გაიზარდა თუ არა კრიმინალი საყოველთაო ამნისტიის შემდეგ

საზოგადოება

გაიზარდა თუ არა კრიმინალი საყოველთაო ამნისტიის შემდეგ

2014 აგვ 29 15:35:12

FactCheck.ge პოლიტიკოსთა განცხადებებში ფაქტობრივი სიზუსტის დადგენის ყოველკვირეულ სტატისტიკას აქვეყნებს. ფაქტ-მეტრმა სხვადასხვა გადამოწმებულ ფაქტზე, 22- დან 29 აგვისტომდე რამდენიმე კვლევა გამოაქვეყნა. სტატიები აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებს ეხებოდა.

ყველაზე პოპულარული სტატია, ვებგვერდზე მნახველთა რაოდენობის  მიხედვით, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ეკა ბესელია განცხადებას ეხებოდა. პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში სიტყვით გამოსვლისას დეპუტატმა განაცხადა: „ასეთი უპრეცედენტო ამნისტიის შემდეგ, როდესაც პატიმრების 60 პროცენტი გავათავისუფლეთ, კრიმინალი არ გაიზარდა. ბუნებრივია, მოსალოდნელი იყო, რომ ფონი შეცვლილიყო. ვნახეთ საოცარი რამ, რომ კრიმინალი შემცირდა".

ფაქტ–მეტრი ამ განცხადების სიზუსტით დაინტერესდა. მოცემულ შემთხვევაში, ფაქტ-მეტრის შეფასების საგანს საქართველოში დღეს არსებული კრიმინოგენული ვითარება არ წარმოადგენს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ფაქტ-მეტრი აქტიურ კვლევას კვლავ განაგრძობს.

ეკა ბესელიას განცხადება უშუალოდ ამნისტიის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხებოდა. როგორც სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ამნისტიის შემდგომ სამი თვის მანძილზე დანაშაულის ზრდა დაფიქსირდა. 2013 წლის იანვარში დანაშაულების რაოდენობამ 20.2%-ით, თებერვალში 15.7%-ით, ხოლო მარტში 24.7%-ით მოიმატა. მომდევნო ოთხი თვის მანძილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკა აღარ გაუსაჯაროებია. 2013 წლის ივლისში გასაჯაროებული 7 თვის მონაცემების თანახმად კი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კრიმინალმა დაახლოებით 20%-ით იკლო. მიუხედავად იმისა, რომ დღემდე კრიმინალურ სტატისტიკასთან დაკავშირებით გარკვეული კითხვის ნიშნები რჩება, არსებული ეჭვების პირობებშიც კი, როგორც ვნახეთ, ფართომასშტაბიანი ამნისტიის ფონზე, მომდევნო სამი თვის განმავლობაში კრიმინალი გაიზარდა. აღნიშნული ფაქტი, პარლამენტში გამოსვლისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ალექსანდრე ჭიკაიძემაც დაადასტურა.

შესაბამისად, ფაქტ–მეტრმა დაასკვნა, რომ ეკა ბესელიას განცხადება მცდარია.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა პრემიერის განცხადების სიზუსტეც გადაამოწმა. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებდა: "ჩვენ გავაკეთეთ ძალიან მოკლე დროში ის, რაც ვერ გააკეთა 9 წლის განმავლობაში "ნაციონალურმა მოძრაობამ," ჩვენ გავუზარდეთ ხელფასები ჯარს, ასევე გავზარდეთ სოციალური დახმარება დაღუპული [სამხედროების] ოჯახების წარმომადგენლებისთვის".

კვლევის შედეგად გაირკვა, რომ სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურება, ასევე დაღუპული სამხედროების ოჯახებისთვის გასაცემი სოციალური დახმარების ოდენობა, 2013 წლიდან ნამდვილად გაიზარდა. თავდაცვის სამინისტროს 2013 წლის ანგარიშის თანახმად, ავღანეთის მისიაში მონაწილე სამხედროებს ხელფასი 300 აშშ დოლარით გაეზარდათ, ხოლო სხვა სამხედრო მოსამსახურეებს – საშუალოდ 25 პროცენტით. თუმცა, თუკი აღნიშნულ მაჩვენებელს 2005-2012 წლებში დაფიქსირებული ზრდის საშუალო მაჩვენებელს შევადარებთ, როგორც ამას თავად პრემიერ-მინისტრი აკეთებს მის განცხადებაში, ვნახავთ, რომ აღნიშნულ პერიოდში სამხედრო მოსამსახურეების ხელფასების საშუალო ზრდამ, დაახლოებით 490 პროცენტი შეადგინა.

ამ ფაქტორის გათვალისწინებით ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება მეტწილად მცდარად შეფასდა.

ფაქტ–მეტრმა მთავრობის კიდევ ერთი წარმომადგენლის, ნოდარ ხადურის განცხადებაც გადაამოწმა. ფინანსთა მინისტრის თქმით, "2012 წლის მონაცემს თუ გამოვაკლებთ კიდევ იმ 165 მილიონ ლარს, რომელიც ჩვენ დავამატეთ განათლებას, თავდაცვას და სოფლის მეურნეობას, აღმოჩნდება, რომ ჩვენ გასულ წელს დავხარჯეთ გაცილებით მეტი თანხა ვიდრე 2012 წელს, მიუხედავად იმისა, რომ ვერ მოვახერხეთ მთლიანად ამოგვეღო შემოსავლები".

2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 297.4 მლნ ლარით  მეტია 2012 წლის ანალოგიურ  მაჩვნებელზე. თუ 2012 წელს გაწეულ გადასახდელებს გამოვაკლებთ 160 მილიონ ლარს, რომელიც 2012 წლის დეკემრის საბიუჯეტო ცვლილებით განათლების, თავდაცვისა და სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად დამატებით იქნა გამოყოფილი, მივიღებთ, რომ  2013 წელს 2012 წელთან შედარებით 457.4 მლნ ლარით მეტი დაიხარჯა.

მიუხედავად ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ბიუჯეტის ხარჯების ნაწილში დაგეგმილი ხარჯები 2012 წელს 96,5%–ით შესრულდა, 2013 წელს კი 92,6%–ით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ პროცენტულად, 2012 წელს დაგეგმილი ხარჯების უფრო დიდი ნაწილი შესრულდა, ვიდრე 2013 წელს.

ზემოთ მოყვანილი გარემოებების გათვალისწინებით ნოდარ ხადურის განცხადება მეტწილად სიმართლედ შეფასდა.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებაც გადაამოწმა. ხუნდაძის თქმით, „გაეროს მონაცემებით 2050 წლისათვის მოსალოდნელია საქართველოს მოსახლეობა შემცირდეს მილიონ 170 ათასი მოქალაქით. ამის პარალელურად, მოსალოდნელია აზერბაიჯანის მოსახლეობამ მოიმატოს 34%, სომხეთის კი – 7%–ით… შობადობა შემცირებულია, აბორტების რაოდენობა კი ოფიციალური მონაცემით დღეში 100-ზე მეტია".

კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხალხთმოსახლეობის ფონდის მიერ 2010 წელს გამოქვეყნებული მონაცემის მიხედვით, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, სომხეთის მოსახლეობა გაიზრდება 7%-ით, ხოლო აზერბაიჯანის კი 34%-ით.

დემოგრაფ ანზორ თოთაძის ინფორმაციით, საქართველოში შობადობის მკვეთრი შემცირება 1992 წლიდან დაიწყო. 2005 წელს საქართველოში უკვე 46 000 ბავშვი დაიბადა და შობადობა წინა წლებთან შედარებით 2-ჯერ შემცირდა (1960-1990 წლებში წელიწადში საშუალოდ 93 000 ბავშვი იბადებოდა).

ბოლო წლების სტატისტიკის მიხედვით, 2000-2013 წლებში შობადობის მკვეთრი შემცირება არ შეინიშნება და ამ წლებში დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 46 000 – 63 000 შორის მერყეობს. თუ ამ მაჩვენებელსაც მე-20 საუკუნის 60-90-იან წლების შობადობის მაჩვენებელს შევადარებთ (93 000), ცხადია, რომ შობადობა შემცირებულია.

რაც შეეხება ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას, 2013 წელს, სტატისტიკის მიხედვით, 37 018 აბორტია ოფიციალურად რეგისტრირებული, რაც საშუალოდ, დღეში 100 აბორტს უდრის.

გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე დიმიტრი ხინდაძის განცხადება სიმართლედ შეფასდა.

გასულ კვირას ფაქტ–მეტრმა საპარლამენტო უმრავლესობის კიდევ ერთი წევრის, დავით ონოფრიშვილის განცხადებაც გადაამოწმა. ონოფრიშვილი აღნიშნავდა: "2013 წელს მთელს ჩვენს რეგიონში ეკონომიკური ზრდა იყო მთლიანად შემცირებული, ეს არ ეხება ამეიერკავკასიას და მარტო დსთ-ს, ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებს, არამედ აღმოსავლეთ ევროპას. ევროპაზე აღარ ვლაპარაკობ, სადაც ეკონომიკური ზრდა არ იყო ან იყო 1%-ზე ნაკლები".

როგორც კვლევამ აჩვენა, 2013 წელს  მსოფლიოს ეკონომიკური ზრდა 3.5%-დან 3.2%-მდე დაეცა. დაბალი ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონშიც. ევროკავშირში ეკონომიკური ზრდა 1%-ზე ნაკლებს შეადგენდა. ზრდა შედარებით მაღალი იყო განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში, თუმცა წინა წელთან მიმართებაში მაინც შემცირებული იყო. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ევროპის რეგიონის ქვეყნების უმრავლესობა ეკონომიკური განვითარების მაღალ საფეხურზე დგას და ეკონომიკური ზრდის დაბალი ტემპი ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელია. რაც შეეხება საქართველოს, იგი განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა და ეკონომიკური ზრდის ტემპის ვარდნის ნეგატიური ეფექტი უფრო მაღალია განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებთან შედარებით.

ამასთან, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 2013 წელს საქართველოში მშპ-ს ზრდის ტემპის შემცირება, ძირითადად შიდა მოთხოვნის შემცირებით იყო გამოწვეული, რაც ხელისუფლების შეცვლის და არასტაბილური გარემოს შედეგი იყო. ამას ადასტურებს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის დინამიკაც, რომელიც 914.4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა და 2.8 მლნ აშშ დოლარით მეტი იყო წინა წელთან შედარებით, რაც საკმაოდ დაბალი მაჩვენებელია. ასევე, ნომინალური მშპ-ს მოხმარების მეთოდით დათვლისას აღმოჩნდა, რომ შიდა მოთხოვნა წინა წელთან შედარებით მცირედით იყო გაზრდილი (0.1%), ხოლო მთლიანი კაპიტალის ფორმირება მნიშვნელოვნად იყო შემცირებული, რაც ქვეყანაში ინვესტიციების შემცირების მაჩვენებელია.

შესაბამისად, მიუხედავად რეგიონში არსებული შემცირებული ეკონომიკური ზრდისა, საქართველოს მშპ-ს ზრდის შემცირების ძირითადი მიზეზი ქვეყანაში არასტაბილური გარემო იყო და არა რეგიონში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა.

აქედან გამომდინარე, დავით ონოფრიშვილის განცხადება ნახევრად სიმართლედ შეფასდა.




 ახალი ამბები
  • ეპიდემიის გამო, ბეზოსმა 12 მილიარდი დოლარი დაკარგა, გეიტსმა _ 10 მილიარდიმსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანებმა, კორონავირუსის ეპიდემიის გამო, ბოლო კვირაში ნახევარ ტრილიონამდე დოლარი დაკარგეს. სააგენტო ბლუმბერგის ინფორმაციით უდიდესი ინტერნეტმაღაზია ამაზონის დამფუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა 11,9 მილიარდი დოლარი დაკარგა, მაიკროსოფტის ხელმძღვანელი ბილ გეიტსი 10 მილიარდით გაღარიბდა, ხოლო  კომპანია LVMH-ის მფლობელი ბერნარ ანო _ 9 მილიარდით. ბლუმბერგი იუწყება, რომ მინუსებში წავიდა პლანეტის მდიდარი ადამიანების 80 პროცენტი, რაც პირდაპირ დაკავშირებულია კორონავირუსის ... ...
  • კორონავირუსის კვლევაზე მომუშავე ჩინელი ექიმის რჩევებითუ გაქვთ სველი ნახველი არ შეიძლება კორონავირუსული ინფექციის გადამტანი იყოთ. კორონავირუსის პნევმონია არის მშრალი ხველა, ნახველის გარეშე. უჰანის ვირუსი არ არის სითბოს მიმართ მდგრადი და კვდება 26-27 გრადუს ტემპერატურაზე. ამიტომ, დალიეთ მეტი ცხელი წყალი, უფრო ხშირად და უფრო დიდხანს იყავით მზეზე. ცხელი წყალი არ არის სამკურნალო, ჯანმრთელობისთვის კარგია, ეფექტურია ყველა ვირუსისთვის. 1. ვირუსი საკმაოდ დიდი ზომისაა (უჯრედის დიამეტრი დაახლოებით 400-500 ნმ), შესაბამისად, ჩვეულებრივი სამედიცინო ნიღაბი პრინციპში შეძლებს გაფილტროს. იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებული ადამიანი შენს თვალწინ ახველებს ან გაივლის თქვენგან 3 მეტრამდე მანძილზე, ვირუსი უბრალოდ მიწაზე ჩავარდება, ფრენას ვერ შეძლებს. 2. თუ ვირუსი მეტალის ზედაპირზე მოხვდება, ის გადარჩება მინიმუმ 12 საათის განმავლობაში. ამიტომ, თუ რაიმე მეტალის ზედაპირს შეეხებით, ხელები ზედმიწევნით დაიბანეთ საპნით. 3. ვირუსი აქტიური შეიძლება დარჩეს ქსოვილზე 6-12 საათის განმავლობაში. ჩვეულებრივი სარეცხი საშუალებებით წესით უნდა მოკვდეს ვირუსი. ზამთრის ტანსაცმელი, საკმარისია მზეზე გაფინოთ, რათა მოკვდეს ვირუსი. დაავადების სიმპტომების შესახებ - კორონავირუსის მიერ გამოწვეული პნევმონია 1. ვირუსის ყელში შეღწევის შემდეგ, ყელში სიმშრალე გაჩნდება, რომელიც ვლინდება სტენოკარდიით. ასე გაგრძელდება 3-4 დღე 2. შემდეგ ვირუსი შეუერთდება ცხვირის სითხეს, შედის ტრაქეაში, შემდეგ კი ფილტვებში, რაც გამოიწვევს პნევმონიას. ამ პროცესს 5-დან 6 დღე დასჭირდება. 3. კორონავირუსული პნევმონიის დროს აღინიშნება მაღალი სიცხე და ქოშინი. ცხვირის შეშუპება არ ჰგავს ნორმალურ ცხვირის შეშუპებას, არსებობს შეგრძნება, რომ წყალში იძირებით. ამ შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს. პრევენციის შესახებ: 1. ინფიცირებისას ყველაზე გავრცელებული გზა ადამიანებთან შეხებაა, ამიტომ ხშირად უნდა დაიბანოთ ხელები. ვირუსს შეუძლია მხოლოდ თქვენს ხელებზე იცხოვროს 5-10 წუთის განმავლობაში. მაგრამ ამ დროში შეიძლება მოხდეს ნებისმიერი რამ(შეგიძლიათ ხელებით შეეხოთ თვალებს ან ცხვირს). 2. ხშირად ხელის დაბანის გარდა, თქვენ შეგიძლიათ ყელის გამორეცხვა ბეტადინის ხსნარით მიკრობის აღმოსაფხვრელად, ან მისი მოქმედების შესამცირებლად, სანამ ისინი ჯერ კიდევ ყელშია (ფილტვებში მოხვედრამდე). იყავით ძალიან ყურადღებით და ფრთხილად, დალიეთ უფრო მეტი ცხელი ... ...
  • სად დაფიქსირდა საქართველოში შეგრძნებადი კიდევ ერთი მიწისძვრა სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 28 თებერვალს, 19 საათსა და 15 წუთზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. 3.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ქალაქ ონიდან 11 კილომეტრის დაშორებით, სამხრეთ-აღმოსავლეთით, სოფელ ირთან დაფიქსირდა. ეს 2020 წელში დაფიქსირებული მეოთხე მიწისძვრაა _ 26 იანვარს 4.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ჩრდილო ოსეთში, საქართველოს საზღვრიდან 9 კილომეტრის დაშორებით მოხდა; 24 იანვარს, თბილისის დროით 21:55 საათზე, თურქეთში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 450 კმ_ში, ქალაქ მალატიასთან მოხდა 6.8 (Mw) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრა შეგრძნებადი იყო სასაზღვრო ზოლში დასახლებული საქართველოს მოსახლეობისთვისაც; 22 იანვარს კი 3.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა დაბა შუახევიდან 6 კილომეტრის დაშორებით სოფელ ბრილთან ... ...
  • კახეთში გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობა დაიწვასაგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძარი ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ  არსებობს. ხანძრის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული რამდენიმე მიტოვებული შენობა-ნაგებობა დაიწვა. მათ შორის ერთ-ერთი გეოფიზიკის ინსტიტუტის ყოფილი შენობაა. როგორც ცნობილია, ცეცხლი თავდაპირველად ხმელ ბალახსა და ეკალ-ბარდებს მოედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო შენობებზეც გავრცელდა. ... ...
  • მთაწმინდის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდათბილისში, მთაწმინდის ფერდობზე,  პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. შეტყობინების მიღებისთანავე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ოპერატიულად მოახდინეს რეაგირება და დაუყოვნებლივ დაიწყეს ცეცხლის ქრობის სამუშაოები. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამბობენ, შეზღუდული ხილვადობის, რთული რელიეფისა და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, ხმელ ბალახზე გავრცელებული ხანძრის ქრობას 60-მდე მეხანძრე-მაშველი და ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა ახორციელებს. ამ დროისთვის ცეცხლი უკვე ლოკალიზებულია და მისი გავრცელების საფრთხე აღარ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, არსებობდა  მთაწმინდის პარკის ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელების საშიშროებაც, თუმცა  მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად, საფრთხე სრულად აღმოფხვრილია. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. ინტენსიურად გრძელდება ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ნახანძრალი ტერიტორიის მონიტორინგის მიზნით, მთაწმინდის ფერდობის მიმდებარედ მთელი ღამის განმავლობაში დარჩება 1 სახანძრო-სამაშველო ... ...

არქივი

ზაფრანი

ყველაზე ნიჭიერი ზოდიაქოს ნიშნები

მორიელი - ზოდიაქოს ამ ნიშნის...

როგორია ქალის იდეალური სხეული

ცოტა ხნის წინ, აშშ-ის ტეხასის...

როგორ ვიპოვოთ ცხოვრების ერთგული მეგზური

ბედნიერება ჰგავს პეპელას. მან ზუსტად...

„დავიწყებული“ ჰოლივუდელები

ჯესიკა ალბა ჯესიკა ალბას გარღვევად...

როდის გრძნობთ თავს ყველაზე კარგად

ზამთარი – მშვილდოსნის, კუროსა და...

ქალი, ბიზნესი … ასტროლოგია

ქალწული - ზოდიაქოს კიდევე რთი...
კარმიდამო ჩემი

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

პროდუქტები, რომელიც საუზმეზე არ უნდა მიირთვათ

დიეტოლოგებმა შეადგინეს პროდუქტების სია, რომელიც...

როგორ გაისუფთავონ ფილტვები მწეველებმა

ცოტა ხნის წინ ბრიტანულ მასმედიაში...

შქმერული

დღეს ერთ-ერთი საუკეთესო ქართული კერძის...

"მოხრაკულა" დილით განსაკუთრებით საამოა

„მოხრაკულა“ _ ერთერთი ძველი ქართული...