საკვირაო რეპორტაჟი საკვირაო ბაზრიდან

საზოგადოება

საკვირაო რეპორტაჟი საკვირაო ბაზრიდან

2011 ოქტ 4 23:26:41
(გურია ნიუსი, ლანჩხუთი) _ ლანჩხუთის აგრარული ბაზარი, წვიმიანი კვირა დღე... როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, წვიმა აქ განსაკუთრებით გაწუხებს _ ბაზრის მიმდებარე ტერიტორია საკმაოდ დაზიანებულია და ყველგან წყალი და ტალახია. მართალია, ბოლო კვირეების მანძილზე ქალაქში ასფალტის ახალი საფარის დაიგო, მაგრამ აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობაზე ჯერჯერობით არავინ ზრუნავს. არადა, ეს ადგილი კვირაობით ნამდვილად გამოცოცხლებულია და "ორი კაპიკის" მქონე ლანჩხუთელებისათვის მთავარი სავაჭრო ადგილია.

პირველი, რაც კვირას სიახლის სახით ბაზარში შეიმჩნეოდა, ყურძენი იყო, რომელიც ერთ ლარი ღირდა. მართალია, ყურძნით მოვაჭრეს ხშირად ეკითხებოდნენ ფასს, მაგრამ მყიდველი აშკარად ნაკლები ჩანდა: "გაიაფდება და მერე ვიყიდითო" _ ასეთი იყო კლიენტთა განცხადება.

იქვე, შორიახლოს, ასაკოვანი მამაკაცი გოდრებს ყიდდა. როგორც გავარკვიეთ სოფელ აცანის მკვიდრი ყოფილა და ორი გოდორი ჩამოუტანია გასაყიდად. თითოს 30 ლარად აფასებდა. "ამას ბევრი შრომა უნდა. ნახე, სუფთა წაბლისგან არის გაკეთებული. 15 წელიწადს გაგიძლებს. დიდი ხანია ამ საქმით ვარ დაკავებული. ადრე ბევრს ვყიდდი. დღეს ხალხში ფული არ არის, თორემ ყიდვა უნდათ. ზარმაცი კაციზა აი გოდორი არ ვარგა, რადგან ვეფერში ვერ მეიხმარს _ 60 კილო სიმინდი ჩავა ამაში, ყურძენიც კაი გაყოლა", _ გვეუბნება მამაკაცი.

განსაკუთრებული რიგები ბულგარულ წიწაკაზეა, ფასიც საკმაოდ მაღალია _ ერთ კილოგრამი 2 ლარიდან ორლარნახევრამდე მერყეობს _ ბოლო ფასია, არ დააკლდებაო, _ ერთდროულად გაიძახიან მოვაჭრეები. შედარებით ნაკლები ხარისხის ბულგარული წიწაკა შეიძლება 1,8 ლარადაც იყიდო, მაგრამ ამ შემთხვევაში ფასის დაკლებაზე კაი გვარიანი ხვეწნა-მუდარა მოგიწევს. მწვანე ლობიოს ერთ ლარს აფასებენ, თუმცა, კონკურენცია აქაც არის. ერთი ქალბატონი 80 თეთრად გვთავაზობს: "მოი ნენა, ჩემი ხელითაა დაკრეფილი. შესანახიზა რომ გამოდგება, ზუსტად იმფერია. აგენი რომ ყიდიან (ხელს გვერდით მდგომ მოვაჭრეებზე მიგვითითებს), ყველა გადამყიდველია. ჩამევიდნენ ამ დილას, იყიდეს იაფად და ახლა 30 თეთრით ძვირად ყიდიან. ჩემი მოწეული ლობიოა, სასუქიანი არ გეგონოს. შვილიშვილებს გეფიცები, მარტო თოხზეა მოყვანილი." ამ ქალბატონს ლობიოს გარდა მწვანილებიც ბლომად აქვს _ მაკიდოს სამ კონას ლარად ყიდის, ხოლო ქინძს _ 4 კონას. ნახევარი კილო ნიგოზიც აქვს: "ამერიკული ნიგოზია, წლისთავიზა მქონდა ნაყიდი და მომრჩა. 7 ლარად ვყიდი. ნამდვილად კაი ნიგოზია," _ გვეუბნება ლობიოთი მოვაჭრე.

იქ, სადაც ყველი და რძის პროდუქტები იყიდება, ნამდვილი ანტისანიტარიაა, მაგრამ ხალხი მაინც ბლომად არის. ერთი კილოგრამი ყველის ფასი 6 ლარია.

_ სულგუნი უკვე წაიღეს სამტრედიელებმა. ისე 7-8 ლარად ვყიდდით. გააჩნია, რამდენს აიღებდი, _ გვეუბნება მეგრული აქცენტის მქონე მამაკაცი, რომელსაც კილოგრამებად დაფასოებული მჭადის ფქვილი და ღერღილი აქვს, რომელსაც, შესაბამისად, 3 და 3,5 ლარად ყიდის.

"აბა, სიმინდი, ჩიბათის სიმინდი!" _ შუახნის მამაკაცი კლიენტების მოზიდვას ასე ცდილობს. ფასს ვეკითხებით, სანამ პასუხს გაგვცემს, ჯერ გვეუბნება, რამდენის შეძენა გვსურს. "25 ლარი ღირს. კაი ხარისხის სიმინდია. აგერ ჭყინტი სიმინდიც მაქვს. სამ კოტას ლარად მოგცემ", _ გვეუბნება ჩიბათელი მამაკაცი.

პომიდორი 80 თეთრადაც შეიძლება შეიძინო, კიტრი 70 თეთრი ღირს, ხახვი _ 80 თეთრი, ნიორი _ 6 ლარი, კარტოფილი _ 80 თეთრი, თუმცა შედარებით პატარებს 60 თეთრშიც მოგცემენ.

შინაური ფრინველების ნაკლებობაა. ვისაც ჰყავს, საკმაოდ ძვირადაც აფასებს. ე.წ. ბროილერის წიწილები, რომელიც დასაკლავადაც ვარგა, 5 ლარში იყიდება. შინაური ქათამს 10-15 ლარს აფასებენ. გოჭი მხოლოდ ორად-ორია გამოყვანილი. როგორც მეპატრონე გვეუბნება, ფასის გასაგებად ბევრი მოდის, მარა გაყიდვით ერთიც ვერ გამიყიდაო. _ 11 ლარი ღირს კილოგრამი, 13 კილო ნაღდად გამოვა, კაი საქორწილოა, _ გვეუბნება იქვე მდგომი მამაკაცი.

საზამთრო, რომელიც დაახლოებით 5 კილოგრამამდე იქნება, 1 ლარი ღირს. _ როგორც ჩანს ბლომადაა შემოტანილი, თვარა ასეთი დაბალი ფასი არ უნდა ჰქონდეს, _ ამბობს იქვე მდგომი ქალბატონი, რომელსაც ხელში ცოცხი უჭირავს და კლიენტებს მის შეძენას ურჩევს: "აბა, ცოცხი, კაი ხარისხის! იყიდეთ და ნახავთ ყველაფერს რავა დააკრიალებს. ორი ცალი მაქვს დარჩენილი, ორივეს 5 ლარად მოგცემ". ამასობაში მეორემაც გაანდო ხალხს, რომ ცოცხს ყიდის, მაგრამ უფრო ძვირად: _ 4 ლარი ბოლო ფასია, ორ ცალს, თუ წეიღებ 7 ლარში იქნება. შენ ჩემი ნაცნობი ხარ და 50 კაპიკს იმაზე გიკლებ თითოზე. იქვე ცოცხების მესამე პარტიაცაა გამოფენილი, თუმცა, ფასები უფრო მაღალია _ თითოში 5 ლარს ითხოვენ: _ აი, ახალი ცოცხია და ამიზა ფასობს უფრო ძვირს. ძველს ერთს მოუსვამ და გადასაგდებია, _ ყველა თავისი საქონლის რეკლამირებას ეწევა.

რიგებია დასამწნილებლად გამოსადეგ წიწიკაზე. აქაც ფასები ხარისხის მიხედვითაა _ ლარიდან იწყება და 1,5 ლარამდე ადის.

კვირას გამოცოცხლებული აგრარული ბაზარი რამდენიმე საათის შემდეგ ცარიელდება და "ჩვეულ" ცხოვრების რიტმს უბრუნდება _ მიყრილ-მოყრილი დახლები, ტალახში აზელილი მისავლელი გზა ერთი კვირით გადის "შვებულებაში", რათა მომავალ კვირას, ისევ რამდენიმესაათიანი ხმაურით აავსოს ხალხმა.




 ახალი ამბები
  • ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალაცოტა ხნის წინ, ჩოხატაურელი მომღერალი ჯემალ ნაკაშიძე გარდაიცვალა. ბატონი ჯემალის გარდაცვალების მიზეზად ინსულტი სახელდება. იგი წლების განმავლობაში ანსამბლ "გურიაში" მღეროდა. ჯემალ ნაკაშიძე 79 წლის იყო. მისი გარდაცვალება დიდი დანაკლისია ანსამბლისთვის და მისი მშობლიური ჩოხატაურისთვის. "გურია ნიუსის" რედაქცია მწუხარებას გამოხატავს ბატონი ჯემალის გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს ოჯახს და ... ...
  • საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევის 238 ფაქტი გამოავლინესშინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. სამართალდამცველებმა, მონიტორინგის შედეგად, ბოლო 24 საათის განმავლობაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის და ე.წ. კომენდანტის საათის შეზღუდვების დარღვევის 238 ახალი ფაქტი გამოავლინეს. პოლიციამ საჯარო სივრცეში 3-ზე მეტი პირის შეკრების და 2-მეტრიანი სოციალური დისტანციის დაუცველობის გამო 21 მოქალაქე დააჯარიმა. 1 იურიდიული და 1 ფიზიკური პირი დაჯარიმდა ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული შეზღუდვების დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში ასევე დაფიქსირდა, ე.წ. კომენდანტის საათის, თვითიზოლაციის და  მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესების დარღვევის ფაქტები. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა იწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას – ფიზიკური პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით, ხოლო იურიდიული პირის – 15 000 ლარით. შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვები, წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული, შესაბამისი ... ...
  • რამდენი პირი დააჯარიმეს ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევისთვისმგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე, 31 მარტიდან დღემდე 960 მოქალაქეა დაჯარიმებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ  გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო 24  საათში,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 90 პირი დააჯარიმეს. 4 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 163 პირი დააჯარიმეს. როგორც უწყების მიერ 3 აპრილს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 280 პირი დააჯარიმეს. 2 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით,  სამართალდამცველებმა მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე 415 პირი დააჯარიმეს. 1 აპრილს გავრცელებული ინფორმაციით კი,  სამართალდამცველებმა 12 პირი დააჯარიმეს მგზავრთა გადაყვანისა და ავტომობილით გადაადგილების წესის დარღვევის ფაქტზე. ქვეყანაში 31 მარტს ამოქმედდა საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვები. საკარანტინო პირობების შემოღების ფარგლებში ავტომობილით 3 ადამიანზე მეტის გადაადგილება ... ...
  • თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდაშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის 12 ახალი ფაქტი გამოვლინდა. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ კონტროლს ... ...
  • კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე 113 მოქალაქე დააჯარიმესსამართალდამცველებმა 4 აპრილის 21 საათიდან 5 აპრილის დილის 6 საათამდე, ე.წ. კომენდანტის საათის დარღვევის ფაქტზე, მთელი ქვეყნის მასშტაბით, 113 მოქალაქე დააჯარიმეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობისა და ე.წ. კომენდანტის საათის ფარგლებში დაწესებული შეზღუდვების დამრღვევი პირების გამოვლენის მიზნით, 24-საათიან რეჟიმში მუშაობას განაგრძობენ. პოლიცია, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებს. კომენდანტის საათი ქვეყანაში 31 მარტის 21 საათიდან ამოქმედდა. მოქალაქეებს საღამოს 21 საათიდან დილის 6 საათამდე ქუჩაში გადაადგილება ... ...

არქივი


კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...