მაცივრების შეკეთების უფლება, მხოლოდ სერთიფიცირებულ სპეციალისტებს ექნებათ

საზოგადოება

მაცივრების შეკეთების უფლება, მხოლოდ სერთიფიცირებულ სპეციალისტებს ექნებათ

2014 აგვ 4 21:37:32

"ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში ცვლილები შედის, რომლის თანახმადაც  სამაცივრე სისტემების შეკეთება მხოლოდ იმ ადამიანებს შეეძლებათ, რომლებსაც  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო, სპეციალური კურსის გავლის შემდეგ,  სერთიფიკატებს გადასცემს.

სამინისტროს ოზონის ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი ნოე მეგრელიშვილი კანონში ცვლილებებს ოზონის შრის დაცვის აუცილებლობით ხსნის. მისი თქმით, ოზონდამშლელი ნივთიერებების მავნე ზემოქმედების შემცირება აუცილებელია.

"ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში  დაემატება კიდევ ერთი მუხლი, რომელიც მიეძღვნება სერთფიცირების სისტემას. გარემოში ოზონდამშლელი ნივთიერებები რომ არ გაიფრქვეს, საჭიროა კეთილსინდისიერი და შესაბამისი ცოდნით აღჭურვილი მაცივარ-ტექნიკოსი, რომელიც კონდიცირების სისტემებს მოემსახურება. დაინერგება სერტიფიცირების სისტემა და მხოლოდ სერთიფიცირებულ ტექნიკოსს შეეძლება ოზონდამშლელ  ნივთიერებებთან ურთიერთობა. ამ ინიციატივით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო პარლამენტში  სექტემბერში,  შემოდგომის სესიაზე,  შედის. დაწესდება ჯარიმები, ვინც მაცივრებიდან ოზონდამშლელ ნივთიერებას,  დაუდევრობის,  ან სხვა მიზეზით გააფრქვევს. თუ სპეციალისტი სერთიფიკატის გარეშე მოემსახურება მაცივარ-დანადგარებს, ამ შემთხვევაში  ტექნიკის მფლობელიც დაჯარიმდება", _ აცხადებს ნოე მეგრელიშვილი.

სამინისტრო ყველა ძირითად რეგიონში გეგმავს სწავლების ჩატარებას. საბოლოო სატესტო გამოცდა თბილისში იქნება. პირველ ეტაპზე  დაახლოებით ათასამდე სერთიფიცირებული ტექნიკოსის მომზადება, ხოლო მომავალ წელს ამ რიცხვის  გაზრდა იგეგმება. სერთიფიკატის გაცემის პირობებში სწორი მომსახურების ცოდნაც იგულისხმება. სერთიფიცირებულმა მემაცივრე-ტექნიკოსმა არამარტო ოზონდამშლელ ნივთიერებებთან მოპყრობა, არამედ ყველანაირი ტიპის მაცივრის, როგორც საყოფაცხოვრებო, ასევე  დიდი კონდიცირების სისტემების და თბური ტუმბოების შეკეთებაც უნდა იცოდეს.

ოზონდამშლელი ნივთიერებების შემცირების ვალდებულება საქართველოს მონრეალის ოქმის საფუძველზე აქვს აღებული.

1985 წელს ოცმა ქვეყანამ ხელი მოაწერა ოზონის შრის დაცვის შესახებ ვენის კონვენციას,  1987 წელს კი 43–მა ქვეყანამ  ამ კონვენციის ოქმს (მონრეალის ოქმი), რომლითაც დადგინდა ოზონის შრის დამშლელი ნივთიერებების ხმარებიდან ამოღების ეტაპობრივი გრაფიკი. შემდგომში ამ ხელშეკრულებებს პრაქტიკულად მთელი მსოფლიო შეუერთდა. დღეს ყველაზე აგრესიული ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადები უკვე ამოღებულია ხმარებიდან.

სტრატოსფერული ოზონის დაშლა გამოწვეულია ჰალოგენების შემცველი ორგანული ნაერთების: ქლორ–ფტორ–ნახშირწყალბადების (ქფნ–ები), ქლორ–ბრომ–ნახშირწყალბადების და ჰალონების ატმოსფეროში მოხვედრით. ამ ნივთიერებათა წარმოება მეოცე საუკუნის ოციანი წლებიდან დაიწყო. ისინი გამოიყენება როგორც იდეალურად უსაფრთხო მაცივარაგენტები, დეზოდორანტების შემავსებლები, ელექტრომოწყობილობის გამწმენდები, ცეცხლჩამქრობი ნივთიერებები, მცენარეთა დაცვის საშუალებები.  ითვლება, რომ თითო მოლეკულა ქლორ–ფტორ–ნახშირბადი ას ათასამდე ოზონის მოლეკულას შლის ( ოზონის ხვერელი, დიამეტრით 1000 კმ, პირველად აღმოაჩინეს 1986 წელს სამხრეთ ნახევარსფეროში ანტარქტიკის თავზე).

ნოე მეგრელიშვილის თქმით,  სამაცივრე სისტემებში (განვითარებად ქვეყნებში, მათ შორის საქართველოშიც)  ოზონდამშლელი ნივთიერება  R22-ის,  ე.წ. ფრეონის, სახელწოდებით არის გავრცელებული.  სწორედ ამ ნივთიერებებთან მოპყრობა უნდა იცოდეს სერტიფიცირებულმა მემაცივრე ტექნიკოსმა, შეკეთებისას რომ არ გააფრქვიოს გარემოში და ამით ხელი არ შეუწყოს ოზონის შრის დაშლას.

ოზონის ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის თქმით, ოზონის ხვრელი დასახლებულ პუნქტების ზემოთ არ არის აღმოჩენილი, თუმცა მისი გაზრდა  ნებისმიერ ადგილას, ძალიან მძიმე შედეგებს გამოიწვევს:

"ოზონდამშლელი ნივთიერებების გაფრქვევა, რომლებსაც სამაცივრე სისტემები შეიცავენ,  იწვევს კანის კიბოს, კატარაქტას, იმუნური სისტემის დაქვეითებას  და სხვა დაავადებებს. შლიან რა ეს ნივთიერებები ოზონის შრეს, მზის ულტრაიისფერი გამოსხივება იმატებს, რასაც ყველა ცოცხალ ორგანიზმზე მძიმე ზემოქმედება მოჰყვება", _ ამბობს მეგრელიშვილი.

საქართველოში ოზონშემცველ  ნივთიერებების შემოტანაზე კვოტაა დაწესებული. კომპანიებს, რომლებიც ამ ნივთიერებებს ტექნიკის წარმოებაში იყენებენ,  სპეციალური ნებართვა აქვს სამინისტროსგან მინიჭებული.

"კვოტა დაახლოებით 84 ტონას შეადგენს. ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა 84 ტონა ოზონდამშლელ ნივთიერებაზე მეტს ვერ მოიხმარს. იანვრიდან ეს რაოდენობა 10 ტონით შემცირდება და დახლოებით იქნება 74 ტონის შემოტანის საშუალება.   ნელ-ნელა ეს კვოტა კიდევ უნდა შემცირდეს და დავიდეს ნულზე. მინდა გითხრათ, რომ საქართველო მაინც ვერ ითვისებს ამ კვოტას.  მსოფლიოს განვითარებულმა ქვეყნებმა უკვე შეწყვიტეს 2010 წელს ოზონდამშლელი ნივთიერებების წარმოება. ახლა ჯერი განვითარებად ქვეყნებზეა, რომელთა ეკონომიკასაც  არ აქვს იმის ფუფუნება,  ერთბაშად ამოიღონ ეს დანადგარები მოხმარებიდან. საბოლოოდ, ეტაპობრივი შემცირებით 2050 წლამდე უნდა ამოიღონ ეს ნივთიერებები. ამ პერიოდში სხვა  შემცვლელებიც გამოჩნდება და ნაკლებად ძვირადღირებული. საბედნიეროდ, მონრეალის ოქმის ძალიან ეფექტური მუშაობის შედეგად ხმარებიდან ამოღებულია ოზონდამშლელი ნივთიერებების  დაახლოებით 98%, რაც ძალიან დიდი მიღწევაა. რომ არ ყოფილიყო მონრეალის ოქმი და გაფრქვევის  ტენდენცია გაგრძელებულიყო, 2030 წლისთვის ოზონის შრის 2/3 განადგურდებოდა. წარმოიდგინეთ, რა რაოდენობის ულტრაიისფერი გამოსხივება შემოვიდოდა დედამიწაზე და რამხელა ზიანს მიაყენებდა იგი ადამიანს და გარემოს", _ ამბობს ნოე მეგრელიშვილი.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ 2050 წლისთვის,  ოზონდამშლელი ნივთიერებების კლების ტენდენცია  გაგრძელდება (პროგრესი მონრეალის ოქმის მიღების შემდეგ თვალსაჩიონოა)  და  იმ შედეგებს მივაღწევთ, რაც 80-იან წლებში არსებობდა, ანუ   აღდგება ოზონის შრე და  ხვრელიც დაპატარავდება ეტაპობრივად.




 ახალი ამბები
  • ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე შვილმა მამა მოკლაშინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2002 წელს დაბადებული ჯ.კ., ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალაში მცხოვრებმა არასრულწლოვანმა, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ოჯახური კონფლიქტის ნიადაგზე წარმოქმნილი ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მამას - 1969 წელს დაბადებულ გ.კ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. ჯ.კ.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, მოკლული მამის ცხედარი ეზოში მდებარე დამხმარე სათავსოს სარდაფში გადამალა. ასევე, დადგინდა, რომ მომხდარი ფაქტის დროს მამა-შვილი სახლში მარტო იმყოფებოდა. სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბრალდებული საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მალევე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - თოფი ნივთმტკიცებად ამოიღო. დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით ... ...
  • აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურესამ წუთებში აჭარის მაუწყებლის დირექტორის მოადგილის კონკურსი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს. პროცესში მონაწილეობს სამი კონკურსანტი, მათ შორის ორი ტელევიზიის  თანამშრომელი ემზარ დიასამიძე და ფირუზ ბოლქვაძე. მესამე მონაწილეა ჟურნალისტი ვახო ხუზმიაშვილი. ამ ეტაპზე გასაუბრებას პირველი კანდიდატი გადის. შესარჩევი კომისიის წვერების უმრავლესობა მაუწყებლის თანამშრომელია ერთი კი ხელოვნების უნივერსიტეტის რექტორი. დღის ბოლომდე გახდება ცნობილი, ვისზე გააკეთებს არჩევანს კომისია. წყარო: ... ...
  • გახარია: "მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი""ვანო მერაბიშვილი არ იყო და ვერ იქნებოდა პოლიტიკური პატიმარი"_ ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას ვანო  მერაბიშვილის შესახებ. ცნობისთვის,  ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება გუშინ დატოვა. როგორც მან განაცხადა დღევანდელი ხელისუფლების დამხობის შემდეგ, პოლიტპატიმრებისთვის ამ ციხის კარი ფართოდ ... ...
  • შინაგან საქმეთა მინისტრი: რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერშიშინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბათუმში, პოლიციელების დაჯილდოების ცერემონიის შემდეგ, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და ოქტომბერში განხორციელებულ კიბერშეტევასთან დაკავშირებით  კომენტარი გააკეთა. „ეს მნიშვნელოვანი თემაა.  ეს მოხდა ოქტომბერში. ყველამ გაიგო. დიდი შეტევა იყო კიბერმიმართულებით. ვიმუშავეთ ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ამას ძალიან დიდი დრო დასჭირდა. ამ საკითხთან დაკავშირებით  ოფიციალური განცხადება  უკვე გაკეთდა. რა თქმა უნდა, განცხადება გავაკეთეთ ღიად, არ დაგვიმალია, საიდან იყო, საიდან მოდიოდა. გითხარით, რომ რუსეთის კვალი იყო ამ ყველაფერში. 21-ე საუკუნეა და ეს თემა, რა თქმა უნდა, პოპულარულია, სამწუხაროდ, მსოფლიოში, არა მარტო საქართველოში, დიდ ქვეყნებშიც,  როგორებიცაა: ამერიკის შეერთებული შტატები, ბრიტანეთი, ევროპის დიდი ქვეყნები. ეს საფრთხეები უფრო და უფრო იზრდება, რაც უფრო ვითარდება ტექნოლოგიები. ჩვენ ვმუშაობთ პარტნიორებთან ერთად, რომ გავაუმჯობესოთ და უფრო მეტი კონტროლი იყოს, რათა არ მოხდეს ასეთი კიბერშეტევა. თუ მოხდება, მოხდეს იქვე ჩაკეტვა, ასე ვთქვათ, არ შემოვიდეს სივრცეში და არ დააზიანოს ესა თუ ის მიმართულება“,_ განაცხადა ვახტანგ ... ...
  • გალტ ენდ თაგარტი Global Finance -მა საქართველოში საუკეთესო საინვესტიციო ბანკად აღიარაგალტ & თაგარტმა Global Finance-ის ჯილდოს „საუკეთესო საინვესტიციო ბანკი საქართველოში 2020 წელს“ მიღების შესახებ განაცხადა. აღნიშნული ჯილდოს მფლობელი გალტ & თაგარტი ზედიზედ მეექვსედ გახდა.   „Global Finance-ის აღნიშნული ჯილდო არის კომპანიის მიღწევების დასტური და კიდევ ერთხელ აღნიშნავს „გალტ & თაგარტ“-ის წამყვან როლს საქართველოს საინვესტიციო საბანკო სფეროში. გალტ & თაგარტი სთავაზობს მის კლიენტებს საინვესტიციო საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ტრანზაქციებზე“,- განაცხადა გალტ & თაგარტის მმართველმა დირექტორმა, ოთარ შარიქაძემ. "საინვესტიციო საბანკო საქმე მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის წინსვლასა და განვითარებაში. ჩვენი ვაჯილდოებთ ხარისხიანი და  ინოვაციური გარიგებების დადებით გამორჩეულ იმ საინვესტიციო ბანკებს, რომლებიც აკმაყოფილებენ მომხმარებლის მუდმივ რეჟიმში ცვალებად საჭიროებებსა და მოთხოვნებს", - განაცხადა Global Finance-ის გამომცემელმა და მთავარმა რედაქტორმა, ჯოზეფ დ. ჯიარაფუტომ. ჟურნალმა Global Finance-მა, მე-21-ედ გამოავლინა მსოფლიოს საუკეთესო საინვესტიციო ბანკები ქვეყნების, რეგიონებისა და სექტორების მიხედვით. Global Finance-ის რედაქტორებმა, ინდუსტრიის ექსპერტებთან ერთად, გამარჯვებულთა გამოსავლენად შემდეგი კრიტერიუმები გამოიყენეს: ბაზრის წილი, გარიგებების სტრუქტურირების შესაძლებლობები, დისტრიბუციის ქსელი, სერვისი, რჩევები, ფასები, ინოვაცია, რეპუტაცია და სხვა.   Global Finance 1987 წელს დაფუძნდა და 50,050 ეგზემპლარს გამოსცემს, რომელსაც 189 ქვეყანაში ყავს მკითხველი. Global Finance-ს კითხულობენ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეები, კომპანიების პრეზიდენტები, გენერალური დირექტორები და ფინანსური დირექტორები, ასევე ფინანსურ სფეროში მოღვაწე სხვა ტოპ მენეჯერები, რომლებიც გადაწყვეტილებებს იღებენ ინვესტიციების განხორციელებასა და სტრატეგიაზე, მულტიეროვნულ კომპანიებში და ფინანსურ ინსტიტუტებში. ჟურნალის ვებგვერდი GFmag.com აქვეყნებს ანალიტიკასა და სტატიებს და წარმოადგენს 32 წლიან გამოცდილებას საერთაშორისო ფინანსურ ბაზრებზე. Global Finance-ის სათავო ოფისი მდებარეობს ნიუ იორკში, ასევე აქვს ოფისები ლონდონსა და მილანში. ... ...

არქივი

ზაფრანი

რატომ უნდა მიირთვათ ბევრი შოკოლადი

შოკოლადის მირთმევის შედეგად ადამიანის ბედნიერების...

ჰოლივუდელი მარტოხელა მამები

ალ პაჩინო - მსახიობი სამი...

ქალები და მანქანის მართვა

ბრიტანული კვლევის თანახმად, ქალები კაცებზე...

რა არის ბედნიერება?

რას გულისხმობს ბედნიერება?_ სტაბილურ სამსახურს,...

რატომ „იყინებიან“ ქალები ხშირად

ქალებისგან ხშირად მოისმენთ, რომ ეყინებათ...

რა პროდუქტები უნდა მივირთვათ ზამთარში

რძე სუპერმარკეტებში სულ უფრო ხშირად...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...