რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

საზოგადოება

რას აკეთებს ადგილობრივი ხელისუფლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის

7 აგვ. 2014, 17:58:53

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს  ინფორმაციით, გურიაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 4 487 პირი ცხოვრობს. აქედან, ყველაზე მეტი _ 2 119 ადამიანი ოზურგეთის მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქ ოზურგეთში ცხოვრობს.

არასამთავრობო ორგანიზაციის "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის"   წარმომადგენელი ლელა ბერიშვილი ამბობს, რომ  ასეთი მაჩვენებლის მიუხედავად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში დღემდე არ ხდება ამ ადამიანების საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ფიზიკური და სოციალური გარემოს შექმნა:

_ ჩვენ გვქონდა ამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან  შეხვედრები და საუბრები. ისინი აღნიშნავენ, რომ ეტლით მოსარგებლე ადამიანებისთვის შეუძლებელია დამოუკიდებლად გადაადგილება. რამდენიმე შენობას გაუკეთდა პანდუსი,  მაგრამ სტანდარტების დაუცველობის გამო, მათი გამოყენება ვერ ხერხდება, _ ამბობს ბერიშვილი.

იგი კონკრეტულ ფაქტსაც იხსენებს: 

_  2 აგვისტოს, საკრებულოს პირველ სხდომაზე  ოზურგეთში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს თამუნა ლურსმანაშვილის სურვილი ჰქონდა, დასწრებოდა საკრებულოს სხდომას და პრაქტიკაში ერთ-ერთ პირველს გამოყენებინა მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლება _ მონაწილეობა მიეღო თვითმმართველობის ორგანოს მუშაობაში. თუმცა, იმის გამო, რომ საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოხვედრა მისთვის არაადაპტირებული გარემოს გამო, შეუძლებელი იყო,  სამი ადამიანის დახმარება დასჭირდა შენობაში შესასვლელად, _ აღნიშნავს ბერიშვილი.

"პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიიჩნევს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელშეწყობისთვის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების რეალიზება უნდა მოხდეს.

_  მათ აქვთ უფლება ისარგებლონ, მიიღონ მონაწილეობა და ჩაერთონ ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.  თვითმმართველობა ორიენტირებული უნდა იყოს, უზრუნველყოს, ერთის მხრივ, თავისი საქმიანობის საჯაროობა და მეორეს მხრივ, მხედველობაში მიიღოს ყველა კონკრეტული ადამიანის ინტერესი საკუთარი უფლებამოსილების გახორციელების დროს, _ აღნიშნავს ლელა ბერიშვილი.

მისივე თქმით, შეუძლებელი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა იქამდე, სანამ მათ არ მიეცემათ საშუალება, თავად გახდნენ საკუთარი უფლებების დამცველები: _ მოქალაქეთა ჩართულობას, თვითმმართველობის საქმიანობაში და სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მუშაობაში, აქვს უდიდესი დატვირთვა სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნისა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირებისთვის. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უნდა მიეცეთ სხვებთან თანასწორი ცხოვრების საშუალება.  ამის საპირისპიროდ, ისინი წარმოადგენენ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე უფრო მეტად მოწყვეტილ ჯგუფს, რომელთა მონაწილეობის უფლება სამოქალაქო ცხოვრებაში და პოლიტიკურ პროცესებში, უმეტესად, იგნორირებულია.  ვფიქრობთ, რომ შეუძლებელი იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვა იქამდე, სანამ ამ ადამიანებს არ მიეცემათ საშუალება, თავად გახდნენ საკუთარი უფლებების დამცველები. ამისთვის საჭიროა, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებმა გადადგან ეფექტური ნაბიჯები და შექმნან ისეთი გარემო, სადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ექნებათ საზოგადოების ცხოვრების ყველა სფეროში თანაბარი მონაწილეობის საშუალება.

საქართველოს სახალხო დამცველის 2009, 2010 და 2011 წლების ანგარიშების მიხედვით, ადგილობრივ თვითმმართველობებს აქვთ ძალიან მცირე ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებისა  და მათი უფლებების რეალიზების შესახებ.  ისინი ჯერ კიდევ არ უზრუნველყოფენ ხელმისაწვდომი გარემოს შექმნას, ისევე, როგორც სხვა ღონისძიებების გახორციელებას, რომლებიც მნიშვნელოვანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების რეალიზების მიზნით.

ჩვენ გამოვითხოვეთ ინფორმაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებიდან მათ საქმიანობაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობის პრაქტიკასთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაციის თანახმად, 2013 წლიდან დღემდე, საკრებულოს მიერ განხილული საკითხებიდან არც ერთი შეხებია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემატიკას, არ დაფიქსირებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკრებულოს სხდომებზე დასწრების ფაქტი და არ გახორციელებულა ბავშვებისა და მოხუცებისთვის სათანადო ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით პროექტები.

თვითმმართველობის ორგანოების მიერ ამ მიმართულებით გახორციელებული სამუშაოების მნიშვნელობა განპირობებულია იმით, რომ სწორედ თვითმმართველობის დონეზე წყდება ისეთი საკითხები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ჩართულობის წინაპირობა გახდება _ ეს შეიძლება იყოს საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა, თვითმმართველობის გადაწყვეტილებებში მონაწილეობა, განათლება, სოციალური მომსახურება, კულტურულ და სპორტულ აქტივობებში მონაწილეობა და ა. შ., _ ამბობს ბერიშვილი, რომელიც მიიჩნევს, რომ ამ საკითხებზე მუშაობისთვის საკანონმდებლო ჩანაწერი აუცილებელია.

_ სწორედ ამიტომ, ჩვენმა ორგანიზაციამ, ოზურგეთში მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად, 2 აგვისტოს მოახდინა საკუთარი მოსაზრებების ინიცირება საკრებულოს პირველ სხდომაზე. ცვლილებები შეეხებოდა საკრებულოს რეგლამენტში, გამგეობისა და სოციალური კომისიის დებულებებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის შესაბამისად ასახვას.

საკრებულოს ახალ დებულებას დაემატა ცვლილება ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსიდან. თუმცა, ეს ჩანაწერი მოიცავს მხოლოდ გარემოსა და ტრანსპორტის ადაპტირების საკითხებს და არაფერია ნათქვამი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვა უფლებებზე. ჩვენი ცვლილება შეეხება სწორედ ამ საკითხების რეგულირებას. ამასთან, გამგეობის დებულებაში საერთოდ არ არის ნახსენები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, ხოლო საკრებულოს სოციალური კომისიის დებულებაში დარჩენილია ძველი დებულება.

ოზურგეთის საკრებულოს წევრის ნანული ორაგველიძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, საკრებულოს პირველ სხდომაზე მოხდა საკრებულოს რეგლამენტის, გამგეობისა და სოციალური კომისიის დებულებების დამტკიცება. თუმცა, იგეგმება შესწორებების გახორციელება, რომელშიც განიხილება ჩვენი ორგანიზაციის მიერ ინიცირებული  ცვლილებების შეტანის საკითხი, _ დასძინა ბერიშვილმა.

აღნიშნული ორგანიზაცია პროექტს გურიის რეგიონში, მხოლოდ ოზურგეთში ახორციელებს. "გურია ნიუსი" დაინტერესდა, რას გეგმავენ ამ მიმართულებით ლანჩხუთისა და ჩოხატაურის საკრებულოები.

ოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ზაალ მამალაძის თქმით, ამ საკითხზე მუშაობა დაწყებულია და შესაბამისი კომისია საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს უკვე ამზადებს: _ დრო რომ არ დავკარგოთ, პარალელურად, მიმდინარეობს ფონდების და დონორების მოძიება, რადგან ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, _ ამბობს იგი.

დავით შარაშიძე ჩოხატაურის საკრებულოს წევრია. იგი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა და ამ ადამიანების პრობლემები მისთვის კარგად არის ნაცნობი: _ წინა საკრებულოს ვერაფერი გავაგებინე. იმედია, ახალი მოწვევის საკრებულო ყველაფერს გააკეთებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ადაპტაციისთვის, მათი პირობების გაუმჯობესებისთვის. ჩემი კომისია ამ საკითხზე მუშაობს და საკრებულოს უახლოეს სხდომაზე საკითხს დავაყენებთ, _ ამბობს შარაშიძე.

მისივე თქმით, ეტლში მჯდარი ადამიანისთვის გაცილებით რთულია გადაადგილება და ეს პრობლემა დროულად მოსაგვარებელია:

_ როდესაც ხედავენ, რომ ჩემს დამხმარეს ეტლით ზევით-ქვევით დავყავარ, ეს ადვილი ჰგონიათ. არადა, ძალიან რთულია. ამიტომ ვაპირებ, რომ ის ადამიანები, რომლებსაც ამ პრობლემის გადაჭრა ხელეწიფებათ, ეტლში ჩავსვა და რამდენჯერმე ავაყვანინო და ჩამოვაყვანინო სართულებზე. საინტერესოა, რას იტყვიან მერე, _ დასძენს შარაშიძე.

ცვლილებებზე ფიქრობენ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოშიც.

_ ჩვენ ვფიქრობთ ამ საკითხზე, აუცილებლად გავახორციელებთ რიგ ღონისძიებებს, რომლებიც გამოიწვევს ამ ადამიანების პირობების გაუმჯობესებას, _ ამბობს ჩვენთან საუბრისას ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარე გოგი ხელაძე.

_ ბატონო გოგი, რამდენად შესაძლებელია დღეს, ლანჩხუთში, საჯარო სამსახურში დასაქმდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი?

_ ცოტა რთული თემაა.  ახლა რეორგანიზაცია მიდის და რაღაცის გათვალისწინება შეიძლება. თუმცა, კონკრეტულად, ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით.

ხელაძის თქმით, ამ ეტაპზე, ლანჩხუთში, საჯარო სამსახურში არც ერთი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი არ მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ჩოხატაურში იყო შემთხვევა, როდესაც ნინო ლომთათიძეს, რომელიც დღეს არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობს,  სამუშაოს დაწყებაზე უარი მხოლოდ იმიტომ უთხრეს, რომ ის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე იყო:

_  ძალიან გამიჭირდა სამსახურის პოვნა. დიდი ხანია, ხელისუფლებას ვთხოვ დასაქმებას. მხოლოდ მპირდებოდნენ. მქონდა ისეთი სიტუაციაც, რომ ვიჩაგრებოდი "დიდი ადამიანისგან". ოღონდ, ეს არ იყო ჩოხატაურის მთავრობის წევრი. ერთ ქალბატონს ვთხოვე დასაქმება, მან კი ირონიულად მითხრა _ ამდენ განცხადებას რომ მიტოვებ, შენ რა სამსახური გინდაო. ვიფიქრე, მიწა გამსკდომოდა და ეს ქალბატონი საერთოდ არ მენახა,-მეთქი, _  ამბობდა ნინო "გურია ნიუსთან" საუბრისას 2012 წლის 16 თებერვალს.

ჩოხატაურის ხელისუფლება ამბობს, რომ მსგავსი რამ არ განმეორდება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ყოფის გასაუმჯობესებლად ყველაფერს გააკეთებენ.

უნდა ითქვას ისიც, რომ საქართველოს მთავრობამ, 2014 წლის 12 აპრილს, მოახდინა გაეროს "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის" რატიფიცირება, რითაც იკისრა ვალდებულება კონვენციით გარანტირებული უფლებებისა და ვალდებულებების გახორციელებაზე _ კონვენციის 29-ე მუხლი შეეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოლიტიკური უფლებების რეალიზებასა და მათ მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

საქართველოს კანონმდებლობით ყველა მოქალაქეს აქვს უფლება, იყოს არჩეული ან თავად აირჩიოს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობა, მიიღოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობიდან გამომდინარე მომსახურებიდან სარგებელი და მოახდინოს მუნიციპალიტეტის ორგანოების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის მონიტორინგი.  სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის 2009 წლის კვლევის მიხედვით კი გურიაში მოსახლეობის მხოლოდ 9%-ს აქვს საკრებულოს სხდომებში დასწრების გამოცდილება.




 ახალი ამბები
  • გურიაში წელს საგამოცდო ცენტრში 460 აბიტურიენტს ელოდებიანხვალ, ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. გურიაში საგამოცდო ცენტრი ოზურგეთში #2 საჯარო სკოლის შენობაშია განთავსებული. ოზურგეთის საგამოცდო ცენტრის ადმინისტრატორის, ლელა იმედაშვილის თქმით, გურიიდან წელს 460 აბიტურიენტია დარეგისტრირებული. “ცენტრი სრულ მზადყოფნაშია აბიტურიენტების მისაღებად. ჯანდაცვის რეკომენდაციები გათვალისწინებულია სრულად. ხვალ ველოდებით აბიტურიენტებს და საგამოცდო დღეები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით იწყება“, - აღნიშნა „გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ლელა ... ...
  • ახალი დეტალები ოზურგეთში ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებულებზეგავრცელებული ინფორმაციით, ადამიანის გატაცების ბრალდებით დაკავებული ხუთი პირიდან ორი ერთი ოჯახის წევრია _ ევროპის ვიცე-ჩემპიონი და მისი ძმა _ ირაკლი და ლუკა ლომაძეები. ხუთივე ბრალდებული გადაყვანილია ბათუმში და სწორედ დღეს გაიმართება სასამართლო პროცესი. სწორედ დღეს გახდება ცნობილი, გადაიყვანენ თუ არაა დაკავებულებს წინასწარი დაკავების იზოლატორიაში.   ამავე თემაზე: ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებული ... ...
  • ადამიანის გატაცების ბრალდებით ოზურგეთელი სპორტსმენი, ევროპის ვიცეჩემპიონია დაკავებულიროგორც უკვე ვიუწყებოდით, ადამიანის გატაცების ბრალდებით, სამართალდამცავებმა ხუთი ადამიანი დააკავეს. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ოზურგეთელი სპორტსმენი, მოჭიდავე, საქართველოს ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი ირაკლი ლომაძეა, _ ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ ერთ-ერთმა სპორტსმენმა დაუდასტურა. "გურია ნიუსისთვის" ცნობილი ხდება, სხვა დაკავებულებიც სპორტსმენები არიან. ჩვენ ინფორმაციის გადასამოწმებლად, შსს პრესსამსახურს დავუკავშირდით, თუმცა, მათგან კონკრეტული პასუხი ვერ მივიღეთ. შსს არ ასახელებს იმ პირების სახელებს და გვარებს, რომლებიც დაკავებულები არიან ადამიანის გატაცების ბრალდებით. იძულებით წაყვანილ პირს ბოხვაურში ფიზიკურად გაუსწორდნენ- ოზურგეთში 5 პირი ... ...
  • საქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდასაქართველოში კორონავირუსით კიდევ 3 ადამიანი დაინფიცირდა, 3 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 951 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 828 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 3569 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 192. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით. 21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში ... ...
  • აჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცააჭარის უმაღლესმა საბჭომ საკონსტიტუციო ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. საარჩევნო სისტემის ცვლილებას მხარი 15-მა დეპუტატმა დაუჭირა. კანონპროექტი საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად გადაეგზავნება, პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ კი ამოქმედდება.კანონპროექტით 6 მაჟორიტარული ოლქი სამამდე შემცირდება. 2020 წლის არჩევნებზე უმაღლეს საბჭოს 21 დეპუტატიდან სამს მაჟორიტარული, 18 კი პროპორციული წესით აირჩევენ. საუბარია ბუნებრივ ბარიერზე, ბლოკები კი უცვლელი რჩება.ბოიკოტის რეჟიმში რჩება „ნაციონალური მოძრაობა“. მათივე თქმით, არ შესრულებულა 8 მარტის შეთანხმება. სხდომას ევროპული საქართველოსა და „ბურჯანაძე-დემოკრატიული საქართველოს“ წევრებიც არ ესწრებოდნენ.უმრავლესობის წევრების განცხადებით, ეს არის ისტორიული გადაწყვეტილება. მათივე თქმით, საზოგადოების დაკვეთა შეასრულესუმაღლესი საბჭოს არჩევნები საქართველოს პარლამენტის არჩევნების პარალელურად ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ რამდენად ფართოა შენი ცოდნის არეალი

მე-20 საუკუნის რომელი პოლიტიკური მოღვაწე...

ტესტი _ რა იცი მსოფლიოს ღირშესანიშნაობების შესახებ?

რომელმა ქვეყანამ აჩუქა აშშ-ს თავისუფლების...

ტესტი _ შენ და საქართველოს ისტორია

საქართველოს რომელი მეფე დასაჯეს სიკვდილით...

ტესტი _ გაქვს თუ არა კარგი ზოგადი განათლება?

რომელ ცნობილ მეცნიერს მიენიჭა 1921...

ტესტი _ ხარ თუ არა "უგზო-უკვლოდ" განათლებული? (მეორე ვარიანტი)

რა დასტრიალებდა თავს მაურისიო ბაბილონიას...

ტესტი _ იკვებებით თუ არა სწორად?

ყოველდღე ჭამთ უმ ბოსტნეულს, სალათებს?

კარმიდამო ჩემი

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

როგორ მოვრწყოთ ვარდები _ ნუ გამოვიყენებთ სუფთა წყალს

ყვავილები, განსაკუთრებით, ვარდები, ყველას უყვარს....

ჩითილების მომზადება კოშტების და ნახერხის დახმარებით

ჩვენი გამოცდილი მეურნეები, სხვადასხვა ხალხურ...

რომელი მცენარეა ფშატი?

ჩვენი არა ერთი მკითხველის გვთხოვს,...

ხალხური მედიცინა დეზინფექციისთვის

სისუფთავის ხარისხი იქ, სადაც ადამიანი...

"საშობაო ლიქიორის" მომზადების ყველაზე შედეგიანი მეთოდი

ძალზე პოპულარული, "საშობაო ლიქიორის" მომზადების...

ყაბაყის ტორტი

საჭირო მასალა: ორი ცალი ყაბაყი,...

სტაფილოს სალათი ცერეცოთი

საჭირო მასალა: სამი ცალი სტაფილო,...

სოკოს სალათი შებოლილი ქათმის ხორცით

ეს უგემრიელესი სალათი უნდა მოვამზადოთ...

შვრიის ორცხობილა მოხალვის მეთოდით

მსუბუქი, გემრიელი და ზაფხულისთვის შესაფერი...