 7 აპრილის ... ...
  • დაკეტილი მაღაზიები და ქუჩები ადამიანების გარეშე _ ჩოხატაური 9-ის შემდეგ (ფოტორეპორტაჟი)დღეს კომენდანტის საათის გამოცხადებიდან მერვე დღეა. "გურია ნიუსი" გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს _ "ჩოხატაური 9-ის ... ...
  • ხელფასის 1/3 StopCoV ფონდში _ საკრებულოს მაღალჩინოსანთა გადაწყვეტილება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე, მოადგილე ვლადიმერ ნანაძე, ფრაქცია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” , საკრებულოს კომისიის და ფრაქციის თავმჯდომარეები, მომდევნო სამი თვის ხელფასის მესამედს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში გადარიცხავენ. „ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, შევუერთდეთ მმართველი გუნდის სოლიდარობის ინიციატივას და ჩვენი წვლილი შევიტანოთ კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში. ესაა ვირუსი, რომელიც საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას, ამიტომ ახლა ისე როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ჩვენი ერთიანობა და თანადგომა, რაც ყველას ერთად მოგვცემს შესაძლებლობას დავამარცხოთ პანდემია და გავუმკლავდეთ მის შედეგებს. ასევე საკრებულოს თითოეული წევრი აპარატის თანამშრომლებთან ერთად, პირადი სახსრებით ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით საჭიროებენ დახმარებას, საკვები პროდუქტებით მოამარაგებენ“,- ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...