"ვითხოვდი პატრულის სახელსა და გვარს, პასუხად მივიღე - წადი რძე დალიე, ვინ ხარ ვაფშე!"

საზოგადოება

"ვითხოვდი პატრულის სახელსა და გვარს, პასუხად მივიღე - წადი რძე დალიე, ვინ ხარ ვაფშე!"

8 სექ. 2014, 18:14:32

დიზაინერი დათუნა სულიკაშვილი, “ფეისბუქის“ საშუალებით შს მინისტრს მიმართავს.

"ბატონო მინისტრო,
პოლიტიკური განცხადების გაკეთებას ჩვეულებრივ ვერიდები ხოლმე და არასდროს მქონია სურვილი, პოლიტიკურ პროცესებში ჩავრეულიყავი, მაგრამ გუშინ დაწყებულმა რეიდებმა ამ წერილის დაწერა გადამაწყვეტინა.

6 სექტემბერს, დაახლოებით საღამოს 11 საათზე მეგობართან ერთად, ავტომანქანით ნათესავის სანახავად მივდიოდი. ავტომანქანა მის სახლთან, ვაკეში, ყიფშიძის ქუჩაზე გავაჩერეთ. ამ დროს საპატრულო პოლიციის ეკიპაჟიც გამოჩნდა (ნომრით #7204). პოლიციელი მანქანიდან გადმოვიდა, ჩვენკენ გამოემართა და მანქანის მინაზე უხეშად რამდენჯერმე დააბრახუნა. შუშა ჩამოვწიე და ვიკითხე თუ რა ხდებოდა.

პატრულმა უხეში ტონით მანქანიდან გადასვლა მომთხოვა. კვლავ ვიკითხე მიზეზი, რაზეც პასუხად მივიღე: "შენი საქმე არ არის, გეუბნები გადმოდი მანქანიდან!" რის შემდეგაც ის თავად აღებს კარს და ჩემს გარეთ გადაყვანას ცდილობს.მანქანიდან გადმოსულმა კვლავ ვიკითხე უხეშობის მიზეზი და პასუხად ისევ: "შენი საქმე არ არის!" მივიღე. უშედეგოდ ვცდილობდი მისი ვინაობის დადგენას, ისე, როგორც ამის უფლებას კანონი მაძლევს. ჩემს მორიგ კანონიერ მოთხოვნაზე, დაესახელებინა ვინაობა, მან ფიზიკური შეურაცხყოფით, კერძოდ, ხელის კვრით მიპასუხა და განზე გადგომა მომთხოვა. ამასობაში ნათესავი, ქალბატონი, რომლის სანახავადაც ვიყავით მისული, თანხმლებ პირთან ერთად მანქანით მოვიდა. ისიც დაინტერესდა თუ რა ხდებოდა. პატრულმა მას ვინაობა გამოჰკითხა.

ქალბატონის პასუხზე, რომ დეიდა იყო, პოლიციელმა მას უხეშად, შემდეგი სიტყვებით მიმართა: "ხოდა წადი შვილს მიხედე აქ რა გინდა, ბიჭები არიან, შარვლები აცვიათ და მიხედავენ თავს!" - ხოლო მეორე ქალბატონს მოსთხოვა: "მანქანით ქუჩაში ნუ დგახარ, გაიარე დროზე!" ეს ყველაფერი მისი ხელების ქნევის და ყვირილის ფონზე ხდებოდა. მე ჯიუტად ვითხოვდი მის სახელსა და გვარს, რის პასუხადაც დამცინავი პასუხი მივიღე: "წადი რძე დალიე, ვინ ხარ ვაფშე!", ხოლო კითხვაზე, ჰქონდა თუ არა მას მოქალაქეების შეურაცხყოფის უფლება, პასუხად ვიღებდი: "მაქვს!" ამის შემდეგ ის მანქანისკენ გაემართა და ჩვენი დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ვინაობა მანამ არ გაამხილა, ვიდრე მისმა მეწყვილემ, რომელიც ამ დრომდე მანქანში მშვიდად აკვირდებოდა პოლიციელის მიერ მოქალაქის შეურაცხყოფის ფაქტს, არ მოუწოდა ჩვენთვის ვინაობა გაემჟღავნებინა. გაბრაზებულმა პატრულის თანამშრომელმა სახელი მოგვაძახა და წავიდა. სამართალდამცავთა წასვლის შემდეგ მე ჯერ 112-ს, ხოლო შემდეგ გენინსპექციას მივმართე. მათ შემთხვევის შესახებ დეტალური ინფორმაცია ჩაიწერეს და რამდენიმე დღე ითხოვეს გამოძიებისთვის. 

ბატონო შინაგან საქმეთა მინისტრო, ეს და სხვა მრავალი შემთხვევა მარწმუნებს, რომ პოლიციელის მხრიდან მოქალაქის შეურაცხყოფა ხშირად დაუსჯელი რჩება. ამის გამო იძულებული ვარ პირდაპირი კითხვებით მოგმართოთ: თქვენი ბრძანებით ტარდება ასეთი რეიდები? ეს ხომ უკანონოა,? ან, საერთოდ რეიდები დანაშაულის კლებას იწვევს? განა უპრიანია პოლიციელები ადამიანებს მიეჭრან, ხელი კრან და შეურაცხყოფა მიაყენონ? ნუთუ პოლიცია გილახავთ სახელს და აღარ გემორჩილებიან? პოლიცია დამნაშავეებს უნდა ეძებდეს თუ ჩემნაირ კანონმორჩილ ადამიანებს უნდა უქმნიდეს პრობლემებს? მოვითხოვ სათანადოდ, კანონის ფარგლებში დაისაჯოს ჩემი და სხვისი უფლებების დამრღვევი პოლიციელი სოსო ჯორბენაძე".




 ახალი ამბები
  • უნდა გვახსოვდეს, რომ სხვებისთვის ვცხოვრობთ- ილია მეორედღეს ქრისტიანული სამყარო ამაღლების დღესასწაულს ზეიმობს. დღესასწაულთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა  საღმრთო ლიტურგია სამების საკათედრო ტაძარში აღავლინა, შემდეგ კი იქადაგა. "ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ამაღლებას - ქრისტეს მიწიდან ზეცად ამაღლებას. ეს არის დღესასწაული, როცა მაცხოვარი განშორდა თითქოს მიწას, ხალხს და სინამდვილეში მაცხოვარი ჩვენთანაა. უფალი მოგვიწოდებს, რომ ჩვენც ავმაღლდეთ, ჩვენი ამაღლება უნდა მოხდეს, ჩვენ არ უნდა დავრჩეთ მიწიერნი, ჩვენ უფალთან უნდა ვიყოთ. მე მინდა გაგამხნევოთ, რომ ის მოვლენები, რომელიც წარსულში, ან დღეს, ან მომავალში არის მსოფლიოში, ეს გაჭირვება, განსაცდელი, ეს ყველაფერი გვიწყობს ხელს, რომ ავმაღლდეთ, ეს ჩვენთვის არის ყველაფერი. ადამიანი ცხოვრობს გარკვეული მისიით, გარკვეული მიზნით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადამიანის ცხოვრება ეს არის წუთისოფელი. ჩვენ აქ დროებით ვართ. ჩვენ ვართ სტუმრები და ეს სტუმრობა ადრე თუ გვიან დამთავრდება. ჩვენ ვიცით თქმა - ღმერთს ებარებოდეთო, სანამ მიწაზე ვართ ღმერთს ვებარებოდეთ, მაგრამ მომავალში უფალთან უნდა ვიყოთ. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი თავისთვის კი არ ვცხოვრობთ, არამედ ვცხოვრობთ სხვებისთვის. ადამიანმა უნდა გაახაროს სხვა, რომ იყოს ბედნიერი. ღმერთი არის სიყვარული, ასე რომ არ შეგეშინდეთ, არ დაითრგუნოთ თქვენი გონება და იმედი არ დაკარგოთ, ღმერთი მუდამ თქვენთან არის და ჩვენთან არის, გაიხაროს საქართველომ და მთელმა მსოფლიომ ", _ განაცხადა ... ...
  • დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ შესაძლებელია- გამყრელიძედაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულსა და სექტემბერში ქორწილის გადახდა ღია სივრცეებში იქნება შესაძლებელი. „მსოფლიო დადგა დიდი გამოწვევის წინაშე. შედარებით რომ მშვიდდება ჩვენთან სიტუაცია, ამის გამო არ უნდა შევიქმნათ ილუზია, რომ კორონავირუსი დავამარცხეთ. არა ბატონებო, კორონავირუსი კარგა ხანს იქნება ჩვენ გვერდით, ისევე როგორც ყველა ქვეყანაში. ამიტომ, მთელი რიგი წესების დაცვაა საჭირო, რაზეც ბოლო 5 თვეა ვსაუბრობთ. მთავარი, მათ შორის არის სოციალური დისტანცირება და ნაკლები თავყრილობა. დიდი კონგრესები, კონფერენციები, ყველაფერი ტარდება დისტანციურად. ახლა დამცინებენ, დისტანციური ქორწილი არ გაგვიგიაო, მაგრამ მცირე წრეში შესაძლებელია, როგორც მიღებული იყო, ოჯახში გვქონდა ყველაფერი ადრე. ზაფხულში და სექტემბერში ღია სივრცეებში თავშეყრა შესაძლებელი იქნება. ამას მოენახება თავისი გადაწყვეტის მეთოდი. მთავარია ბევრი ქორწილი იყოს ქვეყანაში და საქართველოში ბევრი ბავშვი გაჩნდეს“, - განაცხადა ... ...
  • მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს- გამყრელიძე გენადი ონიშენკოს„გენადი ონიშენკოს ვიცნობ ძალიან კარგად. როცა მე დიდი ხნის წინ სამინისტროში ვმუშაობდი მაღალ პოზიციებზე, ონიშენკო იყო მინისტრის პირველი მოადგილე რუსეთში. ბევრჯერ შევხვედრივართ ერთმანეთს. ბატონო გენადი, ხომ ძალიან კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, არა? ძალიან კარგად ვიცი, რომ ამას გალაპარაკებენ, შენით ხომ არ ლაპარაკობ ამას. გეუბნებიან, გავალენებენ, ეს თქვიო. მოვეშვათ რა. სამჯერ გითხარით, პირდაპირ დაგპატიჟეთ, ბატონო გენადი. ვიცი, რომ ქართველები გიყვარს, ქართული ღვინო მოგწონს და კარგად იცი, რითიც ვართ დაკავებული ლუგარის ცენტრში, მაგრამ – მარტო ჩვენ, მოეშვით ამ „ველიკოდერჟავულ“ ჩვევებს. მარტო თქვენ ვერ ჩამოხვალთ. თუ გნებავთ, ჩამოხვალთ საერთაშორისო მისიებთან ერთად, გერმანელებთან, ბრიტანელებთან, ფრანგებთან, შვეიცარიელებთან ერთად, რომელიც ახლა მედიატორია ჩვენს ორ ქვეყანას შორის და ეს მოწვევაც გამოგზავნილი გაქვთ. ჩამობრძანდით მათთან ერთად და ნახეთ. სამხედროები რაში გჭირდებათ, მე ვერ გავიგე, მაგრამ თუ სამხედრო ექიმები გინდათ, კი ბატონო, არც ეგ არ არის პრობლემა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ონლაინ ბრიფინგზე იმ კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული მხარის მოთხოვნას ეხებოდა ლუგარის ლაბორატორიის ... ...
  • პაატა იმნაძე: კონდიციონერის გამოყენება საშიშიაოფისებში, ბანკებში, მაღაზიებსა და დახურულ სივრცეში საყოფაცხოვრებო კონდიციონერების გამოყენება ნება დართული არ იქნება. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა. „საყოფაცხოვრებო კონდიციონერები, რომლებიც ჩვენთან ჩვეულებრივ გამოიყენება, შიგნით ჰაერს ატრიალებენ. სამწუხაროდ, მათი გამოყენება, ჯერ არსებული ყველა მონაცემებით, არის მაღალი რისკის შემცველი. თუ არ მუშაობს კონდიციონერი გარედან ჰაერის შემოტანაზე, მათი გამოყენება საშიშია. ვიცი, რომ ზაფხულში სიცხე იქნება, გაგვიჭირდება, მიჩვეულები ვართ, მაგრამ ჯერ მათი გამოყენება არ იქნება ნებადართული“, – განაცხადა ... ...
  • პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა განმარტა, ვინ შეძლებს იპოთეკური სესხის სუბსიდირებით სარგებლობასდეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმით მთავრობა აპირებს არა მხოლოდ იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, არამედ ამ მძიმე ვითარებაში, იმ სექტორის მხარდაჭერას, რომელში კრიზისის შედეგებიც ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, ვინაიდან დღემდე გვყავს დაუსრულებელი მშენებლობებით დაზარალებული ადამიანები, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობის სექტორში დასაქმებულია 120 ათასი ადამიანი და თითქმის ამდენივე - მშენებლობასთან დაკავშირებულ სექტორებში. „ამიტომ, მთავრობის ამოცანაა, ყველა წარმოდგენილი ღონისძიებით დაეხმაროს პირველ რიგში ამ სექტორში დასაქმებულ ადამიანებს და შეუნარჩუნოს მათ სამუშაო ადგილები. პირველ რიგში ეს არის სესხის პროცენტის სუბსიდირება, რაც გულისხმობს იმას, რომ იმ ადამიანებისთვის, ვინც წლის ბოლომდე აიღებს იპოთეკურ სესხს ბინის შესაძენად, მთავრობა იპოთეკური სესხის პროცენტის 4%-ს დაუსუბსიდირებს. ანუ, მაგალითად, თუ დღეს იპოთეკური სესხი ლარში შეადგენს პირობითად 11%-ს, მსესხებელს საშუალება ექნება, აიღოს სესხი და რეალურად მისი საპროცენტო ტვირთი იქნება 7%. ეს სუბსიდია შეეხება იმ მოქალაქეებს, რომლებიც წლის ბოლომდე აიღებენ იპოთეკურ სესხებს და მხოლოდ და მხოლოდ იმ სესხებს, რომლებიც ნაკლებია 200 ათას ლარზე. ამით ჩვენ, რა თქმა უნდა, განვსაზღვრეთ ასევე ის სეგმენტიც, რომელიც მეტ-ნაკლებად დაბალშემოსავლიანია, რადგან 200 ათას ლარამდე სესხი არის საშუალო დონის საცხოვრებელი ბინის ღირებულება. მეორე ინსტრუმენტია სესხის გარანტია, რაც გულისხმობს იმას, რომ სექტორში კრიზისისას, როგორც წესი, იზრდება პირველადი შენატანების მოცულობა. ეს არის ის შენატანი, რომელსაც მყიდველი ბინის შეძენისას წინასწარ იხდის, ხოლო დანარჩენ თანხაზე სესხს აკეთებს. ეს კრიზისის პერიოდში სექტორის მხრიდან გაყიდვებს ამცირებს, ამიტომ მთავრობამ გადაწყვიტა, გახდეს თითოეული მოქალაქის თანამსესხებელი - ე.წ გარანტორი და განახორციელოს გარანტია მისი სესხის 20%-ის ოდენობით“, - განმარტა ბექა ... ...

არქივი

ტესტები

ტესტი _ აქვს თუ არა თქვენს ერუდიციას ფართო ჰორიზონტი

ეიფელის კოშკი ზაფხულში 15 სანტიმეტრით...

ტესტი _ ყველაზე, ყველაზე...

იცი თუ არა გეოგრაფია

ტესტი _ იცი თუ არა ფეხბურთის ისტორია

ვის გაუტანა 1986 წელს მარადონამ...

ტესტი _ როგორ იცნობ გარე სამყაროს?

რომელ ცხოველს შეუძლია უწყლოდ გაძლება...

ტესტი _ რამდენად ერკვევი სხვადასხვა სფეროში

რომელია ყველაზე პატარა სახელმწიფო მსოფლიოში?

ტესტი _ რა გახსოვს სკოლიდან?

გამოქვაბულში ქვევიდან ზევით აღმართულ წარმონაქმნებს...

კარმიდამო ჩემი

აღვადგინოთ ქართული დაფნა

გასულ საუკუნეში, დაფნა, ჩაისა და...

დროა, მივეჩვიოთ ბუნებრივი რესურსების ეკონომიურად ხარჯვას

პლანეტის გლობალური კლიმატური ცვლილებები ბევრ...

ვუშველოთ ციტრუსოვნებს

25 წლის მანძილზე, დასავლეთ საქართველოს...

საკურა_ იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, მალე სამტრედიაშიც აყვავდება

საკურა-იაპონიაში გაზაფხულის სიმბოლო, ულამაზესი ალუბლის...

ფუტკრის რძე _ ოცდამეერთე საუკუნის ჯადოსნური წამალი

საქართველოს ბუნება ყოველგვარ პირობას ქმნის...

როგორ დავიბრუნოთ ფუტკრის მართვე

გაზაფხულის მოახლოებისთანავე ნებისმიერმა მეფუტკრემ თუ...

მსხვილნაყოფა ციტრუსი _ "ოიუ" (Citrus Oiu)

საქართველოს მოსახლეობისთვის ციტრუსოვანი კულტურებიდან ყველაზე...

"გვაქვს უთვალავი ფერითა!"

ოზურგეთელი, პროფესიით ფარმაცევტი და ხელოვანი...

"დეკემბერა" საოცარი საშობაო ყვავილია

ალბათ, არც ერთი ყვავილის შესახებ...

როგორია ტყის მარწყვი და რა სასარგებლო თვისებები გააჩნია

გაზაფხულის დადგომისთანავე, ადამიანებს უდიდესი სურვილი...

რას ფიქრობთ სოფლის მეურნეობის დახმარების პროგრამაზე?